sekurifa ციტატა(sekurifa @ 17th March 2011 - 12:50 AM)

ესეიგი,კონდახის გადაჭრა მინდა ისე როგორც მოვნიშნე.სახლში მხოლოდ ნაღოვკა მაქვს სამწუხაროდ.ტისკი არ მაქვს რომ გავჭედო.რავქნა?
რა უნდა ქნა და უნდა გაჩერდე, ან მიეჩვიე იმ აზრსრომ გააფუჭებ უაზროდ.
კიდევ ერთი რჩევა თუ მაგ ხაზზე გინდა მიიღო შედეგი აუცილებლად ჯერ მოწერი ისე რომ მაგ ხაზზე მეტი დაგრჩეს და მერე დაიყვანე ჭოპოსანით (ხის ქლიბით) სასურველ დონესთან ახლოს, მერე გადადი რკინის დიდ კბილებიანქლიბზე,ბოლოს რკინის წვრის კბილიან ქლიბზე და ბოლოს ზუმფარის ქაღალდზე (შკურკაზე, გაითვალისწინე რაც უფრო დიდი ციფრი აწერია ზუმფარის ქაღალდს მით უფრო წვრილი და სუფთა ზედაპირის მისაღებადაა შექმნილი მაგრამ თუ აღება გინდა, 500-ზე დაბლა უნდა იყიდო მიიყვანო სასურველ ზომამდე დამერე 500 და იმის ზემოთ უნდა აიღო რომ სუფთა კრიალა ზედაპირი გამოგივიდეს).
მებისმიერ ვარიანტში შენი ტექსტი იმას გავს რომ სახლში მაქვს მხოლოდ ნაჯახი და სურვილი რაიმე გამომივიდესო, ნაჯახით და ნაჟოვკით მიიღებ რუსულ ჯღანს, ასე რომ ინსტრუმენტები აუცილებელი ფაქტორია, თუ არ გაქვს მონახე ვინმე ვინც ხესთან მუშაობს და დაგთანხმდება დახმარებაზე, უფასოდ ან რაღაც გასამჯელოს ხარჯზე. უფასოდ და ნაჟოვკით ისე არ გამოგივიდეს რომ ემრე კონდახი გქონდეს მთლიანად საყიდელი და უფრო მეტი ხარჯი გამოგივიდეს.