დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: გინდათ ამაზონიდან ბიპოდი?
Georgian Airgunners Portal > ყიდვა-გაყიდვა > ვიყიდი
გვერდი: 1, 2
tengo
ბიპოდებს ვათვალიერებდი და ჩემი აზრით შევარჩიე შედარებით იაფიანი და მგონი არ უნდა იყოს ცუდი. ჰოტიზონტალურადაც მოძრაობს ( როგორც ჰარისი) მარჯვნივ და მარცხნივ.
ვინმეს ხომ არ უნდა რომ ერთად შეუკვეთოთ?
norica_dragon
თენგო არ შეცდე და იაფიანი არ იყიდო smile.gif

მე უკვე ერთხელ შევცდი, 60 დოლარის ფარგლებში ღირს ჰარისი smile.gif
ja_ja
tengo
ნაგავია არ იყიდო.

მაგნუმს აქვს ეგ მოდელი მიდი და ნახე. მაგრა ყანყალებს.
tengo
ციტატა(Avto @ 5th November 2011 - 07:31 PM) *
მე უკვე ერთხელ შევცდი, 60 დოლარის ფარგლებში ღირს ჰარისი

60 დოლარად მოძრავი ჰარისი სად ნახე? აბა ლინკი მომეცი.
ციტატა(ja_ja @ 5th November 2011 - 07:48 PM) *
მაგნუმს აქვს ეგ მოდელი მიდი და ნახე. მაგრა ყანყალებს.

მაგნუმში ტუ არის ვნახავ, მადლობა.

აგერ კიდევ ერთი ,რავიცი ამის რევიუებს გადავხედე და ყველა აქებს , დაჯე ამბობენ რომ გორიზონტალური დახრების ფიქსატორი ჰარისსზე უკეთესი აქვსო. აბა ამაზე რას იტყვით.
WARNer brother
tengo
ბიპოდი ისეთი რარაცა ეკონომია არ ღირს მაგაზე.
tengo
ციტატა(jjjjkki @ Nov 5 2011, 08:12 PM) *
tengo
ბიპოდი ისეთი რარაცა ეკონომია არ ღირს მაგაზე.

ეკონომიას არ ვაპირებ , მაგრამ ზედმეტიც არ მინდა რომ გადავიხადო, თუ მინიმალურ მოტხოვნას დააკმაყოფილებს.(არ უნდა იყანყალოს)
ja_ja
tengo
თენგო მანდ ეკონომიურობა არ გამოვა....

ამაზონზე გამოხმაურებებს რომ ეძებ მაინცა და მაინც 5 ვარსკვლავიანებს ნუ შეხედავ, როგორც წესი ან გამყიდველი თვითონ წერს ხოლმე სარელამო აღფრთოვანებულ ტექსტს ვითომ კლიენტის, ან სრული უვიცი წერს ხოლმე პირველად რომ დაიჭერს ხელში რარაცას და მიაჩნია ცივილიზაციის მიღწევა.


პირადად მე ჰარისი მაქვს და მაინც კიდევ ბოლმდე დარწმუნებული არ ვარ რომ ისაა რაც საჭიროა, ჩემი თოფის უკუცემის გამო სერიოზულად ვფიქრობ მოვხსნა და ბალიშებით შევამოწმო რა მოხდება და რარაც მიმანიშნებს რომ აშკარად უკეთესი შედეგი იქნება, შენ კიდევ იაფიანს მისდევ განმარტებით ლიჟბი არ იყანყალოს.... არ არსებობს ეგეთი

კიდევ ერთი ტრიუკი აუცილებლად ინტერში მოძებნე ხოლმე მიმოხილვა აღწერა შეფასება.

შემდეგი Champion Targets და სხვა მაღალფარდოვან სახელებს რეალურად მუშა ინსტრუმენტს არცერთს არ სჭირდება, თუნდაც იგივე ჰარისი ავიღოთ, ჰქვია ჰარისი და მორჩა, არანაირი მედალისტი, ჩემტიონი სუპერმენი და რაღაც, ყვირილი იმას სჭIრდება რაც კაკრაზ ვერ ქაჩავს და რაღაცით უნდა მიიზიდოს ყურადღება

მერე არაერთი მწარე მაგალითი უკვე გვაქვს, აგერ ბექამ იაფიანი ბიპოდი იყიდა არ ვარგა, Daviti-მ იყიდა 40$-იანი ბიპოდი, ეწერა ხარისხი ჰარისის არისო, მაგრამ ეგეც არ არის იმ ხარისხის რას საჭიროა, მართალია დიდად არ ყანყალებს, მაგრამ შატკა აქვს....

დანარჩენი შენ განსაზღვრე, გიღირს, იყიდო 30-50 დოლარიანი მერე გაყიდო და გინდა არ გინდა, ისევ იმ ძვირიანს მიადგე თუ თავიდანვე ძვირიანი იყიდო...

პლიუს ებრაელების ანდაზა გაიხსენე, მე ისეთი მდიდარი არ ვარ რომ იაფიანი ნივთები ვიყიდოო, რუსულად იგივეა, სკუპოი პლატიტ დვაჟდი.... ყველა ის გამართლება რასაც შენ ეძებ განმარტებებში რომ მთავარია არ ყანყალებდეს და ძვირი რატომ გადავიხადო, რეალურად არის შენი თავის დაწყნარება და იმედის მიცემა, რაც რეალობისგან....

მოკლედ შენი ბედის უფროსი შენ ხარ, მე პირიფით მიხარია ხოლმე როდესაც განსხვავებული რაღაცეები ჩნდება ფორუმზე, მეტი შეფასების და პრიორიტეტების ვარიანტი იჩითება, მაგრამ შენ გადაწყვიტე მცდელობების სტატისკიკას შეავსებ და კიდევ ერთ გამოცდილებას გაგვიზიარებ თუ უკვე გატკეპნილი გზით გაივლი....

P.S. კომენტი შენს პირველ ბიპოდზე ამაზონიდან

It is a great alternative to the more expensive Harris bipods. Not the same quality but I put it on my Rugger 10.22 and it works perfect for what my wife needs.

ცოტა საქმეში ჩახედულის დაწერილია, ქართული თარგმანი და ქვეტექსტი შემდეგია:

მშვენიერი ალტერნატივაა ჰარისის ძვირიანი ბიპოდებისთვის, მართალია იგივე ხარისხი არ აქვს, მაგრამ დავაყენე ჩემს ლუგერზე 10.22, და აკეთებს ყველაფერ იმას რაც ჩემს ცოლს უნდა....

ქვეტექსტი კი ასეთია- კაროჩე რა ცოლს ვუყიდე, მაინც გაგებაში არაა და მართალია ჰარისის ხარისხი არაა, მაგრამ ის ჩემისა რას გაიგებსო, უხარია და არისო რა თავისთვის....

- ახლა შენ თქვი შენთვის გინდა თუ შენი ცოლისთვის smile.gif
tengo
ციტატა(ja_ja @ 5th November 2011 - 09:36 PM) *
- ახლა შენ თქვი შენთვის გინდა თუ შენი ცოლისთვის

ჩემთვის მინდა თორემ ცოლისთვის რომ მინდოდეს მე გაუკეთებდი biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
ja_ja
ციტატა(ja_ja @ 5th November 2011 - 09:36 PM) *
პირადად მე ჰარისი მაქვს და მაინც კიდევ ბოლმდე დარწმუნებული არ ვარ რომ ისაა რაც საჭიროა, ჩემი თოფის უკუცემის გამო სერიოზულად ვფიქრობ მოვხსნა და ბალიშებით შევამოწმო რა მოხდება და რარაც მიმანიშნებს რომ აშკარად უკეთესი შედეგი იქნება, შენ კიდევ იაფიანს მისდევ განმარტებით ლიჟბი არ იყანყალოს.... არ არსებობს ეგეთი

შენმა თუ იყანყალა მერე მართლა არ ვიცი რა ფასიანი უნდა იყიდო, გამოდის ყველა ნაგავს უშვებს? ბიპოდის ფუნქცია ისაა რომ არ იყანყალოს და თუ ესენი ყველა ყანყალებს მაშინ... რავიცი, რავიცი.
ციტატა(ja_ja @ 5th November 2011 - 09:36 PM) *
მერე არაერთი მწარე მაგალითი უკვე გვაქვს, აგერ ბექამ იაფიანი ბიპოდი იყიდა არ ვარგა, Daviti-მ იყიდა 40$-იანი ბიპოდი, ეწერა ხარისხი ჰარისის არისო, მაგრამ ეგეც არ არის იმ ხარისხის რას საჭიროა, მართალია დიდად არ ყანყალებს, მაგრამ შატკა აქვს....

ისე ძალიან მაინტერესებს ნორიკას, ბექას და დავითის ბიპოდების ლინკებს რომ შევხედო , იქნებ რამე განმასხვავებელი ვნახო.
ციტატა(ja_ja @ 5th November 2011 - 09:36 PM) *
მოკლედ შენი ბედის უფროსი შენ ხარ, მე პირიფით მიხარია ხოლმე როდესაც განსხვავებული რაღაცეები ჩნდება ფორუმზე, მეტი შეფასების და პრიორიტეტების ვარიანტი იჩითება, მაგრამ შენ გადაწყვიტე მცდელობების სტატისკიკას შეავსებ და კიდევ ერთ გამოცდილებას გაგვიზიარებ თუ უკვე გატკეპნილი გზით გაივლი....

არ ვიცი ჯერ რას ვიზამ ,მაგრამ განსხვავებულის ძიებასაც თავისი მუღამი აქვს. გეთანხმები რომ ყველასთვის საინტერესო კი იქნება კიდევ ერთი ბიპოდის მონაცემების და ხარისხის გაგება.
რაღაც იმედი მაქვს რომ მეორე ვარიანტი კარგი იქნება, მაგრამ სანამ ბექას და დავითის ბიპოდებს არ შევადარებ მანამდე ვერ გადავწყვიტავ და მის მერე შეიძლება გადავიფიქრო კიდევ. მგონი გამიგეთ, კიდევ იმედი მრჩება რომ არ იტყუებიან.
ja_ja
tengo
ბექას რაც აქვს, მგონი ან ეს არის, ან კიდევ აი ეს, ზუსტად არ ვიცი

მოკკედ ასე გამოიყურებიან



დავითას რაც აქვს აი ეს არის



ნორიკას იმენნა ჰარისის ბიპოდი აქვს, უბრალოდ საქანელა არ აქვს, მარჯვნივ მარცხნივ დასახრელად.

dawiti
ეს bipod გამოვიწერე ამაზონიდან.
tengo
ციტატა(ja_ja @ 6th November 2011 - 12:29 AM) *
მოკკედ ასე გამოიყურებიან

ციტატა(daviti @ 6th November 2011 - 01:07 AM) *
ეს bipod გამოვიწერე ამაზონიდან

დიდი მადლობა რომ შემახედეთ, ეხლა უფრო მომეცა იმედი, მგონი გარისკვა ღირს. სურათებიდან ჩანს რომ ბექას ბიპოდი უფრო სუსტი იქნებოდა დავითის ბიპოდთან შედარებით. საქანელის გარეშე არ მინდა რომ იყოს, ვნახოთ ეს როგორი იქნება მაგრამ ჯერ ვერ გადამიწყვეტია რომელი ავიღო ჩემი რჩეულებიდან , მე უფრო მეორე ვარიანტისკენ ვიხრები, მაგრამ ისიც არ ვიცი შევძლებ თუ არა აქედან გამოწერას ( ჩემთვის უცნობი საიტია) ჩემი ამორჩეულებიდან თქვენ მაინც რომელს მირჩევდით და რატომ.
tengo
აქ უკეთესად ჩანს პირველი ვარიანტი
ja_ja
ოპტიკ პლანეტი სანდო საიტია, უბრალოდ ეგენი მგონი ჩვენს ბარათებს არ იღებენ და საქართველო რომ ესმით ბევრ რამეს არ აგზავნიან (არც ქართულ არც ამერიკულ მისამართზე), საუბარია ოპტიკაზე იარაღის დეტალბზე,, დანებზე და ასე შედმეგ.

რაც შეეხება ქალდველს, ჯერ მაგნუმში ნახე, მართალია კაიხნისწინ ვნახე და შეიძLება უკვე გაყიდეს, მაგრამ მაინც გაიარე და ადგილზე ნახე.
tengo
ja_ja
მადლობა, მაგნუმში აუცილებლად ვნახავ სანამ შეკვეთას გადავწყვიტავ, მაგრამ ამ ორიდან მაინც უპირატესობას რომელს მიანიჭებდი(მიუხედავად იმისა რომ ამათგან არცერტს არ აიღებდი).
ja_ja
tengo
ციტატა(tengo @ 6th November 2011 - 01:01 PM) *
მიუხედავად იმისა რომ ამათგან არცერტს არ აიღებდი

მეტი რაღა უნდა ვთქვა smile.gif, თავიდან როდესაც გაგებაში არ ვიყავი UTG-ს 19$-იანი ბიპოდიც, კი შედევრად მიმაჩნდა, ახლა კი....
norica_dragon
ციტატა(ja_ja @ Nov 6 2011, 01:35 PM) *
tengo

მეტი რაღა უნდა ვთქვა smile.gif, თავიდან როდესაც გაგებაში არ ვიყავი UTG-ს 19$-იანი ბიპოდიც, კი შედევრად მიმაჩნდა, ახლა კი....



ცუდია თუ?? smile.gif
ja_ja
norica_dragon
იყიდე და ნახავ, გინდა ეგ ბიპოდი გქონია და გინდა ის მაგიდა ბოლო გასვლაზე რომ იყო biggrin.gif
tengo
ციტატა(ja_ja @ 6th November 2011 - 09:18 PM) *
იყიდე და ნახავ, გინდა ეგ ბიპოდი გქონია და გინდა ის მაგიდა ბოლო გასვლაზე რომ იყო

rofl.gif rofl.gif rofl.gif rofl.gif rofl.gif rofl.gif
ja_ja
tengo
შენ არ იყავი იმ გასვლაზე biggrin.gif, რომ ყიფილიყავი 4-ჯერ მეტ სმაილიკს დაწერდი biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

გარე კაფეებში რომ არის ხოლმე, კოკაკოლას მრგვალი პლასტიკატის მაგიდა, ყველა მხარეს რომ იკოჩებს, ყანყალებს და..... ნუ მოკლედ მგონი მიხვდი რომელზე ვამბობ smile.gif აბა ახლა თავიდან დაწერე სმაილიკები biggrin.gif
tengo
ციტატა(ja_ja @ 6th November 2011 - 11:54 PM) *
გარე კაფეებში რომ არის ხოლმე, კოკაკოლას მრგვალი პლასტიკატის მაგიდა, ყველა მხარეს რომ იკოჩებს, ყანყალებს და..... ნუ მოკლედ მგონი მიხვდი რომელზე ვამბობ აბა ახლა თავიდან დაწერე სმაილიკები

მივხვდი რაზეც არის საუბარი, მაგრამ მანამდე იმდენი ვიცინე რომ მეტი არ შემიძლია, მუცლის კუნთები მაქვს დაჭიმული biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
tengo
თუ შეგიძლიათ გთხოვთ გამარკვიოთ.
მოკლედ გუშინ დავიწყე " ოპტიკ პლანეტიდან" ბიპოდის გამოწერა, როცა გადახდას დავაჭირე , ჩერეზ ამაზონითაც გაიჩითა (როგორც პირამიდზეა).
უფასო შიპინგი ქონდა: Free UPS Ground Shipping, რომელიც მიუთითე გადახდისას და გადავიხადე, როგორც წესი მეილზე მივიღე შეტყობინება და მადლობები. აგერ ორდერის ასლიცც: მაგრამ თანხა აქვთ ბლოკირებული და არა აქვთ ეხლაც ჩამოჭრილი.
Account Activity> Order Details


Order placed: November 8, 2011
Order number: 102-6688842-7397027
Order Total: $42.99



Order Details


Shipping Address:
000000000000000
1936 McDonald Ave
G00489
BROOKLYN,, NY 11223

Shipping Speed:
UPS Ground



--------------------------------------------------------------------------------
Items Ordered Price
1 of Champion Traps and Targets Rock Mount Pivot Bi-Pods 6 - 9 Inches
Sold by: OpticsPlanet, Inc. ( seller profile ) $42.99




--------------------------------------------------------------------------------
Item(s) Subtotal: $42.99
-----
Total Before Tax: $42.99
Estimated Tax: $0.00
-----
Total for this shipment: $42.99
-----





Your feedback for OpticsPlanet, Inc. about this order


This open order is not yet eligible for feedback.









Payment Information


Item(s) Subtotal: $42.99
-----
Total Before Tax: $42.99
Estimated Tax: $0.00
-----
Total for this shipment: $42.99
-----


Payment Method:
AmericanExpress | Last 4 digits:0000



Billing Address:
000000000000
1936 McDonald Ave
G00489
BROOKLYN, NY 11223
gregory
tengo
და რა მერე? აცალე 1-2 დღე
ja_ja
tengo
თენგო შემდეგში რომ დააკოპირებ, ჯობია სურათი ჩასვა, მეორეცესერთი თუ ტექსტად სვავ, შეამცირე რა... რათ უნდა ამოდენა დაცილებები ტექსტებს შორის?

დალშე დაკვეთას რაც შეეხება... სტატუსი გადაამოწმე თვიოთონ ოპტიკპლანეტზე, და სხვა რა გზა გაქვს დაელოდე, შეიძLება ჯერ არ აგზავნიან და ამიტომაც ჯერ თანხა არ ჩამოგაჭრეს, თუმცა ამაზონ ჩეკაუტით გადახდისას ტანხა მომენტალურად იჭრება ხოლმე....

P.S. ბარათი დაბლოკილი ხომ არ გაქვს?
kaka8079
tengo
წესით ჯერ 1$ უნდა ცამოეჭრა ამაზომს,ეგეც არ ჩამოუჭრია?
tengo
ციტატა(ja_ja @ 9th November 2011 - 02:43 PM) *
თენგო შემდეგში რომ დააკოპირებ, ჯობია სურათი ჩასვა, მეორეცესერთი თუ ტექსტად სვავ, შეამცირე რა... რათ უნდა ამოდენა დაცილებები ტექსტებს შორის

სურათად მინდოდა მაგრამ ვერ ჩავსი და კოპირების დროს თვითონ გააკეთა ასე გაშლილად.
ციტატა(ja_ja @ 9th November 2011 - 02:43 PM) *
P.S. ბარათი დაბლოკილი ხომ არ გაქვს?

დაბლოკილი როგორ? ვსარგებლობ ბარათით , ეხლა შევიძინე აფთიაქში წამლები.

ციტატა(gregory @ 9th November 2011 - 01:34 PM) *
და რა მერე? აცალე 1-2 დღე

სხვა რა გზა მაქვს ,დაველოდები.
tengo
ციტატა(kaka8079 @ Nov 9 2011, 02:45 PM) *
tengo
წესით ჯერ 1$ უნდა ცამოეჭრა ამაზომს,ეგეც არ ჩამოუჭრია?

არ ვიცი ეხლა გავარკვევ ბანკში.
ja_ja
kaka8079
ციტატა(kaka8079 @ 9th November 2011 - 03:45 PM) *
წესით ჯერ 1$ უნდა ცამოეჭრა ამაზომს,ეგეც არ ჩამოუჭრია?

არა, ამაზონ ჩეკაუტის დროს ცალკე 1$-ს აღარ ბლოკავს ამაზონი
პირდაპირ მთლიან ტანხას ბლოკავს
tengo
ეხლა ბანკს ველაპარაკე და მითხრეს რომ ამაზონს დაბლოკილი აქვსო 1$ და 42$ , თანხა ჩამოიჭრებაო მის შემდეგ, როგორც კი მივიღებთო ამაზონიდან პასუხს. ( ამჟამად ეს თანხა, ჩემს ბარათზე რიცხულ თანხას გამოაკლდა).
ja_ja
tengo
ნუ ესეიგი დაცდა უნდოდა, თუმცა 1$ რატომაა დაბლოკილი ვერ გამიგია....
tengo
აქ ხომ არ არის ჩემგან რამე შესავსები?

https://payments.amazon.com/sdui/sdui/overview
ja_ja
tengo
მაგ ლინკს ტყუილა აგდებ ეგ მხოლოდ შენს პირად ანგარიშზე მოქმედებს, ჩვენ მაგას ვერ დავინახავთ, ასე რომ სურათი დააგდე
tengo
ციტატა(ja_ja @ 9th November 2011 - 03:44 PM) *
tengo
მაგ ლინკს ტყუილა აგდებ ეგ მხოლოდ შენს პირად ანგარიშზე მოქმედებს, ჩვენ მაგას ვერ დავინახავთ, ასე რომ სურათი დააგდე

ja_ja
არ ვიცი როგორ დავდო გვერდის სურათი. სურათის ჩასმას ვეცადე მაგრამ არ გამომდის.( როგორც ინტერნეტიდან იდება ხოლმე) წერს დიდი ფორმატი არისო.
ja_ja
tengo
და შენც სურათის ლინკი დააგდე...

თუმცა არანაირად არ უნდა წერდეს რომ დიდი სურათიაო, თვითონ აპატარავების ფორუმი დიდ სურათს...

P.S. აგერ გრიშამ გვერდითა თემაში ვეებერთელა სურათი ჩააგდო... არანაირი შეზღუდვები არ არსებობს
tengo
gregory
ja_ja
მგონი გამოვიდა. უღრმესი მადლობა, გაგაწვალეთ ამსაღამოს.


ამაზე ვამბობდი, ხომ არაა შესავსები?
kaka8079
სურათის ჩასმა კი გამოგივიდა მაგრამ ა მაინც არ ჩანს ჩამოგეჭრა თუ არა ის თანხა რაც უნდა ჩამოჭრილიყო.თუ განგებ არ აჩენ ეგ უკვე შენი ნებააა.
tengo
პირველზე ბოლომდე არ ჩანს, შეცვლა ვერ მოვასწარი.

თანხა ჩემი აგარიშიდან ჩამოჭრილია, მაგრამ ბანკს არა აქვს ჯერ გადარიცხული.
kaka8079
მოუჭრია ხო?ჩემთანაც მგონი ეგრე ეწერა.
ja_ja
tengo
არაფერი არაა შესავსები, დაანებე ტავი ყველაფერი რიგზეა


მაგ გვერდზე არის შენი ექაუნთის აქტიურობა, ამა და ამ თარიღიდან, ამა და ამ თარიღამდე და ვსიო... დაიკიდე არაფერი არაა შესავსები.

წავედი ახლა დანარჩენ დომფხალს მივაშლი

P.S.
ციტატა(tengo @ 9th November 2011 - 10:49 PM) *
ეს კლავიშები : Control + V სადაა?

ეგეთი რამ მეორედ არ დაწერო biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif გვარცხვენ რაიონული მაშტაბით.
tengo
ციტატა(ja_ja @ Nov 9 2011, 10:42 PM) *
tengo
არაფერი არაა შესავსები, დაანებე ტავი ყველაფერი რიგზეა


მაგ გვერდზე არის შენი ექაუნთის აქტიურობა, ამა და ამ თარიღიდან, ამა და ამ თარიღამდე და ვსიო... დაიკიდე არაფერი არაა შესავსები.

წავედი ახლა დანარჩენ დომფხალს მივაშლი

P.S.

ეგეთი რამ მეორედ არ დაწერო biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif გვარცხვენ რაიონული მაშტაბით.

აწი კანეშნო, ვიცი და რაფერ დავწერ biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif კიდევ ერთხელ დიდი მადლობა.
tengo
ja_ja
კიდევ ერთი წერილი გამომიგზავნა ამწუთას" ოპტიკ-პლანეტამ"
არაფრის შეცვლას არ ვაპირებ და უნდა მივწერო თუ არაა საჭირო, ხომ არ შეაყოვნებენ ვითომ?
We will email you the tracking number(s) associated with this order once it is shipped.

Please note that while our normal processing time for most orders is 1-2 business days, most in-stock orders are processed and shipped within hours. If you need to make any urgent changes to your order, please immediately contact us at (847) 513-6201 during business hours 8AM-9PM CST Mon-Fri, 9AM-5PM CST Sat-Sun. For all other changes, please call or contact us by e-mail at Channels@OpticsPlanet.com.

If no changes are necessary, you can check the status of your order at http://www.opticsplanet.net/orderstatus.html. Please note that your order may not appear in the Order Status system for at least 24 hours after you have placed your order.

Thanks again for choosing OpticsPlanet.com! We do appreciate your business!
trigger
ალბათ თანხა არ იყო საკმარისი იმ დროს როცა შეუკვეთე, და რო განაახლე ჩეკაუტი 1 დოლარი მაგიტომ აიგეს, ან გააუქმე ორდერი ყიდვამდე(ხო არ გათიშე ჩეკაუთამდე საიტი) და მაგიტომ ჯარიმის სახით იღებენხომე
tengo
სტატუსის შემოწმებისას გაიხსნა ეს გვერდი:
ორდერის ნომერი გასაგებია, მაგრამ ზიპ კოდი რაა?

ციტატა(trigger @ 9th November 2011 - 11:26 PM) *
ალბათ თანხა არ იყო საკმარისი იმ დროს როცა შეუკვეთე, და რო განაახლე ჩეკაუტი 1 დოლარი მაგიტომ აიგეს, ან გააუქმე ორდერი ყიდვამდე(ხო არ გათიშე ჩეკაუთამდე საიტი) და მაგიტომ ჯარიმის სახით იღებენხომე

თანხა საკმარისი იყო, გათიშვით არ ვიცი შეიძლება გავთიშე კიდევაც.
trigger
რო დარეგისტრირდი რისი ზიპ კოდიც ცჰაწერე ეგ სცადე მანდ? 11223 მგონი ეს იყო ხო?
kaka8079
კი ეგ ზიპ კოდი უნდა ჩაწერო ტენგო.11223
tengo
ციტატა(trigger @ Nov 9 2011, 11:35 PM) *
რო დარეგისტრირდი რისი ზიპ კოდიც ცჰაწერე ეგ სცადე მანდ? 11223 მგონი ეს იყო ხო?

მოკლედ ჩავწერე კოდი და ორდერის ნომერი ,გაიხსნა გვერდი სადაც მითითებულია ტრექინგის ნომერიც. აწი დავაკვირდები თუ რა შეიცვლება.
ja_ja
trigger
ციტატა(trigger @ 10th November 2011 - 12:26 AM) *
ალბათ თანხა არ იყო საკმარისი იმ დროს როცა შეუკვეთე

და სად წერია ეგეთი რამ? ან რომ რაიმე პრობლემაა? უბრალოთ მოიწერეს რომ დაგიმეილებთ როგორც კი დავშიპავთ საქონელსო, მანამდე კი თუ გაინტერესებს შენი დაკვეთის სტატუსი შედი ამ გვერდზე და ორდერის, ანუ დაკვეთის ნომრით როცა გინდა მაშIნ ნახე რა სტადიაშია დაკვეთაო.

tengo
ნუ უკვე მიგიგნია და არარ ავხსნი დანარჩენს smile.gif

აწი შენი ასახსენელი იქნება რომ ჩამოვა, რა არის და რამდენად ამართლებს...
tengo

ციტატა(ja_ja @ 10th November 2011 - 12:51 AM) *
tengo
ნუ უკვე მიგიგნია და არარ ავხსნი დანარჩენს

აწი შენი ასახსენელი იქნება რომ ჩამოვა, რა არის და რამდენად ამართლებს...

ტყვილად ვნერვიულობდი, როგორც ეწერათ 2 დღეში ვაბარებთო , ამდილით ვნახე რომ 11 -ში დღის ბოლოს ჩავაბარებთო.
რომ ჩამოვა ვნახოთ ღირდა თუ არა გარისკვა.
ja_ja
თუ არ შეწუხდები ,ეს თემა ზედმეტებისგან გასწმენდია.
tengo
მოკლეთ ჩემი ბიპოდი დღეს ჩააბარეს (Brooklyn, NY, United States 11/11/2011 8:20 A.M. Out For Delivery ) როგორც ქონდათ მითითებული, მაგრამ კიდევ 10 დღე მომიწევს ლოდინი ,რადგანაც გამოგზავნა მომავალ პარასკევს იქნება ( გუშინ რომ მიეტანათ დღეს გამოუშვებდნენ,კვირაში ერთი რეისი აქვთ)
ja_ja
tengo
ციტატა(tengo @ 11th November 2011 - 06:49 PM) *
მაგრამ კიდევ 10 დღე მომიწევს ლოდინი

მგონი მეტი... იქეთა პარასკევს დაიძრება თბილისისკენ, ხოლო გზაში კიდევ ლამის 1 კვირას გაატარებს...
tengo
მოკლედ ბევრი ლოდინის შემდეგ ,დღეს ავიღე ჩემი ბიპოდი. მინდა ავღნიშნო რომნ ხარისხით კმაყოფილი ვარ. მართალია შედარებას ჰარისის ბიპოდთან ვერ ვაკეთებ ,მაგრამ ყველაფერი გავსინჯე რასაც შეიძლება ყანყალი გამოეწვია , ნამდვილად ყველაფერი კარგად და ხარისხიანად არის გაკეთებული, ჰორიზონტალური გადახრების ფიქსატორიც მსუბუქია და მყარად აფიქსირებს. ელექტრო სასწორზე ავწონე და არის 400 გრამი.
მოკლედ ამ ბიპოდს რეკომენდაციას ვუწევ ,ფასთან შედარებით ხარისხი მშვენიერია. აგერ სურათებიც:






ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2025 Invision Power Services, Inc.