gocha311 ციტატა(gocha311 @ 3rd December 2020 - 07:18 PM)

ერთი კვირა იდო ბალონი და ამის მერე დაემართა
ყველა ეგრე ახერხებს, მესმის რომ არ უნდა არავის გაზის დაკარგვა, მაგრამ co2 იარაღი არაა PCP, შედეგად არ შეიძლება დიდხანს გაზის დატოვება, ზიანდება ის რეზინა რომელიც ბალონსა და კლაპანს შორისაა.
ნახევარი ან მეოთხედი ბალონი კი შეგრჩა, მაგრამ იმის მერე რამდენი ბალონი დაგეცალა მოჭერისას

მოკლედ ასეა თუ ისეა, შემდეგისთვის რომ იცოდე, co2 ბალონი ჩადე პისტოლეტში გაერთე, დაცალე მორჩა, თუ 2-3 გასროლა გინდა აზრი არ აქვს ბალონის ჩადებას, ჯობია მოითბინო, ან თუ ჩადებ რომ გააკეთებ იმ 2-3 გასროლას ასევე გააგრძელე და ძალით გაისროლე დანარჩენიც, ან ბალონი ამიღე.
ვიცი რომ ზოგი ამბობს 1 დღე შეგიძლია ბალონი დატოვოო, მამენტ კი 1 დღე თუ არის ასე თუ ისე უძლებს, მაგრამ ჯობია დღის განმავლობაში რაც გამოიყენე გამოიყენე და ღამისთვის თოფი დაცლილი დატოვო, დილით მერე ხელახლა ჩადე და ისიამოვნე, ასე უფრო დიდხანს იცოცხლებს
გარდა ამისა წესით ბალონის ჩადებისსას ბალონის თავზე 1 წვეთი სილიკონის სპეციალური ზეთი უნდა დააწვეთო რომ ყველაფერი დაზეთოს, მათ შორის რეზინები და პრაკლადკები.
უმეტესობა ვიცი მშრალად დებს, ეგეც აფუჭებს მაგ რეზინებს.
co1 ისეთი საზიზღარი რამეა რომ რავიცი, აი უბრალო თოფში რომ ჩატენო და მერე თოდი რომ დაშალო, ყველა რეზინა იქნება 2-ჯერ გადიდებული ზომაში. იმენნა რეზინის სტრუქტურაში შედის, აფუებს და აზიანებს. ასე რომ გაერთე ისიამოვნე და ჯობია დაცალო თუ აღარ გჭირდება