დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: Edgun Matador PCP Air Rifle
Georgian Airgunners Portal > პნევმატური იარაღი > PCP - Pre Charged Pneumatics
vincent
ყველას გაუმარჯოს, ვინმეს ხომ არ ქონია ამ იარაღთან შეხება Edgun Matador PCP Air Rifle? იქნებ ვინც იცის ეს იარაღი დაახასიათოს და გაგვიზიაროს შეხედულებები, წიმასწარ გიხდით მადლობას

http://edgun.ru/cat/guns.php
geojorjika
vinsent
გაგიმარჯოს, აქ ამ ფორუმზე არავის

vincent
geojorjika
სამწუხაროა
ilariona
vinsent
ამ იარაღზე ბევრი რამ წერია ინტერნეტ სივრცეში და თითქმის ყველა კმაყოფილია, მაგრამ საქართველოში სამწუხაროდ არავის არა აქვს ეს მოდელი და ვერ ვაფასებთ სათანადოდ.

მე ვფიქრობდი კრიკეტის ან ედგანის ყიდვას, მაგრამ საბაჟოს გამო გადავიფიქრე.

vincent
ilariona ისე თუ იცი რა ფასად იყიდება ?
ilariona
vinsent

როგორც მახსოვს 1200 დოლარის ფარგლებში კარგ კომპლექტაციაში.
ja_ja
vinsent
მაგას ეგრე იოლად ვერ დაითრევ, ნუ ჩამოტანის პრობლემა იმედია გადაწყდება მალე და ხელფეხი გაგვეხსნება, მაგრამ პრობლემა ისაა რომ ახალ თოფებზე დიდი მოთხოვნა აქვს ედიკას და პრაქტიკულად გაუთავებელი რიგია, შედეგად დაკვეთიდან 2 თვე უბრალოდ შენს რიგს უნდა ელოდო, ან უნდა იყიდო ხელზე ძვირად და თან ნახმარი. ნუ მერე გამოგზავნის რიტუალური ცეკვები იწყება smile.gif
norica_dragon
ციტატა(ja_ja @ Apr 10 2012, 11:43 AM) *
vinsent
მაგას ეგრე იოლად ვერ დაითრევ, ნუ ჩამოტანის პრობლემა იმედია გადაწყდება მალე და ხელფეხი გაგვეხსნება, მაგრამ პრობლემა ისაა რომ ახალ თოფებზე დიდი მოთხოვნა აქვს ედიკას და პრაქტიკულად გაუთავებელი რიგია, შედეგად დაკვეთიდან 2 თვე უბრალოდ შენს რიგს უნდა ელოდო, ან უნდა იყიდო ხელზე ძვირად და თან ნახმარი. ნუ მერე გამოგზავნის რიტუალური ცეკვები იწყება smile.gif


ყველაფერს ჯობია ნახმარის დათრევა შედარებით იაფად smile.gif
ja_ja
norica_dragon
ნუ ახლა გააჩნია რომელ ნახმარს გულისხმობ, ისე კი ბოლო ვერსია რაც აქვს R3 ყველას ჯობია ერთი მთლანი კორპუსია გაკეთებული.

ნუ მოკლედ ასეა თუ ისე ჯერჯერობით დათრებვის ვარიანტი რომც გაიჩითოს ჩამოტანაზე პრობლემა იქნება და ტყუილა უნდა იყოს საბაჟოს საწყობში smile.gif
vincent
ja_ja
ლინკს ხომ ვერ დადებ R3 რომელია რომ ვნახო

ანუ მატადორ რ3 იგულისხმე
ja_ja
R3 რაიმე კონკრეტულად განსხვავებული არაა, იგივე მატადორია, იგივე ფორმები და რამე რუმე, როგორც წესი თავიდან გამოდიოდა მატადორი, მერე რაცხა ხარვეზები იპოვა მწარმოებელმა გამოასწორა და ასეთ ვერსიას დაარქვა R2, ნუ სულ პირველს დაერქვა R1, იშიფრება როგროც რესტაილინგი.

მერე კიდევ რაცხა შეცვალა, მგონი ლულები შეაცვლევინა LW-ს თავისთვის სპეციალურ ვარიანტს აკეთებინებდა, და რაცხა კიდევ მელკი შტუკები, მოდერი და რაცხა ეგეთები, მაგას დაერქვა R2.5, და ბოლო ვარიანტი რაც გააკეთა არის, ნუ შედარებით ახლებური ვარიანტი, აქ ძირითადი ცვლილება რაც მოხდა ეს არის კონდახი, აქამდე ყველა იყო შეღებილი ვერცხლისფერი კონდაცი, მაგრამ ბოლოს მინელის დაუკვეთა და გადავიდა წიფელას და კაკლის კონდახზე, შედეგად კაი დამუშავებულია და საღებავით და გრუნტოვკით აღარაა დასამალი რუსული ნაჯახის ნათალი ვარიანტები, შედეგად ხის ფაქტურა ჩანს და არა შეღებილი გაუგებარი რაცხა smile.gif

ნუ ასევე შეცვალა კოლოფი სადაც ლულა იჯდა, ადრე თუ ცალკე იყო გამოტანილი ორი რვიანი და იმაზე იჯდა ოპტიკის პლანკა ახლა ერთი მთლიანი დეტალია, შედეგად აწყობა დაშლის მერე რვიანები ცალკე გასასწორებელი აღარაა და ასე შედმეგ, ნუ ისევ მოდერი შეიცვალა და კიდევ რაცხა რუცხა მელკი შტუკები

აგერ სურათები, ძველი და ახალი ვერსია, რომელია R3 იმედია პირველივე შეხედვით მიხვდები, ძველი კონკრეტულად რომელი რესტაილია არ ვიცი.



foxi


ეს თოფი ჩემი ფავორიტია და ამ კაცმა ალბათ ყველაზე მეტი იცის მაგის შესახებ. სასწაულ შედეგებს აღწევს ამ და სხვა ვიდეოებში ნახავთ თუ რა ზუსტია.
vincent
ერთი კითხვა მაქვს როგორც ვხედავ ეს თოფები 1 ტყვიანია და თუ არ სებობს 10 ტყვიანი ანუ აბოიმიანი?
WARNer brother
vinsent
ერთ ტყვიიანია ქვთ რაღაც ლელია მგონი მაგას აქვს მჭიდი.
ეგ ედგანი ნამვილი საოცრაბაა განსაკუთრებით რუსეთში რო მიაღწიეს ამას მიკვირს...
ჩემი აზრით საუკეთEსო იარაღია რასაც ქვია
საერთოდ ბულკები ძალიან მიყვარს.
ilariona
WARNer brother
შენ თვითონ თუ არჩევ რას წერ?

vinsent

კი აქვთ 10 ტყვიანი ვერსია.
ja_ja
WARNer brother
მეორეთ სადმე ასეთ არაინფორმაციულ აღშფრთოვანებას (აღშფოთებას და აღფრთოვანებას ერთად) სადმე დავინახავ და ვავა... რა უნდა გაიგოს მომხარებელმა ამ პოსტიდან? ის რომ შენ ნერწყვები მოგდის მაგ თოფზე? და შენივე ნერწყვებით იხრჩობი? smile.gif

პლიუს არასწორი ინფორმაციები!

vinsent
ციტატა(vinsent @ 10th April 2012 - 01:59 PM) *
ერთი კითხვა მაქვს როგორც ვხედავ ეს თოფები 1 ტყვიანია და თუ არ სებობს 10 ტყვიანი ანუ აბოიმიანი?

R2-ზე, R2.5-ზე და R3-ზე შეიძლება კლიპის დაყენება, მანამდე არსებულ ვერსიებზე ვერა, მგონი 1.0-ზე არ შეიძლება მგონი სასხლეტშიც რაღაც არის გადასაკეთებელი... მაგრამ ეს ეხება იმ პონტს, როდესაც ნახევარავტომატზე გინდა გადაკეთება. ნახე აი ეს თემა

თუ ნახევარავტომატი არ გინდა, მაშინ კლიპი არ ყენდება, გინდა არ გინდა ერთ ტყვიანი ვერსიაა, სტანდარტულ შესრულებაში, მწარმოებელი ატრაკებს რომ ასე მინდა და მორჩაო, ნახევარავტომატს გავაკეთებ, მაგრამ უბრალოდ კლიპიანს არაო...

ნუ სპორტულებს არ აქვთ ბარაბანი, იმ პონტშI რომ კლიპში ტყვია ასე თუ ისე მიკრონებით მაგრამ ზიანდება, რადგანაც ამასაც აქვს ეგეთივე პრეტენზია რომ სუპერ პუპერ იარაღია, შედეგად ერთ ტყვიან ვერსიას აწვება. ზემოთ მოყვანილი კლიპიანი ვერსია კი დღემდე სამყაროს არ უნახავს smile.gif
vincent
ja_ja გმადლობ ამომწურავი ინფორმაციისთვის, იქნებ მითხრა თუ იცი რომელ ქალაქშია ამ იარაღის წარმოება
ja_ja
პირველი ორ სხვადასხვა თემაში ერთი და იგივე კითხვას ნუ დასვავ ხოლმე.

მეორე "კარელია" რაღაც ეგეთი რეგიონია, მანდ არის ძირითადი საწარმო, მაგრამ მანდ ასევტქვათ აწყობა მიმდონარეობს, დეტალების წარმოება მთელი პლანეტის მაშტაბიტაა smile.gif, კონდახები იტალიაში, ლულები გერმანიაში, მანომეტრები რუსეთში მაგრამ გერმალურ ქარხანაში, ნაწილი რეზერვუარების და კოლოფების ფინეთში, ნაწილი დეტალების ჩეხეთში და ბრიტაქნეთში...

ადრე ყველაფერს თვითონ აკეთებდენ, მაგრამ ნელნელა გამოირკვა რომ რუსული წარმოება ძვირია და ხარისხი ის არ არის რაც საჭიროა, ამიტოამც ნელნელა ყველაფერი საზღვარგარეთ გაიტანეს... ნუ ნაწილი მინიმალური დეტალებისა რუსეთში მზადება

მოკლედ ფილიალები და წარმოადგენლობები მთელი რუსეთის მაშტაბითაა, ასევე არის ინგლისშიც და ამერიკაშიც.

მე მაინტერესებს რისთვის გჭირდება ეს ინფორმაცია? სადაც არ უნდა იყოს წარმოება მაინც ვერ შემოიტან აქ მაგ იარაღს smile.gif ჩვენი საბაჟო ჭედავს და რუსების კანონებიც ჭედავენ, საქართველოსთვსი ხრახნლულიანი იარაღების მოწოდებაზე (ნუ ტიპა ჩვენს საზიზღარი მოძალადეები ვართ და 2008-ში საცოდავი ოსეთი დავჩაგრეთ, ამიტოამც ჩვენი შეიარაღება რომ შეამცირონ ეგეთი დურაკული კანონი მიირეს biggrin.gif).

კაროჩე იარაღი კარგია, მაგრამ ჯერ აქაური საბაჟოს საქმე უნდა გაირკვეს, მერე იქედან მხოლდო დაშლილი და ნაწილნაწილ გამოგზავნა იქნება შესაძლებელი. ჯერჯერობით კი მხოლოდ ყურება და დატკბობა შეიძლება, ხელში ჩაგდება ჯერჯერობით გამორიცცულია.
kaka8079
ja_ja
თქვე კაი ხალხო იყიდეთ რომელიმემ ეს ფიშტო თუ ასეთი კაი ბიჭია და შემოტანა მაგისა შეიძლება რუსეთიდან,ორონდ არა ფოსტით,არის სხვა გზებიც,2კათხა კრომბახერზე გავცემ ინფოს biggrin.gif
geojorjika
ციტატა(kaka8079 @ Apr 10 2012, 11:43 PM) *
ja_ja
თქვე კაი ხალხო იყიდეთ რომელიმემ ეს ფიშტო თუ ასეთი კაი ბიჭია და შემოტანა მაგისა შეიძლება რუსეთიდან,ორონდ არა ფოსტით,არის სხვა გზებიც,2კათხა კრომბახერზე გავცემ ინფოს biggrin.gif


არ იუ შუარ? smile.gif
kaka8079
geojorjika
100% ვერა მარა გადამოწმება შეიძლება ინფოსი რადგან მე მოძველებული მაქ ეგ ინფორმაცია რადგან არც მე და არც არავის მოსვლია აზრად რუსეთიდან ფიშტოს ჩამოტანისა,თუ ძაან გაინტერესებს შემიძლია რაღაცეები გადავამოწმო.
vincent
ja_ja
ციტატა
მე მაინტერესებს რისთვის გჭირდება ეს ინფორმაცია? სადაც არ უნდა იყოს წარმოება მაინც ვერ შემოიტან აქ მაგ იარაღს ჩვენი საბაჟო ჭედავს და რუსების კანონებიც ჭედავენ, საქართველოსთვსი ხრახნლულიანი იარაღების მოწოდებაზე (ნუ ტიპა ჩვენს საზიზღარი მოძალადეები ვართ და 2008-ში საცოდავი ოსეთი დავჩაგრეთ, ამიტოამც ჩვენი შეიარაღება რომ შეამცირონ ეგეთი დურაკული კანონი მიირეს ).


ჯერ უბრალოდ ინფორმაციას ვაგროვებ თუმცა ხომ შეიძლება უახლოეს მომავალში ჩვენი კანონები შეიცვალოს და ეგ ფიDტო არა რუსეთიდან არამეს სხვა ქვეყნიდან შემოვიტანო, (იმედი ბოლოს კვდება) biggrin.gif
Davitus
ეჰჰ მაგ ფიშტოზე ბევრს აქვს ნაფიქრალი აქ, მაგრამ რუსთიდან მაგდაგვარი რამის შემოტანა შარია...

ჩვენს აეროპორტში...

- Nationality?
- Russian!
- Occupation?
- Oh.. No.. no. Just visiting!


სორი ოფიზა smile.gif
ja_ja
vinsent
სასწრაფოდ გადაიკითხე ეს თემები და დაამუღამე ციტატის სურათების და სხვა რაღაცეების ჩასმა, ამჯერად მე ჩავასწორე შენი პოსტი, თორემ ვერ გაიგებს კაცი შენთვითონ სვავ კითხვას და შენთვითონვე სცემ პასუხს თუ ვიღაცის ტექსტი მონიშნე და იმ კონკრეტულ ტექსტზე გინდა პასუხის გაცემა.

kaka8079
ციტატა(kaka8079 @ 10th April 2012 - 11:43 PM) *
2კათხა კრომბახერზე გავცემ ინფოს

ასე იაფად smile.gif? წამო ჩაგაცეცხლებთ, თუ კარგად მოიქცევი და მთელს ფორუმს გაუმხელ 2-ის ნაცვლად 4-ს ჩაგაცეცხლებთ biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif, სკინიმსია ვმესტე და აგიგროვებთ 4- კათხის ფულს, ხოლო თუ ინტერესს კარგად გააღვივებ შაიძლება 8-მდეც ახვიდე biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
ilariona
ja_ja
ძაან კი გავაჯაზეთ, მაგრამ უნდა დავწერო!

მაგას 8 კათხა ლუდს რომ ჩავაცეცხლებთ კრემლის სეკრეტებსაც მოგვიყვება biggrin.gif

ან სად ჩასდის ამდენი ლუდი? biggrin.gif მგონი ,,სიომნი" რეზერვუარით დადის biggrin.gif
kaka8079
ilariona
ციტატა
,,სიომნი" რეზერვუარით დადის

ეხ მიმიხვდი არა თუ რა საიდუმლო მქონდა.ვერა რა ვერ ვისწავლე ეგ ციტირება,ძალიან უნიჭო ვარ.
Dave
ესეთი განმეორებადობით მგონი, რომ ბევრი იარაღი ვერ დაიკვეხნის smile.gif

ja_ja
Dave
მანდ მთავარი კლიპის იდეაა თორემ სიჩქარეები თან მაგ ქრონში smile.gif დიდი არაფერია

ეგ ქრონი ამრგვალებს მნიშვნელობებს ანუ 282 რომ წერია, იქ შეიძლება იყოს 281.5 ან 282.4 ყველაფერი მაგ დიაპაზონში არის, 282 მაგ ქრონის გადასახედიდან... რატომღაც რუსები ვეჩნა ეგეთ ქრონებს იყენებენ, რეალში კი ჩვეულებრივი 2-3 მეტრიანი დერეფანი აქვს თოფს, ისეთი როგორც პრაქტიკულად ყველა რედუქტორიან თოფს აქვს (სხვათაშორის მატადორიც რედუქტორიანია).
Dave
ja_ja

კლიპზე თუ მიდგა საქმე, შენი არ ვიცი ჯაჯა მარა მე ეს მირჩევნია



არ ვიცი, უფრო სადა და მოსახერხებელი მგონია რა smile.gif
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.