ერთი შეხედვით კარგი რაღაცაა
ოპტიკის ძირითადი პარამეტრები:
1) ჯერადობა - ცვალებადი 6-24
2) გამომავალი მილის ზომა - 50 მილიმეტრი
3) მთლიანი სიგრძე - 38 სანტიმეტრი
4) წონა - 650 გრამი
5) პარალაქსის გასწორება - 10 იარდიდან
6) 30 მილიმეტრიანი მილი
7) ბადე - Etched Glass MP Reticle , ჯერ ვერ გავარკვიე რა არის , მაგრამ ძალიან მომწონს. წინა ოპტიკის ბადესთან განსხვავებით
ძალიან წვრილია და არ უშლის ხელს მხედველობას. შევეცდები გავარკვიო რა პრინციპით მუშაობს
8) MOA- 1/4 კლიკი 100 იარდზე
9) ბარაბნები - ტაქტიკური ბარაბნები, საკმაოდ მკვეთრი (
10) წყალგაუმტარი, ანტინისლიანი
მოყვა Weaver_ის რინგები(დაბლები, რაც ძალიან მოუხდა ჩემ თოფს) ,ე.წ მზის კეპი, ლინზის ხუფები(flip-up caps) , საწმენდი ნაჭერი და ინსტრუქცია
მევიტანე თუ არა სახლში ეგრევე ვეცი და დავაყენე, საკმაოდ მოუხდა ჩემ შაშხანას








მემგონი სიმპატიურია რაა?
პლიუსები და მისუები ჯერ არ ვიცი , ჩემთან ეს 1 კვირაა ისეთი ამინდებია ცხვირს ვერ ვყოფ გარეთ, იმედი ამ უქმეებზე უკეთესი ამინდი იქნება და ვნახავ რისი მაქნისია ეს ვიქტორა