cz80 მასეთი ნისლი თუ იქნება მაშინ ხო

მაგრამ ახლა ჩამოვედი კახეთიდან და იდეალური სანადირო ამინდი იყო.
geojorjika გუშინ ვაპირებდით ჯერ წასვლადს დავურეკე დავითას, ვარჩევდით ადგილებს და კაროჩე ისე დამთავრდა დღე, რომ გადაწყდა არ წავსულიყავით დღეს და წავსულიყავით ხვალ, ამოგვერჩია ნორმალურად ადგილები და დაწყნარებულად წავსულიყავით, მაგრამ:
დღეს დილით ადრიანად ტელეფონმა დარეკა და უცბათ გაჩნდა იდეა წავსულიყავით კახეთში ერთ ტბაზე, რომელიც რამოდენიმეჯერ შორიდან ნანახი გვქონდა, მაგრამ არცერთხელ არ მივსულვართ მანდ სანადიროთ. უცებ ავიკრიბეთ სანადირო აღჭურვილობა წავიდეთ ჩვენთვის ახალ ტბაზე (კოჭები ტბა) . კოორდინატები: 41.440281, 46.147628
ერთი სიტყვით როდესაც მივედით სანადირო ტერიტორიაზე დაგვხვდა უამრავი იხვი და ლიუსიხა, გავბერეთ ნავი, გადმოვიყვანეთ ძაღლი და შევუდექით ნადირობას,
თავიდან ცოტა გაგვიჭირდა ნადირობა, არ ვიცოდით თუ როგორ მოიქცეოდა იხვი, რომელ კამიშებში ჩაჯდებოდა და ერთი საათი ვდიეთ ტყუილად, მაგრამ როგორც კი დავუმუღამეთ ეგრევე ნადირობა დაიწო და მშვენიერი დრო გავატარეთ.
რომ გითხრათ დიდი ნადავლით ჩამოვედით მეთქი მოგატყუებთ, მაგრამ რაც მოვინადირეთ იმითაც დავკმაყოფილდით და რაც მთავარია ულამაზესი დრო გავატარეთ.
აწი კი ვიცი ამ ტბაზე რომ წავალ რა უნდა წავიღო თან და სად უნდა ჩავუჯდე, მაგრამ როდის იქნება ეგ მორიგი წასვლა არ ვიცი.
აი ასე გავატარეთ დრო ბატონო ჟორჟიკ.
ხვალ მე ნაღდად ვერ შემოგიერთდებით, მაგრამ ერთი ვიცი, რომ თუ დავგეგმავთ პნევმატიკით ნადირობას იხვზე კარგად გავერთობოდით.
კახეთისკენ იხვი შემოსულია და თანაც მოშნად, მერე სხვა ტბაზეც ვიყავით და იქაც დაგვხვდა იხვი, მაგრამ ისე ვიყავით დაღლილები და მოშიებულები, რომ დაგვეზარა ნავის ხელახლა გამზადება.