დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: ტყვიების შედარება
Georgian Airgunners Portal > პნევმატური იარაღი > ტყვიები, ზეთები, საწმენდი საშუალებები
ხ.მ.ე.ლ.ო
რომელი ტყვიები სჯობს? ეხლა არ თქვათ თემებს გადახედეო, რადგან ორივეს შესახებ გადავიკითხე და ვიცი მაგრამ, ესენი ერთმანეთთან არ შეუდარებიათ და თითქოს ორივე კარგია მაგრამ, უფრო ახლოს მინდა ვიოდე რომელი სჯობს რომ კაცმა იყიდოს. ფასს ნუ გაითვალისწინებთ ამ შემთხვევაში ჩემს ინტერესის სფეროს არ შეესაბამება და ნურც მის ადვილად ღუნვადობას (მაგალითად ვიცი, რომ jsb უფრო მალფუჭებადია ვიდრე პრემიერი) ... სიზუსტე მაინტერესებს მხოლოდ და მხოლოდ. ჯაჯამ ორივე დატესტა, მაგრამ ვერ გავიგე საბოლოოდ რომელი რომელს სჯობს... ას ერომ აბა წავიდა ესემესები ვის რა მოსაზრება გაქვთ, და რომელს ანიჭებთ პრიორიტეტს...


ეს



თუ ეს?



wink.gif
sekurifa
ხ.მ.ე.ლ.ო რამდენი ჯოული აქვს შენს ფიშტოს?

მაგათი შედარება არ შეიძლება,ორივე კარგია.ჯსბ 16 ჯოულამდე თოფებისთვისაა უფრო.
ხ.მ.ე.ლ.ო
ეს ტემა ტყვიების განხილვაში უნდა გამეხსნა, მე ბოდიშით რა smile.gif
ilariona
ხ.მ.ე.ლ.ო

თემა გადატანილია.

რაც შეეხება რომელი ჯობიას, ეგრევე ჩნდება კითხვა, რისთვის??? მიზანში ორივე კარგად მიდის, პროსტა ჯსბ-ის ბევრად მეტი ესპანსიურობა აქვს.
soxa
რა თოფიდან ისვრი?
ja_ja
ხ.მ.ე.ლ.ო
არ არსებობს ეგეთი განმარტება როგორც - რომელი ტყვია ჯობია, ან მეორენაირი განმარტება - რომელია საუკეთესო.

ძველი ფილმი თუ გაქვს ნანახი "ღიმილის ბიჭები", მანდ რომ სკრიპაჩია და ვეჩნა რაღაც კითXვებს უსვავენ და პასუხი ყოველთვის ერთია - გააჩნია რა შემთხვევაში!, აე ეგ პასუხია ამომავალი წერტილი.

ჩვენს შემთხვევაში ითარგმნება შემდეგნაირად:
1) გააჩნია რა საქმისთვის
2) გააჩნია რომელი თოფისთვის


პირველ შემთხვევაშI თუ გადის ისეთი თემები როგორიცაა, ქაღალდი ნადირობა თუ პლინკაობა, მეორე საკითხი უფრო რთულია, აქ უკვე საქმეში თავს იჩენს კონკრეტული ლულა, კონკრეტული მწარმოებელი, კონკრეტული მუშაობის პრინციპი....

სხვა თუ არაფერი 2 რადიკალურად სხვადასხვა ტყვია გაქვს აღებული, JSB შენ გაქვს აღებული მსუბუქი 8.4 გრანიანი, CUM-ი კი მძიმე 10.5 გრანიანი, ჯერ მარტო მაგის გამო მაგ ორი ტყვიის შედარება არასწორია. ვთქვათ ზ.დ.პ. იარაღი რომ ავიღოთ, პირველს ჩქარა გაისვრის მეორე ნელა. პლიუს დაემატება ის გარემოება რომ JSB იოლად დეფორმირდება, შედეგად ლულაშI წინააღმდეგობას ნაკლებად წარმოქმნის, აი CUM-ი კი მყარი შენადნობია, და გარდა იმისა რომ მძიმეა, ასევე ეწინააღმდეგება დეფორმირებას....

მარტივი მაგალითი ავიღოთ, საქართველოშI გავრცელებული Marauder-ი. მოკალი და JSB-ს არ ისვრის ნორმალურად, ამასობაში CP და CUM-ს ყლაპავს და ისვრის იმის ჭე! იგივე CUM და CP რომ გადაიტანო შტეერზე კიდევ ნიჩავო წავა, მარა HW100 იმდენად ზუსტად ვეღარ ისვრის, ისევე როგორც AA....

ანუ არ არსებობს ერთი კონკრეტული წამალი, მე რომ დავიადე PCP პნევმატიკა ჯერ მქონდა 2 ტიპის ტყვია CP და CUM-ი, მერე ვიყიდე კიდევ 2 ათეულამდე სხვადასხვა ყველა გადავსინჯე და მივხვდი რომ თუ ახალ იარაღს თრეულობ რომელზეც გამოცდილება არ არსებობს, ყველანაირი ტყვია უნდა გადასინჯო, მინიმუმ 50-50 ცალი, ნახო შენი თოფი კონკრეტულად როემლს უფრო ისვრის კარგად და შემდეგ მხოლო იმ ტყვიაზე უნდა დაჯდე თუ მიზანში სროლა გინდა, არ არსებობს, გადასვლა გადმოსვლა, ეს ტყვია სანადიროდ გამომადგება და ის ტყვია მიზანში სასროლად. ორივე აურევს, კონკრეტულ თოფს კონკრეტული ტყვია უნდა, ზოგჯერ ისეც ხდება რომ კონკრეტული თოფი, სულ სხვა ტყვიებით უფრო კარგად ისვრის, ვიდრე მისი ძმობილი მთელი სერიის მქონე თოფები....

მოკელდ ეს საკითხი ჩახლართულია და შეუძLებელია პასუხის გაცემა. მინიმუმ უნდა მიაწერო რა თოფისთვის და რა მიზნებისთვის განიხილავ ამა თუ იმ ტყვიას, მერე თუ აქვს ვინმეს გამოცდილება გაგიზიარებს თავის აზრს, თუ არა და მოგიწევს საკუთარი გამოცდილებით საჭირო ინფორმაციის მიგნება.
ხ.მ.ე.ლ.ო
ესეიგი, მინდა crosman sierra pro-სათვის



ანუ იგივე remington summit-ისათვის



ჩემთვის მთავარია მიზანში სასროლად გამოდგეს და ამითაც კარგად ვინადირებ, მიუხედავად შედარებით ადვილი ღუნვადობისა ვიდრე პრემიერ-ისა

ანუ მიზანში სროლისათვის მჭირდება
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2018 Invision Power Services, Inc.