დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: ვინტები გადამყვანები და სხვა
Georgian Airgunners Portal > ყიდვა-გაყიდვა > გავყიდი
ja_ja
მოკელდ 4 კვირაა სახლში მიგდია და ვერ დავადგი საშველი ამ ნივთების ფორუმზე დადებას.

ვიცი რომ ბევრი ეძებს, ბევრი რაღაც ვაი შტუკებს იყენებს, არადა დიდი გასაკეთებელი აქ არაფერია. მოკლედ გთავაზობთ სხვადასხვა წვრილმან ნივთებს, მაგალიტად ბიპოდის დასამაგრებელ ბინტებს სხვადასხვა სახის, HW100-ის რედუქტორის წნევის შესამოწმებელ გადამყვანს და სხვას.

დავიწყოთ, პირველი არის ბიპოდის დასამაგრებელი ვინტები, ბევრჯერ იყო ფორუმზე დაწერილი არიქა და გააკეთეო, ა ბატონო აგერაა.



მასალა - ლითონის ნაწილი ბრინჯაო, პლიუს თეთრი ფტოროპლასტის რგოლი. თუ მკითხავთ რგოლი რისთვისაა საჭიროო დახედეთ ყველა ნორმალური ამდაგვარ ვინტს ინტერნეტში და ნახავთ რომ თეთრი არა მაგრამ შავი პლასტიკატის რგოლი ყველას აქვს. საჭიროა იმისათვის რომ მოჭერისას ვინტს სწორი პოზიცია მიაღებინოთ, ანუ პირდაპირ რკინა რომ იყოს და მოჭერისას გაჩერდეს არასაურველი კუთხით, მერაფრით ვერ მიატრიალებთ სასურველ პოზიციაზე, პლასტიკატის რგოლი კი გაძლევთ ამის საშუალებას, ცოტათი დაიჭყლიტება, სამაგიეროდ ვინტის მოჭერის საშუალებას მოგცემთ. რეზბის ზომა სტანდარტული M6.


შემდეგი შემიძლია სურვილის შემთხვევაში აი ასეთი რამ გაგიმზადოთ



ანუ კონდახს თუ არ აქვს საშუალება ვთქვათ იგივე HW100-ივით M6 რეზბის მქონე ვინტი დაიმაგროს, მაშინ შეგიძლიათ კონდახში სწორი გამჭოლი ხვრელი გააკეთოთ ქვემოდან და ზემოდან ფასკები ამოიღოთ რომ ხეზე არ ტრიალებდეს ვინტი და სურათზე მოყვანილი სამაგრები გამოიყენოთ. ვინტი სურათზე დიდი ზომისაა, ნუ ჯერ არ ვიცი ვის რა სიმაღლის ვინტი დასჭირდება ასე რომ....

მასალა იგივე

ბოლო ნივთი ამ კოლექციიდან





HW100-ისთვის რედუქტორის წნევის დასარეგულირებელი გადამყვანი. გამოიყენება იმისათვის რომ HW 100-ის თაობის შაშხანაში შესძლოთ რედუქტორს მიღმა არსებული წნების სწორედ დარეგულირება. შაშხანის კოლოფში ქვემოდან უნდა ჩახრახნოთ ეს დეტალი, ამ დეტალში კი უნდა ჩახრახნოთ მანომეტრი, რაც უფრო ზუსტი მით უკეთესი.

რეზბის ზომები, თოფში ჩასახრახნი ნაწილის რეზბა სტანდარტული M6 ხოლო მანომეტრის ბუდე სტანდარტული 1/8. მასალა ლატუნი.


ახლა ფასი ნებისმიერი მათგანის ფასი იქნება.... ბლინ დიდი ფასის დადება არ მინდა, მაგრამ კლუბის წევრებსაც ხომ უნდა ჰქონდეთ ფასდაკლება smile.gif

მოკლედ მოდით ასე ვქნათ ამჯერად თითოეულ დეტალს ფასი ექნება 5 ლარი.

შემდეგში კლუბის გასხნის მერე:

1) უცხო პირებისთვის - 15 ლარი (იგივე რაც ნებისმიერ უცხოურ სატზე ღირს, პლიუს შიპინგში და ჩამოტანაში არ იხდით თანხას)
2) ფორუმელებისთვის (100 პოსტი და მეტი) - 10 ლარი
3) კლუბის წევრებისთვის - 5 ლარი
geojorjika
პირველი და მესამე მინდა smile.gif
ilariona
მე პირველი მინდა. ისე ხვალ მეცლება და ამოგირბენ, ბარემ ჩემს ნივთებს წავიღებ და ფულსაც ჩაგახუტებ.

ხვალ ერთი დღეა სადაც ნახევარი დღე თბილისში ვარ biggrin.gif
ja_ja
geojorjika
ციტატა(giorgi @ 13th September 2011 - 11:03 PM) *
პირველი და მესამე მინდა

მოდი და წაიღე, კსტატე შენი ზეთიც ჩამოსულია.
bazuka
პირველი მინდა, მესამეს ვალი მაქვს biggrin.gif
ja_ja
bazuka
ციტატა(bazuka @ 17th September 2011 - 04:01 PM) *
მესამეს ვალი მაქვს

იიიი დაიკარგეე smile.gif ეგ პრეზენტი იყო, შენს თოფზე გავტესტეთ პირველად ეგ და გეკუთვნის smile.gif
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2025 Invision Power Services, Inc.