vito მე ვერ გავიგე ის საცოდავი იხვია, გედია თუ კვატი,რატომ გადააგდეთ ასე უდიერად?
ნორმალური მონადირის წესია, კლავ იმისათვის რომ ჭამო ან ვინმეს და რამეს აჭამო, ან პარაზიტი მოაცილო ფერმას ან ბუნებას.
ახლა მაი კვატი პარაზიტი ვერ იქნებოდა

ასე რომ გადაგდება გაუგებარია, მაშინ რას გაუმწარეთ მაგ საცოდავს ცხოვრება

მე მაგალითად მაგრა მისწორდება ხოლმე სამსახურში როცა მოვდივარ ჩელუსკინელების ხიდზე რომ გადავდივარ იქვე მტკვარში ხრეშის ნაპირია და მუდან თოლიები ზიან, ბოლო ერთი წელია ჯერ ერთი იხვივით გამოჩნდა, მერე 2 3 და 2-3 კვირის წინ გამოჩნდა მტელი 5 იხვი (ნუ ზისტად ვერ გეტყვი რა არის, ავტობუსიდან უცებ ვერ ამჩნევ შავი ფერისაა)
მიხარია რომ ამ თოლიების ფონზე რაღაც სხვა ფრინველიც ჩნდება და ვინმემ პროსტა კაიფისთვსი რომ გაბრიდოს მაგრა გამიტყდება თუმცა თუ საჭმელად უნდა ვერანაირად ვერაფერს ვერ ვეტყვი.
მორალის კითხვად და ჭკუის დარიგებად ნუ ჩამითვლი, უბრალოდ პაწა მოფრთხილება გვმართებს თორემ მაგათ ამოხოცვაზე იოლი რა არის, მერე რა დარჩება ეგაა საკითხავი.