დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: დამეხმარეთ
Georgian Airgunners Portal > საერთო > ფლეიმი
r-O-m-A
გამარჯობათ.მართალია აირგანთან არაფერი კავშირი არ აქვს მაგრამ მე მგონი ბევრს გაქვთ შეხება ციფრულ აპარატებთან და იქნებ ვინმეს გამოცდილებაც აქვს ხელოსნებთან დაკავშირებით. nikon coolpix p80 მაქ, აქვს პატარა პრობლემა მაგრამ ნერვებს მიშლის უკვე ნამეტანი. ირთვება, სურათსაც იღებს ზუმიც მშვენივრად მუშაობს, მაგრამ ხანდახან კი არა და ძირითადად რო ვრთავ ეკრანზე კუთხეში ჩამუქებულია, ობიექტივი ეფარება, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება თითქოს არ ზის კარგად ლინზა. მაგრამ ხანდახან რო ვრთავ ჩვეულებრივად მიხსნის. და იქნებ რამე მირჩიოთ, ან ხელოსანი, ალალბედზე რო დაშალოს და ან გააკეთებს ან არა ეგეთი არ მინდა, გამოცდილი ხელოსანი იქნებ გეგულებათ?
ja_ja
r-O-m-A
ჩვენს ფორუმელსაც ჰქონდა nikon-ის რომელიღაც კამერა, იმას პრობლემა ჰოქნდა ეკრანზე, ხან ჩანდა გამოსახულება ხან საერთოდ არ ირთვებოდა, ხან უბრალოდ თეთრი გამოსახულება იყო.

რაც არ ნახა ხელოსნები ყველა ეუბნებოდა რომ შლეიფის კონტაქტების ბრალიაო, მაგრამ ნორმალური ვერავინ ნახა, ყველა კაკრაზ ეუბნებოდა, დავშლი ვნახავ თუ გაკეთდა გაკეთდა თუ არა და აბა რა ვიციო smile.gif. სამწუხაროდ აქ არ ვიცი სადმე თუ არის ნორმალური სახელოსნო ციფრული ფოტოაპარატებისთვის. შეგიძლია რამდენიმე მოსინჯო, მაგალითად:

ალტას სერვის ცენტრი - მართალია nikon-თან არ აქვთ შეხება, მაგრამ სავსე აქვთ სონის და ქენონის აპარატურა 3 წლიანი გარანტიით, ალბათ შესაბამისი ტექნიკის ხელოსანიც ეყოლებათ, გადაურეკე და ჰკითხე
ზახარას მაღაზია - ვაგზალზე რომ არის, საბითუმო წერტილი ფლეშკების დისკების და ფოტო აპარატების, გადავსებული აქვს მაღაზია nikon-ის ფოტო აპარატებით, სანსი არაა მაგასაც პრობლემური არ შეხვედროდეს, სავარაუდოდ ეცოდინება ვინმე ნორალური
და ბოლო რაც მე მომდის თავშI დაელოდე სანამ ჩვენი ფორუმელი Daviti შემოვა, მაგას ჰქონდა nikon -ზე პრობლემები და თავის გამოცდილებასაც დაწერს ვისთან და სად იყო.
r-O-m-A
ja_ja
გაიხარე ჯაჯ, დაველოდები კიდე გამოცდილ ხალხს, და მერე მივმართავ ალტას და ვაგზალს smile.gif
sekurifa
r-O-m-A - ვაგზალზე ახალ კიდობანში ვიცი ხელოსანი. დაბლა სართულზე სადაც საყოფაცხოვრებო ტექნიკა იყიდება.იქ სონის მაღაზიაა და მის ჩაყოლებაზე იქვე არის ერთერთ კომპიუტერების მაღაზიაში,ანუ შედიხარ ჯერ მაღაზიაში და შიგ კიდევ ერთი შესასვლელი აქვს სახელოსნოში.იქ ერთი რუსქართველა მობილურების ხელოსანია და გვერდით ფოტოაპარატების ხელოსანი.
r-O-m-A
sekurifa
კაი ჯოგარო, მადლობა, ახლო მომავალში ვესტუმრები
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2025 Invision Power Services, Inc.