klos
Jul 6 2011, 11:55 AM
მაინტერესებს ამ სამი ფრინველიდან წითელ წიგნში ხომარარის რომელიმე?
koknar
Jul 6 2011, 01:36 PM
რა მნიშვნელობა აქ, არც ერთის მოკვლა არ შეიძლება
ja_ja
Jul 6 2011, 01:38 PM
მინიმუმ კოდალა და გუგული რომ არის ვიცი, მაგრამ რაც არ უნდა იყოს, კოდალა რაფერ უნდა ....? ბავშობიდან ყველამ ვიცით რომ ტყის სანიტარია, სულ რომ ნებადართული იყოს მაგის მონადირება, ხელი როგორ უნდა აწიო მაგ პაწაწკინტელა ჩიტუნიაზე?
klos
Jul 6 2011, 02:30 PM
ციტატა(koknar @ Jul 6 2011, 02:36 PM)

რა მნიშვნელობა აქ, არც ერთის მოკვლა არ შეიძლება
კიმარა ჩხიკვზე ხომ ნადირობენ მე ასე ვიცი.ინტერნეტშიც ვერ მოვიძიე ინფორმაცია.ეს სამი ნახსენები არაა წითელი წიგნის ნუსხაი.კაი კოდალას თავი გავანებოთ თუმცა გემრიელი ხორცი ქონია.თანაც ეგ ხიდან არ ვარდება ზედვე რჩება და უნდა იპორტყიალო მერე ხეზე

.აი გუგული და ჩხიკვი მაინტერესებს.მე იმას არ ვამბობ ახლა მინდა ნადირობათქო.იქ სადაც მე უნდა წავიდე მარტო ჩხიკვი,გუგული,კოდალა და ეგერ აგერ შაშვი თუ გაიჩითება.
klos
Jul 6 2011, 02:45 PM
1. მცირე ჩვამა – შეტანილია საერთაშორისო წითელ ნუსხაში;
2. დიდი თეთრი ყანჩა - შეტანილია საქართველოს წითელ წიგნში;
3. შავი ყარყატი - შეტანილია საქართველოს წითელ წიგნში;
4. სისინა გედი - შეტანილია საქართველოს წითელ წიგნში;
5. მყივანა გედი - შეტანილია საქართველოს წითელ წიგნში;
6. სვავი - შეტანილია საქართველოს წითელ წიგნში და IUჩN-ის საერთაშორისო წითელ ნუსხაში;
7. ორბი - შეტანილია საქართველოს წითელ წიგნში;
8. ბატკანძერი - შეტანილია საქართველოს წითელ წიგნში;
9. თეთრკუდა არწივი ანუ ფსოვი - შეტანილია საქართველოს წითელ წიგნში და IUჩN-ის საერთაშორისო წითელ ნუსხაში;
10. მთის არწივი - შეტანილია საქართველოს წითელ წიგნში;
11. ბეგობის არწივი - შეტანილია საქართველოს წითელ წიგნში და IUჩN-ის საერთაშორისო წითელ ნუსხაში;
12. გველიჭამია არწივი - შეტანილია საქართველოს წითელ წიგნში;
13. შავარდენი - შეტანილია საქართველოს წითელ წიგნში;
14. ველის კირკიტა - IUჩN-ის საერთაშორისო წითელ ნუსხაში;
15. დურაჯი - შეტანილია საქართველოს წითელ წიგნში;
16. გნოლი - შეტანილია საქართველოს წითელ წიგნში;
17. რუხი წერო - შეტანილია საქართველოს წითელ წიგნში;
18. წეროტურფა - შეტანილია საქართველოს წითელ წიგნში;
19. სარსარაკი - შეტანილია საქართველოს წითელ წიგნში და IUჩN-ის საერთაშორისო წითელ ნუსხაში;
ამის გარდა ვერაფერი მოვიძიე.
ja_ja
Jul 6 2011, 05:06 PM
klos
მოიცა ახლა ვერ ვხვდები შენ ვერ მოიძიე და ამიტომაც გინდა აქაურებისგან ნებართვის მიღება მონადირებაზე, თუ რას გულისხმობ?
klos
Jul 6 2011, 05:15 PM
არა იქნებ თქვენ ფლობთ ვინმე ინფორმაციას.წითელი წიგნის ახალ ნუსხას,მეტი არაფერი.რომ წავალ სანადიროდ ხომუნდა ვიცოდე რას ვესროლო და რას არა.
klos
Jul 6 2011, 05:21 PM
ხო კკიდე ის ათ ლარიანი ქვითრები რომ არის იმის აღება აუცილებელია თუ მაგალითად შაშვზე ან ჩხიკვზე წავალ სანადიროდ?თუ ეს მხოლოდ იხვებზე,მწყერზე.კურდღელზე და ეგეთებზეა?
cz80
Jul 6 2011, 05:38 PM
klos საქართველოში დაშვებულია მხოლოდ გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა..და ისიც სეზონის გახსნის მერე

და ის 10 ლარიანი ქვითარი აუცილებელია...
კსტაწე შაშვზე ნადირობა აკრძალულია..ნუ მგალობელი ფრინველია და მაგიტომო..ხერ ევო ზნაეტ
koknar
Jul 6 2011, 06:01 PM
klos
ეხლა გირჩევნია დეზადორის ბალონები წაიღე ბლომათ და 80 მეტრაში ესროლე უფრო იკაიფებ, კაი ხმა აქ და შარს აცდები.
klos
Jul 6 2011, 07:45 PM
გასაგებია.ეხ ისეთ გასროლას რა ვუთხარი საღამოს ტაფას რომარ გააცხელებ

პლინკის მუღამი მე არ მაქვს საერთოდ ვერ ვკაიფობ მაგით.დაველოდები სეზონს,მანამდე კი დაზვერვით გასვლებს გავაკეთებ ადგილების.
Power_VANO
Jul 6 2011, 09:19 PM
klos არ შეიძლება ახლა ნადირობა არაფერზე, საერთოდ არაფერზე

დახურულია სეზონი
klos
Jul 6 2011, 09:41 PM
ციტატა(Power_VANO @ Jul 6 2011, 09:19 PM)

klos არ შეიძლება ახლა ნადირობა არაფერზე, საერთოდ არაფერზე

დახურულია სეზონი

მერე ვინ ამბობს რომ ახლა ვაპირებ ნადირობას.მე გარკვევით მიწერი რომ ველოდები სეზონს.ხოლო დაზვერვით გასვლას მე ვეძახი იმ ადგილების წინასწარ დალივერებას სადაც სეზონზე ვინადირებ.ფრინველები ადგილს ხსირად იცვლიან ტყეში და მეც ამ ადგილებს დავეძებ მეტი არაფერი.ისიც გავიგე რომ შაშვს,კოდალას და გუგულს არუნდა ვესროლო.თუმცა ვაღიარებ რომ ადრე ასე არ ვიქცეოდი.ახლა კანონები შეიცვალა და არმინდა უეცრად გდი-ს გადავეყარო სადმე.გამოსწორების გზას ვადგევარ და მიტომ გეკითხებით თქვენ.ახლა ქაღალდზე დახატულ ფრინველებს ვესვრი.ზოგს ხეზე ვკიდებ და ზოგს ბუჩქებში,რეალურ სიტუაციასთან ახლოს რომ ვიყო.ესარი და ეს.
foxi
Jul 7 2011, 01:21 AM
klos
ყველაფრის მონადირება შეიძლება! გარდა იმისა, რასაც კანონი არ კრძალავს. შენს მიერ ჩამოთვლილი ყველა ფრინველი დაცულია საქართველოს კანონმდებლობით და ისჯება 600-1000 ლარიანი ჯარიმით! არც პოსტი გაქვს გახსნილი საჭირო ადგილას და არც შეკითხვაა სწორად დასმული. ფორუმს ააქვს განყოფილება - ნადირობა პნევმატიკით, ასე რომ შემდგომში იქ დასვი შეკითვები.
ადმნის თხოვნა: პოსტი გადავიტანოთ, ან სულაც დავხუროთ.
gigi30
Jul 7 2011, 09:36 AM
ჰანს, ტურებზე ინადირე მძორთან ჩასაფრებით, 30 მეტრამდე 1250-ით შესაძლებელია, სასარგებლო საქმეს გააკეთებ. ხოლო რაც ზემოთ ახსენე, ნუ! დიდი სარგებლობის მომტანი ფრინველებია.
iorama
Jul 7 2011, 10:03 AM
ციტატა(gigi30 @ 7th July 2011 - 10:36 AM)

ჰანს, ტურებზე ინადირე მძორთან ჩასაფრებით, 30 მეტრამდე 1250-ით შესაძლებელია,
და ტურის ჯარიმასა შენ გადაუხდი?

ტურაზე ნადირობაც აკრძალულია თან სასტიკად. რაცარუნდა გასაკვირი იყოს. მაქსიმუმ დაუშვან ისიც არა მოკვდათათვის რამოდენიმე ათეულის მონადირება.მხოლოდ სანადირო ტერიტორიებზე და ნაკრძალებში
gigi30
Jul 7 2011, 10:15 AM
მგელზე ვიცოდი და ტურაზეც? ვაა, აწი სანამ ვესვრი, აქეთ-იქით მიმოვიხედავ, ემანდ ვინმე არ მიყურებდეს

. არადა რამდენია მთელს დასავლეთ საქართველოში!!!
klos
Jul 7 2011, 12:22 PM
ციტატა(foxi @ Jul 7 2011, 02:21 AM)

klos
ყველაფრის მონადირება შეიძლება! გარდა იმისა, რასაც კანონი არ კრძალავს. შენს მიერ ჩამოთვლილი ყველა ფრინველი დაცულია საქართველოს კანონმდებლობით და ისჯება 600-1000 ლარიანი ჯარიმით! არც პოსტი გაქვს გახსნილი საჭირო ადგილას და არც შეკითხვაა სწორად დასმული. ფორუმს ააქვს განყოფილება - ნადირობა პნევმატიკით, ასე რომ შემდგომში იქ დასვი შეკითვები.
ადმნის თხოვნა: პოსტი გადავიტანოთ, ან სულაც დავხუროთ.
ხო მართალი ხარ თემა არასწორ განყოფილებაში გავხსენი.გასაგებია რაც მითხარით.შეგიძლიათ დახუროთ თემა.
geojorjika
Jul 7 2011, 12:25 PM
რა გუგული რა კოდალა რას ბოდიალობთ?
ჯერ ერთი
ნადირობა დაშვებულია მხოლოდ გადამფრენ ფრინველებზე და ისიც გარკვეული კვოტებით (არ ვგულისხმობ კერძO სანადირო მეუნეობებს)
მეორეც არც გუგული და არც ჩხიკვი არ არის წითელ წიგნშI შეტანილი
რაც შეეხება კოდალას , არის ბევრი სახეობა და მათ შორის შავი წიტელტავა კოდალა, მხოლოდ ეგ ქვესახეობაა შემტანილი წითელ წიგნში
sekurifa
Aug 11 2011, 03:49 PM
მოიცათ ხალხნო გამაგებინეთ ჩხიკვი არ შემიძლია მოვიპოვო ნადირობისას?
koknar
Aug 11 2011, 03:54 PM
sekurifa
მე ვიცი რო არა! ნებისმიერი ნადირობა ლიცენზირებულია, და ლიცენზია გაიცემა მარტო გადამფრენზე და მწყერი ყვება ზოგჯერ აქოური. მეტი არაფრეზე არ შეიძლება. მე ესე ვიცი ყოველშემთხვევაში.....
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით,
დააწკაპუნეთ აქ.