დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: ასეთი იდეა გამიჩნდა
Georgian Airgunners Portal > პნევმატური იარაღი > რემონტი, აპგრეიდი, ტიუნინგი...
sekurifa
ესეიგი ასეთი იდეა მომივიდა თავში.შევქმნა პცპ ჰიბრიდი.
1 გამოვიყენო ჩემი იჟ-53 ის კორპუსი და სასხლეტი მექანიზმი.
2 ტოკარს დავამზადებინო ლულის და მიმწოდებლის კოლოფი.
3 დავაგო ხაჩიკას რეზერვუარი.

სურათებზე მიხვდებით რაც მინდა. აი ის ვერ დავადგინე ზუსტად ხაჩიკას რეზერვუარი სანამდე შედის კორპუსში.დამრტყმელი რამხელათი უნდა მოცილდეს კლაპანს შეყენებისას?რამდენი მილიმეტრი ეყოფა დამრტყმელს სროლის განსახორციელებლად?





ვინც იცით ზუსტად შეგიძლიათ დაწეროთ რეზიკი რამხელათი ყოფს თავს კორპუსში.
ja_ja
sekurifa
ჯერ მაგრა შორს ხარ მაგ საქმიდან როგორც ვხედავ. ახლავე აგიხსნი რატომ

მაგალიტად გეუბნები რომ 3 მილიმეტრია საჭირო ან საკმარისი. ტოვებ მაგ 3 მილიმეტრს და თოფს აკეთებ, მერე კი გასროლისას არ ხდება გასროლა, იმიტომ რომ არ ყოფნის დამრტყმელს ენერგია.

ან გეუბნები რომ 30 მილიმეტრი უნდა, აკეთებ მაგ ჩანაფიქრით და ბოლოს გასროლა მაინც არ ხდება, ან ისეთი ხდება რომ ერთ გასროლაზე მთელი რეზერვუარი იცლება smile.gif

ეს იგივე თემაა, რომელი თოფი უფრო მაგარია, რომელიც 1000 FPS-ით თუ 1500FPS-ით ისვრის? დაუფიქრებლად შეიძლება მითხრა 1500-იანი უფრო მაგარიაო, მაგრამ თუ აღმოჩნდება რომ 1000-იანი ისვრის 3 კილოგრამიან ტყვიას და 1500-იანი კი ნახევარ გრამიანს რომელი უფრო მაგარი აღმოჩნდება smile.gif

შენს შემთხვევაში შენ არ ითვალისიწნებ მინიმუმ 2 აუცილებელ და თან ძირითად პარამეტრს:
1) ზამბარა და მისი ძალა
2) დამტყმელის წონა

მაგ ორი პარამეტრის მეშვეობით მიიღება გარკვეული ინერცია, რომელიც კლაპანთან დაჯახებისას იმდენ ინერციას გადასცემს კლაპანს რომ ის იხსნება. თუ ზედმეტი იქნება, ნუ მხოლოდ კლაპანს კი არა მთლიანად რეზერვუარის ზადნიკს ურახუნებ მთელი ძალით, თუ სუსტი იმპულსი იქნება, კლაპანს ძვრას ვერ უზამს.

შენ რომ რაიმე დეტალები გქონდეს, ზამბარისა და დამრტყმელის სახით და ვინმეს მაგ დეტალებთან მუშაობის გამოცდილება რომ გვქონდეს, გეტყოდით რამდენი რა არის საჭირო, მაგრამ დარწმუნებული ვარ ეგ შენც არ იცი და საბოლოო შედეგი რაფერ უნდა გითხრათ smile.gif


ამ ეტაპზე შემიძლია მხოლოდ ის რითხრა რომ მხოლოდ დამრტყმელის სვლა არაა საკმარისი, მისი უკუსვლის მანძილიც გასათვლელი გაქვს, ანუ ისე არ უნდა მოხდეს, რომ დამრტყმელი წინ წასვლის მერე, კლაპანს დაეჯახოს გახსნას, და უკნიდან ისეთი ზამბარა აწვებოდეს და ისე ცოტა ადგილი იყოს, რომ დამრტყმელი უკან ვერ წავიდეს და კლაპანი მუდმივად გახსნილი დარჩეს.

თუ ავიღებთ მარადიორს, შემიძლია გითხრა რომ მისი ზამბარით და 80 გრამიანი დამრტყმელით შეიძLება სვლა გქონდეს, კლაპნის წვერამდე 21 მილიმეტრიდან 12 მილიმეტრამდე (პლიუს თვითონ კლაპნის სხვა მაქსიმუმ მგონი 4 თუ 5 მილიმეტრია), პლიუს ასევე არეგულირებ ზამბარა რამდენად შეკუმშული (ანუ ძლიერი), ან მოშვებული იყოს (ანუ დასუსტებული), ამ კომპონენტების მონაცვლეობით იღებ სიჩქარეებს 60 მეტრ წამიდან 330 მეტრ წამამდე.


კონკრეტულად თუ AT44-ს ავიღებთ მანდ დამრტყმელის სვლა მგონი 11 მილიმეტრია, მაგრამ დამრტყმელის წონა არ ვიცი რამდენია. თვითონ კლაპნის სვლა არის 3 მილიმეტრი.

მოკლედ ან უნდა დაჯდე და ხაზო და ყველაფერი გათვალო, პლიუს ცალკე ფორმულები ამუშაო რა ზამბარა რა სვლაზე, რა შეკუმშვაზე რა მასის დამრტყმელთან ერთად ა იმპულსს გაძლევს, ან უბრალოდ უნდა გააკეთოის რაც ჩაიფიქრე, მერე მიახლოებით რაღაც დამტყმელი უნდა გააკეთო, ნახო რაიმე ზამბარა და დაიწყო ექსპერიმენტები. თუ ძმელი იქნება გადატენვა ესეიგი ნამეტანი ძლიერი ზამბარა აიღე, იასნია შესასტუბელი ან ნაკლები ძალის ზამბარა იქნება ასაღები. თუ გადატენვა ნორმალურია, მაგრამ კლაპანი არ იხსნება, მაშინ უნდა ეთამაშო დამრტყმელის წინას და მის სვლას, რაც უფრო დიდია, სვლა ინერცია მეტი აიკრიფიბა, მაგრამ თეორიაში თვლიან რომ ეგ ყანყალს იწვევს. ნუ მოკლედ რამდენიმე დამრტყმელს გააკეთებ და ბოლოს მიაგნებ სასურველ კონსტრუქციას.

ჰო კიდევ ასეთი რამ გაითვალისიწნე - გადატენვის მექანიზმი ოგორს აპირებ? თუ პირდაპირი იქნება, მაგალითად კლასიკური ჩახმახის სტილი, მაშინ ძლიერი ზამბარა არ გამოგადგება, იმიტომ რომ გადატენვა მაგარი არაკომფორტული ან შეუძლებელი იქნებ, ესეიგი სუსტი ზამბარა და მძიმე დამრტყმელი ან დიდი სვლა გინდაა. თუ ბიატლონურ ვარიანტს ამოირჩევ, მაშინ შეგიძლია ძლიერი, და სუპერ ძლიერი ზამბარა გამოიყენო იმიტომ რომ ბერკეტი დაგეხმარება ზამბარის შეკუმშვაში, შედეგად შეგიძლია მსუბუქი დამრტყმელი მოკლე სვლით ამოირჩიო...

ნუ ეს ყველაფერი სუფთა ექსპერიმენტებია.


P.S. უი მართლა რომ გაქვს მიწერილი აქ აქვს ზაცეპი დგუშთანო... მოკელდ შენ აპირებ გადახვიდე PCP სისტემაზე და ზ.დ.პ-ს სასხლეტი დიდად არ გამოგადგება. ნუ პირველ ხანებში შეგიძლაი გამოიყენო, მაგრამ მემგონი ჯობია თავიდანვე რაიმე ალტერნატივაზე იფიქრო, ნუ ჯერესერთი ზ.დ.პ-ს სასხლეტი სხვანაირად მუშაობს, კაკრაზ საცეპის გამო, მეორეცესერი არ გააჩნია რეგულირება და უხეშია... მითუმეტეს რუსული, ახლა ეგ HW-ის ცნობილი REKORD-ი ნამდვილად არ არის რომ მაღალ დონეზე ჰქონდეს, პრეტენზია.
sekurifa
ja_ja გასაგებია რაც დაწერე. რათქმაუნდა უნდა გავითვალისწინო ზამბარის ზომაც,სიძლიერეც და დამრტყმელის წონაც.ეგ იმფორმაცია მისაწვდომია იმ კონკრეტული ჩანასახისთვის რაც მე მინდა ოღომდ არა ხაჩიკას რეზიკით.მაგ წონის და ზამბარის სიძლიერის დარეგულირება შესაძლებელია. რაც შეეხება სასხლეტს ეს სასხლეტი რეგულირებადია და ძალიან რბილი,უბრალოდ სურათზე სარეგულირო შურუფი მოხსნილი აქვს.გადატენვა მარტივად მოხდება იჟ-60 პცპ-ს პრინციპით.(გვერდითა რიჩაგით)
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.