ციტატა
ახლა კი თქვენგან მაინტერესებს, აქვს თუ არა რაიმე ისეთი Phantom-ს ან Quest-ს რომ Vantage-ის სილამაზე გადაწონონ?
ნაკლები ფასი საკმარისი არაა? მაჩვენებლებით ნაღდად ვერ გადაწონიან, იმიტომ რომ როგორც უკვე შენც კარგად იცი, სამივე ერთი მოდელია ფაქტიურად - გამო 440, რომელსაც კროსმანი აწყობს ჩინეთში. გრიგოლმა კი თქვა, რომ რემინგტონისათვის ხარისხის კონტროლი უფრო მკაცრი აქვთო, მარა რავი, გრიგოლს არ ვგულისხმობ, მარა კროსმანის არ მჯერავს მაგ ამბავში

თუმცა შეიძლება ვცდებოდე....
ერთი კია - თუ შენ ყველაზე მეტად რემინგტონი გესიამოვნება და გიღირს კიდეც მაგ ფასის მიცემა, მაშინ ქვესტისაკენ და ფანტომისაკენ არ გაიხედო ორი მიზეზის გამო:
1 - სეიძლება კროსმანი მართლაც არ იტყუება

2 - მთავარი ამ ჰობიში მაინც იარაღთან მოპყრობის და სროლისაგან მიღებული სიამოვნებაა. თუ შენ რემინგტონი უფრო გსიამოვნებს, მაგისთვის ფულის დაზოგვა არ ღირს