kezsh უბრალოდ სახელი თუ აწერია Phantom ან Phantom 1000 ეგ არის მხოლოდ თოფი, თუ სახელში წერია Pantom 1000x (ანუ X-ი თუ არის ბოლოში მიმატებული) მაშინ ეს არის თოფი ოპტიკით.
მოდელი კონკრეტულად არის აი ესენი
Phantom 1000
Phantom 1000X რადგან დავინახე ამაზონის ლინკი, სავარაუდოდ გამოწერას, აპირებ ამაზონიდან, თხოვნა იქნება არ გააკეთო ეგ. საბაჟოზე გაგიჩერებენ და არ მოგცემენ. წესით გეკუთვნის, მაგრამ არ მოგცემენ, რადგან 2011 წლის 1 ინავრიდან ახალი კანონია შესული ძალაში და წესით უპრობლემო უნდა იყოს აღება, მაგრამ სტანდარტების ეროვნულმა სააგენტომ არ ჩამოაყალიბა სპეციფიკაციები, მაგის არ არსებობის გამო საბაჟო თავს იშტერებს, - აი კი გეკუთვნით, მაგრამ კონკრეტულად როგორია და რომელ სპეციფიკაციებშI ჯდება, და ეს სპეციფიკაციები ნებადართულია თუ არა არ ვიცითო, ამიტომაც აჩერებენ საბაჟოზე, დებენ თაროზე და უნდა ელოდო როდის გასწორდება კანონის იაღლიში, ეგ კი მინიმუმ აგერ 1 წელი გადის და ჰაერში კიდია, ამ ფორუმზე ბევრს აქვს ეგრე პნევმატიკა გაჩერებული.
მოკლედ ფრთხილად იყავი, შენც იგივე შარში არ გაეხვიო.