დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: საინტერესოა თქვენი აზრი.
Georgian Airgunners Portal > პნევმატური იარაღის გამოყენება > ნადირობა პნევმატიკით
foxi
როგორც უკვე ცნობილია ნადირობის სეზონი დაიხურა. ამრიგად საინტერესოა ძვირფასი ფორუმელების აზრი:
რამდენად საინტერესო და სასარგებლოა პნევმატიკით ნადირობა.რამდენადაც ადრეული გამოკითხვებიდან ჩანს,ფორუმელთა უმეტესი ნაწილი უპირატესობას სწორედ ნადირობას ანიჭებს.რაც განაპირობებს შეძენილი თოფების მახასიათებელს.

Power_VANO
გააჩნია სასარგებლო ვისთვის smile.gif

როცა ცხოველ-ფრინველს ვხოცავთ, თავისთავად არაა სასარგებლო ბუნებისთვის.

ასევე არაა სასარგებლო ბევრის დახოცვა.

თუ მარტო ვარ და მშია, 1-2-ის მოკვლა მისაღებია. თუ ბევრნი ვართ და გვშია... ოოო ეს ცუდია ბუნებისთვის უკვე biggrin.gif


და საინტერესო და აზარტული ნამდვილად არის პნევმოთი ნადირობა.
nihontoman
foxi
საინტერესო და აზრტულია ძააან, მარა რამდენად სასარგებლოა.... ნუ IMHO ერთი იხვის (თუ სადაა იხვი) თუ სხვა სანადირო ობიექტის მოსაპოვებლად ძალიან დიდი რესურსები იხარჯება - იქ მანქანა, იარაღი, საჭირო ინვენტარი და ა.შ.

თან სასარგებლო როგორც ასეთი რატო უნდა იყოს ვერ ვხვდები.... ნუ პესტ კონტროლი კი სასარგებლოა, მარა ეგ ნადირობა არაა. ვთქვათ ავიღე ის 10 ლარიანი ლიცენზია, წავედი ფრინველზე სანადიროდ და რამდენიმე მოვინადირე. რა ვქენი სასარგებლო?
Jah
ნუ ზოგადად ნადირობასთან დაკავშირებით ძალიან ძნელია კამათი (იგივეა რაც კამათი თემაზე რა არის სიყვარული biggrin.gif) და მეზარება "კიდევოც" smile.gif
მე არაფერი საწინააღმდეგო არ მაქვს ნადირობის, მაგრამ მიმაჩნია რომ ეს მხოლოდ სასიამოვნო დროს ტარებაა, ისეთივე როგორც პლინკი wink.gif
და რა არის უფრო სასარგებლო, ადრენალინის მიღება როდესაც კლავ ნადირს, როდესაც გულის ცემა ჩქარდება, როდესაც განიცდი ლამის მიკროინფარკტს სიამოვნებისგან, რომ პატარა ჩიტი მოკალი...
თუ წყნარი პლინკი რომლით განიტვირთები ისვენებ, ჰარმონიულად და არადაძაბულად biggrin.gif

ვხუმრობ ნუ ეს ისე უბრალოდ ცეცხლზე ზეთის დასმა მინდოდა
რათა ჯანსაღი ბათლი წამოვიწყოთ biggrin.gif
ReMiNgToN
ჯერ იმით დავიწყებ რომ,სრულიად ვამართლებ ნადირობას პნევმატიკით, მაგრამ რაგაც ზღუდე ჩვენთვითონ უნდა დავიყენოთ, ნადირობ მოინადირე 3,4,5,6 და ასე შემდეგ, შეიძლება ეს რიცხვო 20 ამდეც ავიდეს, ავიღოთ შაშვზე, ფორუმზე ეგდო სურათი სადაც ჩანდა თუ რამდენი შეიძლება ერთმა კაცმა ერთ გასვლაზე მოინადიროს. ასე უკვე გამოვა სისასტიკე და ჩემი აზრით ბუნებას დიდ ზარალს მივაყენებთ თუ ყველამ ასე "ვხოცეთ" ფრინველები. ანუ შეატყე რომ საკმარია, არ არის აუცილებელი მაინცდამაინც 20 კაციანი სუფრების შლა და შემდეგ ბლატაობა. ინადირე შენთვის და ცოტა მოვუფრთხილდებით გარემოს. და კიდევ არ ვეთანხმები დახურული სეზონის დროს, ანუ როცა ბარტყობენ მაშინ ნადირობას,და არამგონია ვინმე იყოს მომხრე ბარტყების განადგურებისა.

ინტერესს რაც შეეხება პნევმატიკით ნადირობა საკმაოდ საინტერესოც და აზარტულიცაა, თავისი ე.წ მუღამი აქვს.
foxi
quote name='nihontoman' [
ციტატა(nihontoman @ 13th March 2011 - 06:01 PM) *
თან სასარგებლო როგორც ასეთი რატო უნდა იყოს ვერ ვხვდები


არა შენი მესმის ამ კითხვას რომ სვავ. პასუხი მარტივია სასარგებლო მარტო მონადირება კი არა, მონადირებულის მომზადება მირთმევაა. ერთხელ მაინც თუ იგემებ შენით მონადირებულს მერე ეგ კითხვა აღარ იქნება. 19.gif
rekshet
ხო ნადირობა პნევმატიკით საინტერესოაა მარა სასარგებლოც არაა პირველათ რო მოვკალი შაშვი ხიდან რო ჩამოვარადა ახლოს მივედი მაგრამ ხე-ლი ვერ მოვკიდე .მერე მთელი ღამე არ მედზინა სულ მაგაზე ვფიქრობდი როგორ მოვკალი biggrin.gif
foxi
rekshet

აქ ყველაფერი გაცილებით მარტივად არის. მოკვლას და მონადირებას შორის არის რაღაც სხვაობა,დაუკვირდი მოვკალი,მოვინადირე.
ყველაფერი ინდივიდზე და მიდგომაზეა დამოკიდებული. მონადირე არასოდეს იტყვის მოვკალი. ასევე ბევრი ფაქტრორია გასათვალი
სწინებელი.მაგალითად რელიგია,სუსტი ფსიქიკა,გულჩვილობა.ყველაფერი ეს უნდა გაითვალისწინოს კაცმა სანამ იარაღს მოკიდებს
ხელს და სანადიროდ გავა. არ ააქვს მნიშვნელობა მაჩვს მოინადირებ თუ ირემს. მონადირეს ყველაზე მეტად უყვარს ეგ უკანასკნელი.
ყველა ვინც თოფს ცოცხალ არსებას ესვრის მონადირე ვერ იქნება.
nihontoman
foxi
რამდენი შაშვი და ბეღურა ცამომიგდია რაგატკებით და მერე შემიწვია და მიმირთვია. მართალი ხარ, ძალინან გემრიელი იყო და ალბათ ორგანიზმისათვის სასარგებლო, მარა ეგ მგონი ერთადერთი სარგებელია, რაც ნადირობას მოაქვს biggrin.gif
ReMiNgToN
nihontoman
რატომ ვნადირობთ, იმიტომ რომ სიამოვნება მივიღოთ ხომ? ანუ ყველაფერს ჩვენი სიამოვნებისთვის ვაკეთებთ და როგორ ეგ სიამოვნებაა ჩვენთვისვე სარგებელი ისე მონადირებულის მირთმევა და არამგონია უსარგებლო იყოს, ნუ სხვებისთვის არა მარა მონადირესთვის არის
kaka8079
მოინადირეთ იმდენი რამდენიც შეგერგებათ და არ ლიცენზიით გერგებათ და თქვენს შვილებსაც დარჩებათ ნადირ-ფრინველი,დღიური ლიმიტი მწყერზე არის 20ცალი მაგრამ მე ამ ლიმიტის ნახევარიც მიკმარია ჩემთვის,არაა ბუნებაში უკვე იმდენი ნადირი რომ ვხოცოთ უაზროთ. მგონი მონადირე ბევრად მეტია ვიდრე თვით ნადირი უკვე,ნუ სასარგებლო იმაშია რომ ჯანსარ საკვებს მიიღებ და საკუთარ თავს სიამოვნებას მიანიჭებ და იმ სურვილს დაიკმაყოფილებ რომელიც გაკეთებინებს ამ ყველაფერს,ხოო კიდევ თუ გეცოდებათ მაშინ არ ესროლო,მე პირადად შველი ძაან მეცოდება და ბევრი შემოთავაზების და მიუხედავად არასოდეს წავსულვარ მაგაზე სანადიროდ.
koknar
პესტ კონტროლი მე უფრო მსიამოვნებს ვიდრე შაშვის მოპოვება და მირთმევა. ისე რაღა დაგიმალოთ და ღორის მწვადი მირჩევნია. მთავარია კაი კამპანია და დედა ბუნება. ისე პესტ კონტროლი დავიწყებულია ნამეტანი აღარ მისდევთ ამ საქმიანობას? ხო და კიდე ქაღალდიც საინტერესოა განსაკუთრებით თუ ახლო ახლო დაჯდა ნახვრეტები ერთმანეთთან. მკვდარ შაშვს ჯობია. biggrin.gif.
nihontoman
ციტატა
ხო და კიდე ქაღალდიც საინტერესოა განსაკუთრებით თუ ახლო ახლო დაჯდა ნახვრეტები ერთმანეთთან. მკვდარ შაშვს ჯობია.


შენ ეგა ტქვი smile.gif

ისე მართალი ხარ, პესტ კონტროლის თემაც სულ მივიწყებულია, არადა ამოხოცეს ყვავები და ერთი სიტყვას არ იტყვიან არცერთი....
gregory
ნადირობის სარგებლობას იმაში ვხედავ, რომ
1. ახალგაზრდა თაობას უმუშავებს იარაღთან კორექტული და უსაფრთხო მოპყრობის კულტურას;
2. საკმაოდ დიდი ფიზიკური და ემოციური დატვირთვაა;
3. გაიძულებს შეისწავლო ფაუნა;
4. რატომღაც მგონია, რომ თუ არცერთხელ არაფერი არ მოუნადირებია კაცს, მაშინ ომიანობის ან რაიმე სხვა ექსტრემალურ პირობებში(ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ რა იცი?) გაუჭირდება იარაღის გამოყენება...
და ასე შემდეგ!
Der Rote Baron
ციტატა(gregory @ Mar 14 2011, 09:08 AM) *
ნადირობის სარგებლობას იმაში ვხედავ, რომ
1. ახალგაზრდა თაობას უმუშავებს იარაღთან კორექტული და უსაფრთხო მოპყრობის კულტურას;
2. საკმაოდ დიდი ფიზიკური და ემოციური დატვირთვაა;
3. გაიძულებს შეისწავლო ფაუნა;
4. რატომღაც მგონია, რომ თუ არცერთხელ არაფერი არ მოუნადირებია კაცს, მაშინ ომიანობის ან რაიმე სხვა ექსტრემალურ პირობებში(ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ რა იცი?) გაუჭირდება იარაღის გამოყენება...
და ასე შემდეგ!

+1 smile.gif
iorama
სანამ მონადირის ნებართვების და ლიცენზიის საკითხი ისე უაზრო იქნება როგორც დღეს არის საქარტველოში მე ნადირობას ვერ დავარქმევ იმ საქმიანობას რასაც ეწევა უმრავლესობა ჩვენი ღანამემალულეები.

მთელი რიგი საკითხებია მოსაგვარებელი. პირველ რიგში ასაკი და მომზადების ტექნიაკ.

არ შეიძლება ისე თავისუფალი იყოს ნადირობა როგორც ჩვენთან არის. აიღე 10 (ათი) ლარიანი ქვითარი,იყიდე თოფი და ჰაიდააააა... დირკა ნაშოლ ჰაიდა პაშოლ.

მითუმეტეს პნევმატიკით ნადირობაზე კანონი ხომ საერთოდ ჩემი ზარით პერსონალურ შემუშავებას მოითხოვს და უფრო მეტად უნდა იყოს გამკაცრებული ეს საკითხი.პნევმოთი ნადირობა ბევრად რთულია დამეთანხმებით და უფრო მეტ ზიანს აყენებს ფაუნას და აქედან გამომდინარე ფლორასაც გამოუცდელი ადამიანის ხელით

აქვე მივესალმები გრიგოლის გამოხმაურებას.

ციტატა(gregory @ 14th March 2011 - 09:08 AM) *
3. გაიძულებს შეისწავლო ფაუნა;


მონადირე კუნთ მაგარი და ჭკუა თხელი არ უნდა იყოს.


ბოდიშს ვიხდი თუ სწორედ ვერ გადმოგეცით ჩემი აზრი. როცა ამ საკითხე არის საუბარი ძალიან ვარდები ხოლმე რა ემოციურად ჩვენი კანონების შემხედვარე. იმედია სანადირო მეურნეობების შექმნა ამ საკითხს მოაგვარებს
nihontoman
iorama
გეთანხმები ყველაფერში.

gregory

შენც biggrin.gif
cz80
მე არცერთს არ გეთანხმებით,სისხლისმსმელები და კაცისმკვლელები ხართ სუყველა!!!!
სასტიკად ვეწინააღმდეგებიუმწეო, დაუცველი,უიარაღო ნადირ-ფრინველის ხოცვა-ჟლეტვას!!!

ფაშისტებო თქვენ.......... rofl.gif rofl.gif rofl.gif rofl.gif rofl.gif rofl.gif rofl.gif rofl.gif rofl.gif rofl.gif rofl.gif rofl.gif
foxi
cz80

ვაიი რატო მეხი არ დაგეცემა მაგ გოგრაში ჰა? lol2.gif
cz80
ციტატა(foxi @ Mar 14 2011, 01:47 PM) *
cz80

ვაიი რატო მეხი არ დაგეცემა მაგ გოგრაში ჰა? lol2.gif

24.gif biggrin.gif
Der Rote Baron
ციტატა(cz80 @ Mar 14 2011, 12:32 PM) *
მე არცერთს არ გეთანხმებით,სისხლისმსმელები და კაცისმკვლელები ხართ სუყველა!!!!
სასტიკად ვეწინააღმდეგებიუმწეო, დაუცველი,უიარაღო ნადირ-ფრინველის ხოცვა-ჟლეტვას!!!

+1 vava.gif 15.gif
sekurifa
მე რაც ფრინველი მომინადირია არცერთი ტაფას არ აცდენია biggrin.gif .ციყვიც კი biggrin.gif
ReMiNgToN
sekurifa
და ციყვი გემრიელი იყო?
geojorjika
იცი რა არის ნადირობა ზოგადად არის ძალიან ფართო გაგება, ზოგისთვის სპილოს მოკვლაა , ზოგისთვის ბერურის და ზოგისთვის უბრალოდ ბუნებაშI ხეტიალის და დალევის მიზეზია.

რაც შეეხება პნევმო ნადირობას, თქვენ წარმოიდგინეთ საკმაოდ საინტერესო და არცთუისე ხელწამოსაკრავ სპორტად შეიძლება ჩამოაყალიბო ადამიანმა, მაგრამ იმას რასაც ჩვენ ვაკეთებთ ქვია საკუთარი ჭიის გახარება, ონანიზმი რა.

დაჯე ცეხლსასროლითაც ძირითადად მონადირეების უმეტესობვა ონანიზმით არის დაკავებული, წავა სასტავი და მოკლავენ ერთ იხვს ან 2 შაშვი და 1 ჩხიკვი. ონანიზმია აბა რა არის, მაგრამ მაინც გვიხარია.

ზოგადად ნადირობა ხელს უწყობს მონადირე იყოს ერუდირებული ( სოფლის ბოლოებზე არ მაქვს საუბარი და ხისთავიანებზე,ხოხობი და კაკადუ რომ ვერ გაურჩევიათ ერთმანეთიაგან), ასევე ფლობდეს გადარჩენის ტექნიკის ძირითად ელემენტებს, იცოდეს იარაღთან მოპყრობა ( როგორც უსაფრთხოება , ასევე გამოყენება და შემდეგ მისი მოვლა) ასევე ხელს უწყობს ადამიანსი ბუნებასთან დაახლოვებას, ვერავინ ვერ მეტყვის ეხლა მე რომ ჩემე მეტად უყვარს ფრინველები ან ცხოველები მიუხედავად იმისა რომ მე მათ ვინადირებ ხშირად.


ოოო აზრი გამიწყდა რა ტელმა დარეკა biggrin.gif

sekurifa
ციტატა(ReMiNgToN @ Mar 14 2011, 11:04 PM) *
sekurifa
და ციყვი გემრიელი იყო?

როგორ გითხრა,მითხრეს მაჩვივით გემო აქვსო თუმცა მაჩვი არ მაქ ნაჭამი biggrin.gif .კი გემრიელი იყო,მეთვითონ გავასუFთავე,ჯერ ცოტა ვხარშე მერე ტაფაზე მოვბრაწე და ბოლოს ტომატში და ხახვში მოვშუშე.იფ იფ ახლაც მივირთმევდი.ერთ კვირაში მექნება მაგ სიამოვნება.მაგრად მევასება ნანადირევზე ჩალიჩი რა.
iorama
ციტატა(sekurifa @ Mar 15 2011, 01:25 AM) *
როგორ გითხრა,მითხრეს მაჩვივით გემო აქვსო თუმცა მაჩვი არ მაქ ნაჭამი biggrin.gif .კი გემრიელი იყო,მეთვითონ გავასუFთავე,ჯერ ცოტა ვხარშე მერე ტაფაზე მოვბრაწე და ბოლოს ტომატში და ხახვში მოვშუშე.იფ იფ ახლაც მივირთმევდი.ერთ კვირაში მექნება მაგ სიამოვნება.მაგრად მევასება ნანადირევზე ჩალიჩი რა.


თუ დამიჯერებ და შეეშვები ციყვის ჭამას კარგს იზავ. ციყვი ხშირად არის ცოფის მატარებელი და ხახვი ვერ უშველის. დალშე უკვე შენ იცი wink.gif
giorgi05
ჩახრაკული ციყვი არ მგონია კაი იდეა იყოს იქნება სხვა ცხოველები და ფრინველები გეცადა უფრო მისეღებია და საჭმელათ ვარგისათ რომელიც ითვლებაsmile.gif ლენინგრადის ბლოკადა ხო არაა ციყვების ჭამა რა უბედურებაა დაივიწყე ეგ იორამას ვეთანხმები შესაზლებელია რამე მავნე დაავადების მატარებელი იყოსsmile.gif
sekurifa
ციტატა(giorgi05 @ Mar 15 2011, 10:48 AM) *
ჩახრაკული ციყვი არ მგონია კაი იდეა იყოს იქნება სხვა ცხოველები და ფრინველები გეცადა უფრო მისეღებია და საჭმელათ ვარგისათ რომელიც ითვლებაsmile.gif ლენინგრადის ბლოკადა ხო არაა ციყვების ჭამა რა უბედურებაა დაივიწყე ეგ იორამას ვეთანხმები შესაზლებელია რამე მავნე დაავადების მატარებელი იყოსsmile.gif

შემთხვევით გადავიკითხე ეს თემა და ეს გამომხაურებაც ახლა ვნახე smile.gif ლენინგრადის ბლოკადა რა შუაშია ციმბირში ახლაც ჩვეულებრივად ნადირობენ ციყვებზე და მიირთმევენ.მართალია იქ უფრო მოზრდილი ციყვებია ჯიშიანები biggrin.gif მე რაც მეხება სულ ორჯერ მაქვს ნაჭამი და ახლა შევეშვი რადგან ბოლო მონადირებულზე ადგილობრივებმა მითხრეს გლახად გამოიყურება ეგ ციყვი და შეეშვიო biggrin.gif .ცოფია მოდებულიო.ახლა ტყავის დამუშავება დავამუღამე და გავაკრავ დათვივით კედელზე.რაც შეეხება ნადირობის აზარტს მე ლიჩნათ ისე შევდივარ აზარტში შემიძლია მთელი დღე ხეზე ვიჯდე და უყარაულო ნადავლს,მიზანში ამოყვანილი თვალი ვადევნო,ხელსაყრელ მომენტში სასხლეტს თითი გამოვკრა და ........ უჰ რა კარგი შეგრძნებაა i-m_so_happy.gif ერთი სიტყვით პნევმატიკით ნადირობა ჩემთვის სპორტიცაა,გართობაც,ნერვების დამშვიდებაც,ნებისყოფის გამომუშავებაც და ამასთან ერთად კულინარიის დამუღამებაც smile.gif
gregory
ციტატა(sekurifa @ 28th July 2011 - 06:19 PM) *
ახლა ტყავის დამუშავება დავამუღამე და გავაკრავ დათვივით კედელზე

თუ შეიძლება უფრო კონკრეტულად, თორემ მავანი ნუტრიის ტყავს აგდებს....
Davitus
sekurifa

ციყვს იმიტომ არ ჭამენ, რომ გემრიელი ხორცი არა აქვს და მცირეც არის, ამ ორი ნაკლის კომბინაციით მიიღება ბუნებისთვის საზიანო და ჩვენთვის უსარგებლო ქმედება

ცოფი კი, პერორალური (ჭამით, კუჭ-ნაწლავიდან) გზით არ გადადის, მითუმეტეს თერმული დამუშავება თუ სათანადო აქვს wink.gif


ჯერ მოხარშვა, მერე მოთუშვა, და პახოდუ ტომატ ხახვში შაშუშვა, სხვა არაფერია თუარა უგემურობის შენიღბვა, ნუ აპრობირებული მეთოდია, როცა სხვა გზა არ გაქვს

ხორცის "ნამდვილი გემო" თუ გინდა გაიგო, მოხარშული ჭამე smile.gif


მოკლედ მე ნაჭამი მაქვს, მოხარშული, როგორ გითხრა, შემწვარი შვლის ხორცი ჯობია

არადა შვლის ხორცის მწვადი ღორის ხორცის მწვადს რომ შედარო, იქნება სხვაობა როგორც 2-იანი და 10 იანი ქულები


მართალია გემოვნებაზე არ დაობენო (არადა ყველაზე მეტად მაგაზე დაობენ) მაგრამ, რეალობა ეგრეა
sekurifa
Davitus- მე იმას არ ვამბობ რომ კარგი გემრიელი ხორცი აქვს ციყვს.ტომატ ხახვშიც იმიტომ ჩავშუშე რომ კარგი გემო მისცემოდა.უბრალოდ ის არის რომ მე ჯერ ნადირობით მოპოვებული არასდროს არ გადამიგდია რაც არუნდა ყოფილიყო,მხედველობაში მაქვს ფრინველები.ცხოველებიდან მხოლოდ ეგ ბეწვიანი მყავს მოპოვებული.ადრე ადგილობრივებს ვაძლევდი და ისინი არვიცი ჭამდნენ თუ ატყავებდნენ მაშინ პატარა ვიყავი,მერე მითხრეს ჭამაც შეიძლებაო და იქვე ტყეში გავასუფთავეთ და მოვამზადეთ წყაროსთან.საერთოდ კი ციყვზე პნევმოთი ნადირობა ძალიან სასარგებლოა ჯამრთელობისთვის,რადგან იმდენს გარბენიებს ტყეში სიქა გაძვრება კაცს biggrin.gif ამით ფილტვებს აკაჩავებ ჟანგბადით და სპორტულ მხნეობასაც ინარჩუნებ.პირადად ჩემთვის მოპოვებულის სიმრავლეს არანაირი აზრი არა აქვს.ჩემთვის საკმარისია დღეში ერთი გასროლა და ერთი მიზანი რადგან სწორედ იმ ერთი გასროლისთვის საღამომდე ტყეში კარგი ვარჯიში მიწევს.პნევმატიკაც იმით არის კარგი რომ ზუსტია და გადამწყვეტ მომენტში აცილების უფლება არ გაქვს.(სნაიპერის პრინციპია რა biggrin.gif )მე პირადად ძალიან მოხარული ვიქნები საქართველოში ბიატლონის მაგვარი სპორტი რომ არსებობდეს პნევმატური იარაღის გამოყენებით.მონაწილეს უნდა უწევდეს სხვადასხვა ფიზიკური სირთულეების გადალახვა,აღმართზე არბენა,თოკებზე გასვლა,მერე აჩქარებული პულსით სროლა სამიზნეზე რამოდენიმე ტყვიით.შემდეგ ისევ პატარა კროსი და ისევ სამიზნეები ერთი მარჯვნივ ერთი მარცხნივ ერთი ზემოთ და ეს ყველაფერი აქტიურად რომ ხდებოდეს გარკვეულ დროში ჩატევით.
ეხ ეს კაი ხანს არ გვეღირსება ჩვენ და წელსაც ისევ ერთკაციან შეჯიბრს ჩავატარებ შვებულებას რომ ავიღებ და დასასვენებლად წავალ.სუდიაც მე ვიქნები და მონაწილეცbiggrin.gif სამიზნეები უკვე გავამზადე ყვავის და ციყვის გამოსახულებით ხეებზე დასადებად. smile.gif
giga_st
ციტატა(sekurifa @ 29th July 2011 - 01:52 AM) *
სხვადასხვა ფიზიკური სირთულეების გადალახვა,აღმართზე არბენა,თოკებზე გასვლა,მერე აჩქარებული პულსით სროლა სამიზნეზე რამოდენიმე ტყვიით.შემდეგ ისევ პატარა კროსი და ისევ სამიზნეები ერთი მარჯვნივ ერთი მარცხნივ ერთი ზემოთ და ეს ყველაფერი აქტიურად რომ ხდებოდეს გარკვეულ დროში ჩატევით.


მაგარი აზრია !

მარა ეს ციყვის ჭამა რა უბედურებაა ღორი გამოილია მაქეთ? crazy.gif აი ცხოვრებაში ციყვზე სროლის სურვილი არ გამჩენია მაგარი სასაცილო ვინმეა ვჯდები და ვუყურებ ხოლმე რას აკეთებენ.
gigi30
გატყავების დროს რეზინის ხელთათმანი იხმარე ჯობია მაინც. sekurifa, მასე ჩასაფრებით ტურაზე თუ ინადირებ, სასარგებლო საქმეს გააკეთებ. ადგილი შეარჩიეისეთი, კარგი სასროლი პოზიცია რომ გქონდეს და ყოველდღე საჭმლის ნარჩენები, შიგნეულობა და ა.შ. ყარე(სასროლ პოზიციაზე კი შენი სუნით ბაჟღენთილი ძველი სამოსი დატოვე ხოლმე), რომ ტურები შეეჩვიონ და პერიოდულად ინადირე "ჰედშოთიდ"
gregory
ციტატა(giga_st @ 29th July 2011 - 10:45 AM) *
აი ცხოვრებაში ციყვზე სროლის სურვილი არ გამჩენია მაგარი სასაცილო ვინმეა ვჯდები და ვუყურებ ხოლმე რას აკეთებენ.

+1


ისე ბაკურიანში ვიყავი და ბავშვებმა ზღარბი მოიტანეს ტყიდან. ადგილობრივებმა: იფ, იფ, იფ რა გემრიელი ხორცი აქვსო biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
ბავშვებს ვუთხარი წადით დროზე ტყეში დააბრუნეთ სანამ არ შეუჭამიათ მეთქი.
ilariona
იფ იფ იფ რა გემრიელი თემაა,

დედას გეფიცები ყველანაირი ჭამის სურვილი დავკარგე.
ja_ja
კაცო!

ზღარბი, კუ და ციყვი ყოველ გასვლაზე გვხვდება, მარა ეგენი იმდენად ცოდოები და ასევთქვათ გოგოებს რომ უყვართ ხოლმე "ბუცუცქუნებ" არიან რომ რავი ხელი არ მიდის და გონებაში აზრიც კი არ ჩნდება რომ ესროლო.

შეიძლება დავუმიზნო დაოპტიკაში გავხედო რომ დავაკვირდე, მარა... არ ვჭამთ, არც ბევრნი არიან და....

ციყვზე მეტი ცოცხალი არსება რა არის არ ვიცი, რომ დახტის უაზროდდადარბისიქეთ აქეთ მაგით უფრო ვკაიფობ ხოლმე smile.gif,ბათუმში საკაიფო რაღაცეებს აკეთებენ, ბორჯომის ხეობიდან უბრალოდ ლტოლვილები გახდნენ ხანძრის მერე.

ზღარბი მაგარი როჟაა, აგერ ლისზეც ვნახეთ ამასწინათ და წავეკაიფეთ მოვფხანეთ ეკლები და შევეშვით. მართლა კაი ტიპია რას სად უნდა უკბინო, ერთი გირჩებს ჭამს და ხალხს ართობს თავისი სისულეებით, მეორე კიდევ ყველანაირ მატლს და სისულელეს ჭამს დაასევთქვათ ხალხს ეხმარება.

აი კუ ხომ საერთოდ, ჩვენ რომჩინელები ვიყოთ კიდევ ჯანდაბას და ამ ქართველ ხალხს ხორცი დაგვაკლდა, პური თუ ყველი biggrin.gif, შეეშვით მაგ საცოდავს, ეყოფა ის პრობლემები რაც ღმერთმა არგუნა, ეგეთი დასახიჩრებული მეორე ცხოველი არ არსებობს ამ პლანეტაზე, მეცოდებიან მაგათ სექსუალურ კადრებს დისკოვერიზე რომ აჩვენებენ ხოლმე smile.gif იმენნა საცოდაობაა, შეეშვით, აცადეთ სიამოვნება, ეგებ და ცოტა მაინც გამრავლდნენ, ისედაც უჭირთ biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
sekurifa
ციტატა(gregory @ Jul 29 2011, 11:12 AM) *
+1


ისე ბაკურიანში ვიყავი და ბავშვებმა ზღარბი მოიტანეს ტყიდან. ადგილობრივებმა: იფ, იფ, იფ რა გემრიელი ხორცი აქვსო biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
ბავშვებს ვუთხარი წადით დროზე ტყეში დააბრუნეთ სანამ არ შეუჭამიათ მეთქი.

სწორედ ბაკურიანში მითხრეს მეც biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif ჩემი სპორტული გასვლების არიალი ზუსტად წაღვერი-ბაკურიანია. biggrin.gif კარგი მოვრჩეთ ციყვებზე ლაპარაკს აღარ ვერჩი მაგათ biggrin.gif ისე წაღვერში რომ ხანძარი გაჩნდა იქ ვიყავი მაშინ.მე სამხრეთით ვიყავი და ხანძარი ჩრდილოეთით იყო.იქედან გამოქცეული ციყვები სულ ჩვენს მხარეს გადმოსახლდნენ და ყოველ ღამეს სხვენში დაბორიალობდნენ smile.gif
iorama
sekurifa

მელია არ გაგისნჯია? biggrin.gif biggrin.gif

ციყვს რო დააკვირდე სუფთა ვირთხაა ტო. მაგას რა გაჭმევს. ისე კი ესპანეთში როგორც ვიცი ჩვეულებრივ საკვებს წარმოადგენს.

ციტატა(Davitus @ 28th July 2011 - 11:45 PM) *
ცოფი კი, პერორალური (ჭამით, კუჭ-ნაწლავიდან) გზით არ გადადის, მითუმეტეს თერმული დამუშავება თუ სათანადო აქვს


ეგ გასაგებია,მაგრამ დაუშვათ ნადირობის დროს თუნდაც უმნიშვნელო,მაგრამ ჭრილობა ან ნაკაწრი აიკიდე სისხლმდენი მერე გაატყავე ცოფის მატარებელი თუნდაც ციყვი და მისი სისხლის ჭრილობაზე მოხვედრითაც არ გადავა? თუ მაინცდამაინც უნდა დამგლიჯოს ციყვმა ან სხვა ცოფიანმა არსებამ? biggrin.gif
sekurifa
ციტატა(iorama @ Jul 29 2011, 02:04 PM) *
sekurifa

მელია არ გაგისნჯია? biggrin.gif biggrin.gif

ციყვს რო დააკვირდე სუფთა ვირთხაა ტო. მაგას რა გაჭმევს. ისე კი ესპანეთში როგორც ვიცი ჩვეულებრივ საკვებს წარმოადგენს.



ეგ გასაგებია,მაგრამ დაუშვათ ნადირობის დროს თუნდაც უმნიშვნელო,მაგრამ ჭრილობა ან ნაკაწრი აიკიდე სისხლმდენი მერე გაატყავე ცოფის მატარებელი თუნდაც ციყვი და მისი სისხლის ჭრილობაზე მოხვედრითაც არ გადავა? თუ მაინცდამაინც უნდა დამგლიჯოს ციყვმა ან სხვა ცოფიანმა არსებამ? biggrin.gif

საერთოდ ყველა ცხოველი იჭმევა biggrin.gif თუ მოვხვდი ვიკინგებთან გასინჯვაზე უარს არ ვიტყვი. 32.gif წელს მხოლოდ ფრინველები მყავს გეგმაში biggrin.gif (რათქმაუნდა ისინი რომლებიც ჯერ არ დამიგემოვნებია)

ვიფიქროთ ხალხო აქტიურ ტურნირზე. როგორც ჩეხეთში ტარდება მაგალითად.
ilariona
sekurifa

ყველანაირი წყენის გარეშე გთხოვ, მაგრამ აი ამის მერე
ციტატა(sekurifa @ 29th July 2011 - 02:20 PM) *
თუ მოვხვდი ვიკინგებთან გასინჯვაზე უარს არ ვიტყვი.


შენთან ერთად ცოტა არ იყოს და მეშინია გასვლაზე ფიქრიც biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif ვაი და მოგშივდა?????? biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
gigi30
მერე ციყვი, ზღარბი, ყვავი იქვე არ იქნება biggrin.gif
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.