ციტატა
5. გამჭვირვალე იყოს ყოველი დახარჯული თეთრი.
ამ საკითხს უკვე მეორედ გადავაწყდი და ხმამაღლა დავწერ, რომ კრისები არ არიან აქ და არავინ ფულს არ იპარავს! 5 სერიოზული გასვლა გვაქვს მოწყობილი და ერთხელ არ გაჩენილა ასეთი საკითხი და საიდან არის ეს ეჭვები, რომ ვიღაცა შავად დახარჯავს კლუბის თანხას? ვინმეს თუ რამეში ეჭვი ეპარება შეუძლია კლუბისკენ არც გამოიხედოს! ისე ამ თემაზე მე უკვე სხვა თემაშიც ვისაუბრე და იქ ნათლად დავწერე, თუ როგორ იქნება ამ თანხების მართვა და კონტროლი!
თქვენ იმაზე ისაუბრეთ თუ კლუბს რა ფუნქციონალური დატვირთვა უნდა ჰქონდეს, თორე კლუბს რას თხოვთ ეგ სულ სხვა საკითხია!
მერე რა მოთხოვნებზეა საუბარი ეგეც არ მესმის? კლუბის დამფუძნებელი და მმართველი ყველა კლუბის წევრის ნაირი ენთუზიაზისტია და მას არც ხელფასი და არც რაიმე პრიორიტეტი არ გააჩნია! ხოდა აქ კიდევ დიდი კითხვა ჩნდება, რატომ არავის არ სურს რამის ორგანიზებაში მონაწილეობის მიღების? მხოლოდ მოთხოვნები საიდან ყალიბდება ეგ არ მესმის!
ერთმა მაინც დაწერეთ (რემინგტონას გარდა) თუ რისი გაკეთება გსურთ და შეგიძლიათ, თორე მოთხოვნები მეც მაქვს და ისეთი, რომ ბილ გეიტსი ვერ დააკმაყოფილებს!!!
ყველას!!!
რას ქვია კლუბისგან კანონებს ელით? ან კლუბმა კანონი საიდან უნდა მოგიტანოთ? კლუბს შეუძლია ჩემპიონატების ჩატარება, სანადირო გასვლების ორგანიზება, ტირის თემების მოგვარება! საიდან მოგაგვთ, რომ შსს-სთან ურთიერთობას კლუბი დაიწყებს?
უბრალოდ დაფიქრდით რა და ისე დაწერეთ! თქვენ თუ კლუბისგან კანონებს ელით მაშინ შარში ვყოფილვართ ყველა ერთად! რის ხარჯზე უნდა აიღოს კლუბმა შსს-სთან ურთიერთობა და კანონების დარეგულირება? ან სიდან ასეთი ამბიციები?
ბევრ ციტირებას გავაკეთებდი და პასუხებსაც გავცემდი, მაგრამ არც დრო მაქვს ახლა და არც ნერვები (48 საათი გზაში ვიყავი და ახლა უნდა დავიძინო)
მოდით ვინმეს რამე თუ გინდათ სერიოზული დაწერეთ, თორე აქ სულ რამოდენიმე თემა მომეწონა, დანარჩენებს კი პირად შეხვედრისას მოვუყვები კაცობაზე და ადამიანთა ურთიერთობაზე!
ჯერ მარტო ჩამოყალიბებულ ურთიერთობას ვცეთ პატივი და ნუ გავბილწავთ რაღაც უაზრობებით.
მეგობრობა იქნება კლუბშიც და ისედაც, გააჩნია აქ რას ეძახით კლუბში მეგობრობას და მიდგომებს! ან საიდანაა ეს აზრები, რომ კლუბში მეგობრობა უნდა დავივიწყოთ? რატომ? სად წავითოთ ეს ჩამოყალიბებული მეგობრული ურთიერთობა? ამნეზია დავიმართოთ და დავივიწყოთ რაც იყო?

კარგით რა ხალხო!
მთავარი ისაა, რომ ჩვენ უკვე ერთმანეთი გამოვცადეთ პაწა ჭირშიც და პაწა ლხინშიც, მგონი ყველამ წარმატებით ჩავაბარეთ გამოცდები და ახლა სად ვბრუნდებით ეგ არ მესმი!
ერთი რაც უნდა დავივიწყოთ (ისე ეგ დავიწყებულიც არის) მეგობრული პატიობა უსაქციელობაზე! აი მანდ უნდა ყველა ერთნაირად დაისაჯოს, თორე მეგობრობა უნდა იყოს კი არა და მეგობრობის გარეშე არც კი უნდა ვისაუბროთ კლუბის დაარსებაზე
ყველას დიდი პატივს გცემთ, მაგრამ ვერცერთმა ვერ ჩამოაყალიბეთ ნორმალურად
თუ რას ელით კლუბისგან და რა შეგიძიათ გააკეთოთ კლუბისთვისაბა გაოცეთ ყველას.