stout96 თემა სადაც გახსენი შენი პოსტი არის
ციტატა
Georgian Airgunners Portal > პნევმატური იარაღი > ტყვიები, ზეთები, საწმენდი საშუალებები
აქედან საყურადღებოა ორი სიტყვია კომბინაცია
პნევმატური იარაღი შემდეგში გთხოვ გაითვალისწინო და სიტყვები "კისტის თოფი" და "ტირის თოფი" არ გამოიყენო (მითუმეტეს ეს შენი პირველი პოსტი არაა ამ ფორუმზე და.....). იმედია ამ საკითხზე მოვილაპარაკეთ.
რაც შეეხება შენს კითხვას...
1) ნუ რაც არ უნდა იარაღი იყოს, თუ ასე თუ ისე მისკენ გული მიგიძღვის და გჭირდება, კაკ მინიმუმ არ უნდა "ეგდოს"

თუმცა რატომ წერ ამ სიტყვას ბრჭყალებში არ ვიცი, ალბათ დევს მარა გულისხმობ და...
2) ნებისმიერი რკინა და ფოლადი სინესტეში იჟანგება, შენი თოფიც რკინისაა და რა თქმა უნდა სინესტეში ჟანგს აიკიდებს, კერძოდ კი სოფელში ის ოთახი არამგონია თბებოდეს, შედეგად ცივი ოთახი იქნება, ლითონი კარგად აიკიდებს სიცივეს და მასზე მერე ჰაერიდან წყლის წვეთები კონდენსირებას დაიწყებს... მოკელდ კაპუტ

3) ნებისმიერ რკინის დეტალს ჟანგისგან შველის ზეთი, ან ტაოტი, გააჩნია რა შემთხვევაში. ახლა უკვე გვიანია, მაგრამ შემდეგში უნდა იცოდე თუ დიდიხნით ტოვებ თოფს, მაშინ მას კონსერვაცია სჭირდება, ანუ ბლომად ტაოტს აცხობ ყველა რკინის დეტალზე, გარედან და შიგნიდან. ეს შეინარჩუნებს თოფს, ზამთარში და საერთოდ დიდ ხნით შეინარჩუნებს, როდესაც ხელახლა გამოყენების დრო მოვა უნდა მოაცილო ტაოტი, გააპრიალო თოფი და სულ ოდნად 1-2 წვეთი შესაბამისი ზეთი გამოიყენო (საჭმლის და მანქანის ზეთზე არაა საუბარი)
4) რა საშუალებით გაწმინდო... ჯერ იცი რომ გასაწმენდია? ეგებ და არც არის გასაწმენდი? მერეადა გააჩნია რა დონეზეა გასაწმენდი, არის შემთხვევები, ოდნაც DW40-ს შეაშხურებ ნაჭერს გადაუსვავ და სუფთაა, არის, შემთხვევა ქიმიური რეაქტივებია საჭირო და არის შემთხვევა როდესაც ზუმფარის (ანუ შკურკაზეა საუბარი) ქაღალდით უნდა გამოწმინდო. ასევე არის შემთხვევა როდესაც პირდაპირ გადასაგდებია იმიტომ რომ აღარაფერი ეშველება, ასე რომ ამ ეტაპზე სანამ არ იქნება აღწერილი დაზიანების დონე, შეუძლებელია რაიმე კონკრეტული გირჩიოთ.
5) არ იცი იარაღის წმენდა... ნუ დიდი შესასწავლი პროფესია ეგ არ არის, მაგას არ სჭირდება უნივერსიტეტის დამთავრება დადიპლომი, აიღე ნაჭერი ზეთები, ჟანგის მოსაცილებლები და იმის და მიხედვით რა აარის საჭირო ის გააკეთე, დაშალე თოფი და ყველა დეტალი ზეთით დანამული ჩვარით გაწმინდე, თუ ჟანგი აქვს, ზედა პუნქტი გადაიკითხე. თუ ჟანგის მოცილებაზეა საუბარი
ნახე ეს თემა ხოლო თუ
ლულის გაწმენდაზეა საუბარი აი ეს გადაიკითხე (შემდეგში კარგი იქნება თუ ძებნის ფუნქციონალს გამოიყენებ).
6) და ბოლოს
ციტატა(stout96 @ 11th January 2012 - 01:09 PM)

არაფერი ეშველება ხო ?
ეგ შენზეა დამოკიდებული და ამასობაში არაფერს ამბობ თუ რა თოფია, რა დღეშია, რა მდგომარეობაში ჩაგბარდა მერე რა უქენი, ეგებ და ბოსტანში პამიდვრებისთვის სარად იყენებდი.... ამ ყველაფერს არ წერ და რა გიპასუხოთ? თუ პროსტა რაღაც პასუხი გინდა, ნორმალური ადამიანი თავს არ შეიწუხებს და უბალოდ მოსაცილებლად
მოგწერს
- არაფერი ეშველება გადააგდეო.