CHICO30
Mar 31 2012, 07:46 PM
გამარჯობათ. მე ახალი ფორუმელი ვარ. ძალიან გამეხარდა რომ საქართველოში არიან "პნევმატიკის" მოყვარული ხალხი ბლომად. მიყვარსა ნადირობა სიგიჟემდე და სეზონზე დაახლოებით 40 ჯერ ვნადირობ. სახლში მაქვს მეზობლის Haenel Suhl-312. იდეალურად ზუსტი იარაღია მიუხედავად იმისა, რომ ნახევარი საუკუნისაა ლამის. მაინტერესებ მე რომ შევიძინო ეგ იარაღი თუ შეიძლება ოდნავ გაძლიერება ისე, რომ თავისი ლეგენდარული სიზუსტე არ დაკარგოს. 20-25 მეტრზე უპრობლემოთ კლავს შაშვის ზომის ფრინველს, მაგრამ მინდა დაახლოებით 35-40 მეტრზე სროლა და უკვე მაგ მანძილზე ძალიან კარგავს ძალას. ძირითადად ვისვრი ყველაზე მსუბუქ ტყვიებს იმიტომ რომ მძიმის გასროლის თავი არა აქვს
geojorjika
Mar 31 2012, 07:56 PM
CHICO30
გაგიმარჯოს, კეთილი იყოს შენი ფეხი
ეგ იარაღი ამრთლაც ძალიან კარგია მაგრამ ნადირობა არ გამოვა მაგით სამწუხაროდ
იმ ზომამდე ვერ დაატუნინგებ რომ სანადირო ტყვიებით ისროლოს 16 ჯოული მაინც მიიღო
CHICO30
Mar 31 2012, 08:09 PM
ნადირობით მთელი ზამთარი მაგითი ვინადირე. დაახლოებით 40 "დიჩი" მოინადირა. როგორ არ გამოვა მაგრამ სულ ოდნავ მინდა გაძლიერება 12 ჯოულიც მეყოფა. ან შაიბა რო დავუტნიოთ ზამბარას. ან რამე რავიცი გამოცდილი ხალხი ხართ რამის მოფიქრება არ შეიძლება?
თან შეიძლება რაც შეუძლია თვითონ იმდენითაც ვერ ისვრის. ან დგუში აქვს გაფუჭებული, ან ზამბარა დამჯდარი. მაგის ნაწილების შოვნა რეალურია?
nihontoman
Mar 31 2012, 08:16 PM
CHICO30
ზ.დ.პ.-ს გაძლიერება ხდება ძლიერი ზამნარით და დამძიმებული დგუშით. არც ერთი მათგანი არაა კარგი სიზუსტისათვის - მეტ უკუცემნას იძლევა და მაგიტომ. იდეაში 10-12 ჯოულამდე შეიძლება ისე გაძლიერება, რომ უკუცემამ კატასტროფულად არ მოიმატოს, მითუმეტეს თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ მძიმე თოფია ეგ.... ნუ ოპრიველ რიგსი ალბათ ცოტა უფრო ძლიერი ზამბარის დაყენება შეგიძლია ცადო. კარგად გაზომე ეხლა რანაირი ზამბარა აყენია და მაგის მიხედვით სეიზლება ახალი ზამბარის გადაჭრა მოგიწიოს....
CHICO30
Mar 31 2012, 08:22 PM
მე ამის არც დაშლა ვიცი არც არაფერი. ვინ გამიკეთებს იაფად და ხარისხიანად? ჯერ ამის ყიდვის საკითხია მოსაგვარებელი. ბებერი რუსის ქალისაა მეზობლის და არაფრით არ ყიდის
sekurifa
Mar 31 2012, 09:04 PM
მაგ თოფის გაძლიერება არის საცოდაობა. ეგ არის 10 მეტრში ქაღალდზე სასროლი თოფი. არარის გათვლილი გაძლიერებაზე როგორც მაგალითად რუსული მპ-512. (თითის სიმსხო გამშვები რომ აქვს და შესტოის ზამბარასაც გაუძლებს)
ძლიერი ზამბარა ცუდად იმოქმედებს მის სისტემაზე (მოანჯღრევს მალე) და დაკარგავს სიზუსტეს.ეგ ბიატლონზეა გათვლილი და კომპრესორიც არ მოგცემს მაგის საშუალებას.
CHICO30
Mar 31 2012, 09:31 PM
10 მეტროსი რა გითხრა და მაგ თოფით 40 მეტრზეც კარგად ვისვრი მიზანში და დარწმუნებული ვარ 60 მეტრზეც ისვრის. ესეიგი მეზობელს არ ვეჩალიჩო მაგის გაყიდვაზე. ისედაც ვნათხოვრობ სანადიროდ.
ეხლა მაშინ ის მითხარით თუ ვერ გავყიდე ჩემი ჰატსან მოდ 95 მაგაზე რა ოპტიკა დავაყენო და თუ ღირს მაგის სანადიროდ დატოვება. გაყიდვა იმიტომ მინდა რომ ჰატსან 99 ვიყიდო დაწუნინგებული. (გაზის ზამბარით). წავა სანადიროდ რომელიმე? ან ჰატსან 95 ან ჰატსან 99(გაზის ზამბარით).
და ორივე შემთხვევისთვის ყველაზე იაფიან რომელ ოპტიკას მირჩევთ რომ არ მოირყეს.
geojorjika
Mar 31 2012, 09:35 PM
CHICO30 მაგას
sekurifa ყიდის
CHICO30
Mar 31 2012, 09:41 PM
ხო ვიცი ველაპარაკე დღეს. 100 ლარი მაქვს მაგრამ თუ თოფი არ გავყიდე დანარჩენი არ მექნება. 500 ლარი რომ მქონდეს კიდე ვიცი რაც ვიყიდო
doctor
Mar 31 2012, 09:49 PM
CHICO30 ციტატა
500 ლარი რომ მქონდეს კიდე ვიცი რაც ვიყიდო
რა კარგია რომ იცი მე 1000 მქონდა და ვერაფრით ვერ გადამეწყვიტა, კარგი რამე ვიყიდე და მგონი სხვა მინდა
CHICO30
Mar 31 2012, 10:22 PM
doctor
Weihrauch HW80 ან HW50 ს ვიყიდდი და ეგაა. გერმანელები მაინც გერმანელები არიან. მაგათ ვერავინ ჯობია პნევმატიკის საკითხში. საშვილიშვილოდ მექნებოდა.
sekurifa
Mar 31 2012, 10:25 PM
ციტატა(CHICO30 @ 31st March 2012 - 09:31 PM)

10 მეტროსი რა გითხრა და მაგ თოფით 40 მეტრზეც კარგად ვისვრი მიზანში
კი დარწმუნებული ვარ რომ მაგ მანძილზეც ისვრის კარგად მარა მისი მექანიზმი არაა დატუნინგებისთვის გათვლილი.დააზიანებს სიძლიერე. ამაზე ყველა დაგეთანხმება.ეს სულ სხვა კლასის თოფია.
რაც შეეხება იმას რომ ჩემი ჰასტანის ყიდვა გინდა,ნახე ჩემი თემა მაგ ჰასტანზე.მე ისე არ ავარჩევ ზედეპეს რომ მისგან ზარალი ვნახო.ხომ ნახე ჩემი მურკა რეებს შვებოდა 70 მეტრში და როგორი ზუსტი იყო.ჰასტანიც იგივე გულისხმიერებით მაქვს შერჩეული.ერთადერთი მაგ თოფის ნაკლად შეიძლება ჩაითვალოს ის რომ კონდახს წინ ცოტა ბზარი ქონდა რომ ვიყიდე.არ მოქმედებდა არაფერზე მარა მაინც დავაწებე პევეათი.
CHICO30
Mar 31 2012, 10:34 PM
sekurifa
აუ სეკურიფ მაგრად მინდა შენი თოფის ყიდვა. 100 ლარს მოგცემ თოფი სახლში გედოს ჩემი გაიყიდება და დანარჩენსაც მოგცემ რა ეგრე არ გამოვა?
კონდახის ბზარის დედაც ვატირე. სიზუსტეზე ეგ არ იმოქმედებს დუ არადა ვინტით შევკრავ და ეგაა. მც 12-01 ეგრე იყო ჩემი და დედა ვუტირე გავაქვავე.
ხო მართლა შენი ზამბარით ჩემ თოფს რამდენად დააწუნინგებ?
CHICO30
Apr 1 2012, 08:00 PM
ადმინ დავხუროთ თემა ძამიკო. რაც მინდოდა მივიღე ამომწურავი პასუხი.
geojorjika
Apr 1 2012, 08:06 PM
CHICO30
მეგობარო მე და არც ერთი ადმინი აქ შენი ძამიკო არ არის და საზოგადოებაში მოქცევის წესებს ნუ ამახსნევინებ , ფორუმის წესებს გადახედე და მიმართვის ფორმა შეცვალე , შემ არ იცნობ აქ ისე არავის რომ ეგრე ელაპარაკო
თემა იხურება .
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით,
დააწკაპუნეთ აქ.