დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: დავით გარეჯა დავთმეთ?
Georgian Airgunners Portal > საერთო > ფლეიმი
ReMiNgToN






INFORMACIA DAVIT GAREJAS SHESAXEB

დავით გარეჯა ჩემთვის ასოცირდება საქართველოს ერთ-ერთ სიმდიდრეთ, აქ თავმოყრილია 9 სამონასტრო კომპლექსი. წარმოდგენილია უდაბნო , რომელიც საქართველოს ბუნების მრავალფეროვნებას მიუთითებს, ექსკურსიაზე როცა ვიყავი გაოცებული დავრჩით იქაური სილამაზით.

საქმე რაშია, რამდენიმე დღის წინ მოვისმინე ლაპარაკი იმის შესახებ, რომ გიორგობას ქართველი მრევლი არ შეუშვიათ დავით გარეჯის მონასტერში აზერ მესაზღვრეებს და რამდენიმე საკონტროლო გასროლაც განუხორციელებიათ. ასე იძახდნენ, რომ მხოლოდ ბერებს შევუშვებთ, დანარჩენები სახლში წადით ეს ჩვენი ტერიტორიააო. გადავატრიალე ინტერნეტი იმ იმედით რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ ჭორი იქნებოდა მაგრამ წავაწყდი ბევრ ცუდ ფაქტს.

"ვინც ყოფილხართ დავით გარეჯში, ალბათ იცით რომ მთის გადაღმა არის მთელი სამონასტრო კომპლექსი, 6-9 საუკუნის ფრესკებით.
ხომ არ იცით რომელია ის "სიმაღლეები" რომლებიც აზერბაიჯანს სჭირდება დავით გარეჯში?
მხედველობაში მაქვს მიშას კომენტარი, როდესაც თქვა, მონასტერი საქართველოში იქნება და სტრატეგიული "სიმაღლეები" კი აზერბაიჯანს მიეცემა, რომლებიც მას სჭირდებაო.
აღარაფერს ვამბობ გაბაშვილის "ბიზნეს იდეაზე" დავით გარეჯში საქართველო-აზერბაიჯანის ერთობლივი კულტურული ზონის შექმნის შესახებ.
მგონი მიშამ სწორედ მთის მწვერვალი და მთის გადაღმა არსებული ტერიტორია იგულისხმა, თქვენ რას ფიქრობთ?"

ეს გახლავთ ერთ ერთი ადამიანის კომენტარი სხვა ფორუმზე, რამაც ძალიან დამაფიქრა , მას მოჰყვა შემდეგი :

"ყველა გრძნობს რომ სუსტები ვართ ხოდა გვივლიან რა"



მგონი ყველას გვაწუხებს საქართველოს ბედი და ახლა მოწიწებით გთხოვთ რომ უკეთ გამარკვიოთ იმაში თუ რამდენად რეალურია ეს ფაქტები და დაწეროთ თქვენი მოსაზრებები ამ თემის შესახებ, შეიძლება ჩვენს ფორუმს მაინც და მაინც არ შეეფერება შინაარსით მაგრამ უმეტესობას ახლოს გიცნობთ და ფორუმ.გე ზე დაწერას აქ დაწერა მირჩევნია smile.gif

პ.ს დიდი თხოვნა იქნება რომ ღრმა პოლიტიკაში არ გადავიზარდოთ და თემას არ გადავუხვიოთ, უბრალოდ გავარკვიოთ რაშია საქმე
ja_ja
თემას ვხურავ!

არანაკლები ქართველი ვარ და მეც არანაკლები აზრები მიტრიალებს თავში, მაგრამ ეს ის თემა არაა სადაც ჭორაობის დოენეზე და მერე წამოწეულ აი ამ მთავრობის, აუ აზერების, ჩვენ ვართ მაგრები ისინი რბილები....

მოკელდ კაი ბოლო ამ თემას არ ექნება ახლავე ვამჩნევ კოჭებში.

ასე თუ ისე ამ ფორუმის პირდაპირი შეხების კუთხეს ვერ ვხედავ და პრევენციის მიზნით თემას ვხურავ.

ტყუილი იმედების მომცემი ფრაზევი შემოიხედეთ და ერთად გავერკვიოთ ამ გაურკვევლობაში, იგივეა რაც სუფრაზე - მაგრები ვართ ნახე რა ბუნება გვაქვს და რეალში ბუნებაშI გახვალ და ყველგან პრეზერვატივები და ნაგავი ყრია. საჭორაო თემა ნაღდად არაა საკმაოდ სერიოზული საკითხია და შესაბამის ფორუმებზე და საჭირო ადგილებში უფრო მართებული იქნება ამ საკითხის განხილვა და არა ყველა ტილიან ფორუმზე ერთი და იგივეს ღეჭვა და ტრიალი.
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2025 Invision Power Services, Inc.