nikola_migina ოპიატ დვაცეტპიაწ. რამდენი წლის ხარ? რამდენჯერ ხარ სანადიროთ ნამყოფი? რაზე გინადირია? კი ვიცი, რომ ოჩოზე დარეგისტრირებული ხარ და ყველა თემას კითხულობ, მაგრამ მე რეალურად მაინტერესებს რაზე ხარ გასუხლი სანადიროთ, რომელ ადგილებში გინადირია და რა იარაღით?
ახლა დანარჩენებს,
ადამიანს ჭირდება რჩევა თუ რომელი იარაღი იყიდოს სანადიროთ:
1) რაზე აპირებთ ძირითადად ნადირობას?
2) გინადირიათ თუ არა ნახევრად ავოტმატური იარაღით?
3) რამდენი ფული გაქვთ?
ბოლო კითხვა რა თქმა უნდა ხუმრობით

ვიცი, რომ დამწყებითი მონადირე არ ხართ, ძალიან მომწონს თქვენი ყველა რეპორტი, მართლა რომ გიყვართ ნადირობა, მაგრამ ნახევრად ავტომატიდან ნადირობა რკინის ნერვებს მოითხოვს ან და 40%-ით მეტ სახსრებს

ვინაიდან ბევრი მონადირე მინახავს, რომლებიც 1 და 2 გასროლის გაკეთების მერე კიდევ აყოლებენ ერთ ან ორ გასროლას

რასაც რა თქმა უნდა შედეგი არ მოაქვს, სამაგიეროდ ტყვიების რაოდენობა საგრძნობლად იკლებს რაც ფული ღირს.
მე იმას არ ვიძახი, რომ თქვენც იგივე დაგემართებათ, უბრალოდ ფაქტები მომყავს.
ახლა რაც შეეხება იჟ27-ს!!!
ჩემი აზრით იგივე ფასში ბერად მსუბუქ, უკეთეს და უფრო გამძლე თოფს შეიძენთ გუდვილში, ოღონდ თურქულს.
რავი მე არ ვარ რუსული იარაღების მოყვარული.
აი ატა ნეო 12-ზე კი ყველა მარტო კარგს წერს, მე არ მქონია.
დანარჩენში 100%-ით ვეთანხმები ჟორჟიკას, ყველა იარაღს თავისი დანიშნულება აქვს.