დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: შემოწირულობა ფორუმისთვის...
Georgian Airgunners Portal > საერთო > ფორუმის შესახებ...
გვერდი: 1, 2
Jah
სანამ გავხსნიდი ამ თემას ბევრი ვიფიქრე... თავიდან ვფიქრობდი რომ ადრეა და ჯერ გავქაჩავ ასე.
მაგრამ ამან დამაჩქარა -
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
მოკლედ მხოლოდ სურვილის შემთხვევაში, მიიღება შემოწირულობა ფორუმისთვის.
არ აქვს მნიშვნელობა თუ რამდენი იქნება ის თანხა. მაგრამ ის მთლიანად მოხმარდება ფორუმისთვის.

შემოწირულობა შეგიძლიათ გადმორიცხოთ ჩვენი e-Money-ს ანგარიშზე - 360181931
წინასწარ დიდი მადლობა.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ ეს სულაც არ არის აუცილებელი, მხოლოდ სურვილის შემთხვევაში.

ps
სასურველია გადარიცხვისას მიუთითოთ "მოკლე აღწერა"-ში, თქვენი ნიკი.

შეგროვებული თანხა:

geojorjika - 3 GEL
Ja_Ja - 10 GEL
bazuka - 20 GEL
Der Rote Baron
ხოო, საქმეს სჭირდება და რასაც გავქაჩავთ ჩავრიცხოთ, ისევ ჩვენთვისაა რა, მე პირადად ხვალ ან ზეგ ჩავრიცხავ
geojorjika
Jah
როგორ ან საიდან უნდა გადმოვრიცხო? იქნებ მოკლე ინსტრუქცია E-moneys ნაგარიშის გახსნაზე და მერე იქ ფულის ჩარიცხვაზე დავდოთ smile.gif
Jah
ციტატა(geojorjika @ 25th March 2009 - 10:37 AM) *
Jah
როგორ ან საიდან უნდა გადმოვრიცხო? იქნებ მოკლე ინსტრუქცია E-moneys ნაგარიშის გახსნაზე და მერე იქ ფულის ჩარიცხვაზე დავდოთ

მოგესალმები.
არ არის აუცილებელი ქონდეს E-money-ს ანგარიში. უბრალოდ ნებისმიერ დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად აპარატიდან შეიძლება გადარიცხვა.
უნდა მიუთითო მხოლოდ ანგარიშის ნომერი.
bazuka
ვაუ ეს დღეს ვნახე.

ეს ავტომატი ისაა ხო მობილურებს რომ იხდიან თითო-თითო ლარს ???


ისე მეც მადარდებდა ეს ამბავი, და შაბათს კაუკაზუსშიც დავრეკე, მეთქი სივრცის ქირაობაზე გავიგებ, მარა ორშაბათსო, და ამ კვირაში სამსახურში იმდენი საქმე მომაყარეს, თავის მოსაფხანადაც არ მეცალა კაუკაზუსში დასარეკად კიარა.

ისე მე მეკუთვნი 2GB უფასო UTG-ს სერვერზე, და თუ გინდა ეგ გამოვიყენოთ wink.gif
Der Rote Baron
ციტატა(bazuka @ Mar 25 2009, 09:16 PM) *
ვაუ ეს დღეს ვნახე.

ეს ავტომატი ისაა ხო მობილურებს რომ იხდიან თითო-თითო ლარს ???


ისე მეც მადარდებდა ეს ამბავი, და შაბათს კაუკაზუსშიც დავრეკე, მეთქი სივრცის ქირაობაზე გავიგებ, მარა ორშაბათსო, და ამ კვირაში სამსახურში იმდენი საქმე მომაყარეს, თავის მოსაფხანადაც არ მეცალა კაუკაზუსში დასარეკად კიარა.

ისე მე მეკუთვნი 2GB უფასო UTG-ს სერვერზე, და თუ გინდა ეგ გამოვიყენოთ wink.gif

ჰო ეგ აპარატია, ვაა ისე 2GB კი დაგვამშვენებდა smile.gif
geojorjika
ციტატა
სასურველია გადარიცხვისას მიუთითოთ "მოკლე აღწერა"-ში, თქვენი ნიკი.

აპარატიდან მემისათითებელ ვერაფერი ვნახე და რავიცი smile.gif
Jah
ციტატა(bazuka @ 26th March 2009 - 01:16 AM) *
ისე მე მეკუთვნი 2GB უფასო UTG-ს სერვერზე, და თუ გინდა ეგ გამოვიყენოთ

bazuka
იდეალური ვარიანტია... დიდი მადლობა. მაგრამ როგორ გამოვიყენოთ ის სივრცე?
ატტაჩები ფორუმიდან იყრება იქ სადაც ფორუმი კიდია... მაშინ მთლიანად უნდა გადავიტანოთ ფორუმი იმ სერვერზე...
თუ ვინმემ იცით როგორ გავაკეთო ასე, რომ ატტაჩის დროს, სურათი მიდიოდეს სხვა ftp-ზე და იქედან ჩანდეს...?
მოკლედ ეს თემა მე იმიტომ დავიწყე, რომ მინდოდა ატტაჩით სურათების დადება იყოს, თორემ რადიკალი და სხვა თუ არ გაწუხებთ, მაშინ პრობლემა არ არის...
ja_ja
მტააკ შემოწირულობაზე საუბარი არაა, იქნება. უბრალოდ კაი იქნებოდა რაიმე საბანკო ანგარიში ყოფილიყო smile.gif (საქმეს ვიმარტივებ biggrin.gif)

რაც შეეხება ატვირთვას სხვა საიტზე, რაცხა არამგონია ეგრე გამოვიდეს, ბირთვს არ აქვს შესაძლებლობა ftp ან რაიმე სხვა ტიპის ავტორიზაცია გაიაროს სხვა სერვერზე. ძირითადად გათვლილია იმავე სერვერზე ფაილების ჩაყრა.


რაც შეეხბა bazuka-ს წინადადებას, ჯობია გაირკვეს შესაძლებელია თუ არა მაგ 2 გიგაბაიტზე ამ საიტის, ანუ დომენის მიბმა და თუ მუშაობს მაგ სერვერზე php+mySQL-ი, ნუ მაშინ უბრალოდ მიგრაცია და ნეიმ სერვერების შეცვლა დომენ რეგისტრატორთან.


P.S. ისე მართლა ის გადახდის ავტომატები რომ არის შეიძლება ხომ მაგით სასურველ ანგარიშზე თანხის შეტანა?
bazuka
მოკლედ მითხარით ზუსტად რა ვკითხო და დავრეკავ და ვკითხავ.
ja_ja
bazuka
შეიძლება თუ არა მაგ 2 გიგაბაიტიან სივრცეზე ფორუმის გაშვება და სასურველი დომენის მიბმა.

თუ კიო, მერე დანარჩენი უკვე მარტივია.
bazuka
ja_ja
ok ხვალე შაბათია, მარა მაინც დავრეკავ და გავარკვევ
bazuka
ja_ja
ეხლა ველაპარაკე და თუ გინდაI ამ 2.1gb-ზე იარეთ სასროლადო :lol:
მოკლედ შენ გაგეგება ეგეთები და თუ არ დაიზარებ მეილი მიწერე
hosting@u-tele.com და დაწრეთ რაც გინდათო და გაგცემენ პასუხსო
თუ მისწერ ტელეფონს მოგიPM-ებ, რომელზეც არის 2,1GB და რომელსაც მიუთითებ წერილში.
ja_ja
მაიცა რას ნიშნავს იარეთ სასროლათო smile.gif

მოკლედ კიო თუ არაო???

თუ კიო მაშინ ძალიან გუუდ.
bazuka
ja_ja
კიიო, კიიო რაც გინდათ ის ქენითო გინდა ფორუმი დაკიდეთ მაგ სივრცეზე და გინდათ სამიზნეებიო :lol:
ja_ja
bazuka
ჰოოოო, ჰოოოოო, აგი მშვენიერი ინფოა, მაშინ თუ შენც და JAH-იც თანახმა ხართ, აქ ჩამოგიწერთ რა უნდა გააკეთოთ ახლა

1 ეტაპი

bazuka -შენ უნდა უთხრა მაგ ხალხს რომ მაგ შენს სივრცეზე აპირებ შენი საიტის დადებას (ნუ ეტყვი რომ სხვა საიტია და ასე შემდეგ, ნუ ხომ ვხვდებით smile.gif ), ამისათვის გჭირდება რომ მაგათმა დომენური სახელი airgun.ge გაწერონ თავიან ნეიმ სერვერებში (სხვანაირად ეძახიან NS სერვერებს), ჯამში უნდა გაწერონ ტავიანთ dns სერვერებზე ეგ საიტი, წესით ორ სერვერზე, შედეგად უნდა მოგცენ NS სერვერების სახელები და IP მისამართები, მაგალიტად:
1) ns_1.u-tele.com 80.23.56.12
2) ns_2.u-tele.com 80.23.56.165

როდესაც ამ მისამართებს მოგცემნ და გეტყვიან რომ ეს დომენი გაწერილია მათთან, ამის მერე ამ მისამართებს აწვდი JAH-ს, ასევე მისცემ შენი 2 გიგაბაიტიანი სივრცის FTP პაროლს და MySQL-ის პაროლს (ან მისცემ ადმინ პანელთან წვდომის საშუალებას და JAH-ი თვითონ გააკეთებს ყველაფერს )

მე-2 ეტაპი

Jah ამ ეტაპზე უკვე მოგიწევს შენ მოქმედება. და შენი განრიგის მიმდევრობა შემდეგია:

1) bazuka-ს მიერ მოცემულ სერვერზე გააკეტებ MySQL- ბაზას, შექმნი ftp წვდომას, იმისათვის რომ ატვირთო ეს ფორუმი

2) ბევრი ჩალიჩის გარეშე გადააკოპირე ეს ფორუმი პირდაპირ ახალ სერვერზე (არ დაგავიწყდეს პაპკებისთვის და ფაილებისთვის წვდომის უფლებების გაწერა)

3) ფორუმის პაპკაში airgun.ge/forums ფაილს index.php გადაარქვი სახელი და დაარქვი მაგალითად index.php_bacup. ამავე დროს გააკეთე ფაილი index.htm და index.html ორივეში ჩაწერე მარტივი ტექსტი (დროებით ფორუმი გადის ტექნიკურ სამუშაობს, რამდენიმე წუთში განახლდება მუშაობა) ჯერ ბაზის ატვირთვას არ გააკეთებ აზრი არ აქვს, მერე აგისხნი რატომ.

4) მიდიხარ კავკასუსში დომენ რეგისტარტორთან და ეუბნები რომ ამიერიდან შენი დომენი გადატანილი უნდა იტყოს ახალ სერვერზე, გაწერინებენ განაცხადს სადაც შენ უთითებ bazuka-ს მიერ მოცემულ NS სერვერებს. განაცხადის დაწერა და ცვლილების შეტანა უფასოა

5) განაცხადის მიღებიდან რამდენიმე დღეში დომენ რეგისტრატორი გადაამისამართებს ძველი სერვერიდან ახალ სერვერზე ხალხს, უბრალოდ გასათვალისიწნებელია ის გარემოება რომ ყველა დომენი (სხვადასხავ პროვაიდერებზე) კვირაში ერთხელ ახორციელებენ ძირეული მისამარტების განახლებას ძირეული დომენისგან, სადრაც ამ საქმეზე საშუალოდ მიდის 1 კვირა. ანუ განაცხადიდადნ 1 კვირის მერე მოხდება ხალხის გადამისამართება და ახალ ფორუმზე გადასვლა, ამასობაში ძველი სერვერი გაითიშება (სერვერი კი იარსებებს მაგრამ GE დომენი ახალ NS-ებზე გადაუშვებს ხალხს)

მოკლედ ამ დროს მოხდება ის რომ ერთდროულად იმოქმედებს ორივე სერვერი, ამის გულისთვის გთხოვე რომ მეორე სერვერზე რომელზეც გადავალთ დროებით index.php-ს სახელი ჰქონდეს გადარქმეული, გამო რომ გადამისამართების შემდეგ ხალხთან გაიხსნება ახალი სერვერი, და ის რომ ახალ სერვერზე არიან მიხვდებიან იმით რომ გაიხსნება მათთან index.htm ან index.html შესაბამისი ტექსტით.

ეს შენთვისაც მანიშნებელი იქნება რომ ახალი სერვეერი ძალაშია და საჭიროა ძველი სერვერიდან ახალზე ბაზის გადატანა (ანუ ამას აკეთებ 1 კვირა საიტი გაჩერებული რომ არ იყოს და ხალხს არ მოსწყინდეს), როგორც კი ბაზას გადმოიტან და კონფიგში ახალ პარამეტრებს გაუწერ ფორუმს, index.php_bacup ფაილს ნორმალური სახელი დაარქვი და წაშალე ფაილები index.htm და index.html. მორჩა ახალი საიტი დაიწყებს მუშაობას

6) ახალ სერვერზე index.php_bacup-ის გადარქმევის შემდეგ ახალი სერვერი მუშაობს, მაგრამ ძველ სერვერზე თუ დარჩა რომელიმე მომხმარებელი რომ არ მოხდეს ძველ სერვერზე შესვლა ადექი და ძველზე წაშალე ფორუმი და HTML ფაილი დააგდე მინიშნებით რომ ეტყობა მის პროვაიდერს ჯერ არ განუახლებია DNS სერვერის ჩანაწერები და რამდენიმე დღე უნდა მოიცადოს

7) ახალი სერვერის ამუშავებასთანე რთად შენს ძველ ჰოსტ პროვაიდერს უნდა შეახსენო რომ საიტი მათთან აღარ დევს და თავისი DNS ჩანაწერებიდან უნდა წაშალოს შენი საიტი და უზრუნველყონ DNS სერვერის ცანაწერების განახლება რომ მომხამრებლები ახალ მისამართზე გადამისამართდნენ.

ეს აუცილებელია, მაგალითად მე ადრე საიტი მქონდა service,.net-ზე, მერე ჩემი სერვერი დავდგი და დამავიწყდა მათი გაფრთხილება, დღემდე თავიანთ სერვერზე ძველი ჩანაწერი აქვთ და მაგათი ინტერნეტ მომსახურებით ვინც სარგებლობს ისევ ძველ დახურულ საიტზე ხვდებიან, შედეგად იღებენ შეტყობინებას რომ საიტი დროებით არ მუშაობს smile.gif

მოკლედ სულ ეს არის, დეტალების დასაზუსტებლად თუ საჭირო ვიქნები დახურულ განყოფილებაში ჩემს ტელეფონს დავდებ და დამირეკეთ ნებისმიერ დროს.
bazuka
ja_ja
ეუფ ეგ რაამბავი რამე სდომებია :lol:
კაუკაზუსში რაჯდება 1GB წელიწადში ?? ერთი 10GB ვიქირავოთ პირდაპირ არ ჯობია??
Jah
აი ცაუცასუსის პრაისი :
http://online.ge/index.php?page=29&lang=geo
bazuka
Jah
1 GB 350 ლარიოო??? ამათ შგ ხომ არ ააქვთ?? რაამბავია ტოო.

მემგონი ისევ იმ 2GB-ზე ჩამოვკიდოთ ის ჯობია, 1GB არაფერი არაა და თან 350 იმენნა ძვირია. შენ რა აზრისა ხარ??

ja_ja
შეგიძლია დამიწერო წერილი რასაც მივწერ?? თორე ვერ გავიგე, ჩინურია ეგ ჩემთვის.
ja_ja
bazuka
ციტატა(bazuka @ 29th March 2009 - 01:49 PM) *
ეუფ ეგ რაამბავი რამე სდომებია

დამიჯერე შორიდან ჩანს ყველა წვრილმანის გამო რთულად, სინამდვილეში არაფერია, თითო მოქმედება არის 1-2 წუთიანი smile.gif
ანუ სულ გამოვიდა 20-40 წუთი


ციტატა(bazuka @ 29th March 2009 - 05:49 PM) *
შეგიძლია დამიწერო წერილი რასაც მივწერ?? თორე ვერ გავიგე, ჩინურია ეგ ჩემთვის.


კი რათქმაუნდა.

მიწერე მიახლოებით შემდეგი (ნუ მე დავწერ ჩემებურად და თუ რაიმე გადახვეულ გადმოხვეულია, შენ ჩაასწორე შენებურად)

______________________
გამარჯობა

მსურს ჩემს კუთვნილ 2 გიგაბაიტ ჰოსტ სერვერზე (რომელიც უფასოდ მეკუთვნის "დაწერე მიზეზი") განვათავსო საკუთარი საიტი.
მაქვს რეგისტრირებული საკუთარი დომენური სახელი airgun.ge. გთხოვთ გაწეროთ აღნიშნული დომენური სახელი თქვენს დომენურ ზონებში და წერილობით მომაწოდოთ ნეიმ სერვერების სახელები (NS სერვერები და მათი IP მისამართები) რათა დომენ რეგისტრატორს მივაწოდო GE დომენურ ზონაში ცვლილებების შესატანად.

პატივისცემით
თქვენი ბაზუკა smile.gif
____________________

ნუ შენგან მხოლოდ ეს არის იდეაში მისაწერი, შემდეგ მიღებულ ინფოს აძლებ JAH-ს და დანარჩენი ეტაპები JAH-ის გასავლელია
bazuka
ვსიო გავაგზავნე
ველოდებით პასუხს
ja_ja
ოკ იმედია 1 დღეზე მეტი არ დასჭირდებათ smile.gif
bazuka
ja_ja
PM ნახე :lol:
ან დაცული განყოფილება
ja_ja
bazuka
აუ გავმაზე გუშIნდელი pm-ები, რატომღაც არ ამოხტა ფანჯარა და მე ყურადღება არ მივაქციე, ახლა სამსახურში ვარ და არ მთელი რესტრიქშენების ბუკეტია, ან შუადღეზე ვსინჯავ, ან საღამოს სახლიდან და პასუხს მოგწერ
vito
ფორუმისთვის შემოწირულობები მომწონს, მაგრამ მაინც ვერ გავიკგე როგორ ვქნა, ანუ აპარატში უბრალოდ ანგარიშის ნომერი ჩავწერო დამორჩა? და ნიკი როგორ მიუთითო?
დაცული განყოფილების პაროლი მესროლეთ რა....
geojorjika
vito
რავიცი მეც ვერ ვნახე ნიკის მისათითებელი ისე ჩავრიცხე . ბვერი კი არაფერი მარა მაინც smile.gif
vito
geojorjika
ტელეფონის ჩასსარიცხი აპარატები რომ არის მაგაზეა საუბარი არა?
Jah
vito
ვაა ვიკა შენ გამომრჩი??? მე მეგონა გამოგიგზავნე პაროლი...
პმ ნახე...
geojorjika
vito
ჰოოოო მაგაზე ვამბობ smile.gif
Jah
სამწუხაროდ, ის 2 GB ტელეკომის სერვერზე, რომელიც Bazuka-მ, ფაქტიურად გვაჩუქა, არ გამოგვადგება. sad.gif
იმიტომ რომ მანდ შესაძლებელია მხოლოდ მეორე დონის დომენის დაკიდება... ანუ www.airgun.telecom.ge.
Bazuka-ს ძალიან დიდი მადლობა, მაგრამ...
ja_ja
იასნა

ამიტომ მოდი ჯერ თანხა შევაგროვოთ და მეტი სივრცე ავიღოთ, თან ნელნელა დავიწყოთ რაიმე პლაგინის ძებნა რომელიც სხვა ფტპ-ზე აგვატვირთვინებს ფაილებს.

მე უკვე ვეძებ ეგეთ პლაგინს და ბიჭებსაც ვთხოვე, მაგრამ ჯერ.....
parna
ვიყოთ მერე აირგუნ ტელეკომ გე რადიდი მნიშვნელობააქ :huh:
bazuka
მოკლედ რამდენი გვინდა და რამდენად ვთრეულობთ. ვაფშე სერვერო ხომ არ დაგვედგა კაუკაზუსში, სერვერი რა რამე PIII მეტი რა საჭიროა
ja_ja
parna
ციტატა(parna @ 8th April 2009 - 02:16 PM) *
ვიყოთ მერე აირგუნ ტელეკომ გე რადიდი მნიშვნელობააქ

აქვს. ყველა ნორმალური საიტი, კლუბი და ასე შემდეგ თავის დომენზეა და არა რომელიმე ქვედომენზე. ეგეთუ უპრაკონო მიდგომით მაშინ გავხსნათ airgun.tripod.com ან airgun.narod.ru და ეგეთი გოიმობები.

მოკლედ საკუტარი თავის პატივისცემის ამბავია.


bazuka
ციტატა(bazuka @ 8th April 2009 - 02:52 PM) *
ვაფშე სერვერო ხომ არ დაგვედგა კაუკაზუსში, სერვერი რა რამე PIII მეტი რა საჭიროა

P3 დამიჯერე არ გაქაჩავს, ვიცი რომ მუსირებს ეგეთი აზრი ლინუქს რა დიდი რესურსი უნდა ნებისმიერ P1-ზე გაუშვებო. გაშვებით კი გაუშვებ რამდენად ეფექტური იქნება ეგაა საკითხავი.

ეგრე ნიძლავისთვის VISTA დავაინსტალირე P2-ის სელერონ 333 მეგაჰერცზე 256 მეგაბაიტ მეხსიერებაზე. (წინასწარ გადავაკეთე სისტემა რომ 512 მეგაბაიტი და მინიმალური პროცესორი არ მოეთხოვა)

გაშვებით კი გაიშვა, მაგრამ... #4,,,%%^$## biggrin.gif

პირადად ამიწევია სერვერი და ეგრე ვიძახოდი მეც რა უნდა ლინუქსს აგერ ზედმეტი AMD პროცი და დედიკო მიგდიათქო (Athlon 1700+), რეალობაში აღმოჩნდა რომ 5 კაციანი შემოსვლისას ისეთი დატვირთვას იღებდა სერვერი რომ....

დღეს WEB სერვერი მარტო HTML-ი არაა, მაგაზე ბაზარი არაა ყველა ტუპოი კომპი გაქაჩავს, მაგრამ უნდა გაითვალისწინო, სისტემა, სერვერი, ბაზები, საფოსტო სერვერი, ftp, DNS- სერვერი და ასე შემდეგ.

ამის მერე კი ნებისმიერი ვაი კომპის შესაძლებლობები იატაკზე აგდია. განსაკუთრებით ტვინს და რესურსებს ხაპავს ბაზები.

ასევე გასათვალისწინებელია HDD-ს სიჩქარე და წარმადობა, ჩვეილებრივი IDE ვინტი რომელიც P3-ზე იქნება დამიჯერე საკმაოდ სავალალო სიჩქარეს იძლევა, ბაზები კი შედგება მრავალი წვრილი ფაილისგან, რომლებთან მიკითხვა ჩაწერა, წაკითხვა განახლება და ვაი უშველებელი უნდა მოხდეს, დაამატე ამას PHP ფაილების წაკითხვა და შესრულებაზე გაშვება, და ასე შემდეგ

მოკლედ მე პირადი გამოცდილებიდან, გადავაგდე Intel Celeron 950-ის ბაზაზე აწყობილი კომპი, Athlon 1700+ რომელიც გაცილებით მეტ სიჩქარეს იძლეოდა, უკან მივაყოლე Pentium 4 2.4Ghz-ზე აწყობილი კომპიც და ბოლოს გავჩერდი Core 2 Duo -ს ბაზაზე არსებულ კომპზე, თავისი SATA ვინტით და NCQ-თი ვოოტ.

ასე რომ თუ დადგმაზე წავა საქმე, მინიმუმ სადღაც 500$-ის კომპი წავა პლიუს თვეში პროვაიდერთან კომპის დადგმის საფასური მინიმუმ 140-180 ლარი, გააჩნია პროვაიდერს.

ამ ყველაფრის შემხედვარე მიმაჩნია რომ ჯობია ჰოსტინგში ყოველთვიურად მეტი გადაიხადო და მეტი სივრცე გქონდეს, ვიდრე ეს ხარჯი გაწიო, პლიუს თუ ყველა ყოველთვიურად რაღაც სიმბოლურ თანხას გავიღებთ კაპიკები დაჯდება სერვერის შენახვა. თუ რაიმე დიდი იქნება დასადები შემიძლია ჩემს სერვერზე ავყარო.
Jah
ციტატა(ja_ja @ 8th April 2009 - 10:40 PM) *
ასე რომ თუ დადგმაზე წავა საქმე, მინიმუმ სადღაც 500$-ის კომპი წავა პლიუს თვეში პროვაიდერთან კომპის დადგმის საფასური მინიმუმ 140-180 ლარი, გააჩნია პროვაიდერს.

ეს ნამდვილად არარეალურია, და არც არის საჭირო დღეისათვის...
ციტატა(ja_ja @ 8th April 2009 - 10:40 PM) *
ამ ყველაფრის შემხედვარე მიმაჩნია რომ ჯობია ჰოსტინგში ყოველთვიურად მეტი გადაიხადო

გეთანხმები.

არც ერთი თქვენგანი არ არის ვალდებული იფიქროს, არის სივრცე, საკმარისია რის სივრცე, თუ სხვა რამე ტექნიკურ საკითხზე.
ეს ჩემი ტავსატეხია. უბრალოდ თუ ჩათვლით საჭიროდ. მოვილაპარაკოთ, და ერთობლივი ძალებით, 1 წლით მაინც დავაყმაყოფილოთ რესურსი სივრცით.
რა იქნება მერე აზრზე არ ვარ. იდეალურ შემთხვევაში ვიპოვით სპონსორს smile.gif და ეგ არის smile.gif
სალუქვაძეს უნდა მივმართოთ...
ja_ja
Jah
ნუ მე ხვალე ამ e-money-ს ანგარიშზე 10 ლარს შემოვაგდებ (აქამდე ვერ მივაღწიე ვერცერთ აპარაატამდე smile.gif ხვალ ნახევრად სამუშაო დღე მაქვს და მოვახერხებ), მერე ვნახოთ თვის განმავლობაში რამდენი შეგროვდება და ეყოფა ხოლმე თუ არა და საჭიროების მიხედვით თუ საჭიროა ყოველთვიურად უფრო მეტს ჩავრიცხავ ხოლმე.

ნუ მე პირადად მინდა რომ ასეთი რესურსი არსებობდეს, შესაბამისად თანახმა ვარ გარკვეული ხარჯები გავწიო.

შედეგად გამეჩითება გამოცდილებები სხვადასხვა იარაღებზე და სხვადასხვა რევიუები, ჩემის აზრით ეს ინფო მე მიღირს ხარჯად.
Jah
ციტატა(ja_ja @ 8th April 2009 - 11:17 PM) *
შეგროვდება და ეყოფა ხოლმე თუ არა და საჭიროების მიხედვით თუ საჭიროა ყოველთვიურად უფრო მეტს ჩავრიცხავ ხოლმე.

ყოველთვიური ჩარიცხვა ნამდვილად არ არის საჭირო smile.gif
აი კაუკასუსის ტარიფები... საქმე არის წლიურ გადახდაზე - http://online.ge/index.php?page=29&lang=geo
ja_ja
Jah
და ახლა რომელი გაქვს აღებული??

ლუბოი ვარიანტში გინდ 350-იანი რომ იყოს საკმაოდ პატარა თანხა გამოდის თვის ვარიანტში, თვეში სადღაც 30 ლარი, დაჟე 5-6 კაცმა რომ 5-5 ლარი დადოს უკვე ყველაფერი ოკ იქნება

მოდი სიასავით შევადგინოთ ვინ აპირებს გადახდას, ნუ თანხების დასახელება არ გივნდა საშუალოდ გამოვთვალოთ, მემგონი ამ ეტაპზე 500 მეგაბაიტიანი უპრობლემოდ უნდა გაიქაჩოს
Jah
ახლა მაქვს ყველაზე პატარა პაკეტი, კი უწერიათ 50 მეგა, მაგრამ რეალურად რატომღაც 150-ია smile.gif
შეიძლება 1 გიგიანშიც რამე ზედმეტი იქნება smile.gif
ხო მართალი ხარ არც თუ ისე ძვირი გამოდის საბოლოოდ...
vito
მოკლედარ ეშვებით ჩინურ ენას ხომ smile.gif
geojorjika
vito
smile.gif
Der Rote Baron
ე.ი რა გადაწყდა უფრო დიდი მოცულობას ვიქირავებთ?
ninja
ბიჭებო სპონსორზე გიფიქრიათ როდესმე?
რამდენად რეალურად მიგაჩნიათ ვინმემ რო გვისპონსოროს :huh:
Jah
ციტატა(ninja @ 9th April 2009 - 08:44 AM) *
რამდენად რეალურად მიგაჩნიათ ვინმემ რო გვისპონსოროს

მე სავსებით რეალურად მიმაჩნია...
მაგრამ მხოლოდ მაშIნ როდესაც ჩავატარებთ რამდენიმე, თუნდაც შეჯიბრის მაგვარებს...
შემდეგ კი ოფიციალურად დავაარსებთ "ს.პ.ი.მ.ა."-ს, მერე კი სპონსორის ძებნა იქნება საჭირო smile.gif
თორემ ახლა არ მგონია ვინმემ დაინტერესდეს, არ არსებული ასოციაციით.
მე ამ ზაფხულში მინდა ჩავატაროდ რამოდენიმე შეჯიბრი. თუნდაც სასაცილოდ მოგეჩვენოთ, მაგრამ როდესმე ყველა იწყებს ასე.
ხო და ეს მინდა გაჟღერდეს სმი-ში... თან დავპატიჟოთ ნინო სალუქვაძე.
ნუ მოკლედ, მოფიქრება და ორგანიზება არის საჭირო.
vito
Jah
კი მარა ჩვენი ნაგავით ვიასპარეზოთ? smile.gif სირცხვილია!
5 კაც მაინც რომ ქონდეს პცპ კიდე მოჟნა, ანუ დავყოფდით ზდპ-ს, რომელიც ბევრია, პისტოებსაც რომლებიც აგრეთვე ბევრია და 5 პცპ წავა, ერთობლიობაში რაღაც სახე ექნება,

ისე ესჩემი აზრია,მე ზოგადად ყოველთვის მომხრე ვარ პირველი ნაბიჯების უბრალოდ სურვილი მაქვს ეგეთი wink.gif
Der Rote Baron
ციტატა(vito @ Apr 9 2009, 08:14 AM) *
Jah
კი მარა ჩვენი ნაგავით ვიასპარეზოთ? smile.gif სირცხვილია!

რუსეთში რომ იწყებდნენ იჟებით დარბოდნენ და ჩვენ გაცილებით კარგი და ძლიერი თოფები გვაქვს, თუ შესაძლებლობა იქნება ჯერ ამით ჩავატაროთ და მერე ნელნელა დავიხვეწებით შეჯიბრის შესახებაც ხალხი გაიგებს დარწმუნებული ვარ სხვებსაც ექნებათ PCP მარა არ იციან ჩვენი არსებობის შესახებ ხოდა გაიგებენ მოვლენ და ა.შ
ja_ja
vito
ოღონდ ბევჯამინის ჩამოტანა გამოვიდეს და მინიმუმ 2 პცპ გვექნება

თან ბაზუკას ფიშტო გზაშია, ანუ უკვე 3 არის თეორიულად, მაგრამ დიდი იმედია ზაფხულისთვის ეს სამი უკვე იქნება
parna
ციტატა(vito @ Apr 9 2009, 07:14 AM) *
Jah
კი მარა ჩვენი ნაგავით ვიასპარეზოთ? smile.gif სირცხვილია!
5 კაც მაინც რომ ქონდეს პცპ კიდე მოჟნა, ანუ დავყოფდით ზდპ-ს, რომელიც ბევრია, პისტოებსაც რომლებიც აგრეთვე ბევრია და 5 პცპ წავა, ერთობლიობაში რაღაც სახე ექნება,

ისე ესჩემი აზრია,მე ზოგადად ყოველთვის მომხრე ვარ პირველი ნაბიჯების უბრალოდ სურვილი მაქვს ეგეთი wink.gif



კარგი რა :mellow: არცისეთი ნაგავი არგაქვს უბრალოდ კარგი ტყვიები გვჭირდება
ja_ja
parna
ტყვიები ყველაზე ნაკლები თავსამტვრევია. გინდა ხვალვე დავუკვეთავ პირამიდზე და მაქსიმუმ 2-3 კვირაში აქ იქნება.
parna
ციტატა(ja_ja @ Apr 9 2009, 10:48 AM) *
parna
ტყვიები ყველაზე ნაკლები თავსამტვრევია. გინდა ხვალვე დავუკვეთავ პირამიდზე და მაქსიმუმ 2-3 კვირაში აქ იქნება.


smile.gif ჯერ ადრეა მაგაზე ფიქრი



რავი ჩემი თოფი საკმაოდ სტაბილურ სიჩქარეს იძლეოდა შენს ქრონოში და რავი :rolleyes:
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2025 Invision Power Services, Inc.