დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: AirForce TalonP Air Pistol
Georgian Airgunners Portal > პნევმატური იარაღი > PCP - Pre Charged Pneumatics
norica_dragon
ჰე განიხილეთ ეხლა, ამასობაში აკანონიც გამოვა და ვიყიდით biggrin.gif


Loudness: 5-High
Weight: 3.44 lbs
Barrel Length:12.00"
Overall Length: 23.25"
Capacity: 1 round(s)
Barrel: Rifled
Front Sight: None
Rear Sight: None
Scopeable: 11mm dovetail
Trigger adj.: Two-stage non-adjustable
Buttpad: Rubber
Suggested for: Small game hunting/plinking
Action: Bolt-action
Powerplant: Pre-charged pneumatic
Safety: Automatic
Repeater: Single-shot
Max Shots Per Fill: 30
Body: Pistol
Fixed/adj. power: Multiple settings
55.42 ft/lbs
geojorjika
მარაზმ
dushura
ეს რაღააა biggrin.gif biggrin.gif
nihontoman
თავისი პლიუსებიც აქვს - პატარაა შედარებით...
ReMiNgToN
საზიზღრობა ჩანს. მინუსებს რაშიც ვხედავ:
Loudness: 5-High
Weight: 3.44 lbs
Trigger adj.: Two-stage non-adjustable
Action: Bolt-action
ja_ja
norica_dragon
ნორიკ მაგას თვითონ ამერიკელები აგინებენ, ნამეტანი ცოტა გასროლა აქვს, იმიტომ რომ ბალონია პაწუკელა....

მაგ შრაუდერი გინდ ჰქონია გინდ არა... ჩვეულებრივ ტალონზე დამჭირდა 30 სამტიმეტრიანი მოდერის დაყენება რომ გაჩუმებულიყო ცოტათი მაინც თოფი, ხაზს ვუსვავ ცოტათი, 20 სანტიემტრიანი მოდერი გინდ ჰქონია გინდ არა, ვერ აჩუმებს, თან ბიგუდები და 3 ფენა სქელი ნაბადი... ამ გუგუობა შრაუდერიშკამ რა უნდა გააკეთოს????

დააკვირდი რამხელა მოდერი ჩამოვაცვი, და ესეც მაქსიმუმზე თუ აწიე თოფის ძალა მაშინ თავის საქმეს უკვე ვეღარ აკეთებს...


აი ის გადმოწეული ლულის ნაწილი რაც არის, ზედა სურათზე... ეგ არის 12 სანტიმეტრი, დანარჩენი შენთვითონ დაიანგარიშე აბა

ზომა წონაზე ბაზარი არაა, კაი ზომა აქვს და კაი წონა აქვს.

რავიცი რავიცი, გადამრევენ ეს მწარმოებლები, ერთ რაღაცას კაის აკეთებენ და მეორეს რაღაც საშინელებას ხოლმე... რამენაირად ბალონი მაინც დაეყენებინათ ცოტა მეტი... მითუმეტეს მაგ თოფს ისეთი გადახარჯვა აქვს რომ ჩემს მტერს....
Davitus
მე მაგ ფიშტოს ვერ დავუმუღამე რაღაც, მაგ ფასად არ ღირს უბრალოდ
norica_dragon
რემინგტონ წონა მინუსებში რატო ჩაუწერე?? 2 კილოგრამამდე აქვს წონა მეტი რაღა უნდა იყოს???

პლუსი მხოლოდ და მხოლოდ კომპაქტურობაა, დაბალი წონა, ნუ დიდი ენერგეტიაც მამენტ, თუმცა ესე მოკლე ლულაზე ამხელა ენერგეტიკა რათქმა უნდა საზიზღარ გადახარჯვას გამოიწვევს, უცხოეთში სადაც ყველა აირგანელს ბალონი აქვს მაგისთვის პრობლემა არ უნდ აიყოს ეგ....
norica_dragon
აქ რო ეს მაღაზიაში იყოს და 400-450 დოლარი ღირდეს დიდი სიამოვნებით ვიყიდდი....
ja_ja
norica_dragon
ციტატა(Avto @ 20th September 2011 - 10:32 AM) *
აქ რო ეს მაღაზიაში იყოს და 400-450 დოლარი ღირდეს დიდი სიამოვნებით ვიყიდდი....

აქ რომ ეგ მაღაზიაში იყოს 1000$ ეღირებოდა მინიმუმ, ნუ თავის კლიენტურას მაინც ნახავდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ ყიდვიდან მალე აუცრუვდებოდათ გული. სხვა თუ არაფერი, ეგეთი მოკლე ლულა წარმოიდგინე რამდენად უზუსტო იქნება 20 მეტრს იქეთ ....
ReMiNgToN
სამაგიეროდ თვითონაც ძალიან პატარაა, მაგ წონაში ცოტა დიდი რეზერვუარი რომ ჰქონდეს კარგი იქნებოდა. მაგრამ დიდი ხმა აქვს აშკარად
WARNer brother
მაგრად დამევასა მარა სიზუსტე ახსენა ჯაჯამ და...

მაგრამ ისე 30 გაასროლა უწერია რითი არ გყოფნით?
ja_ja
jjjjkki
ციტატა(jjjjkki @ 20th September 2011 - 03:26 PM) *
მაგრამ ისე 30 გაასროლა უწერია რითი არ გყოფნით?

ეგ მწარმოებლის განცხადებაა, რეალობას შეხედე თვალში, სასტავი ნორმალურ გასროლას 10-12-ს აკეთებს
norica_dragon
ჯაჯა ეგ 10-12 ალბათ მასიმუმ სიჩქარეზე... ადამიანურ 30 ან 40 ჯოულზე ბევრად უფრო მეტი ექნება...
WARNer brother
ja_ja
norica_dragon
ხო უვარგისი ყოფილა... რამ გამოაშვებინათ ნეტა ეს.. ისე ვგიჟDები ამ იარაღის კონდორის და ტალონის ფორმებზე heat.gif ფასი რა აქვს ცნობილია?
norica_dragon
400 მარადმწვანე
ja_ja
norica_dragon
ციტატა(Avto @ 20th September 2011 - 03:34 PM) *
ჯაჯა ეგ 10-12 ალბათ მასიმუმ სიჩქარეზე... ადამიანურ 30 ან 40 ჯოულზე ბევრად უფრო მეტი ექნება...

მეეჭვება AF-ს ეფექტურად გადაეკეთებინა რეზერვუარის კლაპნის სისტემა. ეგ რომ გაეკეთებინათ კივის დაიწყებდნენ და მთელი Talon-ებისთვის და Condor-ებისთვის ტავიდან გამოყრიდნენ ბაზარზე რეზერვუარებს, იცი რა ფულს იშოვიდნენ მაგაში!, მარა რაცხა სიჩუმეა.

აგერ ტომ გეილორდის სტატიიდან ამონარიდი:

ციტატა
It had to be to get those 10 good shots from the smaller reservoir (AirForce reports that you may get up to 12 shots on high power and up to 30 shots on low).


დააკვირდი სურათზე რეზერვუარებს



ზედა არის ნორმალური ზომის Talon-ის, 500 კუბიანი რეზიკია, და ტალონს ნორმალურ ენერგეტიკაზე ყოფნის 40 გასროლაზე, ძლიერ ენერგეტიკაზე მხოლოდ 30 გასროლაზე

ის პატარა რეზიკი ძირს რომ ხატია, გასაგებია რომ 150-დან ჰა-ჰა მაქსიმუმ 200 კუბიკი იქნება, შენთვითონ მიხვდი აბა რამდენი გასროლა ექნებაქ მაგ პიპისკას biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif, მითუმეტეს აგერ ტომი პირდაპირ წერს 10 გასროლას იღებ რეალურადო, მიუხედავად იმისა რომ მწარმოებელი არეკლამებს 12-დან 30 გასროლამდეო. იგივეს წერენ ყვითელ ფორუმზეც, რაის 30 გასროლა ხომ არ აჟრიალებს აირ ფორსსო.

წესით მაგას მაგ რეზიკმა ნორმალურ პირობებში კი უნდა მისცეს მართლა 30 გასროლა და მეტიც, აგერ ილარიონას HW აკეთებს მგონი 60 გასროლას 175 კუბიკიანი რეზერვუარიდან (მართალია 0.177-იანი კალიბრშI ისვრის ილარიონა, მარაა რაც იზრდება კალიბრი, მით უფრო მეტი ჰაერის ხარჯია!). უბრალოდ AF-ის პროდუქციას, უაზრო ჰაერის ხარჯვა ახასიათებს, რეგულირება კი პრაქტიკულად შეუძლებელია, მგონი ცოტათი აზრზე რომ მოიყვანო სასტავი ლამის თოფის ღირებულება თანხას ათხლიშავს ხოლმე ზედ, და ეგეც მაქსიმუმ დამატებით 10 გასროლაში გამოიხატება.

თუმცა ერთი გარემოებაა აქ სახსენებელია... პისტოლეტი მხოლოდ .25 კალიბრში გამოდის!!!! და ეგ 10 გასროლა სადღაც 65-70 ჯოულს ურაკუნებს!!! smile.gif

jjjjkki
ციტატა(jjjjkki @ 20th September 2011 - 03:41 PM) *
ფასი რა აქვს ცნობილია?

კი პირველადი ფასი ცნობილია 400$
WARNer brother
ja_ja
რა ამბავია! 400 დოლარად ჩვეულებრივი ზომისას იყიდი
ja_ja
jjjjkki
ციტატა(jjjjkki @ 20th September 2011 - 07:27 PM) *
რა ამბავია! 400 დოლარად ჩვეულებრივი ზომისას იყიდი

ნუ ახლა პატარა არ ნიშნავს რომ იაფი ჯდება მაგის გამოშვება.

შენთვითონ დათვალე:
1) ლულა იგივე ფირმისაა, ცოტა იაფი კი ჯდება, მაგრამ მაინც ვალტერია და ძვირიანია
2) კონსტრუქცია შედარებით პატარაა და მასალა ნაკლები დაიხარჯება, მაგრამ მცირე პარტიები გაიყიდება თავიდან და შესაბამისად მისი დამზადება მასობრივთან შედარებით ცოტათი ძვირი დაჯდება
3) რეზერვუარი პატარაა, მაგრამ კალპნები და რაღაცეები იგივეა, მაქსიმუმ შეღავათი იყოს 10-20$ ქარხნისთვისაც კი
4) სახელური და "ცევიო" ჩვეულებრივი ზიომისაა
5) რეგულატორი, დამრტყმელი, სასხლეტი, ჩვეულებრივი ვერსიისა და შეღავათი მანდაც ვერ იქნება

რაღა დარჩა? დაამატე მაგას ის რომ ახალი პროდუქტია და თავიდან აზარტზე აყოლილებზე იქნება ფულის კეთება, დაამატე ის რომ აქცენტირება კეთდება .25 კალიბრზე და კომპაქტურობაზე და ფაქტია საქმე მოწველასთანაა biggrin.gif
ja_ja
ახლა გეილორდის ბლოგს ვკითხულობდი smile.gif

მართალია ეს კუკუობა სრულ მაქსიმუმზე სულ რაღაც 7-8 გასროლას იძლევა, მაგრამ რა ძალა აქვს ამ დედა აფეთქებულს biggrin.gif, ენერგეტიკის მოყვარულებს მოგეწონებათ, მოკლედ მაქსიმუმზე იძლევა 57.48 ფუნტ ენერგიას, ანუ 77.93 ჯოულს... არიქა აბა ვის მოგინდათ biggrin.gif

მარა რაც არ უნდა იყოს... სადღაც 150-დან 200 კუბიკამდე იქნება მაგის რეზიკი, მოდით საშუალო ავიღოთ 175... ესეიგი გამოდის რომ თითო გასროლაზე ეს მამაძაღლი ხარჯავს 70-75 კუბიკს თითო გასროლაზე!!!! ვაიმეეეეეეეეე biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif



WARNer brother
ja_ja
რა იდიოტობაა ეეგთი პაწუკა და 80 ჯოული? თან 7-8 გასროლა. როგორ მოაფიქრდათ ესეთი სისულელე.
ja_ja
პატარა სარეკლამო ვიდეო. ნუ როგორც წესი რეკლამაში ზედმეტი გაფორმებისა და გატრაკების გარეშე არ გამოდის საქმე, იმედია მოახერხებთ და გაფილტრავთ რა არის გაბრექილი და რა არის რეალობა smile.gif


ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.