დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: GRT III Trigger
Georgian Airgunners Portal > პნევმატური იარაღი > რჩევები, კითხვა-პასუხი...
EnDeL
მოგესალმებით ყველას, მოგეხსენებათ მაქვს ფანტომი და სასხლეტის გაუმჯობესების მიზნით GRT III მინდა ვიყიდო.. ერთი შეკითხვა აქვე.. ფანტომს სასხლეტი რკინის აქვს თუ პლასტიკის? თოფი არ მაქვს აქ და ვერ ვამოწმებ მაგნიტით sad.gif იუტუბში არის ვიდეო როგორ აყენებს ქუესტზე ამ სასხლეტს,



თავიანთ საიტზე უწერიათ რომ :


http://charliedatuna.com/GRT-III%20Trigger%20New.htm

რამე განსხვავება არის ქუესტის და ფანტომის სასხლეტებში?
ვინმეს გქონიათ კავშირი მათთან ? საქართველოს ბანკის ვიზა ბარათი მაქვს (კლასიკი) და შევძლებ ამით გადახდას?
ja_ja
ადრე იყო მგონი ამაზე საუბარი.. აი მაგალითად ძებნის შედეგები

რაც შეეხება საქ ბანკის პლასტიკურ ბარათს... ნუ გააჩნია რა იღებენ საერთაშორისო ბარათებს თუ არა. თუ საერთაშორისო ბარათებს იღებენ მაშინ პრობლემა არანაირი არ გექნება რადგანაც კლასიკი გაქვს, მაგრამ დაკვეთის წინ მაინც მიწერე რომ ინტერნეშენალ ქარდებს თუ იღებთქვა, თორემ ბევრი ამერიკული საიტი არ იღებს სხვა ქვეყნების ბარათებს.

ნუ იდეაშI ხარჯთანაა დაკავშირებული საერთაშOრისო საპროცესინგო სისტემაშI ჩართვა, პლიუს ყალბი ბარათის გამოყენების რისკებია და ბევრი მაგიტომაც არიდებს მაგას თავს. ასე რომ დაკვეთის წინ მიწერე და გადაამოწმე.

რაც შეეხება თვითონ სასხლეტს, მაგაზე ალბათ დაწერენ ბიჭები ვისაც ჰქონია ფანტომი, უბრალოდ გაითვალისიწნე, თოფი სანამ არ გექნება არ დაუკვეთო.
nihontoman
ეგ არ იღებს არც ქართულ და არც სხვა საკრედიტო ბარათებს. არც ფეიფალს... ეგრე თქვა ძალიან ბევრი საჩალიჩოა და ბუღალტერის თავი არ მაქვსო... ამ ეტაპზე მაგისაგან რამის ყიდვა ჩვენთვის პრინციპში შეუძლებელია...


ციტატა
Credit Cards and Paypal will no longer be a payment options on the CharlieDaTuna website and payments will be now either by Bank Certified Checks, Money Orders or Cash.
EnDeL
ja_ja
nihontoman

მადლობა გაიხარეთ... sad.gif
ja_ja
მე სხვა რაღაც მაინტერესებს, ამ GRT III Trigger-ზე მერამდენედ იწევა თემა, რა აქვს ამ სასხლეტს ეგეთი მაგიური?

რეგულირებადი და რაიმე არაა მხოლოდ კაკვი იცვლება ხომ? თუნდაც იგივე კლიპიდან რომ ავიღოთ, მოაძრო რაც ჰქონდა, იგივე შპონკა, იგივე ღერძი დგება და ადგილზე ჯდება ალუმინის ყვითლად ანოდირებული კაკვი... პლიუსი რა აქვს? გარდა იმისა რომ ცოტა მეტად კარგადაა მოყვანილი ფორმაში?

ძალა იგივე იჩება გამოკვრაზე საჭირო, რეგულირებადი არ ხდება... რატომ იგიჟებს ხალხი ამ სასხლეტზე ასე თავს? მითუმეტეს რომ სასხლეტი არც არის, არამედ მხოლოდ სასხლეტის ენაა...

თუ პლასტმასის არ მოგწონს თქვენთვითონ იჩალიჩეთ, მე რომ ხოში მქონდა დისკოსთვის ჩემით გავაკეთე სასხლეტი. არც დაზგა მქონდა არც არაფერი, შკურკები და ქლიბებიც კი არ მქონდა სახლში, ერთადერთი ნაჟოვკა და ტისკი მქონდა... მომიწია პახოდუ ყიდვა ჩალიჩი, ზომვა ხაზვა... სამაგიეროდ რაც მინდოდა ის გამოვიდა, ზედმეტი ნერწყვების ყლაპვის გარეშე და თან ენით აუღწერელი კაიფი და სიამოვნებაა შენთვითონ რომ რაღაცას გააკეთებ....

რავიცი... რავიცი
nihontoman
ja_ja
რა და როგორც ხალხი ამბობენ ხდება რეგულირებადი (არ ვიცი როგორ), რბილდება, მსუბუქდება და უფრო Crisp ხდება. ანუ საქმეს აკეთებს და ღირს თავისი ფასი...
ja_ja
nihontoman
და რის ხარჯზე? ამ ვიდეოზე მე ვერ ვნახე რომ რაიმე რეგულირების ფუნქციონალი დაემატოს, ერთი ენა მეორეთი შეიცვალა... რაიმე ვინტი დაემატა ისეთი რაც მე ვერ დავინახე? თუ მაგიური პარაშოკი აქვს დაყრილი biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
nihontoman
ja_ja
არც მე ვიცი მაგრამ ფაქტია რომ ხალხს მოსწონს და ყველა ამბობს რომ სტოკ სასხლეტებს ათი თავით ჯობია, ჯგუფურობა გაცილებით უკეთესი ხდება და ა.შ.




ნუ საქმეს რომ არ აკეთებდეს, ამდენი მადლიერი კლიენტურა მაგ სასხლეტს არ ეყოლებოდა biggrin.gif
sekurifa
ერთადერთი რაც შევამჩნიე მაგ ახალს აქვს ცოტა ირიბად ჩამოთლილი ზედა ნაწილი ალბათ მაგი ცვლის სვლას.რეგულირებადი ნამდვილათ არარის.
nihontoman
sekurifa
თვითონ ენაში არის შურუპები ჩახრახნილი |თუ ატყობ და დაჟე მასეთი ორია. ალბათ მათი მეშვეობით რეგულირდება...
sekurifa
ეჩვენებია ქემაინც მაგ ოჯახაშენებულს ვიდეოში წესიერად. სარეგულირო ვინტს თავისი ზამბარა უნდა ქონდეს პატარა,ეგ მაქ არ ჩანს.არც მარეგულირებელი ზამბარა არ ჩანს.
აჰა ქონია კიდეც სარეგულირო.ვიდეოზე არ მიუთითებს ამაზე.
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.