Der Rote Baron შენ გაიხარე ჩასწორებისთვის

აი ქეცბაიამ გაამართლა და თანაც ძაან გაამართლა. ფეხბურთის მერე რესტორანში მარტო ამ თემაზე ვსაუბრობდით და მთავარი განხილვსი თემა იყო, გვაქვს თუ არა შანსი ევროპის ჩემპიონატზე გასვლის.
მე მგონია, რომ თუ ფეხბურთელებმა საკუთარ შესაძლებლობებში აღმოაჩინეს, ის, რომ მათ შეუძლიათ ნებისმიერი მეტოქის დამარცხება, მაშინ ჩვენ ჯგუფში პირველ ადგილზეც გავალთ, მაგრამ თუ მათ ეს თამაში თავში აუვარდათ (რისიც მე პირადად არ მჯერა მარტო თემურ ქეცბაიას გამო) მაშინ დაღუპულია ჩვენი საქმე.
მთავარი ის არის, რომ თემურმა შეძლო ის რაც სხვა მწვრთნელებმა ვერ შესძლეს!!!!!!!!! მან ყველა თამაშში გააუმჯობესა შედეგი და ფეხბურთელებს აიძულა ფეხბურთის თამაში. მე ეს ფაქტი ძალიან მიხარია და მინდა რომ ასე გაგრძელდეს.
თემურმა შესძლო ის, რომ გუნდი შეეკრა და ერთიანი საქართველოს ნაკრები გამოეყვანა. მე მთელი თამაშის მანძილზე ვაკვირდებოდი ფეხბურთელებს და არცერთხელ არ შეკამათებიან ერთმანეთს, დაჟე როცა პასს არ აძლევდნენ ერთმანეთს მაშინაც არ ეკამათებოდნენ.
მიხარია რომ გუნდი გვყვავს და არა ძველი ბიჭების ნაბორი როგორც ადრე.