gregory გრამის წესით შეღებვაც უნდა დაამუღამო გრიგოლ, თორემ ნებისმიერი ანათალი გამჭვირვალეა

მოძრავის რა გითხრა, პროტოზოა და პარაზიტები შეიძლება დაინახო, მაგრამ ბაქტერიებს (ნუ ვირუსებზე საერთოდ ლაპარაკიც ზედმეტია) ვერ დაინახავ, საკმაოდ სუსტია
ხახვისგან პრეპარატის დამზადება შენც გაგივლია სკოლაში და აღარ დავწერ
აიღე ადუღებული თბილი წყალი, ჩაყარე 1 კოვზი შაქარი, ცოტაოდენი საფუარი (დროჟი) მოურიე და რამდენიმე წუთი აცალე, მერე პიპეტით აირე წვეთი და პრეპარატისთვის განკუთვნილ მინაზე დააწვეთე, ზემოდან მეორე მინა დაადე და ჩადგი მიკროსკოპში, გაოცდები "ცოცხალი, გამრავლებადი" უჯრედების ნახვით

სყალსატევებში და გუბურებში სავსეა მიკროორგანიზმები, მაგრამ ყველა გამჭვირვალეა, ამების ჩათვლით, ასე რომ შეღებვის მეთოდები უნდა დაამუღამო
მწერებზე დაკვირვებაც ასწორებს ისე, სისხლის ერითროციტებიც ჩანს, ოღონდ, ზაან თხლად უნდა წაუსვა, წვეთს რომ დადებ, მეორე მინით გაუსვი, რომ გაითხაპნოს თხლად მინაზე, გააშრე და შეისწავლე, შენი გოგო უფრო გაუგებს, თუ სწავლობს მაგ განხრით