ფორუმის ადმინისტრატორებს ვთხოვ, თემა დახუროთ გარემოებათა ცვლილების გამო...
კონკრეტულად ეს თოფი, ბენჯამინ ნიტროს BT1500WNP მაინტერესებდა და სამწუხაროდ, სასურველი/დამაკმაყოფილებელი გამოხმაურებები არ მოჰყოლია ( მხოლოდ 1 გამოხმაურება მოჰყვა აქ ჩემს განცხადებას, რომელიც მოგვიანებით PM-ით განხილვის შემდეგ გაუქმდა). არსებული ვითარებით ვასკვნი, რომ ან:
ა) ბენჯამინ ნიტროს BT1500WNP მოდელი, არსებულ ზ.დ.პ-ს კლასში ერთ-ერთი საუკეთესო თოფია მთელი რიგი პარამეტრების მიხედვით და მფლობელებს არ უნდათ მასთან განშორება,

ან
ბ) ცნობილ მიზეზთა გამო ექსპორტი შეჩერებულია და ფიზიკურად არაა ხელმისაწვდომი საქართველოში გასაყიდად,

ან ორივე ზემოთხსენებული მიზეზი ერთად

.
საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე ყველა ახალბედა "ცნობისმოყვარეს" დაბეჯითებით ვურჩევ გადაიკითხონ არქივში თემები, ვინაიდან
პრაქტიკულად ყველა შესაძლო კითხვის პასუხს ნახავთ, თუ არ დაიზარებთ, ხოლო თუ მაინც დაგრჩებათ პასუხგაუცემელი კითხვები, ფორუმზე ძალიან ბევრი მაღალკვალიფიცირებული წევრია, რომლისგანაც დეტალურ პასუხს დაუზარებლად მიიღებთ
წესების დაცვით დასმულ კითხვებზე, გინდ საერთო ფორუმში, გინდ პირადი კომუნიკაცაში.
პატივისცემით,
nxs027
P.S. იმდენად კარგი რჩევა/დარიგებები მივიღე პერსონალურ მიმოწერაში, რომ კარგი იქნება ამ თოფთან დაკავშირებული რეკომენდაციები ადმინ-თან შეთანხმებით გადატანილი იქნეს რელევანტურ თემაში.