დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: შაშხანის ყიდვა მინდა
Georgian Airgunners Portal > ყიდვა-გაყიდვა > ვიყიდი
gio8589
რამე ნორმალური პნევმო მინდა ოღონდ ძვირიანი არა,თუ რამე კარგი ვარიანტი იცით გამომეხმაურეთ
Der Rote Baron
ციტატა(gio8589 @ Apr 10 2009, 03:55 PM) *
რამე ნორმალური პნევმო მინდა ოღონდ ძვირიანი არა,თუ რამე კარგი ვარიანტი იცით გამომეხმაურეთ

კეთილი იყოს შენი მოსვლა ჩვენს ფორუმში, სანამ შაშხანის შეძენას გადაწყვეტდე გაეცანი აი ამ ლინკს http://www.airgun.ge/forums/index.php?showtopic=101 უფრო ჩამოყალიბდები რა გინდა როგორი და ა.შ
ხოლო რაც შეეხება ფასებს, 200 ლარად თავისუფლადფ შეგიძლია იყიდო ფიქსირებული ლულით ძლიერი და ძალიან ზუსტი შაშხანა
Jah
ციტატა(Der Rote Baron @ 10th April 2009 - 08:30 PM) *
და ძალიან ზუსტი შაშხანა

smile.gif
ნუ ძლიერი კი... მაგრამ ზუსტი?
Der Rote Baron
ციტატა(Jah @ Apr 10 2009, 05:44 PM) *
smile.gif
ნუ ძლიერი კი... მაგრამ ზუსტი?

დიდო ბატონო ჯაჰ smile.gif) მე ვიგულსიხმე 200 ლარის ფარგლებში ზდპ
Jah
ციტატა(Der Rote Baron @ 10th April 2009 - 09:29 PM) *
200 ლარის ფარგლებში ზდპ

ააა smile.gif ნუ მაშინ გასაგებია biggrin.gif
geojorjika
Der Rote Baron
ნუ ძლიერი კი ბატონო, და მაგ 200 ლარს თუ დაამატებ ტოკარტან მუშაობის ფულს კი მიიღენ საკმაოდ ნორმალურ შაშხანას smile.gif
gio8589
მე მინდა ზამბარდგუშიანი შაშხანა 4.5 მმ-იანი. ამასწინათ მირჩიეს კროულ მაგნუმი, ანუ 200 ლარად მაგ შაშხანას გულისხმობთ? რამდენად სწორად წაიღებს მიზანში და ტოკართან რა იქნება გასაკეთებელი? გთხოვთ მიპასუხოთ ამ კითხვებე, თქვენ გამოცდილი ხალხი ხართ. ამასწინათ დაისი პოვერლაინ 1000ს ვიყიდე, მიზანში ვერ გავასწორე და ისევ გავყიდე. აღარ მინდა მასეთივე შეცდომა დავუშვა
Der Rote Baron
geojorjika
კაცმა დაწერა "ოღონდ ძვირიანი არაო" ხოდა რავი ყველაზე ოფტიმალური ფასი ეგაა
Jah
ციტატა(gio8589 @ 10th April 2009 - 10:15 PM) *
რამდენად სწორად წაიღებს მიზანში

გააჩნია როგორი ლულა შეგხვდება... ამ კლასის შაშხანებში ეს - ლატარეაა.
+ ტყვიებს გააჩნია.

ციტატა(gio8589 @ 10th April 2009 - 10:15 PM) *
ტოკართან რა იქნება გასაკეთებელი

ეს უკვე კონკრეტულ ეგზემპლარზე არის დამოკიდებული...

ციტატა(gio8589 @ 10th April 2009 - 10:15 PM) *
ამასწინათ დაისი პოვერლაინ 1000ს ვიყიდე, მიზანში ვერ გავასწორე

ისევ და ისევ - ლატარეაა smile.gif
Der Rote Baron
ციტატა(gio8589 @ Apr 10 2009, 07:15 PM) *
მე მინდა ზამბარდგუშიანი შაშხანა 4.5 მმ-იანი. ამასწინათ მირჩიეს კროულ მაგნუმი, ანუ 200 ლარად მაგ შაშხანას გულისხმობთ? რამდენად სწორად წაიღებს მიზანში და ტოკართან რა იქნება გასაკეთებელი? გთხოვთ მიპასუხოთ ამ კითხვებე, თქვენ გამოცდილი ხალხი ხართ. ამასწინათ დაისი პოვერლაინ 1000ს ვიყიდე, მიზანში ვერ გავასწორე და ისევ გავყიდე. აღარ მინდა მასეთივე შეცდომა დავუშვა

ხო მაგაზე გეუბნები, როგორც წესი ფიქსირებული ლულის მქონე შაშხანები უფრო ზუსტია მაგრამ რაც ჯაჰმა გითხრა მაგაზე კარგს აქ ვერავინ ვერ გეტყვის სრული სიმართლეა smile.gif ეგეთი კლასის შაშხანებში უნდა გაგიმართლოს ყიდვისას თუ არა და იმ წინა დეიზივით მოგივდა.. თუ არა და ადექი და იქვე გატესტე სანამ იყიდი
gio8589
ესეიგი კროულ მაგნუმს მირჩევთ? სანდო შაშხანა მაინც რა ფასით შემოიფარგლება ? მე ძირითადად სანადიროდ მინდა
parna
ციტატა(Der Rote Baron @ Apr 10 2009, 06:54 PM) *
ხო მაგაზე გეუბნები, როგორც წესი ფიქსირებული ლულის მქონე შაშხანები უფრო ზუსტია მაგრამ რაც ჯაჰმა გითხრა მაგაზე კარგს აქ ვერავინ ვერ გეტყვის სრული სიმართლეა smile.gif ეგეთი კლასის შაშხანებში უნდა გაგიმართლოს ყიდვისას თუ არა და იმ წინა დეიზივით მოგივდა.. თუ არა და ადექი და იქვე გატესტე სანამ იყიდი

არდაგავიწყდეს შენც არეული გაქ პრიცელი :P

მოკლედ მე იმ 200 იანს გირჩევ არაფერი ტოკართან გასაკეთებელი არგექნება smile.gif უბრალოდ დასაშლელ გასამშრალებელი იქნება და ვსო
parna
სათანადო შაშხანაა გამო ჰანთერი მაგრამ ძვირია და ჩამოტანაც ძვირია :|
gio8589
კი მაგრამ მაგ 200 ლარიან შაშხანას რა ქვია რომ წავიდე და ვიკითხო? იჟ-61 არ ვარგა? სერიოზული ვიდი კი აქვს და 5 ტყვია იდება
gio8589
ქარავანში ვიყავი და მითხრეს ესპანურები შემოგვაქვს, ცოტა ძვირი იქნება მაგრამ გამოზე კარგი ხარისხიაო
parna
ციტატა(gio8589 @ Apr 10 2009, 08:34 PM) *
კი მაგრამ მაგ 200 ლარიან შაშხანას რა ქვია რომ წავიდე და ვიკითხო? იჟ-61 არ ვარგა? სერიოზული ვიდი კი აქვს და 5 ტყვია იდება

სანადიროდ ნამდვილად არვარგა ტყვიის სიჩქარე აქვს 190 მერწამი ძალაც სუსტი აქვს თურქულებს კი ძალა ნამდვილად აქვს

მე რომელსაც გირჩევ ამთოფს უწერია 305 იდან 320 მეტრწამამდე სიჩქარე ძალაც 20 ჯოულზე მეტიაქვს smile.gif
parna
ციტატა(gio8589 @ Apr 10 2009, 08:37 PM) *
ქარავანში ვიყავი და მითხრეს ესპანურები შემოგვაქვს, ცოტა ძვირი იქნება მაგრამ გამოზე კარგი ხარისხიაო

გამოზე კარგი ხარისხის მეეჭვება მაგრამ თუგინდა მოუცადე ეგენი ან შემოიტანენ და ანარა
gio8589
ციტატა(gio8589 @ Apr 10 2009, 11:37 PM) *
ქარავანში ვიყავი და მითხრეს ესპანურები შემოგვაქვს, ცოტა ძვირი იქნება მაგრამ გამოზე კარგი ხარისხიაო

ხოდა მითხარი ბოლობოლო რომელს მირჩევ შენ?
parna
200 ლარიან კრალ მაგნუმს თუ ეხლა გინდა და ესპანურს თუ დაელოდები მაგრამ ძალიან დიდი ეჭვი მაქვს რომ ეგ ესპანურები ან იქნება და ანარა იმიტომ რო ლიცენზია უნდა შემოტანას უკვე
ninja
gio8589

ქარავანაშI რაც შემოაქვთ ეგ გამოა, ანუ არამგონია სხვა ესპანური ბრენდი შემოქონდეთ რამე,,,, მარა გამო სავარაუდოდ ძვირი იქნება
თუ ვინმე გყავს,,ჯობია თურქეთში იყიდო და ჩამოიტანო ,,იაფი დაგიჟდება, თუნდაც გამო
geojorjika
ხალხნო ერთი რამ გამაგებინეთ რო გაიძახით ქრავანშI შემოვა და გამოზე უკეთესი იქნება რარაც ესპანური ფიშტოებიაო, გამოს გარდა ესპანური პნევმატიკური იარაღის მწარმოებელი რომელი გაგიგიათ? smile.gif smile.gif
Jah
სწორად გამოზე იყო საუბარი smile.gif
სად ნახე სიტყვები - გამოზე უკეთესი? smile.gif
Jah
სწორად გამოზე იყო საუბარი smile.gif
სად ნახე სიტყვები - გამოზე უკეთესი? smile.gif
geojorjika
Jah
ციტატა
ქარავანში ვიყავი და მითხრეს ესპანურები შემოგვაქვს, ცოტა ძვირი იქნება მაგრამ გამოზე კარგი ხარისხიაო

smile.gif
parna
გამო არიქნება რასაც შემოვიტანთო მე მითხრეს მარა ესპანურებიაო მეთქი გამოს მეტი ესპანური რაღათქოო და ნახავო :lol:
giga_st
ამ თემაშივე დავწერ ახალი რომ არ გავხსნა, გერმანიიდან .177 კალიბრის შაშხანის შემოტანაზე ვინმემ თუ იცით რამე? გქონიათ ვინმეს რამე შეხება? ზოგადად ცეცხლსასროლს იქიდან ვერ შემოიტან რუსების ამბავში მარა პნევმოზეც ჭედავენ ნეტა? ადგილზე კი გავარკვევ მარა აქ თუ გქონიათ ვინმეს გამოცდილება საინტერესოა რამე დოკუმენტაციას ითხოვენ თუ ჩვეულებრივად იყიდება.
ja_ja
giga_st
ციტატა(giga_st @ 12th March 2010 - 11:11 AM) *

გამოცდილება არ გვქონია. sad.gif
giga_st
მომიწევს ადგილზე გარკვევა იქნებ რამე საჩვენო კონტაქტიც გამოვნახო.
foxi
ციტატა(giga_st @ 12th March 2010 - 11:11 AM) *
გერმანიიდან .177 კალიბრის შაშხანის შემოტანაზე ვინმემ თუ იცით რამე?

ეგ მეც მაგრად მაინტერესებს. დიანა მინდა ჩავიგდო ხელში(თოფზეა საუბარი biggrin.gif )აბა ვნახოთ რას გაარკვევ.
STIG
ციტატა(giga_st @ Mar 12 2010, 11:11 AM) *
ამ თემაშივე დავწერ ახალი რომ არ გავხსნა, გერმანიიდან .177 კალიბრის შაშხანის შემოტანაზე ვინმემ თუ იცით რამე? გქონიათ ვინმეს რამე შეხება? ზოგადად ცეცხლსასროლს იქიდან ვერ შემოიტან რუსების ამბავში მარა პნევმოზეც ჭედავენ ნეტა? ადგილზე კი გავარკვევ მარა აქ თუ გქონიათ ვინმეს გამოცდილება საინტერესოა რამე დოკუმენტაციას ითხოვენ თუ ჩვეულებრივად იყიდება.

აბსოლიტურად თავისუფლად იყიდება პნევმატიკა 18 წლის ზევით პირებზე, ოღონდ "F-ხუთკუთხედის" ნიშნიანი. ანუ ეს ნიშნავს მაქსიმუმ 7,5 ჯოული ენეგია და 170-175 მ/წმ საწყისი სიჩქარით.
მაგრამ არის რამდენიმე ინტერნეტ მაღაზია, სადაც პირდაპირ არის მითითებული, რომ უცხოელებზე შეიძლება უფრო ძლიერი იარაღის მიყიდვა და გაგზავნა, ამისთვის უნდა გაუგზავნო დასკანერებულული შენი პირადობის დამადასტურებელი საბუთი ინგლისურ ან გერმანულ ენაზე და კიდევ რაღაცეები აღარ მახსოვს და გამოგიგზავნიან უპრობლემოდ თუ ხარ 18 წლის ზევით. თუ გერმანული იცი, კანონსაც დაგიდებ.

გერმანიაში ძალაზეა შეზღუდვა - დაშვებულია მაქსიმუმ 7,5 ჯ, ავსტრიაში კალიბრზე - თავისუფალ გაყიდვაშია 6 მმ-მდე პნევმატიკა, ასე, რომ თუ ავსტრიულ ფირმას გაჩითავ იქ უფრო ადვილი იქნება ყიდვა.

აი ეს საიტია ყველაზე ცნობილი http://www.sportwaffen-schneider.de/
ნორმალური ფასები აქვთ მგონი, მაგრამ გერმანულ ფორუმებზე წამიკითხავს, რომ ზოგიერთ იარაღს უფრო იაფადაც თრეულობენ ხოლმე, მაგრამ ეს ნაკლებად. გერმანულ პნევმატიკის საიტზე ყველაზე ხშირად ამას ახსენებენ, ხოლმე. შნაიდერზე ვიყიდეო და გავტესტეო და ა.შ.
კიდევ ერთი-ორიც ვიცოდი და იქ ნაკლები არჩევანი იყო, მაგრამ არ მახსოვს, თუ ვინმე აპირებს სერიოზულად ყიდვას შეიძლება მოიძებნოს.
bazuka
STIG
ხო მარა მაგ შნაიდერიდან რაფრაუნდა ჩამოიტანო კაცმა.
თუ გერმანული გეკერკება, შეგიძლია ვირტუალური დაკვეთით დამიდგინო რა დამიჯდება ამის ჩამოტანა.
geojorjika
bazuka
გიამ იცის მემგონი მაგათგან როგორ უნდა ჩამოიტანო

კიდევ სერგიმ ჩამიტანა დიანა პირდაპირ დიანას ქარხნიდან გერმანიიდან smile.gif
giga_st
ხოო არც ისე ადვილად ყოფილა საქმე. ესეიგი მაღაზიაში შესვლა არჩევა და ყიდვა არ გამოვა.
nihontoman
ციტატა
ხოო არც ისე ადვილად ყოფილა საქმე. ესეიგი მაღაზიაში შესვლა არჩევა და ყიდვა არ გამოვა.

რა თქმა უნდა არა! ჩვენტან ხომ ხარისხიანი პროდუქციის ბაზარი არაა! ჯობია მარტო თურქული შემოიტანონ, ვიდრე გერმანული.

მაღაზიაში შესვლა და არჩევა დღეს ხანდახან ჰატსანებისა ჭირს, არა თუ დიანასი და ვაირაუხის...
STIG
მოკლედ, დავრეგისტრირდი მაგ შნაიდერზე და ვირტუალურადაც დავაანგარიშებინე.
დასკანერებული პირადობა (საზღვარეთის პასპორტი ან მართვის მოწმობა) ასაკის დასამოწმებლად არ მომთხოვა. (ალბათ შეკვეთის დადასტურება, რომ არ მივეცი მაგიტომ), მაგრამ ეს დიდი სირთულე არ არის, თუ მოგთხოვა შემდეგ ემაილზე გაუგზავნი და მორჩა: per E-Mail altersnachweis@sportwaffen-schneider.de

საცდელად რაც მომხვდა პირველი ის შევაგდე კასეში, ეს იყო Gamo Luftgewehr Delta 24 (P18)
http://images.warez.ge/share.php?id=8A71_4BABA6C0

(ამ სურათებს ვერ ვდებ და რა ვუყო??? sad.gif უკაცრავად. მაგრამ დინამიური გვერდის მითითება [IMG] ტეგში არ არის ნებადართული. სულ ამას მიგდებას)

რომელიც ღირდა 116,95 ევრო.

შევარჩიე გადახდის სახე
http://images.warez.ge/share.php?id=1E72_4BABA6C0

(საკრედიტო ბარათით გადახდისას 4,0566% ემატება!!!)
პეიმენტიტ გადხდისთვის ეს მისამართია:
http://images.warez.ge/share.php?id=7DB6_4BABA38B

და ბოლოს ამომიგდო მთლიანი ფასი.
http://images.warez.ge/image.php?id=E1C3_4BABA6C0&jpg

თავდაპირველი ღირებულება:116,95 ევრო
ტრანსპორტირების: 36,95 ევრო
და დღგ: 24,57 ევრო
სულ: 153, 90 ევრო დაჯდა.
ახლა შეადარეთ გიღირთ თუ არა გერმანია!

P.ს. ტრანსპორტირება 5 კილომდე გავტესტე და უცვლელად ეს არის: 37 ევრომდე.
Power_VANO
STIG
მოიცა, ეს ეხება პირდაპირ საქართველოში ტრანსპორტირებას?

37 ევრო ტრანსპორტირებაში საქართველომდე, რასაც თან DHL-ი აწერია, ნიშნავს, რომ წამოვა Deutsche Post-ის სტანდარტული დაბალპრიორიტეტული ამანათი სახით, უბრალოდ, დაზღვევა იქნება DHL-ის. ეგეთი ამანათები ჩამოდის 1-დან 3 თვემდე (თუ ფოსტა დატვირთულია) ვადაში.

+ კიდევ ერთი კითხვა მაქვს, თუ პირდაპირ საქართველოში ტრანსპორტირებაზეა საუბარი, დღგ-ს რა პონტში გახდევინებენ? დღგ-ს გადახდა არ გეკუთვნის მაგ შემთხვევაში წესით.
foxi
ციტატა(Power_VANO @ 25th March 2010 - 10:30 PM) *
+ კიდევ ერთი კითხვა მაქვს, თუ პირდაპირ საქართველოში ტრანსპორტირებაზეა საუბარი, დღგ-ს რა პონტში გახდევინებენ? დღგ-ს გადახდა არ გეკუთვნის მაგ შემთხვევაში წესით.

ეს ვერგავიგე? რა შემთხვევაში არგვეკუთვნის? მე როგორც ვიცი 300 ლარის ზემოთ იბეგრება აქ რამე სხვა მექანიზმია?
nihontoman
foxi
მგონი აქ იმაზეა ლაპარაკი, რომ გერმანიაში ცალკე იბეგრება. საქართველოში რომ დაიბეგრება, ეგ იასნია, მარა გერმანიაში რატო იბეგრება მეც ვერ ვხვდები...
მარა დაიკიდეთ, მაინც არ გამოდის ძვირი (განსაკუთრებით ტრანსპორტირება!)
Power_VANO
foxi
არა, ვერ მიმივხვდი. როცა აქ ჩამოვა, აქ დაიბეგრები იასნა, მაგრამ როცა იქ ყიდულობ, და საქართველოდან ხარ, წესით არ გეკუთვნის დღგ-ს გადახდა. დღგ-ს იხდი მაშინ, თუ ევროკავშირის შიდა ბაზრის რომელიმე ქვეყნიდან ყიდულობ.

მიყიდია იგივე გერმანული საიტებიდან, მიყიდია ბრიტანული და კონკრეტულად ირლანდიური საიტებიდანაც, დღგ-ს არ მახდევინებდნენ არსად, როცა პირდაპირ საქართველოში ვგზავნიდი.
STIG
Power_VANO
ციტატა(Power_VANO @ 25th March 2010 - 10:30 PM) *
+ კიდევ ერთი კითხვა მაქვს, თუ პირდაპირ საქართველოში ტრანსპორტირებაზეა საუბარი, დღგ-ს რა პონტში გახდევინებენ? დღგ-ს გადახდა არ გეკუთვნის მაგ შემთხვევაში წესით.

მართალი ხარ არ უნდა იხდიდე, მაგრამ ეს იყო წინასწარ დაანგარიშება და რა ვიცი აბა. მე არ მქონდა დასტური მიცემული. გამოიგზავნებაო, თანხის ჩარიცხვის თანავეო. თუ გაინტერესებთ, ხვალ იმეილზე მივწერ პირდაპირ თავად ბატონ შნაიდერს.

კი, DHL-ით იგზავნება პირდაპირ და უწერია მაქსიმუმი ვადა 7 დღე.
აქედან DHL-ით ორჯერ მაქვს გერმანიაში დოკუმენეტბი გაგზავნილი და 3-4 დღეში ჩადიოდა. (მაშინ ოფისში მითხრეს, რომ აირზენას რეისზე თბილისი-ფრანკფურტი-თბილისზე გვაქვს ჩვენი ადგილი დაქირავებულიო და რეისების განრიგით იგზავნებაო. ჩამოტანაც ალბათ ეგრე იქნება).
Power_VANO
STIG
ციტატა(STIG @ 25th March 2010 - 10:56 PM) *
კი, DHL-ით იგზავნება პირდაპირ და უწერია მაქსიმუმი ვადა 7 დღე.

მდაა... შანსი არაა... DHL-ის ექსპრეს ფოსტა 37 ევროდ? თან როცა საუბარია ამხელა წონის და ზომის ტვირთებზე? რაცხას "გვაბოლებს" ეგ საიტი sad.gif
foxi
საქონელი DHL-ით მეც მაქვს ჩამოტანილი გერმანიიდან არანაირად არდავბეგრილვარ მიუხედავად იმისა რომ საქონელის საერთო ღი
რებულება 3500 ეურო იყო. ჩამოდის მაქსიმუმ 7 დღეში. მერე რასტამოჟკა და ეგარი.ჰო რასტამოჟკა აეროპორტშივე გავაკეთე მე
თვითონ არავითარი ბროკერი და მამაძაღლი არუნდა როცა DHL-ით მოდის საქონელი.
Power_VANO
foxi
ციტატა(kakha @ 25th March 2010 - 11:06 PM) *
არავითარი ბროკერი და მამაძაღლი არუნდა როცა DHL-ით მოდის საქონელი.

იმიტომ რომ DHL-ი თვითონ ეწევა საბროკერო მომსახურებასაც, ვინ გაგიშვებდა საბროკეროში სხვაგან smile.gif

ციტატა
საქონელი DHL-ით მეც მაქვს ჩამოტანილი გერმანიიდან არანაირად არდავბეგრილვარ მიუხედავად იმისა რომ საქონელის საერთო ღი
რებულება 3500 ეურო იყო. ჩამოდის მაქსიმუმ 7 დღეში.

და მაგის ტრანსპორტირებაში რამდენი ევრო გადაიხადე? და რა წონის იყო ტვირთი?
foxi
ციტატა(Power_VANO @ 25th March 2010 - 11:07 PM) *
და მაგის ტრანსპორტირებაში რამდენი ევრო გადაიხადე? და რა წონის იყო ტვირთი?

ცოტახანში დაგიზუსტებ საბუთებს ვნახავ.
STIG
ციტატა(Power_VANO @ Mar 25 2010, 11:04 PM) *
STIG

მდაა... შანსი არაა... DHL-ის ექსპრეს ფოსტა 37 ევროდ? თან როცა საუბარია ამხელა წონის და ზომის ტვირთებზე? რაცხას "გვაბოლებს" ეგ საიტი sad.gif

http://www.dhl.de/en.html
აქ შედი და კალკულატორი არის პირველ გვერდზე და 5 კილომდე ტვირთის ტრანსპორტირებისას 30 ევრო დამიწერა, ონლაინ გადახდით 29.
ეს Parcel-Shipment, თორემ ექსპრესი 150 დამიწერა

დანარჩენი გერმანიაში შიდა ტრანსპორტირებისაა. ესეც ეგრე გამოდის დაახლ. რა.
Power_VANO
STIG
აგაშენა ღმერთმა smile.gif

რას ვამბობდი მერე მე, ეგაა DHL PAKET INTERNATIONAL-ი. ზუსტად ის ეკონომ პაკეტია, რაზეც მე ვამბობდი ზემოთ.

ამ შემთხვევაში DHL-ის მხოლოდ სახელი და დაზღვევაა, დანარჩენი მომსახურება არის Deutsche Post-ის. ამანათი რომ მოდის, მიდის არა DHL-ის ოფისში, არამედ ჩვეულებრივი პოსტის ოფისში.

და აქამდე ჩამოსვლას სჭირდება საშუალოდ 1-დან 3 თვემდეც კი. + ტრეკინგი არასრულყოფილია, მხოლოდ გერმანიიდან გამოსვლა აღინიშნება ტრეკინგში და მორჩა. ძირითადად 1-1.5 თვეში ჩამოდის ხოლმე.

პრაქტიკაზე გამოცდილი მაქვს არაერთხელ ეგ გზავნილების პაკეტი smile.gif
foxi
ესეიგი საქონლის შესყიდვა მოხდა გერმანიაში,კურიერი მივიდა იმ ფირმაში სადაც საქონელი იქნა შეკვეთილი და ჩამოვიდა 3 დღეში.
გადახდილიგვაქვს 250 ლარი. მაგრამმ მაშინ კურსი ძალიან დაბალი იყო.დაახლოებით 3 წლის ამბავია.თუ DHL ის მომსახურებას
მიუთითებთ კურიერი თვითონ მივა და ეს შევა მომსახურების საფასურში. სამაგიეროდ ტვირთი დაზღვეულია და ჩამოდის ძალიანაც
სწრაფ დროში.ასევე არსებობს ups მომსახურება. ტვირთების ფასი იანგარიშება როგორც წონის გათვალისწინებით, ასევე მოცულობით.
კონკრეტული ინფოსთვის ჯობია მიმართოთ DHL -ის ოფისს წერეთლის 105 ნორერში.
Power_VANO
foxi
დღვანდელი კურსით 104 ევრო გამოდის 250 ლარი. მაშინ ალბათ სადღაც 120-130 ევრო გამოვიდოდა, შეიძლება მეტიც.

+ გეთანხმები კურიერის მისვლის ამბავშიც, ეგ უკვე ექსპრეს გზავნილია და პირდაპირ DHL-ის ოფისში მიდის. აი ის 37 ევროიანი კიდევ, Paket International-ია და სტანდარტული საფოსტო გზავნილია, DHL-ის დაზღვევით მხოლოდ.
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2025 Invision Power Services, Inc.