
ამოვეფარე ბუჩქს და ვათვალიერებდი მიდამოს და უცბად რა დაინახა ჩემმა თვალებმა... ადგილობრივი იხვი (ლისუხა) დაცურავდა თავისთვის ლამაზად. მეც ავდექი და ვესროლე, დისტანცია ზუსტად 45 მეტრი იყო(54 ნაბიჯი) გასაკვირია და ნეკნში მოხვედრილმა ტყვიამ გულის გავლით გამჭოლად გაიარა. ეს ნასროლი სასიკვდილო აღმოჩნდა ფრინველისათვის.


შემდეგ ნადავლით კმაყოფილმა ტყეში შევიარე და ერთი ჩხიკვიც მოვინადირე (სურათი არ გამაჩნია) და დავუბრუნდი ზმაკაცთან რომელმაც 5 საკმაოდ მოზრდილი თევზი დამახვედრა. დავანთეთ კოცონი შევწვით თევზი & ჩხიკვი და ლუდთან ერთად მივირთვით.


ასე ლამაზად დამთავრდა დღე. მართალია სურათებით მწირი მასალაა მაგრამ მგონი ნარმალნი რეპორტია რა
