დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: შემარჩევინეთ 1000 ლარად პნევმატური თოფი
Georgian Airgunners Portal > პნევმატური იარაღი > რჩევები, კითხვა-პასუხი...
თაზო
შემიძლია ვიშოვო 1000-1200 (ლარი ბანკში ვაკეთებ სესხს და 1000 უეჭველი მაძლევენ და შეიძლება 1200 ლარიც მომცენ). თუ ავიღე 1200 მაშინ 200 ლარს გავიმეტებ ოპტიკაში ანუ მაინც 1000 ლარი გამოდის თოფი. თუ PCP ვიყიდე ამ ფასში შედის ნასოსიც ანუ გრუბად მარტო თოფისთვის მრჩება 700, არაა გამორიცხული ვიყიდო ზამბარ-დგუშიანი, მაგრამ რატომღაც უფრო პცპ მომწონს.

ძირითადათ მინდა სანადიროდ, ოღონდ სიარულს არ ვაპირებ. გლდანში ზემოთ ტბა რომაა მანდ მინდა სანადიროდ ფრინველებზე. მიზანში სროლაზეც არ ვიტყვი უარს, ოღონდ უფრო ნადირობისთვის. ერთი ადგიიდან ნადირობისათვის და არა ტყეში სიარულისათვის.

მოკლედ იქნებ მირჩიოთ ამ ეტაპზე ანუ ერთ კვირაში ერთ თვეში შემიძლია პრინციპში გაზაფხულამდეც მოვიცადო თუ საჭირო გახდება მოცდა, რომელი თოფის ყიდვა ჯობია ?
ReMiNgToN
თაზო
hatsan at 44 იდეალური ვარიანტია, და სხვებიც დამეთანხმებიან ალბათ. მიზანში სასროლადაც გამოგადგება და სანადიროდ ხო გამოგადგება და გამოგადგება. მთავარია შოვნა,ატ 44 1 ტყვიიანი ვერსია შეილება კიდე ჰქონდეთ დარჩენილი მაგნუმში, 10 იანი არ აქვთ. თუ მაგატ არ ჰქონდათ მოგიწევს ნახმარის ყიდვა ან დალოდება მაგრამ როდემდე არავინ იცის
WARNer brother
თაზო
მე დისკოს გირჩევდი.

მოგემატა 10% ვორნი, არსებობს კანონი, თუ არაფერი არ გაქვს დასაწერი ნუ დაწერ. გამოიყენე ეს წესი.
ათასჯერ არის დაწერილი, რომ ორ სიტყვიანი რჩევები იქენბა განხილული როგორც ოვერპოსტინგი და თქვენ მაინც აგრძელებთ.
ja_ja
თაზო
ციტატა(თაზო @ 17th February 2012 - 12:22 PM) *
შემიძლია ვიშოვო 1000-1200 (ლარი ბანკში ვაკეთებ სესხს და 1000 უეჭველი მაძლევენ და შეიძლება 1200 ლარიც მომცენ).

მე უფრო ამაზე გავამახვილებდი ყურადღებას...

გაითვალისიწნე ერთხელ ფორუმზე გვოქნდა ეგეთი შემთხვევა, მერე მფლობელს ფული უცებ დასჭირდა და ვერ გაყიდა, მოკელდ მთელი კურიოზები შეიქმნება.

პირველი რაც უნდა გაითვალისიწნო არის ის რომ პნევმატიკა იქნება, შვილდ ისარი თუ ნადირობა, ეს ყველაფერი არის ჰობი, რომელიც სულ მოითხოვს ფულის ჩასხმას, იქ ჩასადები, იქ ოპტიკა, იქ ტყვიები, იქ გაუმჯობესება.... ჰობის ვალად გაჩენა რაღაც უაზრობაა.

ხომ არ ჯობია სესხის ვარიანტი დაივიწყო და პნევმატიკის შეძენა ცოტახნით გადადო, ხოლო ის თანხები რაც ბანკისთვსი უნდა გადაგეხადა ნელნელა ბანკშI ანაბარზე დადო და რამდენიმე თვეში წყნარად ყველანაირი პრობლემებისა და ვალების გარეშე შეიძინო.
თაზო
ჯაჯას სიტყვებზე დავფიქრდი. ვგრძნობ რომ მართალს ამბობს, ჯობია დავიცადო, ზაფხულამდე მაინც ისე უნდა დავდო ეგ თოფი. და ზაფხულში ან ისე გამოჩნდება რამე ან ასე smile.gif
REMINGTON ისე მეც ჰასანზე გავაჩერე არჩევანი ეგ უფრო მომეწონა მაგ ფასში.
მოკლედ ზაფხულამდე გადავდებ მაგ საქმეს და იქნება მანამდე კანონიც მიიღონ smile.gif
ilariona
თემა დახურულია და თემის ავტორს ვაძლევ სიტყვიერ გაფრთხილებას, შემდეგში თემის გახსნამდე გთხოვთ მეტი ყურადღება გამოიყენოთ.

ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.