ჯერ რა ინფოც მოვიძიე
geojorjika-ს სიტყვები მართლდება.
1) ლულა ეგრევე მისახედი ყოფილა, იმიტომ რომ ელექტრო ხერხითაა ჩამოჭრილი და ოდნავ დამუშავებული არ ყოფილა, ეგრევე არის დარჩენილი რკინის ნაწიბურები, რომელბიც ტყვიას ფრცქვნის, ნუ ფასკის გაკეთების მერე ეგ სწორდება.
2) უფრო რთული საქმე, სასხლეტი მექანიზმი ნაწრთობი ფოლადი არაა და პრაქტიკულად პირველი 100 გასროლის მერე ცვდება და მოსაჭიდებელი რომ არა აქვს ეგრევე დატენვისას ავტოამტურად ისვრის, ეგ უკვე იჟ-ზე გამოცდილი მაქვს, მაგარი მაზახიზმია (ლულის დაკეტვისას ეგრევე ისროდა, მაგარი სახიფათოა, თავისუფლად შეიძლება ჩაკეტვისას შენ მოირტყა ან სხვას გაარტყა უნებლიე გასროლის გამო).
3) GAMO CFX-ის კლონი ყოფილა თავიდან ბოლომდე, შესაბამისად მთელი სასხლეტი მექანიზმი GAMO-ს დეტალებზეა შესაცვლელი
4) რაცხას ბჟუტურობდნენ კონდახზეც, მაგრამ მაგდენი ინგლისური ან მე არ ვიცი, ან რაცხა თავისებურ შემოკლებებს იყენებდნენ - რუსები წერდნენ ნიჩაბიაო, თუმცა ეს რას ნიშნავს ვერ გავიგე

5) რაღაცას უტრაკებენ ტყვიის ჩასადებ სატრიალო მექანიზმს, იღუნებაო (იჭყლიტება და მრგვალ ფორმას კარგავსო) და ჭედავსო, პლიუს რეზინები ჰაერს აპარებენ და ეგრევე შესაცვლელიაო.
კაროჩე ფასი დიდი არაფერია, მაგრამ საწვალებელია, ფასკა ყველაზე ნაკლები ტვინის საბურღია. პრობლემა სასხლეტი მექანიზმია. ახლა პირამიდზე დავძებნი თუ არის მაგის დეტალები და რა დამიჯდება. თუ სისულელე გამოვიდა მირჩევნია გავჩერდე.
კაროჩე რა ნორმალურს ვერაფერს ნახავ. თურქებს ვინ მისცა ტვინი ფოლადზე იმუშაონ, ძირძველ რკინის დამმუშავებელ ქვეყანაში უჯიშო უწრთობი რკინის ჯღანები შემოაქვთ.
ისე დავიჯერო ჩვენთან ამისთანა იარაღების გამოშვება შეუძლებელია? დავიჯერო კლონირება არ შეგვიძლია ან ნორმალური ფოლადი ჩვენთან არ მოიძებნება!!!! ეხ.....