დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: სად შევიძინო Centrpoint-ის ოპტიკები
Georgian Airgunners Portal > პნევმატური იარაღი > ზამბარ-დგუშიანი პნევმატიკა
ხ.მ.ე.ლ.ო
ხალხო, აი ესეთი CENTER POINT-ის ამერიკული ოპტიკები, სად შეიძლება შეიძინოს კაცმა?

მაგალითად აი ეს Adventure Class 4-16x40mm




ან აი ასეთი Adventure Class 3-9x50mm




ja_ja
ხ.მ.ე.ლ.ო
ჯერესერთი შენი პოსტი ჩავასწორე, შემდეგში შეეცადე ისეთივე პოსტი დააგდო როგორც მე გავაფორმე (სატაურიც შევუცვალე თემას, თორემ წეღან რაცხა ნიტო ეწერა), უფრო ინფორმაციულია და ზედმეტად Download-ები არ წერია და გაუგებარი Gif ფაილების ლინკები არაა პოსტში

მეორეცესერთი რადიკალურად სხვადასხვა ოპტიკები გაქვს ამორჩეული, ერთი არის ცვლადი ჯერადობით 4-16, მეორე კი ცვლადი ჯერადობით 3-9.

მეორე არის სუფთა სანადირო ანუ 3-9x50-იანი რომელიც არის, აი მეორე კი .. ნუ ცოტა პრეტენზია აქვს ქაღალდზე სროლისთვის თავისი მაქსიმლაური ჯერადობით 4-16. მაქსიმლაურ ჯერადობას ანუ 16-ს ნადირობისას ვერ გამოიყენებ, გაგიჭირდება პატარა ხედვითი არეალის გამო უცებ სამიზნის მოძებნა ბუჩქებში ხეზე, მავთულზე თუ მინდორში. ქაღალდზე მაქსიმუმ 20-25 მეტრზე გაიქაჩო. 50-ზე კი შეიძLება რაღაც პრეტენზია განაცხადო, მაგრამ სხვის ოპტიკას რომ დაინახავ მეტი ჯერადობით მიხვდები რომ 50-მეტრზე მოგების შანსი არ გქონდა (მიზანში მოხვედრა გარკვეული ფულების დაგროვება ბაზარი არაა, მაგრამ პირველ სამეუკზე ძნელია მაგ ჯერადობით გაიქაჩო).

გარდა ამისა ყიდვა საქართველოშI მაგ ოპტიკების არ გამოგივა, ჯერესერთი არ იყიდება აქ, მეორეცესერთი ძვირი იქნება. საუკეთესო გამოსავალია Amazon.com

პირველი შეგიძლია ამ ლინკზე იყიდო, მეორე კი არის აი ამ ლინკზე

წონით მგონი 1 კილომდეა შეფუთილი ასე რომ ჩამოტანას კიდევ 8$ დაემატება.

გარდა ამისა არ დაგავიწყდეს დაგჭირდება შესაბამისი რინგებიც. ჯერ ის დაწერე შენ რა თოფზე აყენებ და რა სამაგრები გჭირდება. მილი ისედაც ვიცით მაგ ოპტიკებს 1"-იანი მილი აქვთ, სიმაღლით 50-იანისთვის გარანტირებულად High პროფილის რინგები გინდა, 40-იანისთვის შეგიძლია Medium-ი დაითრიო, მაგრამ მაინც High ჯობია იყიდო. დაგრჩა გასარკვევ Dovetail-ის სამაგრი გჭირდება თუ Weaver-ის.
ხ.მ.ე.ლ.ო
მადლობ ჯა-ჯა შესწორებისთვის, გაგიკვირდება და ამის დაყენება მინდა Remington Summit-ზე (პრინციპში არცაა გასაკვირი) მინდა იმისათვის რომ აქვს უპირატესობა, რადგან განათება აქვს, მაგიტომ მინდა. და რაც შეეხება ჯამურ ფასს, სულ დაახლოებით რამდენი დამიჯდება? რინგები არ მინდა აქ მოვახერხებ რამეს,. ვიცი სადაც იყიდება smile.gif ხო და ისიც მაინტერესებს თუ იცი smile.gif შეკვეთიდან რამდენ ხანში ჩამოვა?
kaka8079
ხ.მ.ე.ლ.ო
ბარემ ლიპერსი იყიდე თან 24xჯერადობითაა ხარისხით კიდევ ერთი და იგივეა და ფასში სხვაობა არის მხოლოდ 9$,მე პირადად მაქ ეგ ოპტიკა და არაუშავს რა მიზანშიც ვისვრი და ნადირობასაც ვახერხებ საკმაოდ შედეგიანად,თან თბილისამდე ჩამოტანიანად დაჯდეს მაქსიმუმ 100$, დაახლოებით 10 დღეშიც ჩამოვა მე ჩემი რჩევა მოგეცი არჩევანი შენზეა.
ხ.მ.ე.ლ.ო
აბა მაგ ოპტიკის ლინკები ამიტვირთე, მაინტერესებს რაზე ამბობ.
WARNer brother
ხ.მ.ე.ლ.ო
მართალს გეუბნება რო იცოდე ცენტრ პოინტი არი ლიპერსის კლონები
ხ.მ.ე.ლ.ო
ხოო, ეგ მარტლაც ჯობია მაგრამმმ...... ფასი ცოტა მეძვირება, მაგდენიც არ მაქვს sad.gif
kaka8079
შენ თუ 16-იანი ჯერადობის ცენტრ პოინტის შეძენას აპირებ მაშინ დააკვირდი და დაინახავ რომ ფასს დაემატება შიდა ტრანსპორტირების 13$ და გამოდის78$ ხოლო ის რაც მე გირჩევ ღირს 88$ და აქვს უფასო შიდა შიპინგი ასე რომ შენ მხოლოდ 10 დოლარით მეტის გადახდა მოგიწევს რაც მგონი არაფერს არ ნიშნავს.
ხ.მ.ე.ლ.ო
კარგით, გასაგებია, რჩევისთვის ყველას მადლობა smile.gifsmile.gifsmile.gif
ხ.მ.ე.ლ.ო
და რა მაინტერესებს, ლინდაგი რომ ადგას იარაღს , რა უპირატესობა აქვს, ორი ხაზის ჩრილიც ხომ საკმარისია? რომელსაც ადგას http://iaragi.ge/nitronp-in-geo.html და რომელსაც არ ადგას http://iaragi.ge/summit-in-geo.html

ანუ ამაზე მაქ საუბარი http://www.crosman.com/optics/rings/BPARS
ja_ja
ხ.მ.ე.ლ.ო
რელსი ატრის წიწერის პლანკა გარანტირებულად. აი პლანკის გარეშე ვივერის პნლანკაზეა ჭრილები თუ 11 მილიმეტრიანი მერცხლის კუდზე ეგ უკვე გასარკვევია

kaka8079
jjjjkki
ხალხნო!!!! რაის 24x რას ეკაიფებით ამ ადამიანს? სუმიტზე რათ უნდა 24X? არ მითხრათ ახლა სპორტული შედეგებისთვისო!!!

ტყუილა დაუმძიმებთ თოფს. აზრი არ აქვს ნუ აგიჟებთ ამ კაცს, საეროდ 16x-იც არაა საჭირო 9x არის მგონი ამგისთვის მაქსიმუმი. არ არის ეგ თოფი სპორტული. ბუნებაშI კი 24x ვერ გამოიყენებს, ჯერესერთი პარალაქსი 10 მეტრიდან ექნება, მეორეცესერთი დიდია და დიდი ჯერაობა აქვს, ახლო მანძილზე ვერაფერს დაუმიზნებს, ხის ტოტზე რაიმეს მოძებნა კი წამება იქნება.

ეგრე თქვენი ლოგიკით რომ მიყვეთ ბარემ 10-40x60-იანს იყიდის სადღაც 130-150$ ბარემ დაუმატოს და მორჩა საქმე, მაგრამ რაში გამოიყენებს?

პირველი კითხვა ყოველთვის არის რისთვის უნდა კაცს, მეორე არის რამდენის დახარჯვა უნდა, და მერე არის დანარჩენი, თქვენ ჯერ დანარჩენით იწყებთ (ფირმა, ჯერადობა და ასე შედმეგ) და მერე დახვალთ ალბათ იმ ფაქტზე რომ ეს კაცი სიტყვაზე 50$-ზე მეტს ვერ იხდის და პლიუს სულაც სახლშI ოთახიდან ოთახში სასროლ მანძილისთვის უნდა ოპტიკა.
WARNer brother
ja_ja
არა ჯაჯა მე უბრლოდ ლიპერსი ვურჩიე და არა ხ24
ხ.მ.ე.ლ.ო
გასაგებია, მადლობთ ყველას რჩევისთვის... ჯაჯა დახურეთ ეს თემა. wink.gif
ja_ja
ხ.მ.ე.ლ.ო
ციტატა(ხ.მ.ე.ლ.ო @ 25th September 2011 - 07:19 PM) *
ჯაჯა დახურეთ ეს თემა

სლუშაიუს ი პავინუიუს smile.gif

P.S ისე მოდერატორები სადა მყავს კაცო, ყველა თემის დახურვა გასუფთავება გასწორებაზე მე რომ ვჩალიჩობ biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
kaka8079
ja_ja
მძინარა დედოფალი თავად დაარქვი მაგ კაცს და ძინავ კიდეც ალბათ.
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.