დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: HW 100
Georgian Airgunners Portal > პნევმატური იარაღი > PCP - Pre Charged Pneumatics
გვერდი: 1, 2, 3
Jah
გასული 2 თვის განმავლობაში, მქონდა თავსატეხი - რომელი PCP შაშხანა ვიყიდო...
ვირჩევდი შემდეგი შაშხანებიდან - Cyclon FX, Moonson FX, Logun MKII da Weihrauch HW100T. საბოლოო ჯამში მე ვიყიდე HW100T, იმიტომ რომ ის აღმოჩნდა ბევრად უკეთესი ვიდრე ჩემი პირველი Black Widow FX და ასევე ბევრი ცნობილი ადამიანების რეკომენდირებების გამო.
როდესაც ვიკვლევდი თუ რა უარყოფითი და დადებითი მხარეები აქვს HW100T-ს, მაგრად მიკვირდა, თუ რამდენი სხვადასხვა კომენტარი და ხშირად პოლარულად განსხვავებული აზრი არსებობს ინტერნეტში... და მივხვდი რომ ხშირ შემთხვევაში ეს იმ ადამიანების კომენტარები ვისაც არასდროს ჭერია ხელში HW100T.
უარყოფითი კომენტარები იყო - სიმძიმე, უშნო დიზაინი smile.gif რა ვიცი მე ძალიან მომწონს... და ხეეე... რა ხე არის... smile.gif
დადებითი კომენტარები, ხალხისგან ვისაც ყოლია და უხმარია ეს შაშხანა - იდეალური სიზუსტე, მტკიცე კონსტრუქცია, ფანტასტიური გამშვები მექანიზმი.

აი ეს კი არის ჩემი კომენტარები დაახლოებით 600 გასროლილი ტყვიის მერე:

1) გამშვები მექანიზმი - ახლა მე დანამდვილებით ვიცი, რატომ ყველა სერიოზული მსროლელი აქცევს დიდ ყურადღებას გამშვებ მექანიზმს. გამშვები მექანიზმი HW100T-ზე არის იდეალური, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, მიუხედავად რომ ეს სანადირო შაშხანაა, გამშვები მექანიზმი თითქმის სპორტულად იდეალურია. ახლა მე იმის მეშინია, რომ ამის მერე, ყველა ჩემი შემდეგი შაშხანა ვერ დამაყმაყოფილებს გამშვები მექანიზმით smile.gif.

2) ხარისხვი / კონდახი HW100T - ეს არის ის, რასაც თქვენ ელოდებით გერმანული ხარისხისგან. ულამაზესი ევროპული კაკალი, მუქი ყავისფერი ტონები.
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

3) წონა HW100T - 3.7 კგ. ჩემთვის ეს არ არის ძალიან მძიმე წონა.

4) სიზუსტე, გასროლების რაოდენობა, დატუმბვა - HW100T იქნება იმდენად ზუსტი, როგორც მსროლელი smile.gif. მე ნამდვილად ველოდი ნაკლებ სიზუსტეს smile.gif
გასროლებზე - მე გამომდის ზაპრავკიდან 3, 14 ვაზნიანი ბარაბანი 200 ატმ. დან 120 ატმ.-მდე. სულ 42 გასროლა არც თუ ისე ცოტაა smile.gif
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
5) ტყვიები - მე ვხმარობ JSB-ს, და ის იმდენად ზუსტია, რომ ალბათ სხვას არც გავსინჯავ.

6) როდესაც ვხმარობ JSB Heavy, ჩემი HW100T მაძლევს ზუსტად 38 ჯოულს. (სანადიროდ ზოგჯერ ზედმეტიცაა)

საბოლოო დასკვნები:

ჩემი პრიორიტეტი ყველა პნევმატურ შაშხანასთან დაკავშირებით - სიზუსტე და განმეორებადობა. HW100T-მ მაჩვენა რომ ბევრად მეტად ვიდრე ველოდი, შეესაბამება ჩემს იდეალს smile.gif.
მე ვტკბებოდი ამიარაღის ხელში დაჭერით. ეს პირველი შაშხანაა, სადაც მე არაფერს არ შევცვლიდი.
დასკვნა - ესყველაზე ხარისხციანი, ზუსტი და ესთეტური გარეგნობის სანადირო შაშხანა.

HW100T-ს დაშლა
parna
ვიდზეწ მართლა ვერიტყვი ძაან მაგარიაო
geojorjika
Jah
დიდი მადლობა , კაი ეს ოხერი მაგრამ ფასიიიიიიიი sad.gif
Der Rote Baron
Jah
უძლიერესი რეპორტია, ისე ყვები რომ მეგონა რაღაც კარგ სათავგადასავლო წინგს ვკითხულობ მეთქი, სულ რომ ცუდი ყოფილიყო ისე მოყევი რომ ხალხს მაინც მოეწონებოდა HW100T smile.gif და რაღათქმაუნდა მართლაც ძლიერი კარგი და რავი იმდენი რამე თქვი მე რაღა დავამატო მაგარი რამეა რა, გაიხარე
GIGA
ეჰ ზოგს რა ბედი აქვს ესეთი შაშხანა რომ გაქვს რაღა მოგკლავს biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
nihontoman
JAh ისევ ნათარგმნი რეპორტია თუ შენ იყიდე? :huh:
vito
Jah
კარგი რეპორტია, მომეწონა, ე.ი. ამის ყიდვაზე ავიღო ორიენტაცია არა? ამის კალიბრი რა არის?
გეხვეწები დამეხმარე რა, ფული შეიძლება მაისის ბოლოსთვის მქონდეს უკვე და ყველაფერი დაწვილებით მაინტერესებს
საშუალო სასროლი მანძილი რამდენი აქვს?
მაინც 4.5 უნდა ვიყიდო?

იარაღი
ნასოსი
ოპტიკა
ყუთი თუ მოყვება?
პლასმასის ტარებით თუ გამოდის ეგ მირჩევნია
კიდე რა დამჭირდება?


თუ გინდა ეს პოსტი მაღაზიაში გადაიტანე ახალი თემა გავხსნათ და იქ გავარჩიოთ, და რომ ჩამოვა მერე ამას გავახურებთ რეალური მაგალითით
Jah
ციტატა(vito @ 13th April 2009 - 12:19 PM) *
მაინც 4.5 უნდა ვიყიდო?

თუ შეძლებ ყიდვას და საზღვარზე გადატანს, ან თუ შეძლებ გერმანელების დაბოლებას ასე რომ ჩაგიწერონ ინვოისში ყიდვისას 4.5 5.5-ის მაგივრად...
მაშინ 100% 5.5-ს გირჩევ...
მაგრამ ისე თავის ტკივილი თუ არ გინდა 4.5

ყუთი რამდენად ვიცი არ მოწვება... კარდონის ყუთში იგზავნება.

ოპტიკაზე მერე ვისაუბროდ, იმიტომ რომ ძნელია კომპრომისის ნახვა, რომ მიზნობრივი სროლისთვის იყოს და ამავდროულად სანადირო - სამიზნე...
ცალკე ტემაა. მერე გავხსნი ამ საკითხზე თემას.

პლასტიკის კონდახებით ეს მოდელი არ არსებობს.

ნასოსი ნებისმიერი.

მანძილი ჩიტზე 4.5-ს აქვს 70-80 მეტრი.
ყურდღელი და მისნაირები 50 - 60 მეტრი.
Jah
იმაზე თუ რა გჭირდება, მე ასე დავალაგებდი:

1. შაშხანა
2. ოპტიკა, რგოლებით
3. ნასოსი
4. 4-5 ქილა კარგი ტყვიები!!!

თავიდან ყუთი და ეგეთები არ გინდა... ან აი ფარნას რომ ქონდა... მშვენიერი იყო.
nihontoman
ციტატა
იმაზე თუ რა გჭირდება, მე ასე დავალაგებდი:

1. შაშხანა
2. ოპტიკა, რგოლებით
3. ნასოსი
4. 4-5 ქილა კარგი ტყვიები!!!


ეგ სიამოვნება რა დაჯდება ნეტა 17.gif :lol: :rolleyes:
vito
ციტატა(Jah @ Apr 13 2009, 01:40 PM) *
იმაზე თუ რა გჭირდება, მე ასე დავალაგებდი:

1. შაშხანა
2. ოპტიკა
3. ნასოსი
4. 4-5 ქილა კარგი ტყვიები!!!

თავიდან ყუთი და ეგეთები არ გინდა... ან აი ფარნას რომ ქონდა... მშვენიერი იყო.


4.5 გადაწყდა

1.ოპტიკასთან დაკავსირებით კიდევ გავშალოთ თემა,მე ალბათ ის კლასი რაც შტეირზე გიყენია არ დამჭირდება,ჩემი აზრით 20კრატიანი საკმარისი იქნება. რას იტყვი?
2.ნასოსის ნაცვლად მაგალითად მეორე რეზევუარი რომ ვიყიდო და სახანძროში თუ სადღაც რომ ხერდება დატუმბვა მაგ გზას რომ მივმართო გამოვა მაგისგან რამე? ოღონთ თუ ფასი დაახლოებით იგივე იქნებაsmile.gif
3.კარგ ტყვიებს რაც შეეხება მაინტერესებს ტირში რითიც ისვრიან ჩვენთან ეგენი არ წავა თუ უფრო მძიმეები უდა იყოს ან სანადირო სხვანაერებია თუ როგორ არის?

მე რასაც მირჩევ იმენნა ეგ მოდელია რაც სურათებში ხატია? იმიტომ გეკითხები რომსაიტზე WH100-ის ბევრი მოდიფიკაციებია?



პ.ს. დღეს ვიყავი გაგარინზე მშენებარე კორპუსში რომ მაღაზიაა გახსნილი მეორე სართულზე იქ, ხოდა გვანახეს ფრანკონიას კატალოგი სადაც ეხატა ეს მოდელი ოღონთ კომპაქტი, მგონი მოკლე ლულა ქონდა,ფასი 1000 ევრომდე ურტყავდა, ჩვენო ამათი წარმომადგენლები ვართო და ჩამოგიტანთო თუ რამეაო, ამას ემატება მხოლოდ მგზავრობა 120 + 1 კგ 10 ევრო, ინტერნეტში ვერ ვპოულობ კატალოგს სულ გერმანულადაა, აბა ტქვენ თუ იპოვით www.franc(k)onia.de
parna
გეგმებს კი აწყობთ მარა როგორ ჩამოიტანთ? :wacko: sad.gif
vito
parna
რატო, წინ რა უნდა დადგეს???
nihontoman
ციტატა
რატო, წინ რა უნდა დადგეს???


ყველა და ყველაფერი დაწყებული ჩვენი საყვარელი საბაჟოდან და დამთავრებული ბუნებრივი კატასტროფებით smile.gif
parna
ციტატა(vito @ Apr 13 2009, 04:00 PM) *
parna
რატო, წინ რა უნდა დადგეს???



მერავიცი :mellow: ჯაჰ ის დისკო კიდე არჩამოსულა მემგონი
bazuka
parna
ციტატა(parna @ 13th April 2009 - 04:18 PM) *
მერავიცი ჯაჰ ის დისკო კიდე არჩამოსულა მემგონი

არც ჩემი sad.gif
თუმცა მე ამ კვირის ბოლოსთვის ვვარაუდობდი მარა ისე ემთხვევა, რომ პარასკევი შაბათი, ორშაბათი დასვენების დღეებია და ....
Jah
ციტატა(nihontoman @ 13th April 2009 - 06:14 PM) *
ყველა და ყველაფერი დაწყებული ჩვენი საყვარელი საბაჟოდან და დამთავრებული ბუნებრივი კატასტროფებით

არც ისე რთულია... ეს ყველაფერი. ნუ როგორც ყოველთვის დაგტანჯავენ საბაჟოზე მაგრამ...

ციტატა(bazuka @ 13th April 2009 - 07:24 PM) *
არც ჩემი
თუმცა მე ამ კვირის ბოლოსთვის ვვარაუდობდი მარა ისე ემთხვევა, რომ პარასკევი შაბათი, ორშაბათი დასვენების დღეებია და ....

შენ ჩემსავით მოგივიდა smile.gif
შტეირი ჩამოვიდა 30 დეკემბერს... smile.gif
vito
ჩემ პოსტს გაეცით რა პასუხი ბიძია ბაბუებო smile.gif
Jah
1. ცოტა მოგვიანებით... ძალიან ვრცელი თემაა. მალე მოვამზადებ მასალას.
2. არც იფიქრო. მეორე რეზიკი შეგიძლია იყიდო. მაგრამ ან ბალონი ან ნასოსი გინდა ყველა ვარიანტში. (თუ დამიჯერებ)
3. დღეისთვის არსებობს ბევრი სხვადასხვა კარგი, ნორმალური, ძალიან კარგი ტყვია... მაგრამ საუკეთესოდ რჩება, როგორც სანადიროდ ასევე ტირისთვის JSB 4.5 Heavy! აქ 2 აზრი არ არსებობს.
vito
Jah
გასაგებია, ხოდა მივხედოთ ამ საქმეს


ასეთი შთაბეჭდილება მრჩება რომ გგონიან ვხუმრობ, ჩამოვიტანოთ რა ეს ინსტრუმენტი smile.gif
parna
ციტატა(Jah @ Apr 13 2009, 07:01 PM) *
1. ცოტა მოგვიანებით... ძალიან ვრცელი თემაა. მალე მოვამზადებ მასალას.
2. არც იფიქრო. მეორე რეზიკი შეგიძლია იყიდო. მაგრამ ან ბალონი ან ნასოსი გინდა ყველა ვარიანტში. (თუ დამიჯერებ)
3. დღეისთვის არსებობს ბევრი სხვადასხვა კარგი, ნორმალური, ძალიან კარგი ტყვია... მაგრამ საუკეთესოდ რჩება, როგორც სანადიროდ ასევე ტირისთვის JSB 4.5 Heavy! აქ 2 აზრი არ არსებობს.



ჯაჰ ამ ტყვიას რაწონააქვს? ჩემიაზრით ღირს ზებგერითი იარაღის ყიდვა და ძალიან მძიმე ტყვიების სროლა
geojorjika
parna
10.2 Grains ანუ 0.66 გრამი smile.gif
parna
ციტატა(geojorjika @ Apr 14 2009, 06:45 PM) *
parna
10.2 Grains ანუ 0.66 გრამი smile.gif



გრამებამდე ვერაქაჩავენ ესეიგი smile.gif
Jah
ციტატა(parna @ 14th April 2009 - 09:49 PM) *
გრამებამდე ვერაქაჩავენ ესეიგი

არა უბრალოდ არსებობს ყველა კალიბრისთვის, წონის - ოქროს შუალედი...
ეს წლების მანძილზე შემუშავებული, უამრავი ცდა და ასე შემდეგ.
ეს ეხება როგორც ტყვიის წონას ასევე მაგის გეომეტრიას.
vito
ხალხო მე არ მომხედავთ? smile.gif
Jah
ციტატა(vito @ 15th April 2009 - 01:15 AM) *
ხალხო მე არ მომხედავთ?

შენ სწორი მიმართულებით აიღე ფიქრი smile.gif
დარჩა მარტო სამიზნეზე საუბარი...
ოპტიკა გჭირდება მაქსიმუმ 12x... სანადიროდ უფრო დიდი გადიდებით მიზანს სწრაფად ვერ დაიჭერ, მითუმეტეს ტყეში ტოტებშუა!

ასე რომ ჩემი რჩევა იქნება ასეთი:
1. რამე ცვალებადი მადიდებლით... მაგალითად 3-12x ...
2. პარალაქსი !!!მაქსიმუმ!!! 10 მეტრიდან და უკეთესია 5-დან, უსასრულობამდე.
3. შუა მილი 30მმ, 1 დიუიმის ნაცვლად, ღამეც შეძლებ ნადირობას, იმიტომ რომ 30მმ-ს დიდი შუქგამტარიანობა აქვს.
4. ბადე mil-dot, სასურველია მინათებით მაგრამ აუცილებელი არ არის.
5. ბრენდი, ბრენდი და კიდევ ერთხელ ბრენდი! HW100-ზე ბანძი სამიზნე - ჩათვალე ფერარიზე ვოლგას საბურავები და ზაპოროჟეცის ძრავი...

მე ვერავინ დამარწმუნებს, რომ პირველია შაშხანა! ჩემი პირადი, სუბიექტური აზრი smile.gif პირველია ოპტიკა.
თავი რომ დავანებოთ იმ არჩევანს რაც მე გავაკეთე თავის დროზე...
მე მირჩევნია, (ყოველ შემთხვევაში მე ასე მოვიქცეოდი) 900$-იანი ოპტიკა 400$-იან შაშხანაზე... ვიდრე პირიქით.

მაგრამ იქედან გამომდინარე რომ შენ სხვანაირად ფიქრობ. მაინც უფრო იაფიანი ვიდრე ეს ოპტიკა არ გირჩევ.

პატივისცემით,
Jah 27.gif
vito
Jah
1 ნაბიჯით წავიწიეთ smile.gif
vito
ისევ ძველზე....
გიო თუ იცი შემდეგი რამ....
ე.ი. მე როგორც უკვე იცით მე პირადად დაინტერესებული ვარ მხოლოდ სანადირო
კლასისი პნევმატიკით, სანადირო იარაღს კიდე ყველას
მოგეხსენებათ რომ "ბანტიკიანი" არაფერში არ წერია, სილამაზეზე ფიქრი და ტყის პირობებში რამის არ დაზიანებაზე
ნერვიულობა ზედმეტი დისკომფორტია, აქედან გამომდინარე კითხვა მაქვს:

რამდენად ვირია HW100?

პ.ს.ნეტს გადავხედე და ყოფილა 2 ვერსია thumbhole and one being a sporter version
პირველის განმარტება თრანსლეით.რუ-ზეც ვერ ვიპოვე
geojorjika
thumbhole= კონდახზე ცერა თითისთვის განკუთვნილი ნახვრეტი
Jah
ციტატა(vito @ 1st May 2009 - 12:25 AM) *
რამდენად ვირია HW100?

PCP სამყაროში, ყველაზე ვირია smile.gif
nihontoman
ჯაჰ, არ იცი ისე მარტო შაშხანა და ნასოსი რა დაჯდება? ოპტიკის უქონლობას ცოტა ხნით გავუძლებ, ისე ვესვრი ხოლმე ვედროებს, ვითომ ჰატსანია :P biggrin.gif :lol:
geojorjika
nihontoman
შაშხანა 800 ევრო + ნასოსი 170 ევრო + ჩამოტანა 130 ევრო =1100 ევრო პლიუს-მინუს 50 ევრო smile.gif
nihontoman
ეუფ! მარა ღირს და რას ერჩი? :rolleyes: -_-
geojorjika
nihontoman
ფარა თუ გაქვს კი ღირს ნამდვილად, მაგრამ მე არ მიღირს ეგ რომ ვიყიდო 4 თვის ხელფასი უნდა ვაგროვო biggrin.gif
nihontoman
მე ორი წლის სტიპენდია(თუ მომცეს) sad.gif
Jah
ციტატა(nihontoman @ 6th May 2009 - 04:16 PM) *
ჯაჰ, არ იცი ისე მარტო შაშხანა და ნასოსი რა დაჯდება? ოპტიკის უქონლობას ცოტა ხნით გავუძლებ, ისე ვესვრი ხოლმე ვედროებს, ვითომ ჰატსანია

ზუსტად მეც ასე მოვიქეცი smile.gif და 6 თვე მეგდო ტყუილად შტეირი სანამ სამიზნე ჩამომივიდა smile.gif
არც HW-100-ს არ აქვს არც მუშკა და არც ცელიკი smile.gif ასე რომ სროლა მხოლოდ კლინტ ისტვუდივით შეიძლება მუცლიდან biggrin.gif
parna
ციტატა(Jah @ May 6 2009, 05:19 PM) *
ზუსტად მეც ასე მოვიქეცი smile.gif და 6 თვე მეგდო ტყუილად შტეირი სანამ სამიზნე ჩამომივიდა smile.gif
არც HW-100-ს არ აქვს არც მუშკა და არც ცელიკი smile.gif ასე რომ სროლა მხოლოდ კლინტ ისტვუდივით შეიძლება მუცლიდან biggrin.gif



ცოტა იმპროვიზაცია და ექნება თან სახლში გედო დაშლილი ფიბერ ოპტიკიანი თოფი :P
nihontoman
ციტატა
რც HW-100-ს არ აქვს არც მუშკა და არც ცელიკი ასე რომ სროლა მხოლოდ კლინტ ისტვუდივით შეიძლება მუცლიდან


რატო, რამე კუსტარულ სამიზნეს დავუყენაბ, ოღონდ ისეთს რომ თოფი არ დააზიანოს, მაგალითად სპიჩკის და სკოჩით გაკეთერბულს biggrin.gif :lol:
ja_ja
nihontoman
ციტატა(nihontoman @ 7th May 2009 - 12:38 PM) *
რატო, რამე კუსტარულ სამიზნეს დავუყენაბ, ოღონდ ისეთს რომ თოფი არ დააზიანოს, მაგალითად სპიჩკის და სკოჩით გაკეთერბულს


კარგით რა მაგიჟებთ
1200-დან 1500-მდე ევროს იხდით თოფში და 40$-ის ეკონომიას აკეთებს ოპტიკაზე? რაიმე 3-9 რომ აიღოთ 40-45$-ზე მეტი არ იქნება და სანამ სერიოზულის ფულს შეაგროვებ საშუალებას მაინც მოგცემს ისროლო.

მარტო ჩვენებს შეუძლიათ 1500 ევროიან თოფზე, წებოთი და სკოჩით სამიზნე მიამაგრონ, ნუ ნე კულტურნო.
geojorjika
ja_ja
+1 biggrin.gif
nihontoman
ციტატა
კარგით რა მაგიჟებთ
1200-დან 1500-მდე ევროს იხდით თოფში და 40$-ის ეკონომიას აკეთებს ოპტიკაზე? რაიმე 3-9 რომ აიღოთ 40-45$-ზე ემტი არ იქნება და სანამ სერიოზულის ფულს შეაგროვებ საშუალებას მაინც მოგცემს ისროლო.

მარტო ჩვენებს შეუძLიათ 1500 ევროიან თოფზე წებოთი და სკოჩით სამიზნე მიამაგრონ, ნუ ნე კულტურნო.


კაი კაი შენ არ გაბრაზდე 11.gif მაგ თოფს თუ ვიყიდი 40$ კი არა კარგა ხანი 2 ლარს ვერ ავცდები, ასე რომ პრიცელს მართლა ვერ ვიყიდი sad.gif sad.gif

ისე კი გეთანხმები, მარა ჯიბეს რო ამოიფხიკავ სხვა გზა არ გექნება გარდა ჩემი ვარიანტისა smile.gif
parna
ციტატა(ja_ja @ May 7 2009, 10:42 AM) *
კარგით რა მაგიჟებთ
1200-დან 1500-მდე ევროს იხდით თოფში და 40$-ის ეკონომიას აკეთებს ოპტიკაზე? რაიმე 3-9 რომ აიღოთ 40-45$-ზე ემტი არ იქნება და სანამ სერიოზულის ფულს შეაგროვებ საშუალებას მაინც მოგცემს ისროლო.

მარტო ჩვენებს შეუძLიათ 1500 ევროიან თოფზე წებოთი და სკოჩით სამიზნე მიამაგრონ, ნუ ნე კულტურნო.

:lol:
ja_ja
nihontoman
ციტატა(nihontoman @ 7th May 2009 - 07:20 PM) *
კაი კაი შენ არ გაბრაზდე 11.gif მაგ თოფს თუ ვიყიდი 40$ კი არა კარგა ხანი 2 ლარს ვერ ავცდები, ასე რომ პრიცელს მართლა ვერ ვიყიდი sad.gif sad.gif


კაცოუ კლინტ ინსტვუდობას თავი გაანებე biggrin.gif, სანამ დაუკვეთავ რამდენადაც ვხვდები ფული უნდა დააგროვო, ბარემ იმ 40 დოლარის დაგროვებასაც დაელოდე და მერე დაუკვეთე


და მოიცა 2 ლარის პრობლემა თუ შეგექმნება, ვაი და რაიმე განსხვავებული პრობლემა შეგექმნას ტრანსპორტირებისას და 10 ლარი იყოს დასამატებელი, რას იზამ??? biggrin.gif ასე რომ მაქსიმალიზმს თავი დაანებე smile.gif
geojorjika
კარგით რა ხალხნო HW 100-ზე 40$-იანი ოპტიკა არის Mercedes S class-ზე ვოლგის პაკრიშკები და მოსკვიჩის მატორი smile.gif
vito
ციტატა(ja_ja @ May 7 2009, 03:42 PM) *
კარგით რა მაგიჟებთ
1200-დან 1500-მდე ევროს იხდით თოფში და 40$-ის ეკონომიას აკეთებს ოპტიკაზე? რაიმე 3-9 რომ აიღოთ 40-45$-ზე ემტი არ იქნება და სანამ სერიოზულის ფულს შეაგროვებ საშუალებას მაინც მოგცემს ისროლო.

მარტო ჩვენებს შეუძLიათ 1500 ევროიან თოფზე წებოთი და სკოჩით სამიზნე მიამაგრონ, ნუ ნე კულტურნო.

ვინ მეეეეეეეეეეეეეეეეე??? biggrin.gif:D:D:D
არავითარი ეკონომია, უბრალოდ ტყვიების ყიდვა გამიჭირდება biggrin.gif
ja_ja
vito
რა კალიბრს თრეულობ? 4.5-იანის ლამის მთელ ბუკეტს ვაგროვებ და მოგამარაგებ პირველ ხანებში.
Power_VANO
ციტატა(ja_ja @ May 7 2009, 02:42 PM) *
კარგით რა მაგიჟებთ
1200-დან 1500-მდე ევროს იხდით თოფში და 40$-ის ეკონომიას აკეთებს ოპტიკაზე? რაიმე 3-9 რომ აიღოთ 40-45$-ზე ემტი არ იქნება და სანამ სერიოზულის ფულს შეაგროვებ საშუალებას მაინც მოგცემს ისროლო.

მარტო ჩვენებს შეუძLიათ 1500 ევროიან თოფზე წებოთი და სკოჩით სამიზნე მიამაგრონ, ნუ ნე კულტურნო.


მარტო ჩვენ შეგვიძლია ვიყიდოთ BMW X6, და ბენზინი "რეგულარი" გამოვიყენოთ biggrin.gif
vito
ციტატა(ja_ja @ May 8 2009, 01:11 AM) *
vito
რა კალიბრს თრეულობ? 4.5-იანის ლამის მთელ ბუკეტს ვაგროვებ და მოგამარაგებ პირველ ხანებში.

მაგარი არეული ვარ, თუ როგორმე გამოვა 5.5 თუ არადა 4.5
nihontoman
ციტატა
მაგარი არეული ვარ, თუ როგორმე გამოვა 5.5 თუ არადა 4.5


გირჩევ პრობლემებისგან თავი დაიზღვიო და ისევ 4.5 ითრიე.... ხო იცი ჩვენი საყვარელი ბიუროკრატიის ამბავი... აუცილებელი არაა რომ მაინც და მაინც საკუთარ შეცდომებზე ისწავლო....
ja_ja
vito
ციტატა(vito @ 13th May 2009 - 12:35 PM) *
მაგარი არეული ვარ, თუ როგორმე გამოვა 5.5

ღნერთმა ხელი მოგიმართოს, მაგრამ მე პირადად მხოლოდ 2 გზა ვიცი

1) ჩამოგაქვს ნაწილებად და არ გიმოწმებენ
2) ჩამოგაქვს 4.5 და მერე ცალკე თრეულობ სასურველ ლულას
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.