გასაგებიააა... მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ ვხვდები...
რამდენადაც მე ვხვდები, როდესაც მანჟეტზე ჰაერი მიაწვება, ეგ ღარი იმის საშუალებას მისცემს, რომ გაიშალოს და ცილინდრის კედლებს ისე მიედოს, რომ უკან ჰაერი არ გამოაპაროს.
დაახლოებით იგივე პრინციპითაა ძველი რუსული მანქანის ნასოსებიც (დარწმუნებული ვარ, რომ გექნება ნანახი)
საინტერესოა. ეგეთი რამე აქამდე არ გამიგია. სიმართლე რომ გითხრა, ბევრიც არ წამიკითხავს ზ.დ.პ.-ების ტუნინგის და შეკეთების შესახებ. ნუ, ჩემთვის სიახლეა.
ვინმეს აქვს ნაცადი, რომ შეედარებინა ეგრე დამუშავებული და ქარხნული მანჟეტები? ხომ არ მოგეძებნება სადმე მაგის შესახებ იმფორმაცია, რამდენად ღირს და რა ძირითად განსხვავებებს იძლევა?
ციტატა(sekurifa @ 25th September 2011 - 10:27 PM)

ანჟეტი უფრო მჭიდროდ ზის კომპრესორში და წნევას უფრო ზრდის შიგ
პრინციპი?
საინტერესოა, მწარმოებელმა თავიდანვე რატომ არ გაითვალისწინა... ან მას შემდეგ, რაც ნახა, რომ მომხმარებელი ასე დაუნდობლად ავსებდა მის მიერ დატოვებულ ღრმა ღარს სილიკონით?
შენ თუ მაგ ინფოს მომაძიებინებ, სადაც თეორიულად იქნება ახსნილი რა და როგორ, რის საფუძველზე, მაშინ მეც დიდი სიამოვნებით გავერთობოდი ჩემს რემინგტონზე. შედეგსაც დავწერდი (სპეციალურად გადავარჩევდი რამოდენიმე ტყვიას, ერთი ზომა-წონისას, აქედან 10-15 ცალს გავქრონავდი ქარხნულ ვარიანტზე, ზუსტად იმდენივეს ამოსილიკონებულზე, სხვას არაფერს შევეხებოდი, შევადარებდი მიღებულ საშუალო სიჩქარეებს, სხვა განსხვავება რა უნდა იყოს? რამდენად მყარად იქნება, მაგას მხოლოდ დრო და გასროლების რაოდენობა თუ აჩვენებს, მაგისი შედეგის ცდა კი დიდხანს გაგრძელდება ასე, რომ არ ღირს

) .
ხო მართლა, დამავიწყდა დამეწერა, რომ ინტერესის გამო გავზომე რემინგტონის მანჟეტის ღარის სიღრმე და სადღაც 2.2 -2,3 მილიმეტრია. შედარებისათვის, იჟის მანჟეტისა რამდენია?