დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: ჰატსან მოდ 135 შესაძლებლობები
Georgian Airgunners Portal > პნევმატური იარაღი > ზამბარ-დგუშიანი პნევმატიკა
ხ.მ.ე.ლ.ო
ვინც იცით, და გამოცდილები ხართ, ვისაც ჰქონია ეს იარაღი იმან მიპასუხოს: რა შეუძლია ჰატსან მოდ 135 რა მანძილზე შეუძლია მაქსიმუმ მოარტყას მიზანს და რას წარმოადგენს სამიზნე.
geojorjika
ციტატა
რა შეუძლია ჰატსან მოდ 135 რა მანძილზე შეუძლია მაქსიმუმ მოარტყას მიზანს


და

ციტატა
რას წარმოადგენს სამიზნე.


შეუთავსებელი კითხვებია
sekurifa
ჰასტან-135 კარგად ავარჯოშებს ბიცეპს biggrin.gif კიდევ მსროლელს ანიჭებს სიხარულის წამებს როცა ტყვია მიზანს ხვდება, მსროლელი მშვიდად ამოისუნთქავს და ჩაიბუტბუტებს "როგორც იქნა biggrin.gif ".ხოლო რაც შეეხება ბოლო კითხვას (რას წარმოადგენს სამიზნე?) პასუხი: სამიზნე არის მოწყობილობა რომლის საშუალებითაც ხდება ტყვიის ნავიგაცია სასურველი მომართულებით smile.gif
კარგი ხუმრობა გვერძე იყოს და მე ერთს გეტყვი,მაგ თოფს ახალს თუ იყიდი თორე ნახმარს ვერსად ნახავ შატკის გარეშე.დგუში ისე ძლიერად ურტყამს რომ ლულა ადრე თუ გვიან შატკას აიკიდებს.შენ შერჩეული გაქვს რამე?
ja_ja
ხ.მ.ე.ლ.ო
ციტატა(ხ.მ.ე.ლ.ო @ 23rd September 2011 - 01:40 PM) *
და რას წარმოადგენს სამიზნე

ნუ ერთი sekurifa-ამ გაიხუმრა, მეორე კი იდეაშI დასაზუსტებელია, ტყვიის მოხვედრამდე რას წარმოადგენს, სამიზნე (ანუ ობიექტი რასაც ესვრი ტყვიას), თუ ტყვიის მოხვედრის მერე?

ნუ პირველი საინტერესო არაა, აი მეორე კი ოოოო, განსაკუთრებით თუ ემალირებული ქვაბია ხომ ვააბშე ოოოო, ისეთ დირკებს ადებს ისეთს რომ... მოკლედ ქვაბების გარანტირებული დირაკოლია, ეგაა რომ ტაფას ვერ ხვრიტავს smile.gif, მაგრამ არის, მეორე კითხვა - თუ არ დაიღლები გადატენვით და მიზანს თუ გაარტყავ აი მერე გაიდირკება. მე მაგალითად 125-დან და მის ზემოთ რაც არის, თოფები, ნორმალური სროლა არ შემიძლია.
WARNer brother
ციტატა(ხ.მ.ე.ლ.ო @ Sep 23 2011, 01:40 PM) *
ვინც იცის რა შეუძლია ჰატსან მოდ 135?


გინდა გესაუბრო ჭეშმატირ დრელზე?
ხუმრობა იქით იყოს და არ გირჩევ მაგის ყიდვას. ნუ თუ გაზის ზამბარრის ჩადგმას არ აპირებ.
ხ.მ.ე.ლ.ო
მე მინდოდა მეთქვა, ანუ სამიზნეს რას წარმოადგენს ვიგულისხმე რას სჰემიდზლია გავარტყა მაქსიმალურ მანდზილზე, ანუ კიდ ვ დავაკონკრეტებ: რა მანძილზე შეუძლია მოხვდეს სამიზნეში და რა ზომის სამიზნეს მოხვდება, აი ის მაინტეტერესებს და გაზის ჩადგმას არ ვაპირებ ისე მინდა და ჯა-ჯას ბოლო წინადადებამ კიდე შემაშინა. დზლიერი როა მაგიტო მინდა ვიყიდო...
ja_ja
ხ.მ.ე.ლ.ო
ციტატა(ხ.მ.ე.ლ.ო @ 23rd September 2011 - 06:34 PM) *
ჯა-ჯას ბოლო წინადადებამ კიდე შემაშინა

რომელმა კაცო 125-იდან დაწყებული მოდელებიდან რომ ვერ ვისვრი მეთქი?? ნუ მე ვერ ვისვრი, მაგრამ ზოგი ამტკიცებს მშვენივრად ვისვრი და მიზანს ვარტყავო, ასე რომ ეგ უფრო სუბიექტური ფაქტორია და არა ობიექტური smile.gif
tengo
ხ.მ.ე.ლ.ო
არ გირჩევ ამ მოდელს ,პირადად მე მქონდა 135 მოდელი ახალი . მინდა გითხეა რომ საერთოდ შეგაზიზღებს ზდპ-ს პნევმატიკას. რაც შეეხება სიზუსტეს, 12-15 მეტრში გაგიჭირდება 30 მმ-იანი ჯგუფის გაკეთება. არის დიდი მძიმე და ძნელად გადასატენი. როცა მაგი მოვიშორე ,სახლში "პრაზნიკი" მქონდა.
ხ.მ.ე.ლ.ო
აუ მაგარი კაცი ხარ biggrin.gif:D: პრაზნიკი მომეწონა, ესეიგი არ ვიყიდო? არადა რა იმედი მქონდა? sad.gif(((


ტენგო რამდენი წლის ხარ დზმა იქნებ ასაკიტ პატარა ხარ და მაგიტო გიცჰირდა და ტუ საიდუმლო არაა მიტხარი smile.gif
gregory
ციტატა(ხ.მ.ე.ლ.ო @ 23rd September 2011 - 07:15 PM) *
ტენგო რამდენი წლის ხარ დზმა იქნებ ასაკიტ პატარა ხარ

lol2.gif lol2.gif lol2.gif lol2.gif
ერთადერთი თენგოა ფორუმზე, ვისაც ორი შვილიშვილი ყავს უკვე(ღმერთმა უმრავლოს) smile.gif
sekurifa
135 -ზე ბიპოდი თუარ დააყენე ძნელი სასროლია და სანადიროდ ბიპოდს ვერ გამოიყენებ ისე როგორც შენ გინდა.ჯგუფების საკეტებლად კი 135 არვარგა.მართალია მე ეგ თოფი არ მქონია მაგრამ ერთხელ რომ გავისროლე ეგრევე დავსვი ჩემი დიაგნოზი. ოპტიკამ შანსი არაა რომ ზედ გაძლოს დიდხანს იმხელას ხტუნავს ხელში.მაგის წამალი ერთადერთი გაზის ზამბარაა და მეტი არაფერი.მე მეტრო ოთხმოცდაექვსი ვარ სიმაღლეში და კიდო დიდი მომეჩვენა ეგ ოხერი.
nihontoman
ხ.მ.ე.ლ.ო სიზუსტეზე რა გითხრა, ალბათ ძალიან გაგიჭირდება დიდ დისტანციაზე გარტყმა სანამ შეეჩვევი უკუცემას (გარანტიას ვერ მოგცემ რომ საერთოდ როდესმე შეეჩვევი). სიმძლავრის მხრივ კი სესაძლებლობებით ერთ-ერთი უძლიერესი სერიული წარმოების ზ.დ.პ.-ეა...
sekurifa
ციტატა(gregory @ Sep 23 2011, 07:28 PM) *
lol2.gif lol2.gif lol2.gif lol2.gif
ერთადერთი თენგოა ფორუმზე, ვისაც ორი შვილიშვილი ყავს უკვე(ღმერთმა უმრავლოს) smile.gif

ღმერთმა უმრავლოს ძმა.მე შვილიშვილი არა მარა სამი შვილი მყავს და იქნებ მეც დამიჯეროს biggrin.gif
ხ.მ.ე.ლ.ო არ იყიდო 135 არა.ან თუ იყიდი პროტეინებიც იყიდე კაჩაობა წყალში რომარ ჩაგეყაროს biggrin.gif
tengo
ციტატა(ხ.მ.ე.ლ.ო @ 23rd September 2011 - 07:15 PM) *
ტენგო რამდენი წლის ხარ დზმა იქნებ ასაკიტ პატარა ხარ და მაგიტო გიცჰირდა და ტუ საიდუმლო არაა მიტხარი

მგონი მე ვიყავი ერთად-ერთი ფორუმზე ,რომელმაც რამოდენიმეჯერ დავშალე ბოლომდე და ავაწყვე მარტომ( საბრძოლო ზამბარის ამოღება მაქვს მხედველობაში) ყოველგვარი დანადგარების გარეშე. ხოლო მაგის გადატენა ჩემთვის არ ყოფილა პრობლემა .
ასე რომ სანამ იყიდი კიდევ ერთხელ დაფიქრდი ,თორემ მაგის მოშორება გაგიჭირდება.
ხ.მ.ე.ლ.ო
კარგით ,მადლობთ, აღარ ვიყიდი, მაშინ ფანტომზე რას მეტყვით? კოდით ახალ ტემას გავხსნი. მემგონი აქ არ შეიძლება wink.gif
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.