დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: პნევმატური პისტოლეტის ყიდვა
Georgian Airgunners Portal > პნევმატური იარაღი > რჩევები, კითხვა-პასუხი...
VaS1L
გაუმარჯოს თანაფორუმელებს! პირველ რიგში კეთილი იყოს ჩემი პოსტი ფორუმზე smile.gif
მოკლედ ესეთი კითხვა მაქვს: რამდენად გამართლებულია პნევმატური პისტოლეტის ყიდვა თავდაცვისთვის (გოგოსთვის). მესმის რო შევარდნაძის დრო არაა რო რაღაცა მაგრამ მაწანწალა ძაღლები, იქეთ აქეთ ნა ვსიაკი სლუჩი რა რო იტყვიან.
კიდე ტექნიკური ნიუანსია ხო სიტყვაზე სულ დატენილი რო იყოს პისტოლეტი სლაბდება, რაღაც ესეთი წავიკითხე სადღაც, მოკლედ თქვენი აზრი მაინტერესებს
წინასწარ დიდი მადლობა
gigi30
მაგ მიზნებისთვის აჯობებს ძაღლების ულტრაბგერით დამაფრთხობელი(კომპაქტურებია, "ბრელოკადაც" შეიძლება ჯიბეში ედოს). "ნა ვსიაკი სლუჩაი" ელექტროშოკერი ან სპრეი. პნევმატური ცოტა საშიში შეიძლება იყოს მისთვისაც და გარშემომყოფებისთვისაც
Davitus
VaS1L

ყველანაირად გაუმართლებელია, გოგოსთვის და ნებისმიერისთვის, "პნევმატური პისტოლეტის ყიდვა თავდაცვისთვის"

უარესი შედეგები შეიძლება მოგიტანოს, თავდაცვის მიზნით გამოყენებისას
ja_ja
VaS1L
სრული სისულელეა და სწორედ მაგის გამოა რომ პნევმატიკაზე ისეთი შეზღუდვები წესდება რომ ჩემს მტესრს.

მოკელდ მალე პნევმატური პისტოლეტის თუ თოფის:

1) დასახლებულ ადგილში გამოყენება, გამოჩენაზე , იქნება 200 ლარიანი ჯარიმა, პლიუს კონფისკაცია
2) ნა -ვსიაკი სლუჩაიო რომ იძახი, დააძრობს სადმე და პირიქით გაღიზიანდება, ძაღლიც და კაციც, ამასობაშI ვერც ერთს ვერაფერს მოსწევს ვერც მეორეს, შედეგად გაღიზიანების გამო თვითონ დაზარალდება
3) ასე უპრაკონო გამოყენების გამო ზარალდები არა მარტო შენ და შენი ნაცნობი, არამედ აზარალებ მტელს პნევმო საზოგადოებას, ერთმა ბავშვმაც "რაზბორკის" დროს, მეორეს დაუძრო პნევმო პისტოლეტი და მაგათი ტუტუცური საქციელის გამო დღეს პნევმო იარაღის შემოტანა საზღვარგარეთიდან შეუძლებელია, შიდა მოხმარებაზე კი ისეთი წესები ყალიბდება რომ ჯობია ცეცხლსასროლი გაიფორმო და ის ატარო.

მოკელდ დაივიწყე ეგეთი რამ, გადაიკითხე ფორუმის წესები, 7.6 პუნქტი პრაქტიკულად წესების ბოლო ხაზი...

მოკლედ ცოტაოდენ მეტი დაფიქრება, იარაღია რაც არ უნდა იყოს, და პასუხისმგებლობა უფრო მეტი გვმართებს ვიდრე - სათამაშოა რა ერთი მაგის და მოდი ჩემს მეგობარ გოგონას ვუყიდი და მორჩება პრობლემა... პირიქით, პრობლემები წარმოიქმნება აურაცხელი.!

თემა იხურება, თემის ავტორს სიტყვიერი გაფრთხილება იმის გამო რომ:
1) წესები წაკითხული არ აქვს
2) მისი დაუფიქრებელი მოქმედებით შეიძლება საზოგადოებას შეუქმნას საფრთხე (კიდევ კაი რომ იკითხე და პირდაპირ არ გადაწყვიტე მაგ ჩანაფიქრის განხორციელება)
3) შინაური ცხოველების.... ნუ იმედია მივხვდით smile.gif
4) და ასე შედმეგფ, ნუ მოკელდ ირღვევა ტექნიკური და მორალური მხარე.

სიტყვიერი გაფრთხილება ნიშნავს იმას რომ ყურადღება უნდა გამოიჩინო შემდეგში, თუ კიდევ ასეთი შეცდომა იქნება, მერე უკვე სხვა ადმინისტრატორებმა შეიძლება უფრო ... ნუ მოკლედ იაღის ფორუმზე ხარ და პირველი წესი ეს არის - არ დაუმიზნო იარაღი არავის თუნდაც დარწმუნებული როდესაც ხარ რომ დატენილი არაა.
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2025 Invision Power Services, Inc.