ციტატა(ja_ja @ May 1 2011, 01:12 PM)

batia70 ჰქნდა მაგნუმს და გაიყიდა, ვინ იყიდა ამ ფორუმზე კაციშვილმა არ იცის

ჩვენთვითონაც მოხარული ვიქნებოდით რეალში გვენახა ეგ ფიშტო და მისი შესაძლებლობები
blizzard s10 ამჯამად იმყოფება ჩემთან, ჩემმა ახლობელმა მთხოვა "ჭკუაზე მოყვანა",
დავიწყებ პირველი შთაბეჭდილებით, შესახედავად საკმაოდ სიმპატიურია, მაგრამ ჩემთან მოხვედრისას სავალალო მდგომარეობაშია. მოკლედ დავაპირე სროლა, გატენე ვისროლე და კლიპიდან ტყვიები უკან
გამოყარა, უკანა მხრიდან ისეთი ჰაერის ნაკადი გამოდიოდა, რომ ნათელი იყო საპატრონეში რეზინი უკვე აGარ ჰქონდა, გადავწვიტეთ დაშლა. დაშლის შედეგად აღმოჩნდა მთელი რიგი დაზიანებები, რომლებსაც
მოგვიანებით აუცილებლად აღვწერ და სურათებსაც დავდებ.
მიუხედავად იმისა რომ თოფი თითქმის უხმარია მისი ამჯამინდელი მდგომარეობის შეფასება არის ცუდი, თითქმის სროლისათვის გამოუსადეგარი, მე არ მქონია შეხება სხვა კორეულ პნევმატიკასთან, მაგრამ
ერთს ვიტყვი თამამად სხვა კორეელებიც თუ ამნაირებია, მაშინ ისინი ნამდვილად არ ღირან ის ფასი რასაც აფასებენ გინდ მწარმოებლები და გინდ გადამყიდველები. (მარტო თოფში გადახდილია 1760 ლარი)
დგეს ბოდიშს მოგიხდით ძალიან დაღლილი ვარ და მეტს ვეღარ დავწერ. ხვალ უნდა წავიდე მოვნახო ვინმე კარგი ხარატი რაღაც დეტალები მაქვს გასაჩარხი, ვინაიდან ამ ფორუმზე არავის ჰქონია შეხება ამ
თოფთან, მაშინ მომიწევს ჩვენი რუსი და უკრაინელი მეგობრების გამოცდილებისა და რჩევების გათვალისწინება.
jaja თუ გექნება დრო და სურვილი ამ თოფის განახლებაზე მონაწილეობის მიღაბაში ძაან მოხარული ვიქნები და თან კარგი რეპორტიც გამოვიდოდა, ჩემი აზრით იდეაში თოფი კარგი ჩანაფიქრია ოღონდ
არახარისხიანი დეტალებით და უხარისხოდ აწყობილია.
ასევე ვაპირებ რედუქტორის შეკვეთას აი
ამასთან. რას იტყვით? იქნებ ვინმეს ქონდა შეხება ჩვენს ფორუმზე ამ რედუქტორებთან? თუ კი
იქნებ დაწერონ რამე ინფორმაცია.