დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: ნათლისღებას გილოცავთ
Georgian Airgunners Portal > საერთო > ფლეიმი
iorama
ტროპარი: რაჟამს იორდანეს ნათელ იღე შენ, უფალო, მაშინ სამებისა თაყვანისცემა გამოსჩნდა, რამეთუ მამისა ხმა გეწამებოდა, და საყუარელად ძედ სახელ-გდვა შენ, და სული წმიდა სახითა ტრედისათა დაამტკიცებდა სიტყვისა მის უცდომელობასა, რომელი განსცხადენ, ქრისტე ღმერთო, და ყოველი სოფელი განანათლე, დიდება შენდა.

კონდაკი: განეცხადე დღეს ყოველსა სოფელსა და ნათელი შენი უფალო აწ მოისახა ჩუენ ზედა, მეცნიერებით მცნობთა მათ შენთა და განსცხადენ ნათელო შეუხებელო.

ნათლისღება - ეს არის დღე, როცა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ მდინარე იორდანიაში სიმდაბლით იოანე ნათლისმცემლისგან ნათელიღო და წყალი ხრწნილებისაგან განწმიდა, რათა მის მიერ ცოდვათა მოტევება მოენიჭებინა ჩვენთვის.

მაცხოვარმა თვითონ კი არ მიიღო სიწმიდე ან, როგორც უცოდველი, განწმედას კი არ საჭიროებდა, არამედ ნათელიღო ჩვენი შეწევნისათვის, შემუსრა ეშმაკი და განწმედილი წყლით ჩვენი უსჯულოება განბანა.

ნათლისღებისას სულიწმიდის საიდუმლო მოქმედებით ქრისტიანი ქრისტეს სხეულს, ეკლესიას უერთდება. საიდუმლო კი მადლის უხილავ მოქმედებაში მდგომარეობს: წყალი სხეულს განწმენდს, სულიწმიდა კი გონებისათვის მიუწვდომლად თვით სულს განბანს. განა ეს საკვირველია? – უბრალო მაგალითი მოვიშველიოთ: როცა ცეცხლი რკინის სიზრქეში შედის, ყველაფერი ცეცხლად იქცევა. ამ დროს ცივიც ცხელდება და შავიც ნათდება. თუკი ნივთიერი ცეცხლი რკინაში შეღწევისას ასე დაუბრკოლებლად მოქმედებს, რაღა გასაკვირია, რომ სულიწმიდა სულის სიღრმეში აღწევდეს? (კირილე იერუსალიმელი).

ამ დღეს ღვთის განცხადება ეწოდება, რადგანაც სწორედ მაშინ განცხადდა პირველად სამება – ძე ნათელს იღებდა, სულიწმიდა მტრედის სახით ჩანდა, ხოლო ციდან ისმოდა მამის ხმა : „ესე არს ძე ჩემი საყვარელი, რომელ მე სათნო ვიყავ”.
გილოავთ და ნათლისღების მადლი არ მოგკლებოდეთ
kaka8079
გილოცავთ ქრისტიანნო ამ ბრწყინვალე დღესასწაულს,დაე მრავალს დაგასწროთ უფალმა ღმერთმა.
gela
აქვე მოგიყვებით ერთ ჩემს პატარა ამბავსაც : ) შარშან ზუსტად 19 იანვარს ნათლისღების დღეს ონკანიდან ავიღე წყალი და შევინახე, თან გაგებული მქონდა რომ ნათლისღების დღეს ყოველ გამდინარე წყალში ჩაედინება მდინარე იორდანეს წყალი, რომელიც უფლის მიერ იკურთხა, და ყოველ 19 იანვარს აღებული ასეთი წყალი ყველა ნაკურთხია და დღეს ერთი წლის შემდეგ გავხსენი ეს მინის ბოთლი და დაიჯერებთ? წყალი ისევე კამკამა და უხრწნელი იყო smile.gif გილოცავთ მართლაც ამ დიდებულ დღესასწაულს მეგობრებოოო !!!!
ilariona
მეც გილოცავთ ყველას დღევანდელ დღეს, მრავალს დაესწარით ჩემო კარგებო. სულ სიკეთე დაბედნიერება მოეტანოს თქვენს ოჯახებში ნათლისღებას.

მრავალს დაესწარიიით.

iorama

გირეკავ და გათიშული გაქვს ტელეფონი.
nikola_migina
გილოცავთ!!! მრავალს დაესწარით ბედნიერები და ჯანმრთელები!!! smile.gif
ReMiNgToN
ყველას გილოცავთ, გფარავდეთ უფალი smile.gif

gela
ეგ პატარა ამბავი კი არა ჩემი აზრით სასწაულიცაა, დღესდღეობით მომრავლდა ღმერთის ურწმუნო ხალხი და სწორედ მათ დასანახათ ავლენს ღმერტი ასეთ "პატარა" ამბებს
gregory
გილოცავთ! ღვთის მადლი ნუ მოგკლებოდეთ!
sekurifa
გილოცავთ ხალხნო. უფალი გფარავდეთ!
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2025 Invision Power Services, Inc.