თავს იმიტომ იკლავს რომ ჩემსავით ცდილობს ნათელ მხარეს გამოგიყვანოს, მაგრამ მაიონც რაცხა ჩალიჩობ საკუთარი თავი დასაჯო

დიზაინი მომწონსო რომ ამბობ, კაი ახლა მოდი ჩესნად აღიარე, წინ რაცხა კონსტრუქციის დიზაინიდან ამომხტარი ოყნა რომ აქვს ეგ უფრო ლამაზად გამოიყურება თუ დისკო რომელსაც ქარხნულად ერთგვაროვანი ფორმა აქვს და რეალურად თოფს გავს და არა რაცხა ნათამაშებ გადაკეთებულ კუკუობას

კაი ახლა ჩესნად დავიჯერო QB79 ჯობია ფორმით??? გადახედე აბა

გადაკეტების მერე გამოიყურება აი ასე

დისკო კი ქარხნულადვე გამოიყურება ადამიანურად, დაჟე კონდახის ფერითაც კი

აღარაფერს ვამბობ იმაზე რომ დისკოს ქარხნულადვე აქვს დამტენი პორტი, და მანომეტრი,

შენ თუ ფიქრობ რომ QB78/79-ს დაითრევ იაფად და ეგ უკვე იქნება წინ დაყენებული რეზერვუარით, მაგრა სცდები, საბაზისო კომპლექტაციაში დაითრევ ისეთს რომელსაც ხედავ პირველ სურათზე,. ხოლო თუ ისეთი გინდა მიიღო როგორიც მეორე სურათზეა, უკვე საჭიროა ბალონი, რომელიც მინიმუმ 40-50$ ღირს, პლიუს გადამყვანი რომლითაც მაგ ბალონს მიაერთებ და ბოლოს ადიხარ ლამაზ და მშვენიერ ფასზე რომელიც ზედა პოსტებში მოგწერე, სწორედ მაგიტომაა ჟორა ბიძია თავს რომ იკლავს რომ წინ არ იხედები და გინდა ეგრევე მორევში გადახტე, გეფიცები არავინ გიშლის ხელს, შეგიძლია გადახტე, პროსტა არ გვინდა რომ თავი იწვალო და გირჩევთ ნორმალურს
რაც შეეხება გადაკეთებებს, გინდა დისკო და გინდა QB78/79 გადააკეთე ერთი ფეხებია, დაჟე დისკო ექვემდებარება საკაიფო გადაკეთებებს, ისეთს როგორიცაა მაღალი კოლოფი, კლიპის მხარდაჭერა, ინტეგრირებული შრაუდერი
აგე გადახედე და დატკბი


თუ ფასებზეა საუბარი შენ თვითონ ამბობ 800 ლარამდე ავდივარო და არის მეთქი უკვე მზა ვარიანტი თბილისშივე 700 ლარად... ნუ აი ისეთი პონტია რა არის ჟიგული და გოლფი, ორივეს ერთ ფასში გაძლევენ ერთნაირი ხარჯი აქვს და ერთნაირი მომსახურება, რომელს აიღებ??? გეუბნებით გოლფი აიღე უფრო ცივილური და წინწასულიათქვა, შენ კი ჯიქურ სულით და გულით იხრები დაფეხვილი ჟიგულისკენ, რომელიც ყოველ 100 მეტრში ნაწილებს ყრის ასფალტზე...
ხოლო რაც შეეხება სუპერ იდეალურ გამოთქმას
პროგრამული კოდი
რატო ფიქრობთ რომ ყველაფრის ყიდვას ვაპირებ რასაც ვნახავ?
თუ ყიდვას არ აპირებ აბა გვეკაიფები? ფორუმი როგორ ფიქრობ რისთვის არსებობს? მილიონი ინფორმაცია წერია და ახლა იმის გამო რომ შენ გეზარება წაკითხვა და მოძებნა ჩვენ შენთვის თავიდან უნდა ვწეროთ ყველაფერი და თან გახარებულები უნდა ვიყოთ რომ შენ შენთვის ინფოს მოძიება გეზარება და ჩვენ თავი უნდა მოვიკლათ და უნდა აგიხსნათ ყველაფერი თან დაღეჭილად... შენ თვითონ დაუკვირდი სხვამ რომ ეგეთი ვარიანტში მოგმართოს რა რეაქცია გექნება???
მოკლედ
გადაიკითე ეს სტატია თავი დან ბოლომდე, შემდეგ კი შენით შეეცადე ინფოს დაძებნას ფორუმზე, არის აურაცხელი ინფორმაცია, მთავარი არ დაიზარო და დაძებნო.. ძირიტად პრინციპებს რომ გაეცნობი მერე ნუ აი სუპერ პუპერ კითხვებს მაინც აღარ დასვავ რომ გადარიო ხალხი

გაითვალისწინე რომ შენ შეიძლება ახალი ხარ და აუხაცხელი სურვილი გაქვს შეივსო ცოდნა, მაგრამ ხალხი ზოგი მუშაობს, ზოგი რაღაცას აკეთებს და იმისათვის დრო არ აქვს რომ ყოველ ახალ წევრს თავიდან უხსნას ყველაფერი, მაშინ ყველა ერთმანეთს სკაიპით დავეკონტაქტებოდით და არ იარსებებდა ფორუმი, ფორუმის აზრიც ეგაა რომ იწერება ყველაფერი და ყველასთვის ხელმისაწვდომია რომ გაეცნოს ყველაფერს....