მან აშკრად რაღაც იცოდა

გვეუბნებოდა ჯაჯა უფროსი, არ მიდიხართ თქვენ სანადიროთო, მანდ სმის გარდა არაფერს იზავთ თქვენო და ჩვენ კი ვუმტკიცებდით, რომ ნიიხტ, ჩვენ სულით მონადირე ხალხი ვართ და მხოლოდ სანადიროთ მივდივართო.
სეზონის დახურვის თემა, რომ წამოიწია მე ჩავუდექი ისევ სათავეში ყველაფერს და დავიწყე ორგანიზება, იყო საუბრები ტალახიანების თემაც წამოვწიოთო, იქ პლინკიო, იქ ნადირობაო და მე გამახსენდა, რომ ზუსდატ ერთი კვირის წინ, როდესაც გურჯაანიდან ვბრუნდებოდი, ბოდბესკენ გადავუხვიე და მაგრად ვისიამოვნე კიდეც, ერთი საათი დავბოდიალობდით მაშინ და ოფროუდიც გამომივიდა და პლინკიც. ხოდა მე დავწერე ბოდბე-მაღაროსკენ წავიდეთ მეთქი, გემრიელადაც გავერთობით მეთქი, მერე ვიქეიფებთ მეთქი, მერე სიღნაღში ჰოსტელში დავრჩებით მეთქი და კარგა გემრიელად გამოვიძინებთ მეთქი, მერე პახმელიაზეც გამოვალთ მეთქი და ბოლოს სახლებში დავბრუნდებით მეთქი.
შენ ხარ ჩემი ბატონი, რავაცრ კაკოიე არ ყოფილა ამ გასვლის ორგანიზატორი ასევე მეც მომხსნეს ორგანიზატორების სიიდან, ტელეფონშივე მითხრეს, მოეშვი შენ აბდლურ საქციელსო და კახურად პური ვჭამოთო, სახლიც მაქვსო, კარიცო და დანარჩენს კი თქვენით ნახავთ სურათებსა და ვიდეოებში თუ რა მაგრად და გემრიელად დაგვხვდნენ კახეთში დავითას ოჯახში.
ისე მეც ჯაჯასავით ეჭვი კი შემეპარა, როდესაც დავითმა მითხრა, დილის 7 საათზე რა ჯანდაბა დაგკარგვიათ კახეთშიო? ასე 9:30 შევიკრიბოთ როჭინის ხიდთანო.
ერთი კი ვიფიქრე რანცხას აქვს ადგილი მეთქი, მაგრამ რა გზაა, მასპინძელს არ მიყავხარ ადრე და შენით ხომ არ გაიქცევი წინ?
მოვიდა დილა, შევიკრიბეთ ამ როჭინის ხიდთნა (დარწმუნებული არ ვარ სწორად ვწერ თუ არა ამ ხიდის სახელს) და ველოდებით მასპინძელს




და აი ისიც, მოვიდა დიდი ქართველი პური მჭამელი და დიდი თამადა, რომელსაც საბოლოო ჯამში დიდი ომის შემდეგ თავი ავატკივეთ

ჩავჯექით ინტელექტ მოკლებლ და უმაღლეს დამთავრებულ მანქანებში და გავეშურეთ კახეთისკენ.
ჩავედით კახეთში








ვიფიქრეთ აი გავალთ ახლავე სანადიროთო, საპლინკაოთო, ბუნებაშიო, მაგრამ დავითამ (დავილ ვილიკი მასპინძელ) ცოტა ხნით საჭმელად შევჩერდეთოო, მა გზიდან დაღლილები ვართ ჩამოსულები და ნადირობის წინ ძალები არ მოვიკრიბოთოოო?
ხოდა შენ ხარ ჩემი ბატონი დავნებდით ისევ. შევედით ოჯახში, გავიცანით უაღრესად საყვარელი ხალხი და......


ნიამ-ნიამ, სუფრა უკვე იშლება, ჩვენ კიდევ გარეთ ვბალამუტობთ



ვინ ჩამოასხავდა ღვინოს ჰა?


ნუ ღვინო ჩამოსხმულია, სუფრა გაშლილია და დაგვჩა მხოლოდ დილის მადლის სადღეგრძელოს თქმა და ამ ნაზი გონებაგამფანტველი სითხის მუცელში გადაშვება





ამ კაცს გამოვყოფ ცალკე, ეს არის დავითას სიმამრი, უსაყვარლესი კაცი, რომელმაც უდიდესი პატივი გვცა და როგორც საკუთარი შვილები ისე მიგვიღო ოჯახში, მე ასეთი მასპინძელი ცხოვრებაში არ შემხვედრია. ისე სიძე სიმამრის უმაგრესი ფოტოა.

წავიდა ისევ ქეიფი (არ მეშლება, კი დილაა, მაგრამ უკვე ვქეიფობთ)



დაა პირველი შედეგები


დავდექით ისევ ეზოში და გავაგრძელეთ ბალამუტი
ესეიგიიი, ქარი იყო ისეთი, რომ კინაღამ წაგვიღო, მაგრამ ხომ სანადიროთ ვიყავით წასულები და უნდა გადაგველახა ყველა ბარიერი, რომ სანადირო წერტილამდე მიგვეღწია ცოცხალ-მკვდრებს.
ჩავჯექით მანქანებში და....
აი გზად გადაღებული ვიდეოც, ისე მაგარი თოვლი კი იდო, მაგრამ სითბო მოაწვა და შუადღისით კარგი ტალახიც იყო.
ისე აქ მანქანაა მაგარი თუ მძღოლია მაგარი ვერ გავიგე (თუ ოპერატორია ყველაზე მაგარი?)
ისე კაკოიემ უნდა თქვას სადაც ვარ იქაურ ქუდს ვიხურავოოო, ჩაჯდა თაზოს მანქანაში და ეგრევე გადავიდა მის ჭკუაზე
ვიარეთ, ვიარეთ და გადავაწყდით პირველ პრობლემას
ვინ უშველიდა კოლხოზნიკს თუ არა უმაღლეს დამთავრებული პიპია (კი იყო მცდელობა პერეხვატის, მაგრამ მე ამ შანს ხელიდან გავუშვებდი?)
ნუ თავად ნახეთ, ხომ?
რა მოხდა არ ვიცი, მაგრამ სანამ მე დავითას მანქანას ვაბუქსირებდი, რატომღაც ეს ჩვენი კაკოიე გაიგდეს თოვლქვეშ (რატომ არ ვიცი) ჭორის დონეზე ვიცი, რომ ბევრს ახურებდა!






ერთ სიტყვით კარგა გემრიელად აფორთხიალეს ეს შენი კაკოიე!!! მერე ჩემთანაც ჰქონდა მცდელობა წაჭიდავების, მაგრამ ლაშამ დამასწრო და რაღაც სასწაული ილეთით დააგდო ისევ ეს კაკოიე ძირს.


ისე მართლა რომ სექსი ბოია რა

ნუ აქ დავამთავრეთ ღლაბუცობა და გავეშურეთ სანადირო ადგილებისკნე.
როგორც იქნა ამდენი ბარიერების გადალახვის შემდეგ დავიწყეთ ნადირობა














აქვე დავწერ, რომ დღის მაზილაც გვყვავდა, ნუ მე არ დავასახელებ ვინ იყო, მაგრამ იმედია ნამუსი ეყოფა და თვითონ დაწერს.
ამ ნადირობის დროსაც რა თქმა უნდა იყო კურიოზები, რომლებიც ფოტო აპარატით ვერ დავაფიქსირეთ,
მაგალითად დავითა ჭაობში იფლობოდა და მწყერმა ბუქსირით ამოიყვანა,
ლაშა და კაკოიე იყვნენ წასულები კიდევ ჭაობებისკენ სანადიროთ და ლაშა მუხლებამდე დასვირლი მოვიდა და კაკოიეს კი ფეხსაცმლის ძირიც კი სუფთა ჰქონდა (იძახდნენ შაულინის სკოლაში ასწავლეს მასე სიარულიო, ნუ იავიცი იავიცი)
კიდევ ბევრი სამხიარულო რამეები იყო, რომლებიც ახლა არ მახსენდება, აი გადახედავენ ბიჭები ამ რეპორტს და თავისასაც მიაწერენ.
აქ კი მე და თაზომ პიპისკების დატოლება განვაგრძეთ





აქ მე მომბეზრდა დურაქი მანქანებისთვის გზის ჭრა და წავედი ჩემს საქმეებზე,
მერე იმ დურაქმა მანქანამ რაღაც მთას შეეჭიდა და როგორც ვიცი დაიბყრო კიდეც.




ამაზე ჯგუფებს ვაკეთებდით, პროსტა ცოტა გაფანტვა გვქონდა

ეს კი სახლისაკენ ჰერი ჰერიიიიიიი

მივედით სახლში სველები, დაღლილები, ჭუჭყიანები და რავი რა არ გჭირდა, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ყველანი უაღრესად კმაყოფილები ვიყავით! მართლაც, რომ ძალიან მაგარი დრო ვატარეთ.
სახლში კი დაგვხვდნენ ისევ ის უაღრესად პატიოსანი და ტკბილი ხალხი, რომლებიც სამზარეულოში ფუსფუსობდნენ და ,,დიდ მონადირეებს’’ საჭმელს გვიმზადებდნენ







აქ ლაშასა და ნორიკას მასტერკლასი ჩავუტარე, ხომ უნდა იცოდნენ ვის ეთამაშებიან ნარდს (მეგრული აქცენტით)

შენ დაასხი ერთიც უნდა დავლიოოოოოოოოოოოოოოოოოოოოო
აი დედა მოუააააა სუფრაც ამას ქვიააა, მწვადები და ჩაქაფული, ცხელი სახლის პურებიიიიიიიი
მთელს მენიუს არ ჩამოვწერ, სუსტი გულის პატრონებს ვუბრთხილდები

ახლა კი ფოტოებს აღარც კომენტარს ვუკეთებ და აღარც არაფერს, უბრალოდ ვდებ ვიდეოებსა და ფოტოებს. ვინც ნახავს კი თვითონაც მიხვდება, თუ რა მაგარი დრო ვატარეთ და როგორ ვისიამოვნეთ.






ამას მაინც მივაწერ კომენტარს, ეს იყო მეორე ბოცა უკვე (ანუ 30 ლიტრი დღის მანძილზე უკვე დალეული გვქონდა)











ვაი შე უბედურო ილარიონა, ვერ წაერთრიე ლოგინისკენ?







დაე გათენდა დილა და ვავა რა დღეში ვააართ, პახმელიაზე ვაბშემც არ ვყოფილვართ, არც თავი გვტიოდა მაგრამ იყო ერთი დიიიიდიიიი ნო
აი კაკოიე დილაობით რას აკეთებს ხოლმე არ ვიცი, მაგრამ სასწაულ ენერგიაზე კი იყო, დილიდან ყველა გაგვაღვიძა, მერე გველაპარაკა და გველაპარაკა, გველაპარაკა და გველაპარაკა, ისეთ დღეში ჩაგვყარა, რომ შემდეგ გასვლებს მხოლოდ პმ-ით ვგეგმავთ და კოპიში კაკოიე არ იქნება.








ესეც ბოლო ჩართვა
და წასვლის წინ გადაღებული სურათები


ამ დიდი რეპორტის ბოლოს მინდა დიდი მადლობა გადავუხადო დავითასა და დავითას ოჯახს, იმ ულამაზესი მიღებისათვის.
სულ რომ ორი საათი მადლობები ვწერო, მაინც ვერ გამოვხატავ იმ სითბოსა და სიყვარულს, რომლითაც ამ ოჯახმა მიგვიღო ჩვენ.
დავით შენს წინაშე უდიდეს ვალში ვართ ყველა. შენ გაგახარებს ღმერთი ასეთი კარგი კაცი, რომ ხარ. გენაცვალე მაგ დიდ გულში.
მას კიდევ ეგონა, რომ ჩვენთან ერთად არ იყო
