trigger მდაა როგორც ვხედავ ბევრი ჭკუის დამრიგებელი გამოგიჩნდით

მე აღარ დავამატებ იმასთან ამასთან მიდი, უბრალოდ, შენთვითონ დათვალე
1) თოფი - 442
2) თოფის შიპინგი ამერიკაში... ნუ ზოგი უფასოდ ზოგი რაღაცას ამატებს
3) ტრანსპორტირება, მინიმუმ 5 კილო გამოვა ანუ დაამატე ზემოდან 40$ (პლიუს ტვინის ბურღვა ზოგ შტატში იარაღი ჩააქვთ ზოგან არა, ზოგი გადამზიდავი ხელებს ასავსავებს, ზოგი მეტ ფასს თუ გადაიხდი ჩამოვიტანო...)
4) ზემოთ მოყვანილი 3 პუნქტი დააჯამე და მერე მიღებულ თანხას 18% განბაჟების დაამატე + მოსაკრებელი 12 ლარი, პლიუს ბანკის მომსახურების თითო-თითო ლარი თითო ქვითარზე, სულ 3 ლარი
ნუ მემგონი 1000 ლარს მინიმუმ მიაღწევ, მაგრამ აქ მეორე საშიშროება იმალება თანხის გარდა, ერთმა ჩვენმა ფორუმელმა co2 პისტოლეტი გამოიწერა და დღემდე საბაჟოზეა გაჩერებული და ნერვებს იგლიძავს იმის გამო რომ არ აძლევენ - კანონში არ წერია რა კალიბრია ნებადართულიო, და დამატებითი ინსტრუქციები არ გვაქვსო, ანუ საშაროს იხდი საქმეს მინიმუმის ეკონომიის გამო.
რაც შეეხება ნასოსებს, ნუ ერთი კაი იდეა ილარიონამ შემოგთავაზა, ხოლო შენ თუ უმიზნებ ჰაჩიკას ნასოს მინიმუმ დაიანგარიშე რომ გჭირდება ფოსტერის ქვიქ დისკონექტი, რომელიც ინტერში 16-18$ ღირს, პლიუს შიპინგი ჩამოტანა, პლიუს გადამყვანები დაგჭირდბა, ჩისტათ მხოლოდ გადამყვანში 50-60 ლარზე მეტი დაგეხარჯება. პლიუს ხაჩიკას ნასოსის შლანგი გამართლებაზეა, ჩვენთან ვინც იყიდა ყველას გამოცვლა დასჭირდა.
საერთო ჯამში ხარჯი მინიმალურ ეკონომიას, მაგრამ მაქსიმუმ დისკომფორტს მოგანიჭებს, მაგიტომ გთავაზობს ხალხი პირდაპირ აქვე ყიდვას გრიშასთან, თორემ გაუკეთებელი არაფერი არ არსებობს, პლიუს დაელაპარაკე კაცს, შეიძლება არ უღირდეს და ფეხი არ მოიცვალოს,და შეიძლება წამოვიდეს საუბარზე და ის 50-100 ლარი დაუკლოს.