norica_dragon
Nov 13 2011, 09:11 AM
გასვლა როცა მიზანი იმენა იხვებზე ნადირობა ყოფილიყო ეგეთი ჯერ არ მახსოვს და არც ყოფილა, ვერ ვხვდები რატო?

კითხვები ამ საკითხთან დაკავშირებით:
1. სად ჯობია რო წავიდეთ ამ საქმეზე?
2. რაიმე აკრძალვა ხო არ არსებობს ჩვენთვის? ანუ პნევმოთი ნადირობის?
3. ვის უნდა გულით და სულით ამ საქმის გაკეთება?

იდეაში აქ ძაან ბევრი ხალხის მოგროვება საჭირო არ არის

აბა იდეები და სიაში თავის ცაწერები წავიდა
kaka8079
Nov 13 2011, 09:24 AM
ძაანაც რომ გინდოდეს ვერ მოაგროვებ ბევრ ხალხს.დაიცადე ცოტა ხანი და დასავლეთში წავიდეთ,აბა აქ სადაა ისეთი ადგილები და იმდენი იხვი რომ პნევმოთი ვინადიროთ.
norica_dragon
Nov 13 2011, 09:32 AM
ანუ დასავლეთში არის??? ცოტა ხანს რას ველოდებით??
feroni
Nov 13 2011, 09:40 AM
დასავლეთში ჯერ ჯერობით იხვი არ არის, მე ფოთელი ვარ და მთელი ცხოვრება პალიასტომზე ვნადირობ, ნავებიც მყავს, ფიტულებიც მაქვს და ძაღლებიც მყავს, არც ერთ იხვის სეზონს არ ვტოვებ!
იხვებს ძირითადათ ამით ვიტყუებ და საკმაოდ შედეგიანადაც

მოკლედ თვის ბოლომდე მოცდა მოგიწევთ ბიჭებო, ეხლაც შეიძლება ადგილობრივი იხვის მონახვა მაგრამ ზალიან ძნელი იქნება პნევმოთი მონადირება, ძაღლით და გლუვით კიდე შეიძლება
kaka8079
Nov 13 2011, 09:56 AM
feroni
თუ ფოთელი ხარ ჭურია კი იცი სადაც არის და აი მანდედან დამირეკეს ჩემმა ძმაკაცებმა 3 დღის წინ და მითხრეს რომ იხვი მაგრად არისო,ჩვენო პერელიოტზე დაგვაგვიანდაო მაგრამ ვინც კი გამოვიდა ტყიდანო 10 ცალზე ნაკლკები არავის არ მოქონდაო,აი ასეთი ამბავი ვიცი მე,და გადამოწმებაც შემიძლია ნებისმიერ დროს არის თუ არა იხვი ისევ.
norica_dragon
Nov 13 2011, 09:59 AM
პნევმო ახლოტა გაასწორებს მაგრად, გავარკვიოთ როდის ჯობია და დავგეგმოთ 2 დღიანი

მსურველები არიან??
kaka8079
Nov 13 2011, 10:07 AM
მე ვარ მსურველი უბრალოდ არ მცალია ერთი ორი დღე სამსახურში მაქ საქმე.
feroni
Nov 13 2011, 10:13 AM
kaka8079
კახა ეგეთი ინფოები მეც მაქვს მაგრამ მაგას იხვის ყოფნას არ ვეძახი, ეხლა წარმოიდგინე 700 კმ უნდა გაიარო და სულ 10 ცალი იხვი მოკლა? რავი ვის როგორ გიღირთ იმის მიხედვით, მე მაგალითად მირჩევნია ცოტაც მოვიცადო და მერე პნევმოთიც ვინადირო და გლუვით თავისთავად!
რუსეთის იხვი ჯერ არ არის მოსული და ადგილობრივ იხვს დღეს ნახავ და ხვალ ვერა, ჩვენ გვინდა რუსეთის იხვი, აი პალიასტომი რო გადაშავდება მაშინ პნევმოსთვის სანადიროც მოინახება, გლუვლულიანს რაც შეეხება ზევით დავწერე უკვე, რომ შეიძლება იხვის მონახვათქო!
kaka8079
Nov 13 2011, 10:17 AM
მე არ ვიცი ეგ რუსეთის იხვია თუ ადგილობრივი რაც მოინადირა მაგ ხალხმა, მაგრამ მე ის ვიცი რომ 10ცალი ჭურიაში კაი შედეგია,ნუ ჯერ ადრე რომ არის მაგაზე 2 აზრი არ არსებობს.
feroni
Nov 13 2011, 10:29 AM
ციტატა(kaka8079 @ 13th November 2011 - 10:17 AM)

ნუ ჯერ ადრე რომ არის მაგაზე 2 აზრი არ არსებობს.
მართლაც, რომ ადრეა თორე ფოთში რო იხვი იყოს მე თბილისში რა გამაჩერებდა?
რუსეთის იხვი კიდე რო მოფრინდება, პალიასტომი გადაშავებულია იმდენი იხვია, ჰოდა საღამოს და დილის პერელიოტზე შეიძლება ვაზნებიც არ გეყოს იმდენი იხვი მოკლა, აი მაგას ქვია იხვი მოვიდაო

ასეთ დროს მუშაობს ფიტულები და აი ის მანოკი ზევით რო დავდევი სურათი, სამალავში ჩავჯდებით და იხვებს მოვიტყუებთ, ჰოდა მერე გინდა პნევმო ვესროლოთ და გინდა ატომური ბომბი
მელოტები და წყლის ქათმები ეხლაც ოხრად იქნება დარწმუნებული ვარ მაგრამ მაგათ აღმოსავლეთშიც ბევრს ვნახავთ ამხელა გზაზე რომ არ წავიდეთ

აი მელოტების უკან ფონზე რო გუნდი ჩანს ეგ არის ერთ-ერთი იხვების პატარა გუნდი, ასეთი გუნდებით სავსეა ხოლმე პალიასტომი, თუ კარგი ამინდია ეს იხვი ზღვაზე ზის, მაგრამ საკმარისია ოდნავ ამინდი აირიოს ყველა პალიასტომზე მოდის
foxi
Nov 13 2011, 10:54 AM
სანადირო თემებში არ გინდათ ბატონო ადმინებო ამ თემის გადატანა? ნორიკას კიდე ერთი ფიშტი მიარტყით. სიცილაკები არ მუშაობს ამიტომ ჰაჰაჰა.
gigi30
Nov 13 2011, 10:57 AM
ორჯერ, გუშინ და გუშინწინ ვახლდი მეგობრებს სანადიროდ იხვზე ფოთში, ვიყავით აეროპორტის, ნაბადის და პატარა ფოთის მიდამოებში და იხვი იყო ძალიან ცოტა:მოვინადირეთ ოთხმა ერთად 2დიდი და 3პატარა იხვი, ერთ ამდენს, მოსაკლავს დავაცილეთ და დაახლოებით 2-3 ამდენი დავინახეთ. როგორც ასეთი, იხვების გადაფრენა გუნდებად არ ყოფილა.
name
Nov 13 2011, 02:01 PM
კაი აზრია მეც შემოგიერთდებოდით
geojorjika
Nov 13 2011, 03:00 PM
უნდა წავიდეთ თან 2 დღიანზე
dawiti
Nov 13 2011, 05:05 PM
მე სიამოვნებით წამოვალ
soxa
Nov 13 2011, 06:20 PM
მეც მზად ვარ მასეთი გასვლისთვის
ja_ja
Nov 13 2011, 06:21 PM
daviti ციტატა(daviti @ 13th November 2011 - 06:05 PM)

მე სიამოვნებით წამოვალ
შენი სამსახურის გადამკიდე სად გაქვს 2 დღე თავისუფალი?
Davitus
Nov 13 2011, 07:02 PM
ნუ თუ მოაბამთ თავს და დაგეგმავთ, და თუ მეც მეცლება, მე ალბათ უფრო გლუვით წამოვალ, პნევმოთი იხვზე სადკაობის ნერვი მე არ მაქვს და არც დიდი მუღამი
geojorjika
Nov 13 2011, 08:04 PM
ციტატა(Davitus @ Nov 13 2011, 08:02 PM)

ნუ თუ მოაბამთ თავს და დაგეგმავთ, და თუ მეც მეცლება, მე ალბათ უფრო გლუვით წამოვალ, პნევმოთი იხვზე სადკაობის ნერვი მე არ მაქვს და არც დიდი მუღამი
ჩვენც გლუვით ვინქბით
feroni
Nov 13 2011, 08:46 PM
ოოხ ისე კი მომენატრა იხვებთან საუბარი

თან როგორი კომუნიკაბელურები არიან?!
kaka8079
Nov 13 2011, 10:07 PM
სულ ცინცხალი ინფო მაქ შავი ზღვის პირეთიდად ჩათვალელთ რომ ონლაინია,მაგრამ ცუდი ინფოა ფაფუ იხვი ისევ გაქრა არ ჩანს,წავიდა ხალხი და ისე დაბრუნდა რომ არც კი დაუნახავვ თუ როგორია შესახედავად.
feroni
Nov 13 2011, 10:21 PM
ციტატა(kaka8079 @ 13th November 2011 - 10:07 PM)

იხვი ისევ გაქრა არ ჩანს
ზუსტად ამას ვგულისხმობდი კახა, დღეს არის და ხვალ ართქო, რო ვამბობდი, ვიცი მე მაგ ოხერი იხვების ამბავი, სანამ კარგად არ გაიძეძგება ზღვა და პალიასტომი სულ ასეთი არასტაბილური გადაფრენები იქნება.
ისე კარგი ფაქტია რომ ნოემბრის დასაწყისში ცოტა მაგრამ მაინც გამოჩნდა, ეს იმას ნიშნავს რომ ზამთარი უხვი იქნება

შარშან დეკემბერის ბოლოს იყო ისე როგორც ეხლა არის, მაქსიმუმ 10 ცალი მოგეკლა საღამოს გადაფრენაზე, ისიც ფილტვები უნდა ამოგეღო ძახილით
kaka8079
Nov 13 2011, 10:28 PM
კი რა თქმა უნდ აკაი ფაქტია,კრასნოდარისკენ ჯერ სულაც არ ცივა ასე რომ იხვი ასე თუ ისე რომ წამოვიდა სიციის და მიუხედავად,ვაიიი რომ გაყინავს იქაურობას მერე სდ წავა თუ ქართველებს არ გვინახულებს.
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით,
დააწკაპუნეთ აქ.