ტყვია კაი ლითონია, რბილია, მარტივად იღებს ყველანაირ ფორმას, ამიტომაც ძველი რომიდან მოყოლებული კანალიზაციისთვის მილებს ტყვიისგან აკეტებდნენ.
სიტყვა კანალიზაციაში იგულისხმება არა წყლის ჩარეცხვა არამედ წყლის მიწოდება ამა თუ იმ სახლებში (ძველებული გაგებით როგორც მასწავლეს ქიმიის ქიმიკოსებმა). ეს შედევრი შემდგომ გადმოვიდა ევროპის სხვა ქვეყნებში, მაგრამ მალევე შეცვალეს, თუჯით და რკინით რაც რუსეთმა არ გააკეთა და კრემლში წყლის მიწოდება საუკუნეების განმავლობაში გრძელდებოდა ტყვიის მილებით.
ტყვია მძიმე ლითონია, მართალია არ იჟანგება (დამცავ ჟანგის გარსს იკეთებს ჰაერზე და შემდგომ მძიმედ შედის რეაქციაში სხვა ნივთიერებებთან), მაგრამ ნელნელა მოხმარებისას მიღებული მინიატურული მინარევები წყალში ირევა და მიეწოდება ხალხს. მძიმე ლითონი კი ბოლოს ორგანიზმში ჯდება და გამოყვანა ძნელია
ბოლოს ამ მოთხრობას დავამთავრებ შემდეგით: რევოლუციის შემდგომ, საკმაოდ გვიან, ტყვიის ზემოქმედების შესწავლისას გაირკვა რომ ადამიანზე ეს ლითონი დამღუპველ ეფექტს ავლენს, კერძოდ, შენელებული რეაქცია, დაგვიანებული აზროვნება და დებილიზმის სიმპტომების გამოვლენას უწყობს ხელს, თუმცა ამ დროს ადაამინი გენეტიკურად დებილი არ არის.
როგორც გაირკვა რომანოვების მთელს ხაზში აღინიშნებოდა ეს სიმპტომები, თან თაობიდან თაობამდე სულ უფრო იზრდებოდა ეს მაჩვენებელი. მართალია რაიმე განსაკუთრებულ ვარიანტამდე არ ასულა, მაგრამ მაშინდელი ექიმების აღწერებისა და დაკვირბების შემდეგ, შეაჯამეს მიღებული შედეგები და კრემლში სასწრაფოდ დაცვალეს წყლის მიმწოდებელი მილები

(რამდენადაც ისტორია ამბობს სადრაც სტალინის სიკვდილისკენ, ან ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, ან კაკრაზ მოკვდა და იმ პერიოდში, მოკლედ 50-იანებში)
აქედან მორალი. მართალია ტყვიის პირში ჩადებით უმალ დებილი არ გახდები, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ რომ ბენზინში ოქტანობის გასაზრდელად გამოიყენება ტყვიის მინაერთი, რომელიც წვის შემდეგ ჰაერში ბოდიალობს და ჩვენ ყველანი ერთად ბედნიერად მას ვსუნთქავთ, გამოდის რომ ისედაც ბევრი შანცი გვაქვს რაღაც უბედურება ავიკიდოთ, ასე რომ ხედმეტად პირში ტყვიის ჩადებას თავს თუ ავარიდებთ კარგი იქნება

აუ რამხელა მანძილიდან მოვუარე მარტივად სათქმელს
bazuka რაც შეეხება შენს მიერ დადებულ სურათებს, ეგ იყიდება პირამიდზე და მგონი 10$ ღირს, იგივე ამაზონზეც არის მაგ პირამიდის საქონელი, თვის ბოლოსკენ რაღაცეების ყიდვას ვგეგმავ ამაზონზე და თუ გინდა შენთვის მაგ შტუკასაც წამოვაყოლებ ხელს. ტრანსპორტირებაში კაპიკს არ გამოგართმევ.