დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: system high temperature grease
Georgian Airgunners Portal > ყიდვა-გაყიდვა > გავყიდი
EnDeL
მარკეტზე მაქვს დადებული და აქაც იყოს იქნებ ვინმეს დაჭირდეს.. ლინკს ჩავსვავ რო ტექსტი კიდევ არ ვაკოპირო..

http://mymarket.ge/product_info.php?type_i...duct_id=1707643


ხო მართლა 1 ცალს დაგითმობთ იმდენად რამდენიც დაჯდა იტალიაში რეალურად... (25 ლარი)

მარკეტზე კი მიწერია მაგრამ კიდევ ერთხელ დავწერ რომ შემდეგ უხერხული მდგომარეობა არ შეიქმნას:

არ გამოადგებათ ზამბარდგუშიანი პნევმატიკის მფლობელებს დეკონსერვაციისთვის. მე თვითონ გამოვცადე და მივიღე დიზელის ეფექტი... sad.gif
doctor
ციტატა(EnDeL @ Oct 4 2011, 03:51 PM) *
მარკეტზე მაქვს დადებული და აქაც იყოს იქნებ ვინმეს დაჭირდეს.. ლინკს ჩავსვავ რო ტექსტი კიდევ არ ვაკოპირო..

http://mymarket.ge/product_info.php?type_i...duct_id=1707643


ხო მართლა 1 ცალს დაგითმობთ იმდენად რამდენიც დაჯდა იტალიაში რეალურად... (25 ლარი)

მარკეტზე კი მიწერია მაგრამ კიდევ ერთხელ დავწერ რომ შემდეგ უხერხული მდგომარეობა არ შეიქმნას:

არ გამოადგებათ ზამბარდგუშიანი პნევმატიკის მფლობელებს დეკონსერვაციისთვის. მე თვითონ გამოვცადე და მივიღე დიზელის ეფექტი... sad.gif


რამდენად ვარგისია ბენჯიკას ნასოსისთვის ???
nihontoman
EnDeL
არ გამოგადგა? არადა ისეთი მონაცემები უწერია, მაგისათვის არის ზედგამოჭრილი იდეაში... როგორ ჩაატარე დეკონსერვაცია? რამდენი წაუსვი სად და ა.შ.
EnDeL
doctor

სამწუხაროდ მაგ კითხვაზე პასუხს მე ვერ გაგცემ ალბათ ისინი შეძლებენ გიპასუხონ ვინც გრაფიტის ტაოტს იყენებენ თავიანთი ნასოსისთვის..


nihontoman

ჩემი ტერმინების ცოდნით რომ არ მოგხიბლოთ მკითხველები დავურთავ exploded views biggrin.gif




გრაფიტი წავუსვი III,IV,VI ნაწილებს... (ზამბარაზე არ დავინანე და აღმოჩნდა რომ დაახლოებით 50 ml დავხარჯე ერთ დეკონსერვაციაზე... biggrin.gif ) ხო მართლა იმავე ფირმის სილიკონის ტაოტი მოვუსვი მანჟეტს და XIX ნაწილს (შაიბებს)

ვისროლე რამდენიმე ტყვია მსუბუქი ჯსბ და კვამლი დარჩა ლულაში.. მერე მძიმეები ვისროლე დაახლოებით 10 ტყვია და მაინც იგივე შედეგი იყო... მომიწია ისევ დაშლა.. კარგად გავწმინდე და მანჟეტი გადარჩენილი დამხვდა... ეხლა სილიკონი მაქვს მარტო მანჟეტზე გარშემო წასმული და მშვენივრად გრძნობს თავს... არც ხელში მიხტუნავს თოფი და არც ვიბრაცია მიშლის დიდად ხელს 40-50 მეტრში...
gigi30
გრაფიტის "ტაოტი", მე რამდენადაც მახსოვს, ნავთობპროდუქტს არ უნდა შეიცავდეს(მას ჩრდილოეთის ძალიან დაბალ უარყოფით ტემპერატურაზე იყენებენ იარაღის "დასაზეთად" რადგან, ნავთობპროდუქტისგან განსხვავებით, ნაკლებად იცვლის ფიზიკურ მდგომარეობას ტ-რის ცვლილებისას).
ja_ja
EnDeL
ციტატა(endel @ 4th October 2011 - 08:53 PM) *
ალბათ ისინი შეძლებენ გიპასუხონ ვინც გრაფიტის ტაოტს იყენებენ თავიანთი ნასოსისთვის..

ეგეთ რამეს მემგონი არავინ არ იყენებს ნასოსში, საიდან ან ვის დასკვნებზე დაყრდნობით თვლი ან წერ რომ ვინმე გრაფიტის ტაორს იყენებს ნასოსებში????


gigi30
ციტატა(gigi30 @ 4th October 2011 - 10:23 PM) *
გრაფიტის "ტაოტი", მე რამდენადაც მახსოვს, ნავთობპროდუქტს არ უნდა შეიცავდეს

ეგეც არასწორეა, რადგანაც გრაფიტის ტაოტი, რამდენიმე სახის არსებობს, უმეტესობა სწორედ ნავთობპროდუქტი ბაზაზეა დამზადებული.

შემეცნებისთვის
გრაფიტის ტაორს, პნევმატიკაში ვიყენებთ ისეთ ადგილებზე სადაც არ ხდება სითბოს ზრდა, ასევე არ ვიყენებთ რეზერვუარის შიდა კამერებში, დგუშის ადგილზე, აქ გრაფიტს არაფერი ესაქმება რამდენიმე მიზეზის გამო, პირველი გააჩნია რომელი ტაოტია და შესაბამისად არ უნდა იყოს ნავთობპროდუქტზე დამზადებული, მეორე გრაფიტი თავის მხრივ ჭუჭყიანია და დასვრის ყველაფერს, თუ ისეთი ადგილია სადაც ჰაერი მოძრაობს დროთა განმავლობაში შეიძLება სადმე რაიმე გაჭედოს... და ასე შემდეგ.

გრაფიტის ტაოტი გამოიყენება პნევმატიკაში მხოლოდ ისეთ ადგილებში სადაც ლითონის ზედაპირი ლითონის ზედაპირსვე ეხება, მაგალიტად PCP-ში ეს არის ხშირად მიმწოდებელი, ამ ადგილზე ჰაერი არ მოძრაობს და შედეგად არსად გადატანილი არ იქნება, სამაგიეროდ ლითონის ზედაპირებს შOრის ხახუნის კოეფიციენტი მინიმუმამდე დაიყვანება.

ზ.დ.პ-ში გრაფიტის ტაოტი მაგალიტად შეიძლება გამოყენებული იყოს ლულის გადატეხვის მუხლში, სადაც ლულის ტანი ტრიალებს ვინტის ღერძზე, რომ ხახუნი ისევ შემცირებული იყოს, თუ ზ.დ.პ არის IJ-60-ის ვარიანტის და ბერკეტი აქვს გადასატენად, აი სადაც ბერკეტი მოძრაობს იქაც შეიძლება მისი გამოყენება, თუ სადმე ეს ბერკეტი მოძრაობისას ლითონის ზედაპირს ეხება და ასე შემდეგ.

ჩემთვის მხოლოდ ერთადერთი გრაფიტის ტაოტია ცნობილი HW-ის რომელიც გამოიყენება ზ.დ.პ კლასის პნევმატიკაში ისიც ზამვარის დასაზეთად რომ შეკუმშვა გამოკუმშვისას ცილინდრის ზედაპირზე ხახუნისას ნაკლები ცვეთა იყოს. სხვა რადი პონტა არსებული გრაფიტის ტაოტები ასე ს ბუხტი ბარახტი ზ.დ.პ-ში არ გამოიყენება.
EnDeL
ja_ja


მახსოვდა რომ ადრე მითხარი ჩემს ნასოსებზე გრაფიტს ვხმარობო და ვიფიქრე შესაძლებელია სხვებიც იყენებენთქო smile.gif

თუ რამე არასწორად მახსოვს იზვინიაიუს smile.gif
ja_ja
EnDeL
ციტატა(endel @ 5th October 2011 - 12:37 AM) *
მახსოვდა რომ ადრე მითხარი ჩემს ნასოსებზე გრაფიტს ვხმარობო

ნუ მე ცხოვრებაში არ გამომიყენებია ნასოსზე გრაფიტის ტაოტი, შეიძლება რაღაც სხვაზე ვსაუბრობდით, ნასოსიც ნახსენები იყო და შენ რაცხვა სხვანაირად გაიგე...

ნასოსში გრაფიტის ტაოტის გამოყენება სულ რამდენიმე ადგილზე შეიძლება და ისიც შიგნით არცერთი ადგილი არაა, ანუ სახელურის დასამაგრებელ ადგილზე, ვინტებს შეიძლება წვერზე წაუსვა და ისე ჩახრახნო რომ არ ჩააკვდეს დროთა განმავლობაში, და კისევ ფეხის სადგამის ვინტებზეც შეიძლება იგივე მიზეზით გრაფიტის ტაოტის გამოყენება

სხვაგან - განსაკუთრებით შიგნით გრაფიტის ტაოტი საჭირო არ არის, განსაკუთრებით იმ მარტივი მიზეზის გამო რომ შიგნით ნასოსში ლითონის დეტალები ლითონს არ ეხება, ყველგან ლითონის დეტალები რეზინის რგოლებზე დასრიალებს და შესაბამისად გრაფიტის ტაოტის აზრი უკვე იკარგება, სხვა ასევთქვათ "პაბოჩნი" ეფექტებზე რომ აღარაფერი ვთქვათ.
ja_ja
როგორც გავიგე გაიყიდა ეს ტაოტი ასე რომ თემას ვხურავ.
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2025 Invision Power Services, Inc.