დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: Hatsan MOD 99 SAS Quattro Trigger
Georgian Airgunners Portal > პნევმატური იარაღი > რემონტი, აპგრეიდი, ტიუნინგი...
CHICO30
ლულის გადამტეხის ჩამკეტი გამიტეხა ჩემმა ძმამ. არ ვიცი რა ძალით ეჭიდავა ასეთით




დამეხმარეთ ან თუ იცით სად იყიდება ჰატსანის ნაწილები, ან კიდე თუ ვინმეს გაქვთ რაიმე ალტერნატივა, ან კარგ ხელოსანს თუ იცნობთ ვინც გააკეთებს.




წინასწარ გიხდით მადლობას.


sekurifa
ამას რას ხედავს ჩემი თვალები sad.gif ეს რა დამართია კაცო. ალბათ არიცოდა რომ რიჩაგი წინ უნდა გაეწია და გვერძე მოქაჩა.

გაასწორე ჩაქუჩით და სადმე ავტოგენით დაადუღებიე ვინმეს.
ja_ja
თუ დაწოლა არ აქვს დიდი, სეკურიფამ სწორე გირჩია. ჩვეულებრივი ავტოგენი და მერე ცოტაოდენ გასწორება სალეს ქვაზე ან რაიმე ეგეთზე
CHICO30
ავტოგენი თუ კემპი კაცო. ავტოგენი სულ არ დაადნობს? იმხელა ჭავლი აქვს biggrin.gif
ja_ja
CHICO30
ავტოგენს გადაჭრაც და შეგუღებაც შეუძლია...

თუ გყავს ნორმლაური შემდუღებელი, კემპიც, წავა, მაგრამ კემპით როგორც წესი ზემოდან ადუღებენ, მერე რომ გააშლიფოვკებ სულ გასძვრება სვარკა... შენ გინდა, გადანატეხ ასდილში მთლიანად ამოვსება, და არა ზემოდან ლითონის დადუღება და მის ხარჯზე გადაბმა.
CHICO30
იასნა ჯაჯა მადლობა.
შენ და სეკურა თუ მომაქცევთ ყურადღებას რა biggrin.gif
ხვალ ვცდი.
შენ გყავს ეგეთი კარგი ავტოგენის მხმარებელი ნაცნობი?
Davitus
კემპი ეგეთ დეტალებს იდეალურად ადუღებს
ციტატა(ja_ja @ 6th April 2012 - 11:50 PM) *
მაგრამ კემპით როგორც წესი ზემოდან ადუღებენ, მერე რომ გააშლიფოვკებ სულ გასძვრება სვარკა...


ეგ არასწორია, კემპი საკმაოდ ღრმად ადუღებს, ძალიან ხშირი შეხება მაქვს, თითქმის ყველა იარაღზე, შედუღებით სამუშაოებს კემპით ასრულებენ, მაგ დეტალი არ არის იმხელა რომ კემპმა მხოლოდ "ზემოდან დაადუღოს"

არც გასაკეთებლად არის ძნელი, ავტოგენით უფრო "გრამატნი" ცოდნაა საჭირო, სარჩილავიც სწორად უნდა შეირჩეს და ხელიც კარგი უნდა ქონდეს

კემპი არის მაგის იდეალური, მარტივი, იაფი და სწრაფი გადაწყვეტა, შლიფოვკა არაფერს არ უზამს, ზედმეტებს მოაშორებს უბრალოდ, შედუღების ადგილის მეორედ გადატეხვის შანსი არაა, სხვაგან თუ გატყდება...
CHICO30
არც კემპმა არ აიღო ისეთი დეგენერატი მეტალია და არც ავტოგენით. ახალი უნდა ჩამოვასხმევინო. ან კიდევ ფოლადის ნაჭრისგან გავჩარხო. მოკლედ ხათაბალაა
ja_ja
რა უნდა ჩამოასხმევინო კაცოუ.. ელიავაზე მაგ სისქის და სიგანის პალასა დაიადე და რა არის მანდ გასაკეტებელი, ერთი ღარია ამოსაღები, მარჯვენა მხარეს შევიწყოვება და მარცხენა მხარეს რაცხა კუდის მოქნევა. ყველაზე უვიცი ფრეზიროვშიკიც კი გააკეთებს მაგას.

წესით 5-10 ლარზე მეტი არ უნდა გამოგართვას
Davitus
CHICO30

რა მეტალია ეგეთი? რატომ არ აიღო კემპა? ან ”არ აიღო” აქ რას გულისხმობ?
CHICO30
არ მიედუღა. რაღაც თუჯისმაგვარი და რავიცი რა ნადნობია.

ხო ვიცი მაგრამ ვისთანაც მივიტანე ნაცნობია და აიღო თავის თავზე გავაკეთებო და როგორც უნად ისე გააკეთოსbiggrin.gif
CHICO30
ერთის სიტყვით გავაკეთე.
დასრულებულ სახეს რომ მივცემ სურათებს გადავუღებ და მოვყვები როგორ გავაკეთე, რომ სხვასაც თუ მოუვიდა ეგეთი იაღლიში იცოდეს რა ქნას
ja_ja
CHICO30
მაქსიმალურად რასაც შესძლებ დაასურათე და სტეპ-ბაი სტეპ მიაყოლე რა რის მერე გააკეთე, თორემ მერე დაიწყება უსასრულო კითხვები, ის სად იყიდე, ეს სად მოღუნე და ... smile.gif
bazuka
CHICO30
გილოცავ პრობლემის მოხსნას

აბა ერთი სცადე და მაგნიტით მიიზიდე მაი დეტალი
CHICO30
და რომ მიიზიდოს რა? მიიზიდავს უეჭველი ფოლადია რბილი.

ააა შენ ძველ დეტალზე იძახი?
CHICO30
ერთი სიტყვით ავიღე 1.8 მმ სისქის ფოლადის ნაჭერი. გამოვჭერი ბალგარკით. მერე დავხვრითე და ქლიბით გავაერთიანე ის ჭრილი. ტეხილი არ გამიკეთებია პირდაპირ სწორი გავაკეთე. თავი 90 გრადუსით მოვუხარე რომ ამოწევისას თითი გამომედო ხოლმე. მერე გამოვაწვრთე.(სამჯერ გავაცხელე ვარდისფერამდე და ცივ ატფ ის ზედში ჩავუშვი, რამაც გააშავა კიდევაც). ავაწყვე და აი ეს გამოვიდა.




ეს ყველაფერი დასურათებული მქონდა მაგრამ სურათები წამეშალა sad.gif
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2025 Invision Power Services, Inc.