
ესეიგი ჩემი მიზანია ჰასტან-99 ის მოდერნიზაცია.სხვადასხვა წყაროებიდან მოძიებული ინფორმაციებით ეს მოდელი არის ერთერთი წარმატებული ჰასტანის ზ.დ.პ.-ების განშტოებაში.არარის დიდი,უსაშველოდ მძიმე და ძალაც საკმაო აქვს რომ ნადირობისას მძიმე ექსპანსიური ტყვიები იხმარო.მე პირადად ძალიან მომწონს მისი ლულის ფიქსაცია რომლის გადატეხვა სპეციალური პატარა რიჩაგით არის შესაძლებელი.ამიტომ გადავწყვიტე ამ მოდელის ყიდვა.შეძენისთანავე თოფი ეგრევე დავშალე და არც მისვრია,რადგან ხვეული ფოლადის ზამბარა სამუდამოდ ამოვიღე ჩემი ცხოვრებიდან და არც მაქვს სურვილი მისი ხმარების.
რაც შეეხება ჩემს ექსპერიმენტს ასე ვთქვათ ბრმად არ დამიწყია გაამართლებდა თუ არა.ჰასტან-99-ის მოდერნიზაციაზე თემა წავიკითხე ერთ-ერთ უკრაინულ ფორუმზე და მისმა შედეგებმა სავსებით დააკმაყოფილა ჩემი მოთხოვნა.მეც დავიწყე ანალოგიურად ყველაფრის კეთება ერთი-ერთში.
ესეიგი პირველად დავიწყე დგუშით.ქარხნული დგუში ჰასტან-99 ზე არის საკმაოდ დიდი და მასიური.ეს ფოლადის ზამბარისთვის კარგია რადგან დამამძიმებელი არ ჭირდება და ძალაც დიდი აქვს,მაგრამ ძალიან აზანზარებს თოფს გასროლისას რაც ასევე ცუდად მოქმედებს ოპტიკაზე.(ყველამ ვიცით რომ ჰასტანის ზ.დ.პ. და ოპტიკა ცუდად ეწყობიან ერთმანეთს) რაც შეეხება გაზის ზამბარას მას პირიქით,მჩატე დგუში ჭირდება რადგან სტაბილური სვლა აქვს და საკმარისი ძალაც.სადღაც ისიც წავიკითხე რომ ერთმა ტიპმა ტიტანიდან გამოჩარხა ახალი დგუში და ძალიან კმაყოფილი დარჩა.(მჩატეა და მტკიცე)
ჩემი პირველი ნაბიჯი იყო (დგუშის წონის მოკლება) ფრეზით იქნა გაკეთებული სამი გამჭოლი ჭრილი რამაც საგრძნობლად აამჩატა დგუში.შემდებ გადავშკურკე ჭრილები,მოვაცილე ნაწიბურები და წამოვაცვი ახალი მანჟეტი.

ამოვიღე ქარხნული ჰაერის გადამშვები რეზინა,ამოვასუფთავე ბუდე და ჩავსვი ახალი რეზინა.

ფასკას არ შევეხე რადგან მგონი ნორმალურია,არც წაქანებული და არც ფრეზით დაზიანებული.ტყვიაც ერთიანად წყდება ნარეზებს.

სასხლეტი მართლა კარგი აქვს.რბილი და სასიამოვნოდ სრიალებს.სუფთად მოჭრილი დეტალებია.მხოლოდ ის ადგილები დავაპალიროვკე სადაც წითელი რგოლები დავადე.ანუ რაც მოდებაშია.

მერე დავიწყე ყველაფრის აწყობა.ჩავდე დგუში,მერე დგუშში გაზის ზამბარა (კორპუსით დგუშში)შემდეგ უკანა ხუფში სადაც დამცველის რიჩაგია ჩავდე პატარა ზამბარა,ზედ დავადე პლასმასის ბურთულა ფიქსაციისთვის,მერე დამცველის რიჩაგი დავაფარე. წამოვაცვი ზამბარის ღერძის მაცენტრირებელი შაიბა და ყველაფერი ეს ჩავსვი კორპუსში უკნიდან ისე რომ ზამბარის ღერძი ჩამჯდარიყო შაიბაში.

ზამბარის წინასწარი შეკუმშვის მანძილი მივიღე 16 მმ. ჩავდე ჩემს სტანოკში და დავიწყე ნელნელა დაგაჭერა და ზამბარის შეკუმშვა. რომ ჩავიდა ბოლომდე დავაფიქსირე ეგრევე დამჭერი ღერძით.

შემდეგ მოდის გამშვები ბუდის ჩასმა.აქ ცოტა სახლაფორთოა რადგან ბუდე ვერტიკალურად უნდა გეკაოს ჩასმისას თორე დამჭერი ღერძები ცვივა სანამ მთავარი ღერძი არ დაფიქსირდება რომელიც წითელი ისრით მაქვს მონიშნული.

დარჩა ლულის დაგება.გვერდებზე ედება თხელი შაიბები,შეყენების რიჩაგი ჯდება კორპუსის ჭრილში საიდანაც ასრიალებს დგუშს და ლულა ფიქსირდება თავისი ბოლტით.ესარის და ეს.

ღია სამიზნეები მოვხსენი რადგან ოპტიკა უნდა დავაგო და ასევე ლულაზე ნადულნიკი.სიგრძეში არის ჩემს მურკაზე ოდნავ დიდი.

ახლა რაც შეეხება შედეგებს.გასროლა აქვს ასე ვთქვათ მათრახის დარტყმასავით.აქვს მცირე ტკაცუნის ხმა.არ ზანზარებს ხელში.იტენება ძალიან სასიამოვნოდ და რბილად.რაც შეეხება ძალას,ამჟამად მაქვს მარტო ჯსბ მონსტრები 13,4 გრანი ანუ 0,87 გრამი.გარეთ ქარია და სადმე გასვლას აზრი არა აქვს.ავედი სხვენზე და ვესროლე რკინის ძველ ვედროს 7-8 მეტრიდან.გაიტანა გამჭოლად ორივე მხარეს.ეს იყო და ეს. ჯერ ვერ მოვიფიქრე რომელი ტყვიები ვიყიდო ტესტისთვის.მითხრეს ჯსბ-10,3 გრან. და პრემიერები 10,5გრან. მაგრამ მე ნადირობის თვალსაზრისით უფრო მაინტერესებს ექსპანსიურები.რავი ჯერ ვერ მოვიფიქრე.
ჯერჯერობით ესარის და მოგაწვდით მალე შედეგებსაც.