დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: Retay arms corp. 100x
Georgian Airgunners Portal > პნევმატური იარაღი > ზამბარ-დგუშიანი პნევმატიკა
mxeci_94
მაქვს Retay arms corp. 100x

მოყვა თავის კოლიმატორი მაგრამ ოპტიკის დასამაგრებელ რელსზე ვერ გავაჩერე რამდენჯერაც გავისვრი თიტქმის 2-3 მილიმეტრით უკან იწევს დავუჭირე ჭანჭიკები მაგრამ მაინც მოძრაობს. და ეხლა გადავწყვიტე ოპტიკა დამეყენებინა და რას მირჩევთ? გასროლის დროს აქვს ძლიერი ვიბრაცია. ესე 60-80 ლარის ფარგლებში.
nihontoman
mxeci_94
სად იყიდე? რა ფასად? სხვა თურქებთან შედარებიტ როგორია?

ოპტიკას რაც შეეხება, მონობლოკი სამაგრი და რამე ლიპერსის ოპტიკა იყიდე. წესით უნდა მოუხდეს...
mxeci_94
360 ლარად ვიყიდე.საკმაოდ ძლიერი იარაღია ესე 35-40 მეტრზე მაქვს გასინჯული ჯერჯერობით იმიტო რო რამოდენიმე სროლის შემდეგ მიზანი ირევა და მეტი შორს ვეგარ ვისვრი biggrin.gif ამიტომ ვიკითხე თუ რომელი ოფტიკა დამეყენებინა.


nihontoman
ეგ ყველაფერი რა დამიჯდება? და აქ სადმე თუ იყიდება?
gregory
ციტატა(nihontoman @ 21st May 2011 - 03:25 PM) *
მონობლოკი სამაგრი და რამე ლიპერსის ოპტიკა იყიდე. წესით უნდა მოუხდეს...

და მაგას სურატზე რომ ჩანს ეგეთი ოპრიკის სამაგრი აქვს, თო უბრალო მერცხლის კუდი?
mxeci_94
კი ეგეთია

ჩემი გადაღებული სურათი არაა .. ზუსტად ეგეთი რელსი აქვს
gela
http://www.amazon.com/UTG-3-9X40-Mil-dot-P...298&sr=1-35


ამ ოპტიკაზე გეუბნება,. ესაა ლიპერსის


ნიკოლას ვუნახავ, 24-ში მექნება ფულიო, თუ გადაიფიქრა შენ წაიღე, რინგების გარეშეა ოღონდ, რინგებს კი ლილოში იყიდი თუმნად
Jah
ძალიან ლამაზი კონდახია... თუ რეალშიც ასეთია და მართლა ხისგანაა და არა დაპრესილი ნახერხისგან, მაშინ მარტო კონდახი
ღირს მანდ 360 ლარი
თუმცა ნახერხიც რომ იყოს მაინც ღირს რა...
mxeci_94
არა კონდახი პლასტიკისაა

ციტატა(gela @ May 21 2011, 05:16 PM) *
http://www.amazon.com/UTG-3-9X40-Mil-dot-P...298&sr=1-35


ამ ოპტიკაზე გეუბნება,. ესაა ლიპერსის


ნიკოლას ვუნახავ, 24-ში მექნება ფულიო, თუ გადაიფიქრა შენ წაიღე, რინგების გარეშეა ოღონდ, რინგებს კი ლილოში იყიდი თუმნად







და ეგეთი ოპტიკა აქ სადმე არ იყიდება ან გუდვილში ან რომელიმე მაღაზიაში?
kaka8079
mxeci_94
არა.
WARNer brother
http://www.versandhaus-schneider.de/index....41_942_944_1578 ამათი ასლი ხო?
mxeci_94
კი
gregory
მაგ რელსსზე სხვანაირი რინგები უნდა! ამოჭრილებს შორის რომ ჯდება ვინტი და მერე ძვრა აღარ ექნება. თუ რამეა მაქვს wink.gif
gela
ციტატა(mxeci_94 @ May 21 2011, 06:42 PM) *
და ეგეთი ოპტიკა აქ სადმე არ იყიდება ან გუდვილში ან რომელიმე მაღაზიაში?



მე პირადად არ მინახია აქ სადმე იყიდებოდეს ეგ ოპტიკა
mxeci_94
ციტატა(gregory @ May 21 2011, 07:39 PM) *
მაგ რელსსზე სხვანაირი რინგები უნდა! ამოჭრილებს შორის რომ ჯდება ვინტი და მერე ძვრა აღარ ექნება. თუ რამეა მაქვს wink.gif



რინგებს ოპტიკასთან ერთად ვიყიდი .მადლობა ყველაფრისთვის.
geojorjika
ციტატა(jjjjkki @ May 21 2011, 07:00 PM) *


ასლი კი არა ზუსტად ეგ არის და ჰაცანზე უკეთესი არამგონია რამით იყოს

დიზაინზე და სასხლეტზე ეტყობა რაც არის
iorama
ისე თუ არ დაიზარებდი და პატარა რეპორტს დაწერდი მაგ თოფზე ძალიან დაგვავალებდი და ფორუმიც გამოცოცხლდება ცოტა.

მე მაგალითად ძალიან მაინტერესებს ეგ თოფი
mxeci_94
ეხლა ცოტახანში კარგ ოპტიკას ვიყიდი და აუცილებლად დავწერ რეპორტს ამ თოფის შესახებ wink.gif
iorama
ციტატა(mxeci_94 @ May 21 2011, 09:36 PM) *
ეხლა ცოტახანში კარგ ოპტიკას ვიყიდი და აუცილებლად დავწერ რეპორტს ამ თოფის შესახებ wink.gif



აბა მაშინ გისურვებ რაც შეიძლება მალე გეყიდოს smile.gif
mxeci_94
შეიძლება ვერ მოვახერხერხო მაგ ყველაფრის გაკეთება იმიტო რო რეპორტი არც ერთხელ არ გამიკეთებია sad.gif
nikola_migina
გადახედე ამ თემას და გაგიადვილდება smile.gif http://www.airgun.ge/forums/index.php?show...amp;#entry44738
nikola_migina
ციტატა(gela @ May 21 2011, 05:16 PM) *
http://www.amazon.com/UTG-3-9X40-Mil-dot-P...298&sr=1-35


ამ ოპტიკაზე გეუბნება,. ესაა ლიპერსის


ნიკოლას ვუნახავ, 24-ში მექნება ფულიო, თუ გადაიფიქრა შენ წაიღე, რინგების გარეშეა ოღონდ, რინგებს კი ლილოში იყიდი თუმნად

მიეცი ჯობია!!! ჩემი თოფისთვის დიდი იქნება smile.gif
mxeci_94
და რა ღირს? smile.gif

nikola_migina
90 ლარი რინგების გარეშე smile.gif
tarasuna
გამოცდილო ფორუმელებო ვინმემ თუ იცით ამ მოდელწი Retay arms korp 100X თუ დადგება ნიტრო ზამბარა? უძრავი ლულს აქვს და ამიტო დავინტერესდი იქნებ ვინმემ იცით მისი აგებულება, ან სად დევს დაწლილ მდგომარეობაწი.
tarasuna
მოკლეთ ამ თოფზე retay arms korp 100X-ზე რუსულ საიტზე ვიპოვე დეტალური რეპორტი, კარგი იქნება ვინმე თუ თარგმნის ვინც კარგად იცის რუსული. ჩემი აზრით ამ თიფზე გაზის ზამბარა შავა და hatsan 99-ზე ბევრად კარგი რამ გამოვა რადგანაც უძრავი ლულა აქვს. აი ლინკიც http://airgun.org.ua/forum/viewtopic.php?f...03&start=75
Multi-Tool
tarasuna
თითები ზედმეტი გაქვს? ეგ ხომ კონდახიანი გელიოტინაა თითების.
pilotina
tarasuna

მოკლედ ვეცდები ორიგინალთან მაქსიმალურად მიახლოებით გადავთარგმნო:

ყველას სალამი, მინდა ამ თემას დავამატო რაღაც ინფორმაცია. რამდენიმე დღის უკან ჩემმა მეზობელმა შეიძინა ეს თურქული პროდუქტი, ჩემი აზრით არც თუ ისე ცუდათ გამოიყურება, განსაკუთრებით ხის იმიტაციის კონდახით.
ხელში საკმაოდ კარგად ზის, მოკლედ ძაან ლამაზად გამოიყურება. მომიწია მისი დეკონსერვაცია და უნდა გითხრთ, რომ სასიამოვნოდ გამაკვირვა დეტალების დამუშავების ხარისხმა. ჩვრის და აცეტონის გარდა არაფერი გამომიყენებია. ქვემოთ მოვიყვან ზომებს. ესე იგი მივყვეთ:

ლულაში ხრახნები ხარისხიანია, ტყვიის გატარებისას ლულის ბოლოში იგრძნობა ჩოკი, ლულაზე არც ართი ფასკა არ არის, მოძრავ ცილინდრში ხარისხიანი გადამშვები რეზინაა, დიამეტრით 3 მმ, დასამიზნებელი პლანკა შეგიძლიათ ეგრევე მოხსნათ და გადააგდოთ, მაგაზე ცუდი არაფერი მინახავს.
ეხლა მოკლედ შიგნეულობის შესახებ:
ცილინდრი სიგრძით 157 მმ, შიდა დიამეტრი 26 მმ, გარე 30 მმ, დგუშის სიგრძე 160,4 მმ ქანჩთან ერთად, დიამეტრი 25,5 მმ , მანჟეტის დიამეტრი 26,5 მმ, ზამბარის დიამეტრი 20 მმ, 35 ხვეულით, ზამბარის მავთულის დიამეტრი 3 მმ, შიგნეულობა არ ამიწონია, შიგნით არავითარი მეტალის ნახერხისმაგვარი ნაგავი, მხოლოდ ტაოტი, ცილინდრის სარკე იდეალური, დგუშიც დაშლიფოვკებულია, ისევე როგორც ცილინდრი გარედან.

შეპტალოს (არ ვიცი როგორაა ქართულად) დამზადების ხარისხიც მაღალია, აწყობის მერე რამდენიმეჯერ გავისროლე, დიზელის ეფექტი თითქმის არ ჰქონდა.
ჩემი ჰატსანის მერე უკუცემა შეიძლება ითქვას ბავშვურია.
დამწყებთათვის როგორც ასე ვთქვათ ''კონსტრუქტორი'' კარგია.

ცილინდრის სარკე



დგუში და ცილინდრი



მიმმართველი დამამძიმებელთან ერთად



იმედია დაგეხმარება ეს ინფო smile.gif

წარმატებები
tarasuna
მადლობა pilotina. მართალია ძველი თემაა მაგრამ ეგ თოფი ისე მიმზიდველად გამოიყურება რომ თავი ვერ წევიკავე, მართალია ზოგიერთი ფორუმელი ბრაზობს მაგრამ ჩავთვალე რომ თემა ამოწურული არ იყო, გეტყობათ pilotina კარგად იცით რუსული, კარგი იქნებოდა გაგვეგო და გადაგვეხედა მაგ რუსული ფორუმისთვის ვინც კარგად იცის რუსული და გაგვეგო რამდენი მეტრ-შამი აქვს რეალურად 10.5 გრანიანი ტყვიებით.
pilotina
tarasuna
ციტატა(tarieli @ 19th February 2015 - 07:27 PM) *
რამდენი მეტრ-შამი აქვს რეალურად 10.5 გრანიანი ტყვიებით.


მაგ ფორუმზე რაც გადავხედე არაფერია ნათქვამი სიჩქარეზე, მაგრამ ინტერნეტ მაღაზიები სარეკლამო ფურცლებზე იძახიან რომ 325 მ/წმ აქვს სიჩქარე, თუმცა მინდა ახლავე გითხრა, რომ ეს სიჩქარე სარეკლამო ხრიკია და გათვლილია ძაან მსუბუქ ალუმინის ტყვიებზე.
რეალურად, 8- 10 გრანიან ტყვიებზე ექნება მაქსიმუმ 275 - 285 მ/წმ IMHO.
pilotina
tarasuna

უკვე იყიდე ეგ თოფი?
თუ არა, გირჩევ თავი შეიკავო, მაგ ფორუმზე კაი არაფერი წერია მაგაზე,
მარტო ის რად ღირს, რომ ლულას ფასკები არა აქ...
tarasuna
არა არ მიყიდია უბრალოდ დავინტერესდი. რადგან უძრავი ლულა აქვს ხოდა ვიფიქრე გაზის ზამბარას დაუყენებ და კარგი რამე გამოვა მეთქი. ნარეზები ხომ აქვს მაგ ლულას? და ფასკის გაკეთება წეიძლება მგონი თუ არ ვცდები pilotina არა?
pilotina
tarasuna

ფასკის გაკეთება კი შეიძლება, მარა მაგას მარტო ფასკა არ დაჭირდება და სანამ მაგ თოფს ჭკუაზე მოიყვან იმდენს დაახარჯავ, რომ მაგ ფასად შეიძლება უფრო ძვირიან ბრენდს გამოკრა ხელი.
და მარტო უძრავ ლულას ნუ დახარბდები, ძაან ბევრია გადასატეხ ლულიანი თოფები რომლებიც მაგას ათი თუარა ხუთი თავით მაინც აჯობებენ.
კარგია, რო ჯერ არ გიყიდია, არც იყიდო, გირჩევ აი ამ საიტზე შეარჩიო თოფი, crosman-ის წარმომადგენელია ბ-ნი გრიგოლი,
შენ თვითონ აარჩევ რომელიც მოგეწონება ფასებიც მწარმოებლის აქვს და თან კონსულტაციასაც გაგიეწვს.
Multi-Tool
tarasuna
მაგ თოფიდან 067 გრამიანის სიჩქარეა 230-245 მწ.
არც თუ ისე დიდი ნასროლის შემდეგ თოფი სასხლეტზე ცუდად დგება, ანუ ძაან მგრძნობიარე.ხდება.
და ეს მაშინ, როდესაც ამ იარაღს არ გააჩნია დგუშის (ჭიქის ) დამაკავებელი.ეძახიან ანტისრივ,
რაც ნიშნავს მოწყვეტისაგან (ცილინდრის მოწყვეტისაგან) დამცავს.
აი წარმოიდგინე სიტუაცია : გადატენე იარაღი იღებ ტყვიას და სვამ ლულაში. ამ დროს წყდება დგუში სასხლეტიდან და აყოლებს თითებს. შენ ღმერთმა დაგიფაროს და დამბურძგლა რომ წარმოვიდგინე.
მაგ რეტაის ახასიათებს , (ეს რასაც ფორუმზე წერენ) არასწორად დაყენებული სამიზნე პლანკა,
ლულის თავში ან ბოლოში 2-4 სმ ლულის ჭრილიდან მოშორებით ნარეზების არ ქონა, ანუ ლულის დეფექტი.
სასხლეტი მექანიზმი მიყფეა და დიდ ყურადღებას მოითხოვს.
და რაც კარგი აქვს ეს შიდა დეტალების დამუშავებააო, + ხელშიც საკაიფოდ ჯდებაო.





tarasuna
მადლობა რჩევისთვის. მე ამაზონიდან გამოვიწერე Benjamin PROWLER სიმართლე გითხრათ არ მომეშონა სიმძლავრე და გავყიდე. მე მინდა თუ იქნება უძრავი ლულით და 10.5 გრანიანი ტყვიით ქონდეს 230-240მეტრ-შამი ან მულტი კომპრესული ამ სიმძლავრის
Multi-Tool
tarasuna
ხარისხიანი მოდელები, რომლებსაც ფიქსირებული ლულა აქვთ და გადატენვა ხდება ქვედა ან გვერდითი ბერკეტით ცოტა არ იყოს ძვირია. ხათსანსაც აქვს ეგეთი მოდელები, მაგრამ მაგათ ვარგისობაზე ვერაფერს გეტყვი. თანაც უმეფესობა ეგეთ იარაღს გაზის ზაბარას ვერ დაუყენებ, კონსტრუქციულად არაა გათვლილი.
მულტი კომპრესიულებიდან არის პისტოლეგები 1377 და webley alecto. პირველი არაა ძვირი, მაგრამ დარწმუნებული ვარ ბევრი რამის შეცვლას მოუნდომებ. მეორე მოდელი შედარებით ძვირია, მაგრამ იყიდი და
დაისვენებ. თოფებიდან ქროსმანის 2100 მოდელი და 397 მოდელი. პირველი მოდელი სათამაშოს ჰგავს
მაგრამ მცირე აპ ის შემდეგ გაგაკვირვებს. მეორე მოდელი უფრო სერიოზულია, მხოლოდ ოპტიკის დაყენებაზე შეგექმნება ცოტა პრობლემა. და ბოლოს როგორც გვირგვინი მულტიკომპრესიულებისა არის fx indipendense da
Fx indy. ამ ბოლო მოდელის მოდიფიკაციას ისრების სროლაც შეუძლია.
ხოდა აბა შენ იცი არ შეგვარცხვინო! biggrin.gif


ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2025 Invision Power Services, Inc.