doctor
Sep 25 2011, 10:42 AM
www.amazon.com/BRESSER-Bresser%C2%AE-Range-Finder-800/dp/B002ZCBIYS/ref=sr_1_1?ie=UTF8&qid=1316935311&sr=8-1
ნახეთ აბა და დაწერეთ მოსაზრებები. მე პირადად ბრესერის ღამის ხედვის მონოკლი მაქვს და საკმაოდ ხარისხიანია.
kaka8079
Sep 25 2011, 11:05 AM
მე მაქ ეგ მანძილმზომო ნუ არაუშავს რა თავის საქმეს კი აკეთებს სიზუსტეც აქვს რადგან უკეტესი ხარისხის დევაისს შევადარე და იგივე მანძილი მიჩვენა რაც სხვამ,უბრალოდ ის არ მომწონს რომ დასამიზნებლად ჯვრის ნაცვლად აქვს პატარა წრე,მოკლედ დიდი არაფერია მაგრამ თავის საქმეს გააკეთებს მაინც.
doctor
Sep 25 2011, 11:35 AM
ციტატა(kaka8079 @ Sep 25 2011, 12:05 PM)

მე მაქ ეგ მანძილმზომო ნუ არაუშავს რა თავის საქმეს კი აკეთებს სიზუსტეც აქვს რადგან უკეტესი ხარისხის დევაისს შევადარე და იგივე მანძილი მიჩვენა რაც სხვამ,უბრალოდ ის არ მომწონს რომ დასამიზნებლად ჯვრის ნაცვლად აქვს პატარა წრე,მოკლედ დიდი არაფერია მაგრამ თავის საქმეს გააკეთებს მაინც.
ერთადერთი რაც მინდა მანძილი მაჩვენოს 15 მეტრიდან 300 მერტამდე , თან მზეში და წვიმაში ერთნაირი სიზუსტით დანარჩენი დიდად არ მაღელვებს.
ხო მართლა ბატარეა რამდენ ხანს ძლებს ?
ja_ja
Sep 25 2011, 12:58 PM
ციტატა(doctor @ 25th September 2011 - 12:35 PM)

თან მზეში და წვიმაში ერთნაირი სიზუსტით დანარჩენი დიდად არ მაღელვებს.
წვიმა და ნისლი საერთოდ მანძილმზომებისთვსი გარკვეულ პრობლემას წარმოქმნის, თუ ნაწილაკები ბევრია და მჭიდროთაა შეიძლება სხივი სულ სხვა მანძილიდან დააბრუნოს და.... ასე რომ მაინცა და მაინც ნისლისა და წვიმისათვის არ იქმნება მანძილმზომები, ყოველ შემთხვევაში იმ კლასის რასაც შენ უმიზნებ.
ერთადერთი დააკვირდი მუშაობის მანძილებს, კომენტარებში ერთერთი წერს რომ 50 იარდზე ახლო მანძილებს არ აჩვენებსო, აღწერაში ჯინაზე არ უწერია ამ მოწყობილობას მინიმუმ და მაქსიმუმ რა დისტანციებზე მუშაობს.
kaka8079
Sep 25 2011, 01:26 PM
გიო 10 მეტრსაც მშვენივრად ზომავს და მაგაზე ნაკლები რა საჭიროა,აი ბატარეა რაც შეეხება არც ვიცი რადგან ახალი ნაყიდი მაქ და სულ რამოდენიმეჯერ გამოვიყენე.
doctor
Sep 25 2011, 02:52 PM
ციტატა(ja_ja @ Sep 25 2011, 01:58 PM)

წვიმა და ნისლი საერთოდ მანძილმზომებისთვსი გარკვეულ პრობლემას წარმოქმნის, თუ ნაწილაკები ბევრია და მჭიდროთაა შეიძლება სხივი სულ სხვა მანძილიდან დააბრუნოს და.... ასე რომ მაინცა და მაინც ნისლისა და წვიმისათვის არ იქმნება მანძილმზომები, ყოველ შემთხვევაში იმ კლასის რასაც შენ უმიზნებ.
ერთადერთი დააკვირდი მუშაობის მანძილებს, კომენტარებში ერთერთი წერს რომ 50 იარდზე ახლო მანძილებს არ აჩვენებსო, აღწერაში ჯინაზე არ უწერია ამ მოწყობილობას მინიმუმ და მაქსიმუმ რა დისტანციებზე მუშაობს.
უწერია 6 იარდიდან 800 მდეო. კომენტარიც წავიკითხე (კაკრაზ წერდი ამასწინად ცუდი შეფასებები წაიკითხეთ პირველადო მეც მასე მოვიქეცი) და იმიტომ ვკითხულლობ.
kaka8079 ისე ძალიან მაინტერესებს მფრინავი იხვის ან მისი საძმაკაცოს სიმაღლის განსაზღვრა თუ შეუძლია ნახადუ (გაფრენილის) ?
ja_ja
Sep 25 2011, 02:52 PM
kaka8079 ციტატა(kaka8079 @ 25th September 2011 - 02:26 PM)

გიო 10 მეტრსაც მშვენივრად ზომავს და მაგაზე ნაკლები რა საჭიროა,
შენც ეგ მოდელი გაქვს? ნუ მაშIნ ნიხტ კითხვები, თუმცა ნორმალურ შემთხვევაში რაც ნაკელბია მით უკეთესი, ჩემი გოიმოპბა მაგალითად 4 მეტრიდან ზომავს
kaka8079
Sep 25 2011, 06:34 PM
გიო ზუსტად არ მახსოვს რა მანძილიდან იწყებს გაზომვას რადგან მარტლა ზალიან ცოტა ხანი მქონდა მეე პირად ხმარებაში დამრჩა მეგობართან და დრემდე იქ არის ნუ ცემს პატარა ოთახშიც ვცდილობდი მგონი მანძილი გაზომვას და თუ არ ვცდები იქაც ართმევდა თავს უბრალო ეგ ოტახი იმდენად პატრაა რომ ეგ მანძილი რომ დამეჭერა ალბათ არ დაიჯერებდიტ ხოდა მეც 10 მეტრი დავწერე რადგან მაგაზე ნაკლები რაღა გასაზომოა.
doctor
ნამდვილად შეძლებს თუ შენ შეძლებ ამის გაკეთებას,ლაზერის სხივისთვის ეგ პრობლემას არ წარმოადგენს აი ადამიანისათვის კი არც თი ისე ადვილი უნდა იყოს,ჯერ მანძილი გაზომოს გადამფრენი ფრინველისა და მერე ესროლოს მას.
Davitus
Sep 25 2011, 11:18 PM
kaka8079 აი ილარიონა ახერხებს ძმაო

ჩემი თვალი რომ არ მენახა არ დავიჯერებდი

იხვი რა ჩემი ფეხებია, კაჭკაჭის ხელა, მცირე ფრინველებს არ ზომავს რო

მაგრამ ეგ ბევრად ზუსტი მანძილმზომია
doctor
Sep 26 2011, 09:15 AM
ციტატა(Davitus @ Sep 26 2011, 12:18 AM)

kaka8079
მაგრამ ეგ ბევრად ზუსტი მანძილმზომია
რომელი ეგ ??? ილარიონასი თუ ბრესსერის ??
kaka8079
Sep 26 2011, 09:17 AM
doctor
ილარიონასი
ilariona
Sep 26 2011, 11:40 PM
უფრო ზუსტი ვიქნები და ნიკონის იყო ეგ მანძილმზომი და არა ილარიონასი

საკუთარი წარმოება ჯერ არ დამიწყია, თუნდაც ყველაფერი შესაძლებელია.
ახლა რაც შეეხება გაზომვას, ნუ მე და დავითუსა მართლაც ვაფიქსირებდით გადამფრენ კაჭკაჭებს სადღაც 100 მეტრზე რომ მიფრინავდნენ, მაგრამ ამ ნანძილმზომში ძალიან ბევრია გადახდილი (მე მართლა ვერ გავიმეტებდი მაგ თანხას), მაგრამ მე გამიმართლა და საჩუქრად მივიღე

და კიდევ ერთი რამ მაინტერესებს, რად გინდათ გადამფრენი ფრინველის დისტანციის გაზომვა? მე არაერთხელ მინადირია იხვზე და 100%-ით ვარ დარწმუნებული იმაში, რომ თუ გაზომვას მოასწერებ მერე სროლას ვეღარ მოასწერბ. იხვი ჩნდება და უცაბედად ჰქერება ჰორიზონტს. ასე რომ ეგ თემა მხოლოდ ფოტო მონადირეებს გამოადგებათ
ja_ja
Sep 27 2011, 12:12 AM
ilariona ციტატა(ilariona @ 27th September 2011 - 12:40 AM)

მე არაერთხელ მინადირია იხვზე და 100%-ით ვარ დარწმუნებული იმაში, რომ თუ გაზომვას მოასწერებ მერე სროლას ვეღარ მოასწერბ. იხვი ჩნდება და უცაბედად ჰქერება ჰორიზონტს. ასე რომ ეგ თემა მხოლოდ ფოტო მონადირეებს გამოადგებათ
კაცო შენა სნაიპერები როგრო მუშოაბენ არ გინახია? ნავოდჩიკი არ იცი ვინ არის
kaka8079
Sep 27 2011, 06:23 AM
doctor
Sep 27 2011, 08:22 AM
ilariona ციტატა
და კიდევ ერთი რამ მაინტერესებს, რად გინდათ გადამფრენი ფრინველის დისტანციის გაზომვა? მე არაერთხელ მინადირია იხვზე და 100%-ით ვარ დარწმუნებული იმაში, რომ თუ გაზომვას მოასწერებ მერე სროლას ვეღარ მოასწერბ. იხვი ჩნდება და უცაბედად ჰქერება ჰორიზონტს. ასე რომ ეგ თემა მხოლოდ ფოტო მონადირეებს გამოადგებათ
იხვს აქვს ერთი კარგი ჩვევა "სასირს" ვეძახით გურულები და ისე რა ქვია არ ვიცი , ერთი სიტყვით ტრიალებს ეს იხვი და დასაჯდომ ადგილს ზვერავს. ამ მომენტში დაკვირვება საკმაოდ დიდ სიამოვნებას მგვრის მე პირადად და ისიც თუ რა სიმაღლეზეა ზუსტად მეცოდინება თვალიც სწრაფად გავარჯიშდება (თუმცა რომც არ ვიცოდე მაინც ვისიამოვნებ

)
ja_ja ციტატა
კაცო შენა სნაიპერები როგრო მუშოაბენ არ გინახია? ნავოდჩიკი არ იცი ვინ არის
პრავილნო !
kaka8079 ციტატა
კარგით რა ნუ გადამრიეთ ახლა,რაღათ უნდა იხვია თუ რაცაა მაგამდე მანძილის გაზომვა,თუ ახალბედა ხარ შორიდანაც და ახლოდაც ესვრი,როგორც მე ვიქცეოდი მერე კი ნელა ნელა ეჩვევი მანძილებს და ეგაა,მომინდომეს აქ მანძიოლმზომით მანძილის გაზომვა მფინავ ობიექტამდე და პახოდუ სროლაც თუ არ ვცდები
რეალურად მჭირდება მანძილმზომი 70 მეტრს იქეთ მანძილისთვის, ტოზ 17 ბიპოდით და ბსა-ს 8-32X44 ოპტიკით საკმად ზუსტი იარაღი აღმოჩნდა 180 მეტრამდე სანადიროდ.
ასე რომ მცირე კორექციებისათვის ზუსტი მანძილი მჭირდება. წელს თუ მოვიდა ისეთივე ბატი რაც 2 წლის წინ იყო ... ჩუმად გეტყვით და ვინადირო უნდა

doctor - ეს მინიშნება ადმინისტრაციისგან
ციტატები გამოიყენე ხოლმე თორემ კაცი ვერ გაიგებს შენსავე დაპოსტილს შენთვითონვე სცემ პასუხს თუ რა ხდება
ilariona
Sep 27 2011, 05:34 PM
doctor რავიცი რავიცი, მე იხვზე რომ ვნადირობ ცოტა სხვანაირად მიდის ხოლმე სიტუაცია

მაგალითად ჭილების დავლით, ან და ჩასაფრებით გადამფრენზე, ან და ძაღლით, კიდევ კატერით ჩამოვლით და რავი ათასი მეთოდით

მაგრამ არასდროს არ მქონია იმის დრო, რომ მანძილზომით გამეზომოს ჩემსა და მათ შორის დაცილება, კიდევ დავამატებ იმასაც, რომ იხვი კაჭკაჭი არაა და ბევრად უფრო სწრაფად დაფრინავს.
ნუ დალშე თქვენ იცით, თუ გინდა ერთი კვირით გათხოვებ მანძილმზომს და ცადე, მაგის გამო ნუ შეიძენ ძვირიან ნივთს.
gregory
Sep 27 2011, 05:39 PM
ციტატა(ilariona @ 27th September 2011 - 06:34 PM)

თუ გინდა ერთი კვირით გათხოვებ მანძილმზომს და ცადე, მაგის გამო ნუ შეიძენ ძვირიან ნივთს.
მე კი უფრო იაფიანს(ნორიკას ყოფილს

) გათხოვებ და შეადარე
doctor
Sep 27 2011, 07:58 PM
ადმინს -- ციტატები რაღაც ვერ დავამუღამე
ilariona gregory სიამოვნებით ვითხოვდი მაგრამ ---- მაპატიეთ მარა ოზურგეთში ვძივარ მჭიდროდ და ვერ ვახერხებ გასვლა გამოსვლას , არადა დორბლი მომდის გასვლებზე რეპორტებს რომ ვკითხულობ ისე მინდა მეც ვიყო მანდ.
ja_ja
Sep 27 2011, 08:31 PM
doctor ციტატა(doctor @ 27th September 2011 - 08:58 PM)

ადმინს -- ციტატები რაღაც ვერ დავამუღამე
მარტო ის თემები კი არ უნდა დაათვალიერო ხოლმე რაც გაინტერესებს

, გადახედე
აბა ამ თემას
Davitus
Sep 28 2011, 02:25 AM
ახლა კი ვაოფებთ, მაგრამ მანძილმზომის გამოყენებას სხვანაირი დანიშნულებაც აქვს იხვებზე, მაგალითისთვის, იხვები მცირე ტერიტორიაზე მიგრიორების დროს იყოფიან გუნდებად და თუ ცუდი ამინდია დაფრინავენ საშუალოზე ოდნავ დაბალ სიმაღლეზე, სხვადასხვა ფორმით, საკმუთხედებად, ისრისებურად და ა.შ.
პირველ გუნდს თუ გაზომავ, გაატარებ და არ ესვრი, სავარაუდოდ გეცოდინება სიმაღლე, და ისიც თუ რა ნომერი და რა მუხტის ვაზნა ესროლო უკან მომავალ გუნდს, რომლებსაც ზუსტად იგივე სიმაღლე უჭირავთ რაც ზინამორბედს (თუ არ შეაშინებ) ასევეა ბატებზეც, საკმაოდ ბევრჯერ მყავს ჩამოგდებული და უფრო ბევრჯერ ტყუილადაც მაქვს ნასროლი, როცა ვერ ვსაზღვრავდი მანძილს
და ე.წ. პერელიოტის დროს მანძილმზომის გამოყენება მარაზმია, თოფის სროლა კი არა, გაზომვითაც ვერ გაზომავ, წამის მეასედებში უცებ გამოჩენილ, შვეულმფრენის ხმით ჩაქროლილ იხვს... მეორეც ერთი, საღამოს გადაფრენა იმდენად შებინდებულ პერიოდში ხდება, რომ მანძილმზომით კიარა, თვალის ბინოკულარული ხედვით ძლივს ჩანს, იგივეა დილის პერელიოტი ნუ ღამეზე საერთოდ აღარაფერს ვამბობ
ახლა მაგ სფეროში კი მაქვს 15 წლიანი გამოცდილება (და საერთოდაც, იხვი ჩემთვის ყველაზე აზარტული სანადირო ფრინველია)
ilariona
Sep 28 2011, 05:16 AM
Davitus ახლა სულ გავაოფებ და ცოტას ვიტრაბახებ

ერთი კვირის წინ შევიძინე ახალი 3 კაციანი გასაბერი ნავი და ელექტრო ძრავი

ფოთში ვიყავი სათევზაოთ და გამოვცადე ეს ელექტრო ძრავი. სიმართლეს გეტყვი და არ მქონდა არანაირი იმედი, რომ ამ 3 კაციან დიდ ნავს საერთოდ დაძრავდა და ოი საოცრებავ, მამაჩემის მებობარი ბევრად პატარა ნავით იყო და თანაც მარტო იჯდა, 3ცხ.ძ ორ ტაქტიანი ძრავით იყო თვითონ, მე და მამაჩემმა ამ ჩემი დიდი ნავითა და ამ ელექტრო ძრავით ჯერ ხომ გავასწარით და მერე როდესაც მეგობარს ძრავი გაუფუჭდა ჩვედ დავიბუქსირეთ და დაგვყვავდა იქეთ აქეთ. აი ამ დატვირთვით 80 ამპერიანმა ძრავმა 1.5 საათი გვატარა და გვასიამოვნა. ხმა საერთოდ არა აქვს და რავი ჩავთვალე რომ ეს ძრავი არის იხვზე სანადიროთ იდეალური.
იხვზე სანადიროთ რომ არის იდეალური მაგიტომ დავწერე აქ
kaka8079
Sep 28 2011, 06:32 AM
doctor
Sep 28 2011, 08:10 AM
ციტატა(Davitus @ Sep 28 2011, 03:25 AM)

ახლა კი ვაოფებთ, მაგრამ მანძილმზომის გამოყენებას სხვანაირი დანიშნულებაც აქვს იხვებზე, მაგალითისთვის, იხვები მცირე ტერიტორიაზე მიგრიორების დროს იყოფიან გუნდებად და თუ ცუდი ამინდია დაფრინავენ საშუალოზე ოდნავ დაბალ სიმაღლეზე, სხვადასხვა ფორმით, საკმუთხედებად, ისრისებურად და ა.შ.
პირველ გუნდს თუ გაზომავ, გაატარებ და არ ესვრი, სავარაუდოდ გეცოდინება სიმაღლე, და ისიც თუ რა ნომერი და რა მუხტის ვაზნა ესროლო უკან მომავალ გუნდს, რომლებსაც ზუსტად იგივე სიმაღლე უჭირავთ რაც ზინამორბედს (თუ არ შეაშინებ) ასევეა ბატებზეც, საკმაოდ ბევრჯერ მყავს ჩამოგდებული და უფრო ბევრჯერ ტყუილადაც მაქვს ნასროლი, როცა ვერ ვსაზღვრავდი მანძილს
და ე.წ. პერელიოტის დროს მანძილმზომის გამოყენება მარაზმია, თოფის სროლა კი არა, გაზომვითაც ვერ გაზომავ, წამის მეასედებში უცებ გამოჩენილ, შვეულმფრენის ხმით ჩაქროლილ იხვს... მეორეც ერთი, საღამოს გადაფრენა იმდენად შებინდებულ პერიოდში ხდება, რომ მანძილმზომით კიარა, თვალის ბინოკულარული ხედვით ძლივს ჩანს, იგივეა დილის პერელიოტი ნუ ღამეზე საერთოდ აღარაფერს ვამბობ
ახლა მაგ სფეროში კი მაქვს 15 წლიანი გამოცდილება (და საერთოდაც, იხვი ჩემთვის ყველაზე აზარტული სანადირო ფრინველია)
სრულიად გეთანხმები .
დახურეთ ეს თემა პლზ. ვიყიდი მაგ ბრესერს გადაწყდა.
ja_ja
Sep 28 2011, 09:00 AM
kaka8079 ilariona Davitus ოე ჰაეროვანო ჰალხნო, რაის ოფოფები აწიეთ აქინე

ჰაააა? ღამის მიზანი ან რამე აღარ არსებობს?
kaka8079
Sep 28 2011, 11:09 AM
userman
Apr 12 2015, 08:28 AM
SCORPIONS
Apr 12 2015, 08:35 AM
userman მე თუ მკითხავ,დიდი ფულის ხარჯვას,აზრი ნამდვილად არ აქვს,თუ ახლო მანძილის გაზომვები აკმაყოფილებს შენს მოთხოვნილებებს.. ახლოს,ე.ი 100-200 მეტრი.რავი,ჩვენი სამუშაო მანძილი,მაქსიმუმ 200მეტრია. აგერ ხალხი 150 მეტრზე მუშაობენ და 200 უკვე მაქსიმუმია!
userman
Apr 12 2015, 08:54 AM
ციტატა(SCORPIONS @ Apr 12 2015, 09:35 AM)

userman მე თუ მკითხავ,დიდი ფულის ხარჯვას,აზრი ნამდვილად არ აქვს,თუ ახლო მანძილის გაზომვები აკმაყოფილებს შენს მოთხოვნილებებს.. ახლოს,ე.ი 100-200 მეტრი.რავი,ჩვენი სამუშაო მანძილი,მაქსიმუმ 200მეტრია. აგერ ხალხი 150 მეტრზე მუშაობენ და 200 უკვე მაქსიმუმია!
ისეთი მანძილმზომი ვერ ვნახე რომელიც მაქსიმუმ 200 მეტრზე ზომავდეს და იაფი ღირდეს, თორემ რადმინდა 600 და 800 იარდზე რომ ზომავდეს და ძვირი რომ ღირს.
SCORPIONS
Apr 12 2015, 10:21 AM
userman მაშ,მაგენში ნახე ყველაზე იაფი და ეგაა რა
geojorjika
Apr 12 2015, 01:00 PM
userman
სიმონსი მაქვს და კმაყოფილი ვარ
userman
Apr 12 2015, 02:10 PM
ციტატა(geojorjika @ Apr 12 2015, 02:00 PM)

userman
სიმონსი მაქვს და კმაყოფილი ვარ
ღრუბლიან ამინდში რამდენად კარგად მუშაობს? და სიზუსტე როგორი აქვს? მინიმალური მეტრების გაზომვა რამდენი მეტრიდან ეწყება?
ja_ja
Apr 12 2015, 02:50 PM
userman
არცერთი სამოქალაქო მანძილმზომი ნორმალურად არ მუშაობს თოვლიან ქარბუქში, ნისლში, თავსხმა წვიმიან ამინდში ან ქვიშის ქარბუქში, რადგან სხივი რომელიც გამოიყოფა მოწყობილობიდან იმდენს ვერ ტვინავს თუ კონკრეტულად რა სიმკვრივის ზედაპირს ეხება, მისთვის საკმარისია რაიმე შედარებით მკვრივ დაეჯახოს და აირეკლოს რომ მოწყობილობამ ანარეკლი დაინახოს და გამოთვალოს დრო სხივის გამოცემიდან დაბრუნებამდე.
ასე რომ ნებისმიერი უაზრო ამინდი მხოლოდ ხელს შეგიშლის და არასწორ მონაცემებს მოგცემს, ისევე როგორც არეკვლადი სარკისებური ზედაპირი, რომელმაც შეიძLება სხივი სულ სხვა მიმართულებით აირეკლოს და მანძილმზომი უკან სხივის ანარეკლს ვერ მიიღებს შედეგად ვერაფერს გამოთვლის...
ikaaa
Apr 12 2015, 05:32 PM
მეც სიმონსი მაქვს და არ ვუჩივი, გაზომვას კი 7 მეტრიდან იწყებს.
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით,
დააწკაპუნეთ აქ.