მიზეზი: პირველი ჩემპიონატი BR25-ში
დრო: 19-20 მაისი, 2012 წელი.
ამიდნი: ა ნამ ვსიო რავნო.
წესები განთავსებულია ამ მისამართზე, განხილვა მიდის აი ამ თემაში

სამოქმედო გეგმა:
დილის 7 საათზე ნაწილი მონაწილეების შევიკრიბებით სპორტის სასახლესთან როგორც ყოველთვის, დანარჩენები კი გზად შემოგვიერთდებიან სადმე.
სადღაც 09:00 საათზე ვიქნებით უკვე ჩემპიონატის ჩასატარებელ ტერიტორიაზე. შარშან ვინც იყო კი ახლსოვს რა ადგილიც არის

ამ სურათზე ნაჩვენებია, თუ როგორ შემოვფარგლავთ სასროლ ტერიტორიას და როგორ გავანაწილებთ მსროლელებს.
დილიდან მონაწილეებს მიეცემათ თავისუფალი დრო, რომელ დროსაც გამოიყენებენ თოფის მისასროლად და ოპტიკების გასასწორებლად.
ჩემპიონატი სავარაუდოდ დაიწყება 12:00 საათზე, ამ დროისათვის ყველა მონაწილეს უნდა ჰქონდეს თოფი მისროლილი და ოპტიკა გასწორებული.
გასწორებული თოფი გადაიდება ცალკე და მსროლელი აიღებს ჩამთვლელ მატჩში მონაწილეობის დროს.
ჩემპიონატის დროს, სროლა იქეთ-აქეთ და ლენტის შიგნით ბოდიალი სასტიკად ისჯება (სასჯელი საღამოთი არ დალევა და სუფრიდან 10 მეტრში ჯდომა მარტო)
12 საათისთვის უნდა ჩაეწეროთ სიაში და ამ დროსვე მსროლელი მიიღებს მსაჯის მიერ დანომრილ სამიზნეს, ამ სამიზნეს მსროლელი თვითოვნე აკრავს როდესაც რიგი უწევს და თვითონვე ხსნის და აბარებს მსაჯს სროლის შემდეგ.
ჩემპიონატის დროს ზედმეტი ხმაური და ჟიჟყინი ისჯება!!! (სასჯელი იგივე)
ჩემპიონატის დასრულებისას შეჯამდება შედეგები და გამოვლინდება გამარჯვებული.
გამარჯვებული გვეყოლება პირველი სამი ადგილი, მათთვის დამზადებულია მედლები.
გადავიდეთ საინტერესოზე

ესეიგი, მე მაქვს მოფიქრებულიც და გადაწყვეტილიც ერთი რამ:
ბურვაკი თითქმის ნაშოვნია და ახლა ტალახის ვანებს იღებს, რომ ჯამრთელი და მოსუქებული დაგვხვდეს ადგილზე, ციკანზე პრობლემა არააა, მთავარია ჩაქაფულის გამკეთებელი ვიპოვოთ. (ლაშა სად ხარ?)
სადაც ჩემპიონატი ჩატარდება, იქ წავიღებთ მხოლოდ პურს, ყველს და კალბასს ან რამეს, რომ შუადღისით შიმშილი შევიჩეროთ, საღამოთი ავალთ თაზოს სახლში და იქ დაგვხვდება აბანოდან გამოსული გაწკრიალებული ბურვაკი

ნუ ერთი სიტყვით, მგონი მიხვდით, რომ ბურვაკსა და ციკანს მასპინძლები კისრულობენ

გადავიდეთ ისევ არა საინტერესოზე:
ხალხის მანქანებში განაწილებაზე ვისაუბრებთ ალბათ ხუთშაბათს ან პარასკევს, როდესაც სრული სია იქნება გამოქვეყნებული.
სიაში ვინც ჩაეწერება, გთხოვთ მიუთიოთ მანქანით თუ უმანქანოდ.
ახლა კი ტრადიციულად სიის შედგენა: (გთხოვთ დააკოპიროთ სია და ისე დაემატოთ)
1) ილარიონა
2) ჯაჯა (ჩემს გვერდით ზის და თანახმაა)
3) თაზო (მაგასთან მივდივართ და სად წავა?)
ტექსტის შედგენაზე მუშაობნდნე:
ილია ბერძენიშვილი
გიორგი პერანიძე