დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: გასაშავებელი სითხე
Georgian Airgunners Portal > პნევმატური იარაღი > ტყვიები, ზეთები, საწმენდი საშუალებები
ხ.მ.ე.ლ.ო
იარაღის გასაშავებელი სითხე ხომ არ გექნებათ ვინმეს? ვისაც აღარ Gჭირდებათ ან დაგრჩათ, რავიცი... დამეხმარეთ რაა biggrin.gif:D wink.gifwink.gif bomb_phone.gif
ilariona
ხ.მ.ე.ლ.ო

გეფიცები კიდევ ერთი ასეთი თემა და ბანს ჩაგახუტებ. ჯერტ ყვიები, მერე ლითონი, მერე სითხე, მერე კიდევ რა და კაროჩე ყოველ დღე ახალი თემას ხსნი.

თუ რამე გჭირდება სია ჩამოწერე და ერთ თემაში დაწერე ხოლმე რა.

მაგალითად გახსენი თემა დამეხმარეთ და იქ წერე მერე რაც გესაჭიროვება.

თორე ყოველ დღე ახალ თემას ხსნი.
zviigo
გახსენი თემა "ბანი დამადეთ" biggrin.gif
ხ.მ.ე.ლ.ო
ეგრეც ვიცოდი რო რომელიმე ადმინი მაგას დამიწერდა.... ბოლოს უნდა მეთქვა ის თემები წაშალე მეთქი რაც მე გავხსენი და... არ დამცალდა biggrin.gif:D:D

არადა სიზმარში ვნახე რო ადმინმა მითხრა, წაშალე ის თემები თორე ბანს დაგადებო და... biggrin.gif:D მართლა არ ამიხდა? biggrin.gif:D:D
ja_ja
ხ.მ.ე.ლ.ო
გვეყო ღადაობანა.

რით განსხვავდება შენი თემის სათაური ამ თემისგან?

რამე რადიკალურად სხვა არის? არ შეიძლეობოდა იქვე შენი კითხვის დასმა თუ არ სცემდა ის ტემა შენს კითხვას პასუხს?

ძებნა გამოყენე და ნუ ხსნი 2-3 პოსტიან საფლუდო თემებს. ახლა გადავხედე შენს მიერ გახსნილ თემებს და გულზე შემომეყარა:

გასაშავებელი სითხე
მილი მესაჭიროება
H&N Round Ball Black
H&N Sport, 11,57 gr
ოპტიკას დარხეული აქვს
ვინტების დაშვება
ტყვიების შედარება


პრაქტიკუალდ ყველა ეგეთი თემა უკვე არსებობს, გეზარება მოძებნა თუ მანია გაქვს მაინცა და მაინც საკუთარი თემა გახსნა და ხალხი დააბნიო, იმ თემაში პოსტავდნენ თუ ამ თემაში?

რაღაც ღირებული კვალი დატოვე, ჯერ მარტო სიერა პროზე მგონი 2-ჯერ წაგიშალე თემა, არასწორად გახსნილი და არასწორი გაფორმების გამო... როდემდე გავაგრძელოთ ასეთი კინკლაობა?

როგორც ჩანს ეს შტუკები უკვე სხვა ადმინმაც შეამჩნია და არა მარტო, მე... იმაზე არარაფერს ვამბობ ტრუბაზე ერთი ამბავი რომ იყო, 2 ლარის საქმეა, გასვლა გამოსვლაზე ფული დამეხარჯებაო... კაცო რომ გითხრა მაქვს, მეთქი ჩემთან გასვლა გამოსვლაზე ფული არ დაგეხარჯება? თუ მე უნდა მოგიტანო ის რაც შენ გინდა? არის დაუწერელი წესი - შენ გჭირდება შენ მიდიხარ, შენგან სჭირდებათ და შენთან უნდა მოვიდნენ.

დიდი თხოვნაა ყველაფერი აწონ დაწონე, გადახედე აქაურობას და ისე დაპოსტე. ნუ ავსებ ფორუმს უაზრო ინფორმაციით, ეგეთი ფორუმი არის, ფორუმ.გე, რომელზეც ვისაც სად რა გაახსენდება და სადაც მოუნდება იქვე შვება... არც ლამაზია, არც მოხერხებული და არც ფორუმს მატებს წონას. არანაირად არ გავხდით ამ ფორუმს იგივე ნაგავსაყრელად. სწორედ მაგ ნაგავსაყრელობის გამო გამოიქსა რეალურად მცოდნე ხალხი მაგ ფორუმიდან, დიქტატორულ ტისკებში ჩავსვავ თემებს მაგრამ იმ ფორუმის სიტუტუცემდე არ მივიყვან, რომ ხალხმა აქედანაც გაქცევა დაიწყოს წყალწყალა და უაზრო პოსტებისა, თუ თემების გამო.

მოკლედ ეს თემა იხურება.
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.