foxi
Nov 13 2011, 10:47 AM
ვინაიდან და რადგანაც არსებობს ბევრი სანადირო ფასიანი მეურნეობები(კერძო) რომელშიც სულ ახლახანს გახლდით და ძალიან ვისიამოვნე.გაჩნდა ასეთი იდეა:
ხომ არ გაგვეკეთებინა მზგავსი მეურნეობა რომელიც მხოლოდ პნევმო მონადირეთათვის იქნებოდა?
ვიცი იდეა ძალიან ბევრს უაზრობად მოგეჩვენებათ,მაგრამ ბატონ ჯემალის რომელსაც ვსტუმრობდით და ააქვს საკმაოდ დიდი ტერიტორია ამ საქმისთვის,ძალიან მოეწონა ეს იდეა.
იდეის მონახაზი ასეთია:არსებობს სანადირო მეურნეობა,რომელიც საკმაოდ დახურულია ფართო მასებისთვის.არა ჩვენთვის.მის ტერიტორიაზე არის ყველა ის ფრინველი თუ ნადირი,რომლის მონადირებასაც შეძლებს პნევმატიკის მფლობლი.მართალია ფასები ძალიან იკბინება,მაგრამმ პატრონის დაინტერესება პნევმატიკით იმდენად ავამაღლე რომ
გარკვეულ დათმობებზე წამოვა უეჭველი.იდეის არსი იმაში მდგომარეობს რომ:ამ მეურნეობის გარკვეულ ნაწილზე პერიოდულად გაიმართოს შეჯიბრებები და ნადირობები მხოლოდ პნევმო იარაღით.მაინტერესებს თქვენი მოსაზრება ამ თემის გარშემო.
უაზრო ოფისგან თავი შევიკავოთ!
ja_ja
Nov 13 2011, 11:38 AM
საორიენტაციო ფასები რომ დაწერო კაი იქნება.
დარწმუნებული ვარ პნევმოს მფლობელების უმეტესობას უნდა ნადირობა, მაგრამ ბევრს ფასი გააჩერებს. თოფაძესთან მგონი ღრი 500 ლარი ღირს, ნუ იასნია ჩვენ ღორზე არც ვიქაჩებით, მაგრამ კურდღელი რომ ღირდეს 250 კაციშვილი არ წამოვა

ასე რომ მიახლოებითი ფასები კაი იქნებოდა, ნუ პლიუს მინუს ეგ არაა პრობლემა, მაგრამ ვთქვათ 1 კურდღელი 50 ლარი, იხვი 10 ლარი და ნუ ეგრე რა...
geojorjika
Nov 13 2011, 11:52 AM
ციტატა(ja_ja @ 13th November 2011 - 12:38 PM)

ვთქვათ 1 კურდღელი 50 ლარი
ძვირია 20ლარზე მეტი არ ღირს ეგ თოფაძესტან
NASA
Nov 13 2011, 12:16 PM
პირველ რიგში დასარეგულირებელი იქნება კანონთან შეუსაბამობა. არანაირი პნევმატიკით ნადირობა არ არის ნებადართული. ისე კარგი აზრია!
WARNer brother
Nov 13 2011, 02:33 PM
NASA
კერძო მეურნეობაზეა აქ საუბარი
davil
Nov 13 2011, 02:42 PM
ციტატა(NASA @ 13th November 2011 - 01:16 PM)

არანაირი პნევმატიკით ნადირობა არ არის ნებადართული
და რაზე დაყრდნობით ამბობ ამას, იქნებ ნორმატიული დოკუმენტი და შესაბამისი მუხლი მიუთითო
NASA
Nov 13 2011, 03:13 PM
მოვნახავ ამ აკრძალვას, მაგრამ აქ ყველამ იცის რომ ამ სახის ნადირობა აკრძალულია. მეც მინდა, რომ დაშვებული იყოს, მაგრამ ამის გარდა ჩვენთან სხვა სახის მარაზმული აკრძალვებიც არის ასე, რომ ...
http://hunters.ge/kanoni-nadirobis-shesaxe...s-shesaxeb.html
geojorjika
Nov 13 2011, 04:08 PM
NASA
ეგ როდინდელი კანონია?
geojorjika
Nov 13 2011, 04:31 PM
ციტატა
ნადირობისათვის დაშვებული იარაღებია: სანადირო ხრახნივლულიანი და გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი; სანადირო ცივი და ცივი სასროლი იარაღი, სანადირო პნევმატური იარაღი. აკრძალულია სანადირო იარაღის ზემოთ ჩამოთვლილი სახეების გარდა სხვა იარაღით ნადირობა.
ასე გეუბნებიან ჩვენ და რავიცი
NASA
Nov 13 2011, 04:57 PM
ასე თუ გვეუბნებიან მაგას რა ჯობია მაშინ!!!
gregory
Nov 13 2011, 05:16 PM
ციტატა(giorgi @ 13th November 2011 - 05:31 PM)

სანადირო პნევმატური იარაღი.
geojorjika აბა ეგ რომელია კონკრეტულად? და მაგის ტექნიკურ მახასითებლებს ხომ ვერ მეტყოდი?
cz80
Nov 13 2011, 05:19 PM
ციტატა(gregory @ 13th November 2011 - 06:16 PM)

და მაგის ტექნიკურ მახასითებლებს ხომ ვერ მეტყოდი?
ვედროს და ემალის ქვაბებს რო ხვრიტავს ის კისტის თოფებია სანადირო ..
feroni
Nov 13 2011, 06:43 PM
ძალიან მაგარი იდეაა!!!
სანადირო მეურნეობაში თუ დათესავენ კომბოსტოს და სტაფილოს, ან კარმუშკებს გაუკეთებენ კურდღელს, ერთ ტერიტორიას მიეჩვევა და არ გაიფანტება, ვთქვათ 4-5 გექტარზე რო დაიდგას კარმუშკები!
ეს ყველაფერი კარგია მაგრამ აი მერუნეობის ხელმძღვანელობას უნდა უღირდეს ამდენი ჩალიჩი, თორე წელიწადში ერთი ორჯერ თუ ჩავიდა ჯგუფი, მაგისთვის არამგონია ამხელა საქმეს მოკიდონ ხელი!!
ისე ძამის ხეობაში ადგილი ვიცი, კურდღლები ბერებს აწუხებენ მთელი ბოსტანი შეუჭამეს თურმე, ერთ-ერთ ბერს ხელითაც დაუჭერია იმდენი ყოფილან
norica_dragon
Nov 13 2011, 06:56 PM
ციტატა(feroni @ Nov 13 2011, 07:43 PM)

ძალიან მაგარი იდეაა!!!
სანადირო მეურნეობაში თუ დათესავენ კომბოსტოს და სტაფილოს, ან კარმუშკებს გაუკეთებენ კურდღელს, ერთ ტერიტორიას მიეჩვევა და არ გაიფანტება, ვთქვათ 4-5 გექტარზე რო დაიდგას კარმუშკები!
ეს ყველაფერი კარგია მაგრამ აი მერუნეობის ხელმძღვანელობას უნდა უღირდეს ამდენი ჩალიჩი, თორე წელიწადში ერთი ორჯერ თუ ჩავიდა ჯგუფი, მაგისთვის არამგონია ამხელა საქმეს მოკიდონ ხელი!!
ისე ძამის ხეობაში ადგილი ვიცი, კურდღლები ბერებს აწუხებენ მთელი ბოსტანი შეუჭამეს თურმე, ერთ-ერთ ბერს ხელითაც დაუჭერია იმდენი ყოფილან

ვაა ეგ სადაა???
feroni
Nov 13 2011, 07:02 PM
ციტატა(Avto @ 13th November 2011 - 06:56 PM)

ვაა ეგ სადაა???
ძამის ხეობაა, ბატეთის ტბა თუ იცი სად არის? ამ მანდვეა ახლოს, სანადირო მეურნეობაც არის იქ და ღორზე თუ წახვალ კურდღელი, ტურა და მელა ხურდაში მოგდის, ანუ უფასოა რაა. უბრალოდ პრობლემა ის არის რომ მონასტერთან ახლოს გლუვლულიანს ვერ ისვრი და საერთოდ მკვლელობა ალბათ არ მოსულა მაგრამ იმ მონასტრამდე რაგაც მარშრუტი ხო ექნებათ იმ კურდღლებს და აი მანდ შეიძლება ჩასაფრება
Davitus
Nov 13 2011, 07:04 PM
feroni ნუ დაუხოცავთ ბერებს, ღვთის ბოძებულ საზრდოს
feroni
Nov 13 2011, 07:09 PM
ციტატა(Davitus @ 13th November 2011 - 07:04 PM)

ნუ დაუხოცავთ ბერებს, ღვთის ბოძებულ საზრდოს
რას ამბობ დავით ღმერთმა დაგვიფაროს.
ისე ის ბერები ნამეტანი შეწუხებულები კი იყვნენ ამ კურდღლებით, ეხლა პირდაპირ ვერ თქვეს დახოცეთო, მაგრამ მაგათი ბოსტანი რო გაანთავისუფლო არამგონია ეპიტემია დაგვადონ
minchanin
Nov 13 2011, 10:04 PM
საღამომშვიდობისა მეგობრებო! მეც მომწონს ფოქსის წინადადება, მართალია ზესტაფონიდან ცოტა შორია ალბათ ეგ ადგილი, მაგრამ თუ ერთ ადგილზე გამოვიდა და გაამართლა იდეამ, მერე სხვაგანაც შეიძლება მაგის განხორციელება.
ასევე გასათვალისწინებელია ის გარენოებაც რომ, როგორც ნასას მიერ მითითებულ კანონშია ნათქვამი- დამჯდარ გარეულ ფრინველზე ნადირობა აკრძალულია.
giga_st
Nov 13 2011, 11:09 PM
ციტატა(minchanin @ 13th November 2011 - 11:24 PM)

დამჯდარ გარეულ ფრინველზე ნადირობა აკრძალულია
ეგ ჩანაწერები ამოიღეს როცა სანადირო იარაღის ნუსხაში პნევმატიკაც შევიდა, აქ სადღაც დევს კიდეც მაგაზე თემა.
ja_ja
Nov 14 2011, 12:17 AM
minchanin
ბელორუსიის თემა ამოვიღე, არ ეხება ამ საკითხს და აქ არ არის განსახილველი
ilariona
Nov 14 2011, 09:22 AM
foxi ძალიან საინტერესო თემაა, მართლაც რომ კარგი იქნებოდა შეჯიბრიც ჩატარდეს ნადირობაში, ეს მარტო ქაღალდების ხვრეტა მაგარი მოსაბეზრებელია.
ჩავიდეთ და ვნახოთ მფლობელი, დაველაპარაკოთ რა დაგვიჯდება კაცზე ნადირობა და მგონი, რომ შეიძლება კარგი შეჯიბი-ნადირობის მოწყობა.
რავი მე მაგრად დავმუღამდი
norica_dragon
Nov 14 2011, 10:54 AM
ციტატა(ilariona @ Nov 14 2011, 09:22 AM)

foxi ძალიან საინტერესო თემაა, მართლაც რომ კარგი იქნებოდა შეჯიბრიც ჩატარდეს ნადირობაში, ეს მარტო ქაღალდების ხვრეტა მაგარი მოსაბეზრებელია.
ჩავიდეთ და ვნახოთ მფლობელი, დაველაპარაკოთ რა დაგვიჯდება კაცზე ნადირობა და მგონი, რომ შეიძლება კარგი შეჯიბი-ნადირობის მოწყობა.
რავი მე მაგრად დავმუღამდი

ძაან საინტერესო თემაა
tengo
Nov 14 2011, 11:28 AM
foxi
საინტერესო იდეაა, ფასები როდის გეცოდინება ?
foxi
Nov 14 2011, 02:16 PM
ციტატა(tengo @ 14th November 2011 - 12:28 PM)

foxi
საინტერესო იდეაა, ფასები როდის გეცოდინება ?
ეხლა რაღაც სამსახურის ამბებზე დავრბივარ,მგონი მეშველა. ჩვენ ჩამოვყალიბდეთ და მერე ყველაფერს გავაიასნებ.
foxi
Nov 15 2011, 09:26 AM
ისევ ამ თემას ვუბრუნდებით.გუშინ სატელეფონო საუბარი მქონდა მეურნეობის პატრონ ბატონ ჯემალისთან.ვთხოვე ფასების დაკონკრეტზება.საკმაოდ საინტერესო კაცი გამოდგა.ფასები რა თქმა უნდა დიდია და ამაზე ქვემოთ,მაგრამმ ჩვენთვის საინტერესო
პნევმატური იარაღით ნადირობის გარშემო საუბრის დროს, მან მითხრა რომ ჯერ ჯერობით ეს შეუძლებელია.ვინაიდან მისი სარწმუნო
წყაოებიდან არის ინფორმაცია რომ, კანონპროექტი ჯერ ისევ განხილვის დონეზეა.შესაბამისად პნევმატური იარაღით მის ტერიტორიაზე ნადირობა არ გამოვა. კანონის გამოსვლამდე. მერე კი რამდენიც გენებოთ.
რაც შეეხება ცეცხლსასროლი იარაღით ნადირობის ფასებს:
ჩვეულებრივი იხვი -35.
ბატი-45.
მწყერი-10.
ხოხობი-60.
კურდღელი-25.
ღორი-600.
მავნე ფრინველები ასევე ტურა მელა მგელზე აქეთ გვიხდის კარგ პურმარილს.
ეს სრული ჩამონათვალი არ არის,მაგრამმ საკმაოდ იკბინება როგორც ხედავთ.აქვე დავსძენ ერთ შეთავაზებასაც ჰქონდა ადგილი ჩემი
მხრიდან,რომ მოგვეწყო ფესტ-კონტროლი მის ტერიტორიაზე.რაზეც იგივე პასუხი მივიღე:პნევმატიკით არა!
ამ ყველაფერმა და ბევრმა სხვა ფაქტორმა განაპირობა წამომეწია ერთი მეტად საჭირ ბოროტო თემა.რაზეც სჯა ბაასი აუცილებლად მი
მაჩნია. თემას ახლავე გავხსნი და იქ განვიხილოთ ბევრი საინტერესო მოსაზრებები.
geojorjika
Nov 15 2011, 09:28 AM
მოიცა ერთი მწყერი ღირს 10 ლარი?
ilariona
Nov 15 2011, 09:32 AM
რაღაც არა რეალური ფასებია! მე პირადად მაგრად მეძვირა.
მე პასს, გინდა პნევმატიკით და გინდა გლუვით.
foxi
Nov 15 2011, 09:45 AM
ფასები მაგრათ იკბინება მაგრამმ მინდა ავღნიშნო ის ფაქტიც რომ ეს მეურნეობა არის საკმაოდ რესპექტული მომხმარებლისთვის.
მეურნეობის ტერიტორიაზე არის ასევე ღვინის მარანი სასტუმრო და თქვენ წარმოიდგინეთ საუნაც კი. ძირითადი მომხმარებელი კი უცხოელები არიან.ასევე პატივცემული კანონმდებლებიც.
ამიტომაც მინდა მაგ ტერიტორიაზე დავამკვიდროთ პნევმატიკა. ეს ძალიან ბევრ პრობლემას გადაწყვეტს ამ მითიურ იარაღზე.
წარმოიდგინეთ პარლამენტარები რომლებიც იხილავენ პნევმატიკით ნადირობის სცენებს.განა ამის შემდეგ არ გაჩნდება სურვილი უკეთ გაეცნონ ამ იარაღს? რაც პირდაპირ პროპორციულად და საკეთილდღეოდ აისახებოდა კანონზე პნევმატიკის მიმართ.
iorama
Nov 15 2011, 10:12 AM
ჩვეულებრივი იხვი -35.
ბატი-45.
მწყერი-10.
ხოხობი-60.
კურდღელი-25.
ღორი-600.
ეგ ბატონი ჯემალი ჩერეზ ბაზარი ანადირებს?
იმენნა კოლმეურნეობის ბაზრის ფასებია. ბოდიშიტ და გავარტყი მანდ ნადირობას ტო. დამაშნი ფრინველებზე სანადიროდ კახეთში რო არ წავიდე აქ რა ვერ ვინადირებ? შინაური არც ბატი,არც იხვი,არც მწყერი და ხოხობი შორს არ გარბის. ვიყიდი და დავსვავ სადაც გამისწორდება. მითუმეტეს სიმამრს მწყერ-ხოხობის ფერმა აქვს
ფოკსიკ შენ არ გეწყინოს და ეგ სანადირო მეურნეობა კიარა სალობიეა
ერთი ეგაა გასარკვევი ღორის წონა რამდენია ბაზრის ფასთან შედარებით. საახალწლოდ გამოდგება საწილოდ
ხო მართლა. ფოკს სადაა ეგ მეურნეობა უფრო ზუსტად ვერ მეტყვი? რადი ინტერესა რა
ReMiNgToN
Nov 15 2011, 10:43 AM
iorama წინა პოსტებში სადღაც მოვკარი თვალი ზესტაფონსი თუ ქუთაისში არისო. სლიშკამ შორსაა თან აფებიც ცოტა არ იყოს და ძვირია. კურდღელზე კი დაფიქრდება კაცი
gregory
Nov 15 2011, 10:54 AM
ციტატა(buybuya @ 15th November 2011 - 11:43 AM)

ზესტაფონსი თუ ქუთაისში არისო.
კახეთშია კახეთშიო, მაგრამ
ციტატა(iorama @ 15th November 2011 - 11:12 AM)

ეგ სანადირო მეურნეობა კიარა სალობიეა
+1
norica_dragon
Nov 15 2011, 04:24 PM
ვერ ვხვდები რა პრობლემაა, თუ ნადირობაში იგეგმბეა შეჯიბრი სავარაუდოდ ვინ მოკლევ კურდღელს ხო??

25 ლარი აღარ ღირს ერთი შეჯიბრი? თუ 10 კურთხელს მოვკლავთ ეხლა ჩვენ მაქ? ან რა საჭიროა 10 კურდღლის მოკვლა?? 2 იც კი საკმარისია საქეიფოდ და თუნდაც 50 ლარი ესეთი გართობისთვის5 კაცზე 10-10 ლარი მემგონი საკმარისზე იაფია, ჩვენც დავანებოთ თავი სხვა ძვირიანებს

საქმე იმაშია საერთოდ თU მოვკილავთ კურდღელს, დღისით მზისით შესაძლებელი იქნება დანახვა?? თოვლში ალბათ გაასწორებს, წავიდეთ რა

მაქ როგორ შეძლება მისვლა? სად არის??? წინასწარ დარეკვა უნდა?
sekurifa
Nov 15 2011, 04:32 PM
ციტატა(norica_dragon @ Nov 15 2011, 05:24 PM)

ვერ ვხვდები რა პრობლემაა, თუ ნადირობაში იგეგმბეა შეჯიბრი სავარაუდოდ ვინ მოკლევ კურდღელს ხო??

25 ლარი აღარ ღირს ერთი შეჯიბრი? თუ 10 კურთხელს მოვკლავთ ეხლა ჩვენ მაქ? ან რა საჭიროა 10 კურდღლის მოკვლა?? 2 იც კი საკმარისია საქეიფოდ და თუნდაც 50 ლარი ესეთი გართობისთვის5 კაცზე 10-10 ლარი მემგონი საკმარისზე იაფია, ჩვენც დავანებოთ თავი სხვა ძვირიანებს

საქმე იმაშია საერთოდ თU მოვკილავთ კურდღელს, დღისით მზისით შესაძლებელი იქნება დანახვა?? თოვლში ალბათ გაასწორებს, წავიდეთ რა

მაქ როგორ შეძლება მისვლა? სად არის??? წინასწარ დარეკვა უნდა?
ხო ხუთ კაცზე 50 ლარი ისიც თუ ორს გააგორებ მაშინ მშვენიერი თანხაა.თოვლში მითუმეტეს ასწორებს რადგან ნაკვალევს გაყვები და ყურებს მოკრა იქნებ თვალი თოვლიდან ამოშვერილს.სუპერ სპორტული სანადირო პონტი იქნება.მარა თუ პატრონი იძახის პნევმოთი არაო რა აზრი აქვს ნერწყვების ყლაპვას?
foxi
Nov 15 2011, 04:50 PM
iorama კახეთშია ეგ მეურნეობა. ერთი მასეთი სალობიე სად ნახე თუ კაცი ხარ?
norica_dragon sekurifa ძალიან მაგრათ ვინადირეთ მე და ჩემიანებმა.სწორად აზროვნებთ ბიჭებო,ინდენი მოვინადიროთ რამდენიც გვიღირს.თან მაგარი კაცია
ჯემალი,ქიციც იცის ქიცმაცურიც.ისეთი სუფრა გაგვიშალა ეხლაც იმაზე ვლაპარაკობ.4 კაცი ვიყავით 2 დღიანზე და ძალიან მაგარი დრო ვატარეთ. ჰო მართლა უკრაინელი გოგოებიც იყვნენ იქ.
sekurifa
Nov 15 2011, 05:11 PM
კი მაგრამ აბა პნევმატიკით არ განადირეფთო და? ჯერ კანონი უნდა დამტკიცდეს? და უკრაინელი გოგოები რა პონტში იყვნენ
ilariona
Nov 15 2011, 08:57 PM
norica_dragon შენ გაქვს ახლა მუღამი, რომ შენი ფიშტოთი დახოცო ყველაფერი, მაგრამ მთავარს არ კი მიაქცია ყურადღება! კერძოდ:
ციტატა(kakha @ 15th November 2011 - 10:26 AM)

პნევმატური იარაღით ნადირობის გარშემო საუბრის დროს, მან მითხრა რომ ჯერ ჯერობით ეს შეუძლებელია.ვინაიდან მისი სარწმუნო
წყაოებიდან არის ინფორმაცია რომ, კანონპროექტი ჯერ ისევ განხილვის დონეზეა.შესაბამისად პნევმატური იარაღით მის ტერიტორიაზე ნადირობა არ გამოვა. კანონის გამოსვლამდე. მერე კი რამდენიც გენებოთ.
ისე ამას რომ ვკითხულობ მაგრად ვიბნევი, კანონი კი მუშავდება ამ პნევმატურზე, მაგრამ არც ნადირობა აუკრძალიათ პნევმატურით და არც გაყიდვა მაღაზიებში. მხოლოდ საბაჟო აჩერებს და მეტი არაფერი.
რატომ არ გვანადირებს ბატონი ჯემალი ვერ ვხვდები? (რომც გვანადიროს ისეთი ფასები აქვს მე მანდ წამსვლელი არ ვარ, მაგრამ მაინც აბიდნო)
feroni
Nov 15 2011, 11:01 PM
მწყერი-10 ლარი
რესტორანში შემწვარი და მოხრაკული არ ღირს ამდენი

ეს ალბათ საწყისი ფასებია, დარწმუნებული ვარ მოლაპარაკება შეიძლება და ფასები მინიმუმ განახევრდება! თოფაძის და ხაზარაძის მეურნეობის გარდა სადაც არ მივედი ყველგან მოვახერხეთ მოლაპარაკება და ღორის ფასი 250-300 ლარამდე მერყეობს, რაც შეეხება კურდღელს, მელას და ტურას თითქმის ყველგან უფასოა, ერთად ერთი კურდღელზე შეიძლება სიმბოლურად 5-10 ლარი მოითხოვონ.
ეს ფასები რაც ზემოთ დავწერე მხოლოდ იმ შემთხვევაში მუშაობს თუ მინიმუმ ერთი ღორის ლიცენზიას ყიდულობ.
ტურა და მელა ყოველთვის უფასოა, მაგრამ მხოლოდ მაგაზე სანადიროთ მე არ დავდივარ ხოლმე
amon
Dec 8 2011, 10:21 PM
ჯერ ტურა, მელა და მგელი უნდა მოკლა და მერე ღორზე გადაცვალო
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით,
დააწკაპუნეთ აქ.